1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების) ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფიზიკური დაზიანების გამო;

გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების) ჩამოწერა  უნდა  მოხდეს  ჩამოწერის  აქტის (დანართი № 6) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში.

3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სამართალსუბიექტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად