1. დამტკიცდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტობუსით უბილეთო მგზავრობა) გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმის, მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის თანდართული წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად
3. დამტკიცდეს ახსნა-განმარტების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
4. დამტკიცდეს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) ფორმა დანართი №4-ის შესაბამისად.
5. დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრების (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების) აღრიცხვის ჟურნალი დანართი №5-ის შესაბამისად.
6. დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) ჩამოწერის აქტის ფორმა დანართი №6-ის შესაბამისად
7. დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი №7-ის შესაბამისად.