1. ადსორბენტი მისი საექსპლუატაციო ვადის მიუხედავად უნდა გამოიცვალოს, თუ თხევად ჟანგბადში აღმოჩენილ იქნა ინსტრუქციაში მითითებულ მნიშვნელობაზე მაღალი აცეტილენის კონცენტრაცია, ასევე თუ ადსორბენტი გაყვითლდა ან მასში ზეთის კვალია აღმოჩენილი.

2. ადსორბენტის რეგენერაცია უნდა განხორციელდეს თხევადი კრიოგენული პროდუქტების მოშორების შემდეგ.

3. ადსორბერი შევსებული უნდა იყოს შესაბამისი დარეგისტრირებული სტანდარტით გათვალისწინებული ადსორბენტით. აღნიშნულ ადსორბენტს უნდა ჩაუტარდეს ნესტიანობის და ჩასაყრელი მასის ლაბორატორული შემოწმება.

4. ადსორბერის დაშლამდე, ადსორბერის გამოსასვლელზე გამთბარი აირის ტემპერატურა და გამოქრევის შემდეგ ჰაერში ზეთის კონცენტრაცია უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

5. ადსორბენტის ტემპერატურა ექსპლუატაციის პროცესში უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებ