1. აკრძალულია მოედნების საზღვრებში არხების, ჭების, სანიაღვრე კანალიზაციის და სხვა მიწისქვეშა ნაგებობების განლაგება.

2. აკრძალულია არხის და ორმოს მოწყობა იმ სათავსოში, რომელიც განკუთვნილია კრიოგენული და თხევადი პროდუქტების ავტოცისტერნების სადგომად.

3. ჰაერის დაყოფის დანადგართან, მის დამხმარე ინფრასტრუქტურასთან და შენობასთან რომელშიც აღნიშნული დანადგარი დგას სავალი ბილიკი, ესტაკადა, შენობასთან დაკავშირებული გარე კიბე, ასევე სახანძრო მოწყობილობასთან, ჰიდრანტთან, წყალსაცავთან და აუზთან მისასვლელი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში, ღამის საათებში განათებული და აღჭურვილი შესაბამისი საცნობი ნიშნებით.

4. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების რეზერვუარების და ჩამსხმელ-ჩამომსხმელი ესტაკადების მოედნების მოწყობისა და შესრულების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

5. ჰაერის დაყოფის თხევადი პროდუქტების რეზერვუარების, მილსადენების, ასევე კიბეების და სხვა მოწყობილობების ლითონის საყრდენები უნდა იყოს დაყენებული საყრდენზე, რომელიც შესრულებული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით.

6. სანიაღვრე კანალიზაცია, ორმოები და სარდაფები, რომლებიც რეზერვუარების და ჩამსხმელ-ჩამომსხმელი მოწყობილობებიდან 10 მ-ზე ნაკლებ მანძილზეა განთავსებული უნდა იყოს შემოღობილი. აღნიშნული შემოღობვა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებ