1. ჰაერის დაყოფის დანადგარის გაჩერებისას მოწყობილობებიდან (ადსორბერის გარდა) თხევადი კრიოგენული პროდუქტების ჩამოსხმა უნდა ხდებოდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ მოწყობილობაში არსებულ თხევად ჟანგბადში აფეთქებასაშიში მინარევების კონცენტრაცია აღემატება შესაბამის დარეგისტრირებული ინსტრუქციით/სტანდარტით დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს;

ბ) თუ გაჩერების მომენტში თხევადი ჟანგბადის (თხევადი ჰაერის) დონე მოწყობილობაში საექსპლუატაციო ნორმის 30%-ზე ნაკლებია.

2. ჰაერდამყოფი დანადგარის გაჩერების პერიოდში აუცილებელია რეგენერატორების, ან რევერსული ან/და არარევერსული თბოგამცვლელების თანაბარი გაცივებ