1. ჰაერის დაყოფის დანადგარი, რომელიც გადაამუშავებს საათში 10000მ3 ჰაერს, აღჭურვილი უნდა იყოს სინჯამღები მოწყობილობით, ლაბორატორიაში თხევადი კრიოგებული პროდუქტების გაზიფიცირებული სინჯების გასაცემად.
2. ჰაერის დაყოფის დანადგარის სინჯამღები მოწყობილობა უნდა იყოს მინარევებისაგან გათავისუფლებული.
3. აკრძალულია მილსადენების გამოყენება დანადგარიდან სითხის ჩამოსასხმელად.
4. ჰაერის დაყოფის დანადგარის კონტროლის და ავტომატიზაციის სისტემები უნდა გამოსცემდნენ ხმოვან სიგნალს შემდეგ პრიობებში:
ა) რეგენერატორების გადართვის სისტემის მწყობრიდან გამოსვლისას.
ბ) ჰაერის კომპლექსური გაწმენდის ბლოკის ავტომატური სისტემის გაუმართაობისას.
გ) ტექნოლოგიურ სისტემებში ჩართული თხევადი კრიოგენული პროდუქტების ტუმბოების გაჩერებისას.
დ) დეტანდერის ძრავ-გენერატორზე ძაბვის გამორთვის ან სამუხრუჭე სისტემაში ზეთის წნევის ვარდნისას.
ე) სხვა დადგენილი პარამეტრების დარღვევისას.
5. აზოტწყლის გაცივების სისტემის ჰაერდამყოფი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური მოწყობილობით, რომელიც საჰაერო სკრუბერში წყლის დონის დასაშვებზე მეტად გაზრდისას შეწყვეტს წყლის მიწოდებას.
6. აირადი აზოტის მწარმოებელი ჰაერდამყოფი დანადგარი აღჭურვილი უნდა იყოს ავტომატური მოწყობილობით, რომელიც გამორიცხავს გაზგოლდერებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ჟანგბადის არსებობას.
7. აზოტწყლიანი გაცივების სკრუბერის მოედნის შესასვლელთან, სადაც შესაძლებელია დაფიქსირდეს აზოტის მაღალი კონცენტრაცია, დაყენებული უნდა იყოს გამაფრთხილებელი ნიშანი.
8. აკრძალულია ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაციისას ტექნოლოგიურ ნაკადებში აფეთქებასაშიში მინარევების ანალიტიკური კონტროლი, თუ კონტროლისათვის საჭირო მოწყობილობა არ აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებ