1. აკრძალულია გაუმართავი დამცავი მოწყობილობის შემთხვევაში დეტანდერის ექსპლუატაცია.
2. აკრძალულია სოლურ-ღვედური გადამცემით დგუშიანი დეტანდერის მუშაობა, თუ ღვედების რაოდენობა არ აკმაყოფილებს პასპორტში მითითებულ მონაცემებს.
3. აკრძალულია დგუშიანი დეტანდერის ძრავ-გენერატორის ელექტროკვებიდან გამორთვა დეტანდერში აირის შემშვები ვენტილის ღია მდგომარეობაში ყოფნისას.
4. აკრძალულია დეტანდერის მუშაობა გაუმართავი ზეთის მოსახდელი მოწყობილობით.
5. დეტანდერის ცილინდრში მისაწოდებელი ზეთის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქციაში მითითებულ რაოდენობას.
6. დეტანდერში გამოყენებადი დამცავი მემბრანების რღვევის წნევა უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებ