1. ტექნოლოგიური სისტემები აღჭურვილი უნდა იყოს მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველმყოფი კონტროლის, დაცვის და ბლოკირების საშუალებებით.
2. მომსახურე პერსონალის სამუშაო ადგილზე გამოკრული უნდა იყოს აგრეგატებისა და მილსადენების განთავსების და ტექნოლოგიური კვანძების სქემები.
3. ჰაერის დაყოფის პროდუქტების მწარმოებელს და მოხმარებელს უნდა გააჩნდეს ჰაერის დაყოფის დანადგარის ინსტრუქცია ან/და პასპორტი.
4. აკრძალულია ჟანგბადთან მომუშავე მოწყობილობის და მილსადენების გამოყენება ჰაერთან, აზოტთან, არგონთან და სხვა აირებთან მუშაობისათვის.
5. აკრძალულია იმ გაუმართავი ბლოკირების სისტემისა და დამცავი საშუალების ექსპლუატაცია, რომელის საშუალებით კონტროლდება და რეგულირდება:
ა) წნევა მანქანასა და აპარატში;
ბ) სითხის დონე;
გ) ტემპერატურა რევერსული თბოგაცვლის აპარატში;
დ) ტემპერატურა აირის გამაცივებელი დანადაგარის წინ და უკან;
ე) ტემპერატურა მანქანის საკისრეებზე;
ვ) მიღებული პროდუქტების და გადასამუშავებელი ჰაერის ხარჯი, რომლებიც ცირკულირდება ადსორბერებიდან ამაორთქლებლის შემდეგ.
6. აკრძალულია ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაცია ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში.
7. აკრძალულია წყლის დაგროვება საძირკველის სარდაფებსა და მომიჯნავე ორმოებში.
8. აკრძალულია ჰაერის დაყოფის დანადგარის ბლოკშიდა სივრცეში და საცავში თხევად ჟანგბადთან რეაქციისას აფეთქებასაფრთხიანი მასალების გამოყენება.
9. ჰაერის დაყოფის დანადგარი და მისი ცალკეული მოწყობილობა მათ შორის ჟანგბადის კომპრესორი, თხევადი ჟანგბადის შესანახი მოცულობა, ასევე აირადი და თხევადი ჟანგბადის მილსადენები უნდა იყოს ჩამიწებული, გააჩნდეს საერთო ჩამიწების კონტური და მეხამრიდი.
10. სატრანსპორტო ცისტერნებისა და კრიოგენული ჭურჭლების შევსება/დაცლა უნდა განხორცილდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით მოწყობილ მოედანზე.
11. თხევადი კრიოგენული პროდუქტის ტრანსპორტირება, ჭურჭლის შევსება და დაცლა უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის ინსტრუქციაში მითითებულ მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ მოცულობაზე შესაბამის ინსტრუქციაში არ არის მითითება, მაშინ მოცულობა არ უნდა იყოს ¾-ზე მეტი.
12. აკრძალულია თხევადი კრიოგენული პროდუქტის გადასატანი ჭურჭლის შენახვა და ტრანსპორტირება, იმ შემთხვევაში, თუ ჭურჭლის თავსახური არ აკმაყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
13. აკრძალულია დანადგარის ექსპლუატაცია დასაშვები მონაცემებით განსაზღვრულზე მეტი დატვირთვისა და წნევის შემთხვევაში. აღნიშნული დაშვებები უნდა ეყრდნობოდეს: შესაბამისი სტანდარტის მოთოვნებს, დამამზადებლის მიერ ინსტრუქციით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან დამოუკიდებელი შესაბამისი ლაბორატორიის მიერ დამტკიცებულ მოთხოვნებს.
14. დანადგარის სარქველი და უკუსარქველი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.
15. ჰაერის დაყოფის ერთ პროდუქტზე მომუშავე მოწყობილობის გამოყენებისას (გარდა ჟანგბადისა) სხვა პროდუქტისათვის დაცული უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნები.
16. აკრძალულია ჰაერის დაყოფის დანადგარის ექსპლუატაცია, თუ ჰაერში მინარევების კონცენტრაცია აღემატება შესაბამის ინსტრუქციაში მითითებულ მოთხოვნებ