1. ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში - „რეგლამენტი“) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს იმ მოქმედ, დასაპროექტებელ, მშენებარე და რეკონსტრუირებად საწარმოზე, რომელიც აწარმოებს, მოიხმარს და ინახავს ჰაერის დაყოფის პროდუქტებს (ჟანგბადს, აზოტს, არგონს, კრიპტონს, ქსენონს, ნეონ-ჰილიუმის ნარევს და ა.შю) ან მათ ნარევებს.

2. ამ რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულებაზე პასუხისმგებლობა და კონტროლი ეკისრება საწარმოს მფლობელს.

3. ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოებაში და მოხმარებაში დასაშვებია მხოლოდ იმ დანადგარების გამოყენება, რომელიც აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის და შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს.

4. მფლობელს უნდა ჰქონდეს ჰაერის დაყოფის პროდუქტების წარმოების და მოხმარების დანადგარის ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელიც შემუშავებულია დამამზადებლის მიერ. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში მფლობელმა უნდა შეიმუშაოს ზემოთ თქმული ინსტრუქცი