1. მთაში სამაშველო აღჭურვილობა მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.

2. უსაფრთხოების ღვედი, სხვადასხვა სახის დაზიანებებზე, ვიზუალურად მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ.

3. კარაბინი სხვადასხვა მექანიკურ დაზიანებაზე მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ. ამავე სიხშირით მოწმდება მისი ჩამკეტი მექანიზმის გამართულობა.

4. თოკი, მექანიკურ ან სხვა სახის დაზიანებაზე მოწმდება ყოველი გამოყენების შემდეგ, ახვევის დროს.

5. სამაშველო საქმიანობაში გამოსაყენებელი კაბელისებური თოკის ექსპლუატაციის ვადა და უსაფრთხოების ნორმები განისაზღვრება მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისა