1. ხის საჭრელი ელექტროხერხის ამუშავებამდე მოწმდება ელექტროსადენის, საჭრელი ჯაჭვისა და მუხრუჭის ვარგისიანობა, აგრეთვე, საჭრელი პირის დაფაზე ჯაჭვის დაჭიმულობის ხარისხი.

2. ხის საჭრელ ელექტროხერხზე მუშაობის დაწყების წინ და მუშაობის პროცესში მოწმდება ზეთის არსებობა რედუქტორში და საჭრელი პირის შეზეთვის ხარისხი.

3. ხის საჭრელი ელექტროხერხით ჭრის განხორციელება შესაძლებელია საჭრელი პირის ნებისმიერი მონაკვეთითა და დახრის კუთხით.

4. ხის საჭრელი ელექტროხერხის ხელით გადატანა ხდება ხერხის შუაში არსებული სახელურით. ამ დროს, ხერხის საჭრელი პირი მიმართული უნდა იყოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ და ჯაჭვის მოძრაობა უნდა დაიბლოკოს მუხრუჭის საშუალებით.

5. ხის საჭრელი ელექტროხერხის გამოყენება დაუშვებელია ელექტროსადენისა და საჭრელი ჯაჭვის დაზიანების (კბილების მტვრევა, ბლაგვი კბილები), ასევე, საჭრელი პირის დაფის დეფორმაციის დრო