1. მექანიკური ჯალამბარის გამოყენების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია მისი ტვირთამწეობა, ტვირთის გადაადგილებისთვის საჭირო ძალა და საყრდენი წერტილის მდგრადობა.

2. მექანიკური ჯალამბარის გამოყენების დროს, ტვირთზე კავის ჩაბმა და დამზღვევი ფირფიტის ჩაკეტვა ხდება მხოლოდ ჯალამბარის საყრდენ წერტილზე დაფიქსირების, მასში ბაგირის გატარებისა და ბაგირის ჩამკეტი სახელურის დაკეტვის შემდეგ.

3. ჯალამბარზე გადაჭარბებული ძალის ზემოქმედების შედეგად, მის სახელურზე არსებული თითის გატეხვის შემთხვევაში, იხსნება ტვირთი, ადგილზე იცვლება გატეხილი დეტალი და გრძელდება მუშაობა სხვა მეთოდების გამოყენებით.

4. მექანიკური ჯალამბარის გამოყენება დაუშვებელია სახელურზე არსებული კუსტარულად დამზადებული დამცავი თითის გამოყენების, ბაგირის ჩამკეტი მექანიზმისა და ბაგირის დაზიანების (მავთულის ამოყრა, გადატეხვა) შემთხვევაშ