1. ტვირთის ასაწევი ბალიშით მუშაობის დაწყებამდე, მოწმდება ასაწევი ტვირთისა და საყრდენი ზედაპირების მდგომარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, ისინი სუფთავდება ან ბალიშზე მაგრდება სპეციალური დამცავი ფირფიტა.

2. ბალიშის სამუშაო წნევა განისაზღვრება მწარმოებლის ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

3. ბალიშის არასათანადო სიმაღლის შემთხვევაში, ხდება ორი ან მეტი ბალიშის გადაბმა სპეციალური დამაკავშირებლების საშუალებით, ისე, რომ ზედა ბალიშის ტვირთამწეობა იყოს ქვედა ბალიშის ტვირთამწეობაზე ნაკლები ან თანაბარი და შეესაბამებოდეს ტვირთის წონას.

4. ტვირთის აწევის დროს, გადაბმული ბალიშების სამუშაო წნევაზე გაბერვა ხდება თანმიმდევრობით – ზემოდან ქვემოთ, ხოლო ტვირთის დაშვებისას ბალიშებიდან ჰაერის გამოშვება ხდება თანმიმდევრობით – ქვემოდან ზემო