თუ შესაბამისი სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო არ მიიღებს გადაწყვეტილება საქმის გარჩევის დაწყების თარიღიდან ექვსი კვირის განმავლობაში, განმცხადებელს ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს უფლებ აქვს, საკუთარი ინიციატივით ან თუკი ამას მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალური ორგანო სთხოვს, მოითხოვოს ახსნა–განმარტება დაყოვნების მიზეზების თაობაზე. თუ პასუხი მიღებულ იქნა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ცენტარლური ორგანოს მიერ, ეს ორგანო გადაუგზავნის პასუხს, შემთხვევისდა მიხედვით, მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს, ან განმცხადებელს