კერძოდ, ისინი, უშუალოდ ან ნებისმიერი შუამავლის მეშვეობით, ყველა სათანადო ზომას ღებულობენ:
ა) რათა აღმოაჩინონ არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის ადგილსამყოფელი;
ბ) რათა არ დაუშვან შემდგომი ზიანის მიყენება ბავშვისთვის ან ვნების მიყენება დაინტერესებულ პირთათვის დროებითი ზომების მიღებით ან მიღებინებით;
გ) რათა უზრუნველყონ ბავშვის ნებაყოფლობით დაბრუნება, ან მიაღწიონ სადავო საკითხების მშვიდობიან მოგვარებას;
დ) რათა გაცვალონ, როდესაც ეს მიზანშეწონილია, ბავშვის სოციალურ ფონთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ე) რათა მიაწოდონ ზოგადი ხასიათის ინფორმაცია მათი სახელმწიფოს კანონმდბლობის თაობაზე კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ვ) რათა წამოიწყონ ან გაადვილონ სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურების აღძვრა ბავშვის დაბრუნების მიღწევის მიზნით და, სათნადო შემთხვევაში, გაატარონ ღონისძიებანი ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი გამოყენების ორგანიზებისთვის ან უზრუნველყოფისთვის;
ზ) რათა, როდესაც გარემოებები ამას მოითხოვს, უზრუნველყონ ან გაადგილონ იურიდიული დახმარებისა და კონსუტლაციის გაწევა, იურისკონსულტისა და იურიდიულ მრჩეველთა მონაწილეობის ჩათვლით:
თ) რათა გაატარონ იმგვარი ადმინისტრაციული ღონისძეიბანი, როგორიც აუცილებელი და მიზანშეწონილი შეიძლება იყოს ბავშვის უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად;
ი) რათა ინფრომირებული ჰყავდეთ ურთიერთი ამ კონვენცის მომქედების თაობაზე და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, აღმოფხვრან მისი გამოყენების შემაფერხებელი ნებისმიერი დაბრკოლებანი.
თავი III – ბავშვების დაბრუნებ