ნებისმიერ პირს, დაწესებულებას ან სხვა ორგანოს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვი გადაადგილებული ან დაკავებული იქნა მეურვეობის უფლებათა დარღვევით, შეუძლია მიმართოს ან ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ცენტრალურ ორგანოს, ანდა ნებისმიერი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოს დახმარებისთვის ბავშვის დაბრუნების უზრუნველყოფაში.
განაცხადში უნდა შევიდეს:
ა) ინფორმაცია, რომელიც შეეხება ვინაობას განმცხადებლისა, ბავშვისა და პირისა, ვინც, სავარაუდოდ, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება მოახდინა;
ბ) თუ ამგვარი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ბავშვის დაბადების თარიღი;
გ) არგუმენტები, რომლებსაც ემყარება განმცხადებლის მოთხოვნა ბავშვის დაბრუნების თაობაზე;
დ) მთელი ხელთარსებული ინფორმაცია, რომელიც შეეხება ბავშვის ადგილსამყოფელს და იმ პირის ვინაობას, ვისთანაც ბავშვი, სავარაუდოდ, იმყოფება.
განცხადებას შეიძლება თან დაერთოს ან დაემატოს:
ე) ნებისმიერი შესაბამისი გადაწყვეტილების ან შეთანხმების დამოწმებული ასლი;
ვ) ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოდან ან სხვა კომპეტენტური ორგანოდან, ანდა უფლებამოსილი პირისგან მომდინრე მოწმობა ან ფიცით დამოწმებული წერილობითი ჩვენება ამ სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობის შესახებ;
ზ) საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა  დოკუმენტი.