მუხლი 14 იმის დადგენისას, ჰქონდა თუ არა ადგილი არამართლოზომიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ უშუალოდ იხელმძღვანელონ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონით და ამ სახელმწიფოში ოფიციალურად აღიარებული თუ არ აღიარებული სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ისე, რომ არ მიმართონ სპეციალურ პროცედურებს, გათვალისწინებულს ამგვარი კანონის დასადასტურებლად ან საზღვარგარეთ მიღებული გადაწყვეტილებების საღიარებლად, რომლებიც წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებადი იქნებოდა🔗