განაცხადი ღონისძიებათა გატარების თაობაზე ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი გამოყენების ორგანიზებისთვის ან უზრუნველყოფისთვის შეიძლება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ცენტრალურ ორგანოებს წარედგინოს ისეთნაირადვე, როგორც განაცხადი ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით.
ცენტრალური ორგანოები დავალდებულებულნი არიან მე–7 მუხლში მოყვანილი ვალდებულებებით თანამშრომლობის თაობაზე, ხელი შეუწყონ ურთიერთობის უფლებათა მშვიდობიან გამოყენებასა და ნებისმიერი იმ პირობების შესრუელბას, რომლებსაც ამ უფლებებით სარგებლობა შეიძლება ექვემდებარებოდეს. ცენტრალური ორგანოები ღებულობენ ზომებს, რათა აღმოფხვრან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ამგვარი უფლებების გამოყენების შემაფერხებელი ყველა დაბრკოლება.
ცენტრალურ ორგანოებს, უშუალოდ ან შუამავლების მეშვეობით, შეუძლიათ წამოწყება ან ხელის შეწყობა პროცედურების აღძვრისა და ამ უფლებათა ორგანიზების ან დაცვის მიზნითა და იმ პირობათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, რომლებსაც ამ უფლებებით სარგებლობა შეიძლება ექვემდებარებოდეს.
ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ
მუხლი 21
თავი IV — - შეფარების უფლება
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ჰააგის კონვენცია ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“, მუხლი 21. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1398994/muxli-21/