მუხლი 27 როდესაც ცხადია, რომ ამ კონვენციის მოთხოვნები არ სრულდება, ან განაცხადი სხვა მხრივ კარგად არ არის დასაბუთებული, ცენტრალური ორგანო ვალდებული არ არის მიიღოს განაცხადი. ასეთ შემთხვევაში, ცენტრალური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს, შემთხვევისდა მიხედვით, განმცხადებელს ან იმ ცენტრალურ ორგანოს, რომლის მეშვეობითაც წარდგენილი იქნა განაცხადი, თავისი ქმედების მიზეზების შესახებ🔗