ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ცენტრალური ორგანოები ან სხვა სახელმწიფო სამსახურები არ მოითხოვენ რაიმე საფასურების გადახდას ამ კონვენციის მიხედვით შეტანილ განაცხადებთან დაკავშირებით. კერძოდ, მათ უფლება არა აქვთ, მოსთხოვონ განმცხადებელს თანხის გადახდა პროცესუალურ ქმედებათა საფასურებისა და ხარჯების ან, სადაც ეს გამოყენებადია, იურისკონსულტის ან იურიდიულ მრჩეველთა მონაწილეობის შედეგად წარმოქმნილი საფასურებისა და ხარჯების დასაფარავად. თუმცა, მათ შეუძლიათ მოითხოვონ ბავშვის დაბრუნების განხორციელებისას გაწეული ან გასაწევი ხარჯების დაფარვა.
თუმცა, ხელშემკვრელ სახელმწიფოს, დათქმის გაკეთებით 42–ე მუხლის თანახმად, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი ვალდებული არ არის საკუთარ თავზე აიღოს წინა პუნქტში მოხსენიებული ხარჯები, წარმოქმნილი იურისკონსულტის ან თიურიდიულ მრჩეველთა მონაწილეობის შედეგად, ან სასამრთლო პროცედურების შედეგად, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ეს ხარჯები შეიძლება დაფაროს იურიდიული კონსულტაციისა და დახმარების მისმა სისტემამ.
ბავშვის დაბრუნების თაობაზე განკარგულების, ან ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული ურთიერთობების უფლებებთან დაკავშირებული განკარგულების გაცემისას, სასამართლო ან ადმინსტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ, როდესაც ეს მიზანშეწონილია, უბრძანონ პირს, ვინც ბავშვი გადაადგილა ან დააკავა, ანდა ვინც ხელი შეუშალა ურთიერთობის უფლებათა განხორციელებას, დაფაროს აუცილებელი ხარჯები, გაღებული განმცხადებლის მიერ ან მისი სახელით, სამგზავრო ხარჯების ჩათვლით, ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად გაღებული ნებისმიერი ხარჯები ან გადახდილი თანხები, განმცხადებლის იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯები და ბავშვის დაბრუნების ხარჯები