განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #140100117002251161
საქმე #1/510-17 (011171117001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გერმანე დადეშქელიანი
სხდომის მდივანი - რუსუდან იასამნიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - კ---- პ---–--–---–ი (დაბადებული 1----–-–-------------ს, პირადი №-----------, ნასამართლევი, მცხოვრები გ------------------------–--------–-)
ადვოკატი - ზ---- გ-------ი
კვალიფიკაცია: სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2017 წლის 17 ნოემბერს, დაახლოებით 14 საათზე, გ------------------------–--------–- მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, შელაპარაკების გამო კ---- პ---–--–---–მა მეუღლეს - ნ---- მ–-------ს ხელები მოუჭირა ყელში, რამდენჯერმე დაარტყა ფეხი სახეში და წაქცეული გაათრია თმით, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1 საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა კ---- პ---–--–---–მა აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. ამასთან, დაცვის მხარემ ითხოვა კ---- პ---–--–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ვითარების შეცვლის გამო, რადგან დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია;
3.2 სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 70-ე მუხლით გათვალისწინებულ ვითარების შეცვლა გულისხმობს სოციალურ გარემოში ისეთ ცვლილებებს, რომლის შედეგად არა მხოლოდ ერთი ქმედება, არამედ - სხვა მსგავსი ქმედებებიც (შესაბამისი გარემოებებით) კარგავს საშიშ ხასიათს. ცხადია, ამგვარი ცვლილებები სოციალურ გარემოში არ მომხდარა, პირიქით - ანალოგიურ შემთხვევებში სსკ-ის 70-ე მუხლის გამოყენება ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებს - დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებასა და მართლწესრიგის დაცვას (მუხლი 1.3). გარდა ამისა, დაცვის მხარის მოტივების გაზიარება გამოიწვევს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და ,,ვითარების შეცვლის“ გარემოებების აღრევას, რაც დაუშვებელია. შესაბამისად, არ არსებობს კ---- პ---–--–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი;
3.3 სასამართლოში დაზარალებულ ნ---- მ–-------ის განმარტებით, 2017 წლის 17 ნოემბერს იკამათა მეუღლესთან - კ---- პ---–--–---–თან, რა დროსაც ბრალდებულმა მას ყელში მოუჭირა ხელი, წაქცეულს დაარტყა ფეხი და თმით გაათრია სხვა ოთახში, რის შედეგად ნ---- მ–-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
3.4 გარდა დაზარალებულის ჩვენებისა და ბრალდებულის აღიარებისა, კ---- პ---–--–---–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა უტყუარად დადასტურებულია სსსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიღებული მ----- ჭ----------–ის, მ------ პ---–--–---–ის, ვ----– პ---–--–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1 კ---- პ---–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი არაერთი ნასამართლობა განზრახი დანაშაულის გამო.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1 სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს კ---- პ---–--–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. კ---- პ---–--–---–ს გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 143-ე, 179-ე და 2381-ე მუხლებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ცივი იარაღის ტარება) მიესაჯა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიისა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შეუმცირდა 6 წლამდე და გათავისუფლდა 2014 წლის 30 მაისს. ამის შემდეგ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა - 1 000 ლარი, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით ასევე დაეკისრა ჯარიმა - 2 500 ლარი. აღნიშნული ჯარიმა კ---- პ---–--–---–ს არ გადაუხდია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ კ---- პ---–--–---–ს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, მაგრამ მისი წარსული ცხოვრებისა და პიროვნული მახასიათებლების, ასევე - სასჯელის მიზნების (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) გათვალისწინებით არასაპატიმრო სასჯელის გამოყენება მეტისმეტად ლმობიერი და, შესაბამისად, არასამართლიანი იქნებოდა, მით უფრო, რომ სახეზეა სსკ-ის 58-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულის რეციდივი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ---- პ---–--–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯოს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ სასჯელმა შთანთქას გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენებით დანიშნული და მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 1 000 ლარი და 2 500 ლარი, რის შედეგად მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ს საბოლოოდ განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
მსჯავრდებულ კ---- პ---–--–---–ს სასჯელის მოხდა დაეწყოს ამ განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან და ამ ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2017 წლის 17 ნოემბრიდან ამავე წლის 19 დეკემბრის ჩათვლით;
აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმდეს;
ნივთიერი მტკიცებულება - ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. იგი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. დადეშქელიანი