განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 100100118002260478
საქმე №1/ბ-156-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ვ--–---- ჩ---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ვ--–---- ჩ---–--ის მიმართ (პირადი №5----------), საქართველოს მოქალაქის, დაბადებულის 1----–-–-------------------------–-, უმაღლესი განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ხ-----------–----–----------------–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენით:
ბრალდებული ვ--–---- ჩ---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ--–---- ჩ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმდა.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ--–---- ჩ---–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათიდან 24 საათამდე პერიოდში, ს-------–------------------------ე, ურთიერთშორის მომხდარი კონფლიქტის დროს მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ--–---- ჩ---–--ემ სახის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით, ასევე მთვრალ მდგომარეობაში მყოფ კ---- ქ---------–--ეს მიაყენა ცხვირის ძვლების ფრაგმენტოვანი მოტეხილობა და დაჟეჟილი ჭრილობა ნიკაპის არეში, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ--–---- ჩ---–--ემ, რომელმაც ითხოვა სასჯელის მოხდისგან სრულად გათავისუფლება ან სასჯელის შემცირება და მისთვის 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით ჯარიმის დანიშვნა, შემდეგი საფუძვლით:
აპელანტის მითითებით, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, წარსულში ნასამართლევი არ არის, კონფლიქტი მას არ დაუწყია და აღნიშნული კონფლიქტის დროს თავადაც მიიღო დაზიანება, ამასთან, ის არის უმუშევარი და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გააჩნია. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს გარემოებები და მაშინ, როდესაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად, შეეძლო გაეთავისუფლებინა იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, არ დაუნიშნა ჯარიმა მინიმალური – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა მსჯავრდებულ ვ--–---- ჩ---–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: თავად ვ--–---- ჩ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ კ---- ქ---------–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების: გ------ დ----ის და ნ------- დ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოტაბულით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმების და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ვ--–---- ჩ---–--ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება აპელანტის _ მსჯავრდებულ ვ--–---- ჩ---–--ის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ, სააპელაციო სასამართლო მას არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლი ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ქმედითი მონანიების გამო, კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ის, ვინც პირველად ჩაიდინა დანაშაული, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი. ამდენად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედითი მონანიების გამო ნიშნავს პირის მხრიდან აქტიურ მოქმედებას, როდესაც ბრალდებული თავისი სურვილით მიდის სამართალდამცავ ორგანოში და ნებაყოფლობით განაცხადებს მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალის აღიარებით ნებაყოფლობით გამოცხადებად და ქმედით მონანიებად არ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი შეიტყობს, რომ მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება და ამის შემდეგ განაცხადებს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. პირის მხრიდან ამგვარი ქმედება შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს შემამსუბუქებელ გარემოებად. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე მუხლით განსაზღვრული გარემოებები.
ამასთან, ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები მას არ გააჩნია (მათ შორის, არ არის ნასამართლევი), სააპელაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ვ--–---- ჩ---–--ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული ჯარიმის ოდენობის შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 600 ლარის ოდენობით ჯარიმის განსაზღვრა, რაც, სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ ვ--–---- ჩ---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2.საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის განაჩენში შევიდეს მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში.
3.ვ--–---- ჩ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4.ვ--–---- ჩ---–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
6.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/