განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140100119002817386
№1/20-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
19.02.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე დახურული სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - მ-----– ბერიაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატი - გივი ტურაშვილი
კანონიერი წარმომადგენელი - თ-----ა ჯ-–--–-ილი
ბრალდებული - გ------ი ვ-–--------ის ძე ჯ-–--–-ილი, დაბადებული 2----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი ორთაშენი.
კვალიფიკაცია
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი);
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდი);
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდი);
ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი);
ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------ი ჯ-–--–-ილმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლების მცდელობა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 8 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე, გ------ი ჯ-–--–-ილმა უკანონოდ შეაღწია ქ--–--------–---–-----------------–--–-----------–--------ზე მდებარე შპს „ხ----–------–-----ს“ ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურში, საიდანაც ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ლითონის ელექტრო სადენებს, ღირებულს 7--------–------------- ლარად, რა დროსაც მისი ქმედება აღკვეთილი იქნა საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ------ი ჯ-–--–-ილმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 იანვარს, დაახლოებით 01:50 საათზე, ქალაქ გორში, მ–--------------------–- მდებარე „თ----------ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანებით გ------ი ჯ-–--–-ილი, თ------ პ---–--–---–ი და გ---- მ---------–ი, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ აღნიშნულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებულ ფულად თანხას 2-------------------------------–--------------- ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულს მიაყენეს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ------ი ჯ-–--–-ილმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 ივნისს, გვიანი ღამის საათებში, გ------ი ჯ-–--–-ილმა, გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწია ქალაქ გორში, თ------–---–-------------–- მდებარე ნ-----–-- ს------–---–ის კუთვნილ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში, საიდანაც ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ მეორად ტანსაცმელს, რითაც ნ-----–-- ს------–---–ს მიადგებოდა 806 (რვაას ექვსი) ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. მათი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილი იქნა ნ-----–-- ს------–---–ის მეუღლის - დ----- ლ---–----ის მიერ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ------ი ჯ-–--–-ილმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 აგვისტოს, დილის საათებში, გ------ი ჯ-–--–-ილმა და კ--- წ----–--ემ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს ქალაქ გორში, ც------–-----------–--–------ში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზია შპს „მ-----–---–ი“, საიდანაც ცდილობდნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ „აიფონის“ ფირმის მობილურ ტელეფონებს და მობილური ტელეფონის აქსესუარებს, რითაც დაზარალებულს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი 4 954 (ოთხიათას ცხრაას ორმოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით. გ------ი ჯ-–--–-ილის ქმედება აღკვეთილი იქნა საქართველოს შსს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ გ------ი ჯ-–--–-ილმა ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 21 დეკემბერს, დილის საათებში, ქალაქ გორში, მ–-----------------------–- მდებარე შპს „დ---–-ს“ კუთვნილი მაღაზია „ს----–-“, გ------ი ჯ-–--–-ილი ცდილობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა ორ ბოთლ „ჯეკ დენიელსის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს და ერთ კოლოფ „პარლამენტის“ ფირმის სიგარეტს, საერთო ღირებულით 186 (ას ოთხმოცდაექვსი) ლარი და 10 (ათი) თეთრი, რითაც დაზარალებულ შპს „დ---–-ს“ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი მიადგებოდა. გ------ი ჯ-–--–-ილის ქმედება აღკვეთილი იქნა შპს „დ---–-ს" თანამშრომლების მიერ.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის გ------ი ჯ-–--–-ილი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის) და 19, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ------ი ჯ-–--–-ილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის) და 19, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - ვ-–-------- ბალახაძის, თამარ რ------ის, გ------ი მ---------ის, მ--- ხ------–---–ის, ნ-----–---- ად---–---–ის, დ----- ლ---–----ის, ს------ ვ---–---–ის, კ--- წ----–--ის, რ-------- ტ---------–---–ის, მ-----– ბ---–---–-ს, ი----- ხ-------–---–--ა და თ---------- ნ-------–---–--, თ------ პ---–--–---–ის, გ---- მ---------–ის, ბ--- პ----ის, ნ-----–-- ს------–---–ის, გ------ მ------ის და ი-----– ა----–--ის გამოკითხვის ოქმები; გ------ი ჯ-–--–-ილის პირადი ჩხრეკის ოქმი, კ--- წ----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, გ------ი ჯ-–--–-ილის ქურთუკის ამოღების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, გახსნა-დათვალიერების ოქმი; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გ---- მ---------–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი; თ------ პ---–--–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ყუთის ამოღების ოქმი, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა, ვიდეოჩანაწერის გამოთხოვის ოქმი.
გ------ი ჯ-–--–-ილმა, პირველივე შესაძლებლობისთანავე, წარდგენილი ბრალდების ხუთივე ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა. მან ასევე ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ------ი ჯ-–--–-ილის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდი), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდი), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდი) და 19, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების ხუთივე ეპიზოდში გ------ი ჯ-–--–-ილის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განმტკიცებულ საკუთრების ხელშეუვალ უფლებას. ქურდობის შემადგენლობის არსებობისათვის, აუცილებელია, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ნივთის მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ადგილი ექნება, ასევე, იმ შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა, დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხორციელდება სხვებისგან შეუმჩნევლად. ქურდობა, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, შედეგიანი დანაშაულია და დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და რეალური შესაძლებლობა აქვს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს იგი, მიუხედავად იმისა, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
რაც შეეხება ძარცვას, აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრების უფლება. ძარცვის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს აშკარად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ძარცვა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე აშკარად დაეუფლება სხვის მოძრავ ნივთს და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ნივთი თავისი შეხედულებისამებრ.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------ი ჯ-–--–-ილის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. გ------ი ჯ-–--–-ილის მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება წარმოადგენდა, რაც მან ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენით სისრულეში მოიყვანა.
ამდენად, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------ი ჯ-–--–-ილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის) და 19, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები და მას სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლო გ------ი ჯ-–--–-ილის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა. მან ასევე ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც ხელი შუწყო დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
რაც შეეხება გ------ი ჯ-–--–-ილის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
თავდაპირველად, სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი, მისი განვითარების შესაბამისად, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, ამიტომ არ შეიძლება მათ ისევე მოეპყრან, როგორც ზრდასრულებს. როდესაც არასრულწლოვნები ხვდებიან მართლმსაჯულების სისტემაში, უფლებამოსილმა პირებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი განსხვავდებიან ზრდასრული ადამიანებისაგან მიუხედავად მათი სტატუსისა, იქნება ეს დაზარალებული, მოწმე თუ ბრალდებული. მისი უფლებების დაცვა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილეობის მთლიან პროცესში. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მართმსაჯულების სისტემამ უნდა იხელმძღვანელოს „არასრულწლოვნის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრინციპით“, რომელიც გათვალისწინებულია „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 3(1) მუხლით და რომელიც მოითხოვს, რომ მართლმსაჯულების განხორციელების ყველა ეტაპზე, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს, უპირველესად გათვალისწინებული იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები. ეს კი გულისხსმობს საკითხის განხილვას არსებითი სამართლებრივი ნორმების მიღმა.
ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში. თუმცაღა აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება “დროის რაც შეიძლება შესაბამის მოკლე პერიოდში”. 18 წლამდე პირთა სასჯელის ვადა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პერიოდის ხანგრძლივობასთან, რომელიც მიჩნეულია საკმარისად ბავშვის რეინტეგრაციისთვის და მის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო როლის შესრულებაში ხელშეწყობისათვის.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესებით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესები), რომლის თანახმად, 18 წლამდე პირს არ უნდა წაერთვას თავისუფლება, თუ ის არ არის ცნობილი დამნაშავედ სერიოზული ქმედების ჩადენაში სხვა პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთხელ ჩადენაში და არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-7 მუხლს, რომლის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ზომა ჩადენილი ქმედების თანაზომიერი უნდა იყოს. აგრეთვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის თანახმადაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
მოცემულ შემთხვევაში, გ------ი ჯ-–--–-ილი, ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენისას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა არასრულწლოვანს. ამდენად, სასჯელის დანიშვნის დროს, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო მხედველობაში იკღებს მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში არასრულწლოვნის საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრიორიტეტულობას და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია გ------ი ჯ-–--–-ილის ქმედება დანაშაულების ჩადენის შემდეგ, სახელდობრ, მან სრულად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, ნებაყოფლობით მონაწილეობა მიიღო ბრალდების მხარის მიერ წარმოებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაში, რითაც აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას, მართლმსაჯულების დროულ და ეფექტიან განხორციელებას. სასამართლო სხდომებზე გ------ი ჯ-–--–-ილმა გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულებისადმი და თავისი ქცევით დაარწმუნა სასამართლო, რომ იგი მოწოდებულია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა ბრალად შერაცხული ქმედებებისათვის. ამასთან, გ------ი ჯ-–--–-ილის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, გ------ი ჯ-–--–-ილს მიღებული აქვს საბაზო განათლება საჯარო სკოლაში. მანამდე ის სწავლობდა სოფელ ორთაშენის საჯარო სკოლაში, თუმცა ხშირი გაცდენების, დაბალი აკადემიური მოსწრების, ასევე მისი გადმოცემით, რთული ქცევის გამო, სკოლის დირექციამ ის აიძულა, რომ დაეტოვებინა სკოლა და მან სწავლა გააგრძელა გორის საჯარო სკოლაში, რომელიც მისი საცხოვრებლიდან ძალიან შორს მდებარეობდა, ამიტომ მას უწევდა ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სიარული სოფლიდან ქალაქში, რასაც ვერ ახრეხებდა მატერიალური მდგომარეობის გამო, ამიტომ ხშირად აცდენდა საგაკვეთილო პროცესს რამაც საბოლოოდ დასწია მისი სწავლისამი მოტივაცია. თუმცა, მნიშვნლოვანია ის, რომ მან დაასრულა საბაზო განათლების კურსი. აღსანიშნავია ისიც, რომ გ------ის აქვს შრომითი გამოცდილება, ის ერთი თვე მუშაობდა საწარმოში, სადაც ეუფლებოდა მეთუნუქის პროფესიას. დამცავ ფაქტორს წარმოადგენს, მისი მხრიდან საბაზო განათლების მიღების ფაქტი, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, რომ სწავლა გაგარძელოს პროფესიულ სასწავლებელში, დამცავი ფაქტორია ასევე მისი მოტივაცია პროფესიული განათლების მისაღებად; მას სურს შეისწვალოს ტარატორისტის პროფესია და შემდგომ დასაქმდეს ამ კუთხით. მნიშვნელოვანია შრომითი უნარების განვითარების და დასაქმების მოტივაციის არსებობა, თუმცა, სარისკო ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მიზნის მისაღწევად ეს ინტერესი მუდმივ მხარდაჭერას საჭიროებს.
არასრულწლოვანს ჰყავს მეგობრები თანატოლებს შორის. მას არ აქვს კონტაქტი უფროსი ასაკის ადამიანებთან. ამჟამად გულდაწყვეტილია იმით, რომ მისი თანატოლები აღარ ეკონტაქტებიან მას, არ ინეტერესდებიან მისი მდგომარეობით. ამ ფაქტმა მას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი წარსული ქმედებების არამართლზომიერება და გამოიწვია მასში სინანულის განცდა. სარისკო ფაქტორს წარმოადგენს მისი მეგობრების ანტისოციალური ქცევა და ზედმეტი არაორგანიზებული თავისუფალი დრო, რომნელიც მაპროვოცირებელია ზოგადად დანაშაულებრივი ქმედებებისათვის.
გასათვალისწინებელია არასრულწლოვნის აღზრდისა და განვითარების თავისებურებები, რაც მისი მძიმე ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მისი მამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს, ხოლო დედა თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება სამუშაოდ. მას ჰყავს ბებია და ბაბუა, რომელებთანაც გ------ი ბოლო ერთი წელი პრაქტიკულად არ ცხოვრობდა. ის ძირითადად ცხოვრობდა მეგობრების საცხოვრებელ სახლში ან ნაქირავებ ბინაში.
გ------ი ჯ-–--–-ილი ძლიერ ნანობს და განიცდის ჩადენილ ქმედებებს, ამბობს, რომ ასეთ ქმედებას არასოდეს გაიმეორებს, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფმა, გაიაზრა ის ზიანი, რაც მიაყენა თავისი ქმედებებით დაზარალებულებს და რაც თავად მას მიადგა. ამიტომ ის ნანობს ჩადენილ ქმედებას. მას აქვს გეგმა, რომ დაბრუნდეს სოფელ ორთაშენში, მამის საცხოვრებელ სახლში და ხელი მიჰყოს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, რადგან თვლის, რომ აქვს ამისი უნარი, აქვს კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა და სურვილი, რომ თავისი შრომით მოიპოვოს მატერიალური კეთილდღეობა. მნიშვნელოვანია მხარდაჭერა მისი ინტერესების პროფესიული განვითარების კუთხით; მნიშვნელოვანია ასევე სპორტული ინტერესის განვითარების ხელშეწყობა, რადგან არასრულწლოვანს ადრეც ჰქონდა გამოკვეთილი ინტერესი ჭიდაობის მიმართ, თუმცა თვლის, რომ თამბაქოს ხანგრძლივი მოხმარება მას ხელს შეუშლის იმაში, რომ დაუბრუნდეს სპორტულ აქტივობას. გ------ი ოპრტიმისტურად არის განწყობილი მომავლის მიმართ, აქვს გეგმა, რომლის მეშვეობითაც ის თვლის, რომ შეძლებს თავი დააღწიოს წარსულ რთულ გამოცდილებას. ამიტომ ემოციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ამ განწყობების შენარჩუნება და მხარდაჭერა მისი გეგმების განხორციელების პროცესში, პროფესიული უნარების განვითარების და დასაქმების კუთხით.
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ჩამოყალიბებული რეკომენდაციების თანახმად, მნიშვნელოვანია თამბაქოს, ალკოჰოლსა და მარიხუანის მოხმარების შედეგების აღმოხვრაზე ზრუნვა, მომავლის დაგეგმვის უნარის გამოვლენა და განვითარება, შრომითი უნარ-ჩვევის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების მიღების უზრუნველყოფა, წინა პერიოდში არსებული სპორტული ინტერესების ხელახლა გამოკვეთის ხელშეწყობა, ანტისოციალური ურთიერთობების ნეგატიური შედეგების გააზრება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერის გაძლიერება დედის და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან, მხარდაჭერა თავისუფალი დროის რაციონალურად მართვის თვალსაზრისით. მხარდაჭერისა და მზრუნველობის განხორციელება დედის და ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო სერვისებში ჩართულობა და სარეაბილიტაციო მომსახურების მიღება დამოკიდებული ქცევის ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ------ი ჯ-–--–-ილის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულები მიეკუთვნება განზრახ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. იმის გათვალისწინებით, რომ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენისას გ------ი ჯ-–--–-ილი იყო ნასამართლობის არმქონე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაუშვებელია მას ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთა დაენიშნოს. ამასთან, ჩადენილი დანაშაულების ინტენსივობის, სიმძიმისა და ხასიათის, ასევე, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს გ------ი ჯ-–--–-ილის მიმართ გაავრცელოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული საშეღავათო დანაწესი (არასრულწლოვნისთვის კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა).
სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების მისაღწევად, გ------ი ჯ-–--–-ილს განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს შინაპატიმრობა, ხოლო განზრახ მძიმე დანაშაულების ჩადენისათვის - შესაბამისი სანქციით გათვლისწინებული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მინიმუმი, რაც სრულად შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს - არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. ამასთან, ვინაიდან დანაშაულების ჩადენის დროს იგი იყო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.
სასამართლოს აზრით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ, იმას, რომ ამ ეტაპზე მიზანშეუწონელია არასრულწლოვან გ------ი ჯ-–--–-ილმა დანიშნული თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოიხადოს. სასამართლო მიიჩნევს, რომ გ------ი ჯ-–--–-ილს დანაშაულთა ერთობლიობით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს სამი წელი. ამასთან, არასრულწლოვნის მომავალი აღზრდისა და განვითარების სწორად წარმართვის მიზნით, მას უნდა დაუწესდეს დამატებითი მოვალეობები. სასამართლოს აზრით, სასჯელის მოხდის ამგვარი წესი, დამატებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან ერთად, შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასამართლოს მიერ შერჩეული კანონით გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათი არასრულწლოვნისთვის დამაფიქრებელი იქნება, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა, ბავშვის უფლებათა კონვენციის 1-ლი, მე-3 მუხლებით, 37-ე მუხლის (ბ) პუნქტით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინური წესები’’) მე-5 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-14, მე-17, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით, 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------ი ჯ-–--–-ილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდისათვის), 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის) და 19, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის), ძირითადი სასჯელის სახით – შინაპატიმრობა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე 20:00 საათიდან 08:00 საათამდე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 26 იანვრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------ი ჯ-–--–-ილს, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ივნისის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------ი ჯ-–--–-ილს, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------ი ჯ-–--–-ილს, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------ი ჯ-–--–-ილს, როგორც 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვანს, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 აგვისტოს ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------ი ჯ-–--–-ილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
2. მსჯავრდებულ გ------ი ჯ-–--–-ილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 დეკემბრიდან 2018 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ გ------ი ჯ-–--–-ილს დაეკისროს შემდეგი მოვალეობების შესრულება:
· პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დაევალოს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
· პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე, 20:00 საათიდან 08:00 საათამდე.
· პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დაევალოს ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის მკურნალობის კურსების გავლა;
· პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, პროფესიული განათლების მიღების მიზნით, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66-ე მუხლების და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე და მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.
5. მსჯავრდებულ გ------ი ჯ-–--–-ილის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმდეს. გირაოს შემტანს - თ-----ა ჯ-–--–-ილს (პ/ნ 59001055404) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).
6. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· 2017 წლის 8 აგვისტოს, გ------ი ჯ-–--–-ილის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული თეთრი ფერის ტომარა მასში მოთავსებული ელექტროსადენებით და სადენების დამ---ვშირებელი მექანიზმებით და 2017 წლის 8 აგვისტოს შპს „ხ----–------–-----ს“ ტერიტორიაზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ბეტონის შემრევი საამქროს სამართავი ოთახის მეტალოპლასტმასის კარის სახელური დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - შპს „ხიდმშენი პლიუსს“;
· 2017 წლის 8 აგვისტოს, გ------ი ჯ-–--–-ილის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული ლითონის დანის მსგავსი საგანი განადგურდეს;
· 2018 წლის 21 დეკემბერს, გ------ი ჯ-–--–-ილის პირადი ჩხრეკისას ამოღებული „პარლამენტის“ ფირმის სიგარეტის კოლოფი მასში მოთავსებული 13 (ცამეტი) ღერი სიგარეტით და 2018 წლის 21 დეკემბერს, ქ. გორში, მ–-----------------------–- მდებარე, სუპერმარკეტ „ს----–-“ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ბოთლი „ჯეკ დენიელსის“ ფირმის ვისკი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეს - შპს „დ---–-ს“;
· 2018 წლის 21 დეკემბერს, გ------ი ჯ-–--–-ილის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული კრემისფერტარიანი გასაშლელი დანა განადგურდეს;
· 2018 წლის 21 დეკემბერს, გ------ი ჯ-–--–-ილის პირადი ჩხრეკისას, ამოღებული ლითონის მონეტები 40 (ორმოცი) თეთრის ოდენობით დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ------ი ჯ-–--–-ილს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
· სუპერმარკეტ „სპარიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, გადატანილი ერთ ცალ „დვდ“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
· სხვა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს სისხლის სამართლის №011211218001 საქმიდან კ--- წ----–--ის და სხვა დაუდგენელი პირების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 19, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებით ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეებზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე