განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100118002399542
N1/96-18
განაჩენი
საქართველოს სახელით
15.08.2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე
სხდომის მდივანი - გვანცა სოლოღაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თინათინ ზუბაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: გი- ფა------–--ლი.
კანონიერი წარმომადგენელი: ოთ---- კა----რი, ნა--ი- კა----რი
ბრალდებული: გი------ კა----რი
მამის სახელი: პა----
დაბადებული: 27.08.2---–-
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე.
განათლება: საშუალო.
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
რეგისტრირებული:---------–--------------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ჭ--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,ა’’, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
სხდომის სახე:-დახურული
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
გი------ კა----რს ბრალი ედება მასში, რომ
1. 2. ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზი-ნი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს გი------ კა----რმა და ქურდობისთვის ნასამართლევმა მა----- ყა------მა სახლის სახურავიდან უკანონოდ შეაღწიეს გურჯაანის რაიონის სოფელ ჭა------ში მდებარე თა----- ალ--–--ლის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ საოჯახო ტექნიკას, ავეჯსა და ნივთებს. რითაც დაზარალებულს მიაყენეს 6535 ლარის მნიშვნელოვანი ზი-ნი.
2. 2. ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს გი------ კა----რმა და ქურდობისთვის ნასამართლევმა მა----- ყა------მა ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწიეს ქ. გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩა N147-ში მდებარე ნა-- შმ--–-ვას საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ავეჯსა და საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 35150 ლარის დიდი ოდენობის ზი-ნი.
გი------ კა----რს 2018 წლის 20 მარტს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. 2018 წლის 21 მარტს აღკვეთის ღონისძიებად შეერჩა პატიმრობა.
2018 წლის 8 აგვისტოს, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა მა----- ყა------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ, ვინაიდან ბრალდებულ მა----- ყა------თან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების თაობაზე. 2018 წლის 8 აგვისტოს, სასამართლომ ადგილზე თათბირით დააკამყოფილა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის შუამდგომლობა და მა----- ყა------ის საქმე გამოიყო ცალკე წარმოებად.
2. სასამართლომ დაადგინა:
გი------ კა----რს ბრალი ედება მასში, რომ
2.1. ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზი-ნი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს გი------ კა----რმა და ქურდობისთვის ნასამართლევმა მა----- ყა------მა სახლის სახურავიდან უკანონოდ შეაღწიეს გურჯაანის რაიონის სოფელ ჭა------ში მდებარე თა----- ალ--–--ლის საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ საოჯახო ტექნიკას ავეჯსა და ნივთებს. რითაც დაზარალებულს მიაყენეს 6535 ლარის მნიშვნელოვანი ზი-ნი.
2.2. ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 თებერვალს და ამავე წლის 23 თებერვალს გი------ კა----რმა და ქურდობისთვის ნასამართლევმა მა----- ყა------მა ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწიეს ქ. გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩა N147-ში მდებარე ნა-- შმ--–-ვას საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ავეჯსა და საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 35150 ლარის დიდი ოდენობის ზი-ნი.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
3.1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზი-ნი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, და ,,გ“ ქვეპუნქტები ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზი-ნი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. შესაბამისად პირის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“, და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა სასამართლო განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდეს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე აღნიშნულმა ქმედება უნდა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ზი-ნი, ასევე უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - თა---- ალ--–--ლის, არ---– ალ--–--ლის, ლე--- გე-–-–--ლის, ვი----–- გე-–-–--ლის, მა----- ყა------ის, ნა--ი- ოქ-----–--ლის, ნა-- შმ--–-ვას, მა---- ჯა----–--ლის, ნი--- ელ---–--ლის, ნა----–- აფ–----რის, რე---- ქა-----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, ნივთების ამოღების ოქმები, ამოცნობის ოქმები, ვიდეოფირის ამოღების ოქმები, ტელეფონის ამოღების ოქმი, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ავეჯი და ნივთები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ კა----რმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზი-ნი გამოიწვია.
ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მახასია--ებელი ნიშანი- მისი ფარული ხასია--ი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ კა----რმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლო განმარტავს, რომ ბინაში შეღწევა უკანონოა, თუკი პირი მას ახორციელებს მიუხედავად აკრძალვისა. ანუ ბინაში შეღწევა უკანონოა, როდესაც ამას აკეთებს პირი, რომელსაც აღნიშნულის უფლება არ აქვს. შეღწევა გულისხმობს გარკვეული წინააღმდეგობის გადალახვას, რომ შევიდეს ბინაში, ანუ ადამი-ნის მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად გამიზნულ შენობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
გი------ კა----რმა დანაშაული ჩაიდინა მა----- ყა------თან ერთად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გი------ კა----რმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზი-ნი გამოიწვია, რადგან დაზარალებულ თა---- ალ--–--ლს მიადგა 6535 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზი-ნი.
3.2. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით , დიდი ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ითვალისწინებს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით. შესაბამისად პირის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“, ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა სასამართლო განხილვისას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდეს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე აღნიშნულმა ქმედება უნდა გამოიწვიოს ზი-ნი დიდი ოდენობით, ასევე უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმეების - თა---- ალ--–--ლის, არ---– ალ--–--ლის, ლე--- გე-–-–--ლის, ვი----–- გე-–-–--ლის, მა----- ყა------ის, ნა--ი- ოქ-----–--ლის, ნა-- შმ--–-ვას, მა---- ჯა----–--ლის, ნი--- ელ---–--ლის, ნა----–- აფ–----რის, რე---- ქა-----–--ლის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, ნივთების ამოღების ოქმები, ამოცნობის ოქმები, ვიდეოფირის ამოღების ოქმები, ტელეფონის ამოღების ოქმი, დაზარალებულების გამოკითხვის ოქმები, ამოღებული ავეჯი და ნივთები, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გი------ კა----რმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
გი------ კა----რმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით , დიდი ოდენობით, რადგან დაზარალებულ ნა-- შმ--–-ვას მიადგა 35150 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზი-ნი.
საქართველოს სისიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის 3-ე ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა, რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. და 2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ასევე ბრალდების მხარეს ეკისრება ბრალის დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები დაამტკიცოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამი-ნის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამი-ნის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასია--ის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამი-ნის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მ13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
4.3. გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის N10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ 42-ე პუნქტის თანახმად, ბავშვმა, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, წაყენებულ ბრალდებაში მისი დამნაშავედ ცნობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერაცხული ბრალდების დამტკიცება ხდება გონივრული ეჭვის ფარგლების მიღმა.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გი------ კა----რმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” და ,,ა’’, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ა’’, მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასამართლოს ბრალდებულ გი------ კა----რის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად მიაჩნია ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და თანამშრომლობა გამოძიების ორგანოებთან. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლი-ნი. ამავე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის 3-ე ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ხოლო ამავე მუხლის 4-ე ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლი-ნი-, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლი-ნი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდაიმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასია--სა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
გი------ კა----რის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ ეპიზოდში ოთხიდან შვიდწლამდე და მეორე ეპიზოდში ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას. სასჯელის გამოყენების მიზანს წარმოადგენს გი------ კა----რის რესოციალიზაცია. ბრალდებულის პასუხისმგებლობას შემამსუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ განაჩენში მითითებული ქმედების ჩადენისას გი------ კა----რი არ იყო მსჯავრდებული, რადგან მას ბრალი წარედგინა 2018 წლის 20 თებერვალს, ხოლო 2018 წლის 26 თებერვალს იგი გასამართლებული იქნა სხვა დანაშაულისათვის, რომლისთვისაც მის მიმართ გამოყენებული იქნა პირობითი მსჯავრი, ამდენად მოცემული დანაშაული მას არა აქვს ჩადენილი პირობითი მსჯავრის პერიოდში და სასამართლოს შესაძლებლად და მიზანშეწონილად მიაჩნია კვლავ პირობითი მსჯავრი გამოყენება.
ამასთან, არასრულწლოვან მსჯავრდებულთან მიმართებაში, სასამართლოს ეკისრება ვალდებულება შეაფასოს და დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამდენად სასამართლო სასაჯელის სახისა და ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილ, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ პრინციპთა შესაბამისად და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით.
სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესი, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესი ინერესის დაცვას. ამავე კონვენციის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 2-ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას, მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური მდგომარეობა, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები.
სასამართლო სასჯელის განსაზღვრისას ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ ( ,,პრკინური წესები’’) 5-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომიერი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
გეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ მე-10 პუნქტის თანახმად ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს“, ხოლო გაეროს ზოგადი კომენტარი N14-ის ბავშვის უფლებების შესახებ 28-ე პუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებში საუკეთესო ინერესის პრინციპი გულისხმობს, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ისეთი სახის ტრადიციული ამოცანები, როგორიც არის დასჯა ან რეპრესია, ნაკლებად პრიორიტეტულად უნდა იქნეს მიჩნეული, ვიდრე რეაბილიტაციისა და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი------ კა----რის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ გი------ კა----რი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით არ არის კონფლიქტური პიროვნება. არ არღვევს დისციპლინას, კომუნიკაბელურია, კითხულობს ლიტერატურას, უყურებს ფილმებს. ოჯახიდან აქვს მხარდაჭერა და კეთილგანწყობა. მართალია აქვს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამოცდილება, მაგრამ ამ ეტაპზე წარსულს აცნობიერებს, ნანობს ჩადენილს და გულრწფელად განიცდის. სასამართლოს მიაჩნია, რომ გი------ კა----რის მიმართ კიდევ ერთხელ უნდა გამოიჩინოს ჰუმანურობა და პირობითი მსჯავრის გამოყენებით მისცეს შესაძლებლობა რესოციალიზაციის.
სასაჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესს, რომლის თანახმად სასჯელის სახით ვადი-ნი თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს ¼ -ით.
7. ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
7.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
გი------ კა----რს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 მარტის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახედ შერჩეული აქვს -პატიმრობა.
ნივთმტკიცება:
1. შპს ,,ნიკორადან“ ამოღებული ვიდეოფირი(ერთვის სისხლის სამართლის
საქმეს) შენახოს საქმის შენახვის ვადით.2. სს ,,გეფა-ჯიპისი 88“ ამოღებული ვიდეოფირი(ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახოს საქმის შენახვის ვადით,ნ. ელ---–--ლისაგან ამოღებული ტელეფონი(გაგზავნილია ექსპერტიზაზე) ლითონის ნაჭერი(გაგზავნილია ექსპერტიზაზე)ორი ცალი მოყავისფრო - მონაცრისფრო დივანი, ერთი სამზარეულოს მაგიდა კუთხოვანი სკამით და ორი ტაბურეტით,მოყავისფრო ტელევიზორის მაგიდა წინა ნაწილში მაგნიტური საკეტით, ერთი მოყავისფრო ფერის ტანსაცმლის კარადა, ერთი მოყავისფრო ფერის ფეხსაცმლის კარადა სარკე,ერთი მოყავისფრო ფერის ჩარჩოი-ნი სარკე, ერთი მოყავისფრო ფერის უჯრები-ნი კარადა, HISENSE“-ის ფირმის მაცივარი და „BOSH“-ის ფირმის ,გაზქურა(ჩაბარებული აქვს დაზარალებულ თა---- ალ--–--ლს), 2 ცალი ორი ორსაწოლი-ნი საწოლი, ერთი მოყავისფრო „ტრილიაჟი“, ერთი შოთა რუსთაველის გამოსახულების პორტრეტი,ერთი ვეფხისტყაოსნის გმირის ტარიელის და ცხენის გამოსახულები-ნი ნახატი, ორი ცალი ვაზა სხვადასხვა ორნამენტებით, მოწითალო - მოყავისფრო ფერის სერვიზი ,ლუდის ბოკლები 4 ცალი თითოეულის ღირებულება,საშუალო ზომის გირჩის გამოსახულები-ნი თეფშები 24 ცალი , ხილის ვაზა გამჭვირვალე ვარდისფერი ფოთლებით. თეთრი ფერის ხილის ვაზა, ხილის ვაზა თეთრი მოცისფრო კანტით, ჩაის სერვიზი თეთრი შინდისფერი ზოლებით და ოქროსფერი ფოთლებით, მოთეთრო ფერის ვაზა მამაკაცის გამოსახულებით, ხრუსტალის 2 ცალი საკანფეტე ვაზა, 8 ცალი ფაიფურის ხის თავსახური-ნი სუნელების შესახნახი, შუშის გამჭვირვალე ვარდისფერი ორნამენტები-ნი სინი, ლურჯი ფერის შუშის პატარა ზომის ნიჟარის და თევზის ფორმის თეფშები,გამჭვირვალე შუშის პილპილის საფქვავი, გამჭვირვალე შუშის საფერფლე, ცალი ხრუსტალის ოვალური ფორმის ტკბილეულის ვაზა, 2 ტუმბო ,ყავისფერი ე.წ. „სამეული“ დივანი თავისი ერთი კრესლოთი ,პატარა ზომის მუხის ხის მაგიდა, პატარა ზომის ორი, „როკოკო“-ს ვაზა მწვანე ფერის საშუალო ზომის ,ფაიფურის ვაზა , ორი ცალი შუშის შინდისფერი საკანფეტე, 4 ცალი თეთრი ფერის ემალის ქვაბი ,1 ცალი მიქსერი, 2 ცალი ხორცის გასატარებელი ელექტრო მანქანა, მოვარდიფრო ყვავილებით გაფორმებული მუხის ხის დიდი ზომის ,მაგიდა თავისივე 11 სკამით, ლურჯი ნიჟარის და თევზის ფორმის თეფშები, შუშის გამჭვირვალე პილპილის საფქვავი,4 ცალი თეთრი ქვაბი, 4- ლუდის ბოკალი, ,თეფში, გამჭვირვალე ხილის ვაზა ვარდისფერი ყვავილი-ნი ნახატით, თეთრი ხილის ვაზა,თეთრი მონაცრისფრო კანტი-ნი ხილის ვაზა, თეთრი ჩაის სერვიზი- შინდისფერი ზოლებითა და ოქროსფერი ფოთლებით. 2 ცალი, შუშის საკანფეტე, გამჭვირვალე შუშის საფერფლე,2 ცალი ბროლის ოვალური ფორმის ტკბილეულის ვაზა,შუშის გამჭვირვალე ვარდისფერი ორნამენტები-ნი სინი,8 ცალი, ხის თავსაუხრი-ნი თეთრი სუნელის კონტეინერი(ჩაბარებული აქვს დაზარალებულ ნა-- შმ--–-ვას).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა, ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 და 32-ე მუხლებით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წერები) მე-5 მუხლით, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N10, მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ მე-10 და 42-ე პუნქტით, ზოგადი კომენტარი N14 ბავშვის უფლებების შესახებ 28-ე პუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14, მე-17, 27-ე, 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 55-57-ე, 59-ე, 65-ე, 69-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი------ კა----რი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის 3-ე ნაწილის ,,გ“’ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 3-ე ნაწილის ,,გ“, ,,ა“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის 4-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის 3-ე ნაწილის ,,გ“ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წელი, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის 4-ე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წელი, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 თვე. დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გი------ კა----რს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 თვე. დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდეს გი------ კა----რის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 თვის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 ( სამი) წელი და 9 თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გი------ კა----რს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი და 6 თვე. დანიშნული სასჯელი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუგინდეს 5 (ხუთი) წელი.
5. გი------ კა----რის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სხდომათა დარბაზიდან.
6. გი------ კა----რს სასჯელის მოხდაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 21 მარტის 12:00 საათიდან 2018 წლის 15 აგვისტოს 13:59 საათამდე.
7. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის 2-ე ნაწილის და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან გი------ კა----რს დაევალოს სარეაბილიტაციო პროგრამა ,, დანაშაულის გაცნობიერებაში“ ჩაბმა.
8. პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ გი------ კა----რის ყოფაქცევაზე კონტროლო განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ნივთმტკიცებები:
1. შპს ,,ნიკორადან“ ამოღებული ვიდეოფირი(ერთვის სისხლის სამართლის
საქმეს) შენახოს საქმის შენახვის ვადით.
2. სს ,,გეფა-ჯიპისი 88“ ამოღებული ვიდეოფირი(ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახოს საქმის შენახვის ვადით,3. ნ. ელ---–--ლისაგან ამოღებული ტელეფონი(გაგზავნილია ექსპერტიზაზე) ლითონის ნაჭერი(გაგზავნილია ექსპერტიზაზე)საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
4. ორი ცალი მოყავისფრო - მონაცრისფრო დივანი, ერთი სამზარეულოს მაგიდა კუთხოვანი სკამით და ორი ტაბურეტით,მოყავისფრო ტელევიზორის მაგიდა წინა ნაწილში მაგნიტური საკეტით, ერთი მოყავისფრო ფერის ტანსაცმლის კარადა, ერთი მოყავისფრო ფერის ფეხსაცმლის კარადა სარკე,ერთი მოყავისფრო ფერის ჩარჩოი-ნი სარკე, ერთი მოყავისფრო ფერის უჯრები-ნი კარადა, HISENSE“-ის ფირმის მაცივარი და „BOSH“-ის ფირმის ,გაზქურა(ჩაბარებული აქვს დაზარალებულ თა---- ალ--–--ლს), 2 ცალი ორი ორსაწოლი-ნი საწოლი, ერთი მოყავისფრო „ტრილიაჟი“, ერთი შოთა რუსთაველის გამოსახულების პორტრეტი,ერთი ვეფხისტყაოსნის გმირის ტარიელის და ცხენის გამოსახულები-ნი ნახატი, ორი ცალი ვაზა სხვადასხვა ორნამენტებით, მოწითალო - მოყავისფრო ფერის სერვიზი ,ლუდის ბოკლები 4 ცალი თითოეულის ღირებულება,საშუალო ზომის გირჩის გამოსახულები-ნი თეფშები 24 ცალი , ხილის ვაზა გამჭვირვალე ვარდისფერი ფოთლებით. თეთრი ფერის ხილის ვაზა, ხილის ვაზა თეთრი მოცისფრო კანტით, ჩაის სერვიზი თეთრი შინდისფერი ზოლებით და ოქროსფერი ფოთლებით, მოთეთრო ფერის ვაზა მამაკაცის გამოსახულებით, ხრუსტალის 2 ცალი საკანფეტე ვაზა, 8 ცალი ფაიფურის ხის თავსახური-ნი სუნელების შესახნახი, შუშის გამჭვირვალე ვარდისფერი ორნამენტები-ნი სინი, ლურჯი ფერის შუშის პატარა ზომის ნიჟარის და თევზის ფორმის თეფშები,გამჭვირვალე შუშის პილპილის საფქვავი, გამჭვირვალე შუშის საფერფლე, ცალი ხრუსტალის ოვალური ფორმის ტკბილეულის ვაზა, 2 ტუმბო ,ყავისფერი ე.წ. „სამეული“ დივანი თავისი ერთი კრესლოთი ,პატარა ზომის მუხის ხის მაგიდა, პატარა ზომის ორი, „როკოკო“-ს ვაზა მწვანე ფერის საშუალო ზომის ,ფაიფურის ვაზა , ორი ცალი შუშის შინდისფერი საკანფეტე, 4 ცალი თეთრი ფერის ემალის ქვაბი ,1 ცალი მიქსერი, 2 ცალი ხორცის გასატარებელი ელექტრო მანქანა, მოვარდიფრო ყვავილებით გაფორმებული მუხის ხის დიდი ზომის ,მაგიდა თავისივე 11 სკამით, ლურჯი ნიჟარის და თევზის ფორმის თეფშები, შუშის გამჭვირვალე პილპილის საფქვავი,4 ცალი თეთრი ქვაბი, 4- ლუდის ბოკალი, ,თეფში, გამჭვირვალე ხილის ვაზა ვარდისფერი ყვავილი-ნი ნახატით, თეთრი ხილის ვაზა,თეთრი მონაცრისფრო კანტი-ნი ხილის ვაზა, თეთრი ჩაის სერვიზი- შინდისფერი ზოლებითა და ოქროსფერი ფოთლებით. 2 ცალი, შუშის საკანფეტე, გამჭვირვალე შუშის საფერფლე, 2 ცალი ბროლის ოვალური ფორმის ტკბილეულის ვაზა,შუშის გამჭვირვალე ვარდისფერი ორნამენტები-ნი სინი, 8 ცალი, ხის თავსაუხრი-ნი თეთრი სუნელის კონტეინერი(ჩაბარებული აქვს დაზარალებულ ნა-- შმ--–-ვას), საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
10. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
11. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე