განაჩენი

სისხლის სამართლის 11.10.2019
საქმის ნომერი
340100119002810926
ინსტანცია
თარიღი
11.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100119002810926

საქმე №1ბ/1187-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

მერი ლაბარტყავას მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ო-------------–---–ის

მსჯავრდებულ: ხ-----------–---ის

ადვოკატ: რ---–----------–---–ის, ნ--–----------–----–---–ის

თარჯიმან: ზ----------------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ხ-----------–---ის, დაბადებულის 2----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------- ნასამართლობის არმქონის, არასრული საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ლ----------------------------–-----------–-, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ-----------–---მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე, 17 წლის არასრულწლოვანი - ხ-----------–---ი მართავდა „--------------–------------------–-–-------------------------- ავტომობილს. ქ---–---------------------–------–-- მიმართულებით მოძრაობისას, ს------–----------ში, ხ-----------–---მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და შეეჯახა მის წინ მიმავალ, ი------–-----–--–---------------–----------------------–-–------------------------ ავტომობილს, რის შედეგადაც, ავტომობილმა დაკარგა მართვა და შეეჯახა ბეტონის ბოძს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხ-----------–---ის ავტომობილის მგზავრი - ო--------–---ი გარდაიცვალა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენით:

 

ხ-----------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.

 

მასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლით.

 

ხ-----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-------------–---–მა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ხ-----------–---ს სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რეალურად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით;

 

აპელანტის პოზიციით ბრალდების მხარე მსჯავრდებულის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებას არ ეთანხმება, რადგან ხ-----------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, ამასთან მსჯავრდებული დაზარალებულის უფლებამონაცვლესთან არ მისულა, ფინანსურად არ დახმარებია და არც ბოდიში მოუხდია, რის გამოც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს გააჩნია პრეტენზია;

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი ხ-----------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ფოტოილუსტრაციით), ო--------–---ის მიმართ ჩატრებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეების - მ--------–-------–---–---------------–-–---–----------–-------------------------------------––-----------------––---–----–---------------------–---------–--------------------–-----------------------------------------------------–-----–--–--–-----------–-------------------–---------------–------------------------------–--------–--------------------------------–-- გამოკითხვის ოქმებით, კომპლექსური ავტოტექნიკური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - ს----------–----ს გამოკითხვის ოქმით, თავად ხ-----------–---ის მიერ დანაშაულის აღიარებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ხ-----------–---ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

მსჯავრდებულ ხ-----------–---ისათვის (დანაშაულის ჩადენის დროს იყო 17 წლის) სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, იმავდროულად, ითვალისწინებს ხ-----------–---ის მიმართ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის

 

საფუძველზე.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა დეკლარაციის“ მიხედვით, ბავშვი უნდა სარგებლობდეს განსაკუთრებული დაცვით. მას კანონით და სხვა საშუალებით, უნდა მიეცეს სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოში და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ბავშვები ხვდებიან მართლმსაჯულების სისტემაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრული პირებისაგან და მათი დაცვა და განვითარება მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილეობის მთლიან პროცესში მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 37–ე მუხლის მიხედვით, არც ერთ ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები დროის განმავლობაში. ამავე კონვენციის მე–40 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, რომ მისდამი მოპყრობა ხელს უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და მისი რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის შესრულებისათვის ხელშეწყობის სასურველობას.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1985 წელს მიღებული „მინიმალური სტანდარტული წესების არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“) მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა ანიჭებდეს არასრულწლოვანთა კეთილდღეობას და უნდა უზრუნველყოს, რომ არასრულწლოვანი სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიება ყოველთვის იყოს სამართალდამრღვევისა და სამართალდარღვევის თანაზომიერი (მე–5 წესი). აგრეთვე, სასამართლო განხილვისას და

 

გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს: ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული; არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შედეგად და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით; პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ღონისძიება (მე–17 წესი).

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ხ-----------–---მა თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება გათვალისწინებული უნდა იყოს სასჯელის დანიშვნის დროს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ხ-----------–---მა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. რაც შეეხება პროკურორის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ხ-----------–---ის ქმედებას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მძიმე შედეგის დადგომა, - კონკრეტულ შემთხევაში ადამიანის სიცოცხლის მოსპობა წარმოადგენს მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარის ნიშანს, ურომლისოდაც საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვექნებოდა. რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულის უფლებამონაცვლისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურება არ შეუთავაზებია, პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიერ ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს მის უფლებას, შესაბამისად, ვერც აღნიშნული გარემოება გახდება სასჯელის გამკაცრების სამართლებრივი საფუძველი. აქვე პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის პირობით ჩათვლის და გამოსაცდელი ვადის დაწესების მიზანი არ არის დანაშაულის ჩამდენი პირის სისხლისსამართლებრივი ზემოქმედებისგან სრულად გათავისუფლება. გამოსაცდელი ვადა ის პირობაა, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება მსჯავრდებულ ხ-----------–---ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით

 

უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ხ-----------–---ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული და არც სააპელაციო პალატის სხდომაზე გაჟღერებულა რაიმე ახალი გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლებოდა უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი ხ-----------–---ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი ხ-----------–---ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 ივნისის განაჩენი ხ-----------–---ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ხ-----------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის

 

სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და მოსახდელად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 3 (სამი) წელი.

 

მასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ავტომანქანის მართვის უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ხ-----------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;

 

მსჯავრდებულ ხ-----------–---ის მიმართ კონტროლის და დახმარების განხორციელება დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ხ-----------–---ის სისხლის ნიმუში 05 გრამი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

ო--------–---ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ხ-----------–---ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ავტომობილი „მ---------------–----------------------–-–------------------------------- რომელიც ინახერბა საჯარიმო ტერმინალში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი