განაჩენი

სისხლის სამართლის 24.01.2020
საქმის ნომერი
330100118002606971
ინსტანცია
თარიღი
24.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002606971

საქმე №1ბ/1243-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 იანვარი, 2020 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

მანუჩარ კაპანაძე

 

სხდომის მდივანი - ოთარ ჯუგაშვილი

 

სხდომის სახე - დახურული;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-------------–---;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ვ--–-------------, დაბადებული 2----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული ბათუმი, პ----------–---–---–------------ და ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--------------------------------------–------------------------, (მონაწილეობის გარეშე);

 

მსჯავრდებული - ლ-----------–---–---–-, დაბადებული 2----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრაციის გარეშე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------, (მონაწილეობის გარეშე);

 

ადვოკატები - მ------------–---–-, თ------------------–---–-;

 

საპროცესო წარმომადგენელი - თ----------------;

 

წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ვ--–------------ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.

 

ლ-----------–---–---–ს ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 19:55 საათზე, ქ------–--–-----–------------------------------------–------------------ის პირველ სადარბაზოში, წინასწარი შეთანხმებით, ვ--–------------მა და ლ-----------–---–---–მა დააყაჩაღეს არასრულწლოვანი ნ--------–---–---–ი, კერძოდ, ვ--–------------მა და ლ-----------–---–---–მა ნ--------–---–---–ი მოტყუებით შეიყვანეს სადარბაზოში, სადაც ვ--–-----------მა დანა მიადო სხეულზე ნ--------–---–---–ს და სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს ,,აიფონ 6“-ს მოდელის 450 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 19:55 საათზე, ქ------–--–-----–------------------------------------–------------------ის პირველ სადარბაზოში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- მოტყუებით დაეუფლნენ ნ--------–---–---–ის კუთვნილ ,,აიფონ 6“-ს მოდელის 450 ლარად ღირებული მობილური ტელეფონს.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

ვალიკო აჯოევის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ვალიკო აჯოევი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა 1/3-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 8 თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ლექსო ფავლენიშვილის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ლექსო ფავლენიშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდეს 1/3-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 8 თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლუკა განყრელიძემ და ითხოვა მისი შეცვლა.

 

4. მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა შეიცვალოს. კერძოდ, ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განესაზღვროთ სამართლიანი სასჯელი.

 

დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო გამოყენებული სასჯელები სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

5. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობა მისცა სააპელაციო პალატას ამ მტკიცებულებმა ინდივიდულურად და ერთობლიობაში.

 

დაზარალებულმა ნ--------–---–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, იგი იყო დედასთან ნ-------–-----–---სთან ერთად, რომელსაც დაშორდა მეტროსადგურ ,,ვაგზლის მოედანზე“ და მეტროთი განაგრძო მგზავრობა. მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ ამოსვლისას, ტელეფონით ესაუბრებოდა დედას, რა დროსაც შენიშნა, რომ ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- აედევნენ. მან სწრაფი ნაბიჯით განაგრძო სვლა. ,,ა-----ის“ აფთიაქთან ბრალდებულები მიუახლოვდნენ და ვ--–------------მა ხელი გადახვია, უთხრა, რომ რაღაც საქმე ჰქონდა და გაყოლა სთხოვა. მას შეეშინდა და დათანხმდა. წავიდნენ გლდანის მიმართულებით. გზად ხალხი და პოლიციელებიც შეხვდნენ, მაგრამ მათთვის დახმარება არ უთხოვია. ვ--–------------მა ტელეფონი სთხოვა. მან ტელეფონი განბლოკა და ათხოვა ვ--–------------ს. ტელეფონზე დედამ დაურეკა. მან უპასუხა, რომ სახლში მალე მივიდოდა. ამის შემდეგ ვ--–-------------სთვის ტელეფონი აღარ მიუცია. დაახლოებით ხუთი წუთი იარეს და შევიდნენ ღია სადარბაზოში, სადაც ვ--–------------- და ლ----------–---–---–ი ამოუდგნენ აქეთ-იქით. ვ--–------------მა ამოიღო დანა, მიაბჯინა მას მარცხენა გვერდში წვერით და ტელეფონი მოსთხოვა. მან წიააღმდეგობა გაუწია, უთხრა, რომ ტელეფონს არ მისცემდა, თუმცა მოთხოვნის გამეორების შემდეგ, შეეშინდა და ტელეფონი გადასცა ვ--–------------ს, რომელმაც ტელეფონი გამოართვა და ორივე ბრალდებული გაიქცა. გატაცებული ტელეფონი იყო ,,აიფონ 6“-ს მოდელის, რომელიც აღდგომის წინა დღეს შეიძინა 1200 ლარად. ლ-----------–---–---–- მას არ დამუქრებია. ვ--–------------- დანით რომ არ დამუქრებოდა, ტელეფონს არავის მისცემდა. სახლში მისვლისას ყველაფერი უამბო ბებიას და ბიძას და მიმართეს პოლიციას. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობებში, რა დროსაც ამოიცნო ორივე ბრალდებული. შემთხვევის შემდეგ ბრალდებულებთან შეხვედრა არ ჰქონია და არ შერიგებია მათ. მას სურს ტელეფონი დაუბრუნდეს.

 

მოწმე ნ-----–---------–---–---–მა განმარტა, რომ დაზარალებული ნ--------–---–---–ი არის მისი ძმისშვილი. მისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ნ--------–---–---–ი, მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გ-–-----------------ში ხელკავით წაიყვანა ორმა პირმა, უთხრეს, რომ მასთან ჰქონდათ სალაპარაკო და დანის მუქარით წაართვეს ,,აიფონ 6“ მოდელის მობილური ტელეფონი. იმავე საღამოს მას დაურეკა ძმისშვილმა და ნამტირალევი ხმით უამბო მომხდარის თაობაზე. მან ძმისშვილი წაიყვანა პოლიციაში, სადაც განცხადებით მიმართეს სამართალდამცავებს. მოგვიანებით პოლიციამ ამოიღო ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა, როგორ გაიყვანეს მისი ძმისშვილი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან უცნობებმა.

 

მოწმე ნ-------–-----–---მ განმარტა, რომ დაზარალებული ნ--------–---–---–ი არის მისი შვილი. ნ--- არის 14 წლის. 2018 წლის 15 ივლისს, იგი იყო ნ---სთან ერთად, რომელსაც დაშორდა მეტროსადგურ ,,ვაგზლის მოედანზე“. ნ--- უნდა წასულიყო მუხიანში ბებიასთან, თავად - საბურთალოზე. შეთანხმდნენ, რომ მეტროდან ამოსვლისთანავე, ერთმანეთს დაუკავშირდებოდნენ. იგი ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა, რომ მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ მიემართებოდა N144-ე სამარშუტე ტაქსისკენ. დაახლოებით საღამოს 20:00 საათისთვის, მან ისევ დაურეკა შვილს, რომელმაც თავდაპირველ ზარზე არ უპასუხა, ხოლო მოგვიანებით უთხრა, რომ იყო სახლში. მას ნ---ს ხმა არ მოეწონა, მოეჩვენა, რომ იყო აღელვებული. დაახლოებით 40 წუთში მას დაუკავშირდა ნ---ს ბებია, რომელიც იყო განერვიულებული. ნ---მ აუხნა, რომ მათ შორის ბოლო საუბროს დროს, მას ყელზე ჰქონდა დანა მიბჯენილი და აყაჩაღებდნენ. თავდამსხმელები დაინტერესდნენ, ვინ ურეკავდა და როდესაც გაიგეს, რომ დედა ურეკავდა, მიუთითეს, ეთქვა, რომ უკვე სახლში იყო. ნ--- ასეც მოიქცა. იმავე საღამოს იგი მივიდა პოლიციაში, სადაც დახვდა მისი ვაჟი, ბიძასთან ერთად. მობილური ტელეფონი, რომელიც ნ---ს გასტაცეს, იყო ,,აიფონ 6“ მოდელის, რომელიც მან შვილისთვის შეიძინა 2018 წელს, აღდგომის წინა დღეს, 1200 ლარად. ნ--- ოცნებობდა ამ მოდელის ტელეფონზე და ეჭვი ეპარება, ვინმესთვის საკუთარი ნებით გადაეცა. მისი ვაჟის გადმოცემით, ლ-----------–---–---–ს მასზე არ უძალადია, პირიქით, ცდილობდა ვ--–-------------ს დარწმუნებას თავი გაენებებინათ მისთვის.

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N------ დასკვნით (08.08.2018) მობილური ტელეფონი ,,iPhone 6“ Imei კოდით: 3---------------------იანი, საბაზრო ღირებულება ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს - 450 ლარს.

 

ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------------–---–მა.

 

ბრალდებულმა ვ--–------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, მეტროადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ ამოდიოდა ლ-----------–---–---–თან ერთად, როდესაც დაინახა ნ--------–---–---–ი, რომელსაც თან ჰქონდა ,,აიფონ 6“ მოდელის ტელეფონი. მან და ლ-----------–---–---–მა ნ---ს სთხოვეს ტელეფონი დაელომბარდებინა მათ სასარგებლოდ. წავიდნენ გლდანის ,,ა“ მ/რ-ის მიმართულებით, რადგან იცოდა, რომ კორპუსებთან შესაძლებელი იყო ინტერნეტთან უფასო წვდომა. გზაში ნ---ს დედამ დაურეკა, თავდაპირველად ნ---მ გაუთიშა და მხოლოდ მეორე ზარზე უპასუხა. ნ---ს შეეძლო დედისთვის ეთქვა, ვინმე თუ ემუქრებოდა, თუმცა ასე არ მოქცეულა. ნ---მ უთხრათ, რომ ტელეფონის დალომბარდებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ,,აიქლაუდს“ ედო კოდი, რომელიც მან არ იცოდა. მან მოატყუა ნ---, რომ ჰყავდა მეგობარი, რომელსაც შეეძლო კოდის მოხსნა და თუ ნ---ს სურდა, წაიღებდა ტელეფონს და კოდს მოხსნიდა. ნ--- დათანხმდათ და ტელეფონი გადასცათ. მან ტელეფონი წაიღო და უკან აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ ნ--- აღარ უნახავს. ნ---ს ტელეფონი გაყიდა 150 ლარად. მან ნ--------–---–---–ს ტელეფონი მუქარისა და ძალადობის გარეშე, მოტყუებით გამოართვა.

 

ბრალდებულმა ლ-----------–---–---–მა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (16.07.2018), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (18.07.2018), პირის ამოცნობის ოქმები (18.07.2018), ოქმები ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ (26.07.2018; 27.07.2018; 02.08.2018; 10.08.2018; 21.08.2018); ამოღების ოქმები (23.07.2018; 27.07.2018; ) და ამოღებული ვიდეოჩანაწერები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები (01.08.2018; 09.08.2018; 21.08.2018); მოწმეების მ-----------–---------------–------------------–-------------------------ის გამოკითხვის ოქმები.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მოწმეები - გე-–--------–---–-----–----------------–----------------------–---–---------–----------------------–---–ი, ვინც ძირითადად დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია და ამდენად, სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

სააპელაციო პალატამ შეაფასა სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- მოტყუებით დაეუფლნენ ნ--------–---–---–ის ,,აიფონ 6“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელიც ვ--–------------მა 150 ლარად მიყიდა ა------------–--ეს. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

ვ--–-------------ს და ლ-----------–---–---–-ს მიერ ნ--------–---–---–ზე თავდასხმის და ნივთის გატაცების ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარუდგინა - 1. დაზარალებულ ნ--------–---–---–ის ჩვენება, 2. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი (16.07.2018), 3. მოწმეების ნ-------–-----–---ს და 4. ნ-----–---------–---–---–ის ჩვენებები, რომლებსაც სიღმისეულად მიმოიხილავს სააპელაციო პალატა და განმარტავს, რა ფქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიაიარებს აპელანტის არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პირები არ შესწრებიან მომხდარი ყაჩაღობის ფაქტს აბსოლუტურად გამართლებულია თუნდაც ირიბი ჩვენებების გამოყენება, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობა (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 36) არის უკიდურესად გამონაკლისი შემთხვევებისთვის, რაზეც საუბარია გადაწყვეტილების ამ ნაწილში და რაც ცალსახად არარელევანტურია და განსხვავდება განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან. კერძოდ, ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრლადებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ – მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, აამის აუცილებლობა არ არსებობს (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 36), რაც ცალსახად არარელევანტურია და განსხვავდება განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, მით უფრო, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ცალსახად განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).

 

რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: 1. უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაშისასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისათვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Al - Khawaja and Tahery v. The United Kingdom N26766 და N2222/06 § 39 ), საპალაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი ირიბ ჩვენებებზე, არამედ დადგენილია პრაქტიკა გამოქვეყნებულ ჩვენებებთან მიმართებით, რომლის გადამოწმების (ჯვარედინი დაკითხვის) შესაძლებლობა დაცვის მხარეს არ მისცემია.

 

მეტიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ, განიმარტა: პოლიციის მიერ მოკვლევისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად მიღება თავისთავად არ არის შეუსაბამო 6.1 და 6.3.d მუხლთან, იმ პირობით, რომ დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა ხდება. როგორც წესი ეს უფლებები მოითხოვს, რომ ბრალდებულს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა ქონდეს, კითხვები დაუსვას მის წინააღმდეგ მოწვეულ მოწმეს, მაშინ როდესაც ეს მოწმე ჩვენებას იძლევა ან საქმისწარმოების მომდევნო სტადიებზე (იხილეთ ალ - ხავაია და ტაჰერი ( Al - Khawaja and Tahery ), ციტირება მაღლა, § 118, სხვა წყაროებზე მითითებით; იხილეთ ასევე A.G. შვედეთის წინააღმდეგ ( A . G . v . S w e d e n ) (გადაწყვეტილება), N 315/09, 10 იანვარი, 2012, და ტრამპევსკი მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წინააღმდეგ ( Trampevski v. the former Yugoslav Republic of Macedonia ) , # 4570/07, § 44, 10 ივლისი, 2012).

 

გადაწყვეტილებაში საქმეზე ალ - ხავაია და ტაჰერი (Al - Khawaja and Tahery) სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ მოწმის ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას და რომლის წინასასამართლო ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულბა იყო ბრალდებულის წინააღმდეგ ავტომატურად არ იწვევდა 6.1 მუხლის დარღვევის დადგენას. მან დაასაბუთა, რომ ე.წ. “ერთადერთის და გადამწყვეტის წესის” მისადაგება (რომლის თანახმადაც სასამართლო განხილვა უსამართლო იყო თუკი ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ ან გადამწყვეტად იმ მტკიცებულებას, რომელიც მოწოდებული იყო მოწმისგან, რომელსაც ბრალდებული კითხვას ვერ უსვამდა საქმისწარმოების რაიმე ეტაპზე; ibid., §§ 128 და 147) მოუქნელი ფორმით წინააღმდეგობაში მოვიდოდა ტრადიციულ გზასთან, რომელშიც სასამართლო განმარტავსსამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას 6.1 მუხლის საფუძველზე, კერძოდ კი იმის შესწავლას, იყო თუ არა საქმისწარმოება მთლიანობაში სამართლიანი. თუმცა საქმისწარმოების სამართლიანობის თანდაყოლილი რისკების გათვალისწინებით ამგვარი მტიცებულების დაშვება მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა კონფლიქტური ინტერესების დაბალანსებისას (ibid., §§ 146-47).

 

საქმეზე ალ - ხავაჯა და ტაჰერი ( Al - K h a w a j a a n d Tahery ) შემუშავებული პრინციპების თანახმად აუცილებელია სამ ეტაპად იქნას შესწავლილი იმ საქმისწარმოების კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობის შესწავლა, რომელშიც მოწმის ჩვენებები, რომლებიც ესწრებოდნენ და დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, დაშვებულ იქნა მტკიცებულებად (ibid., § 152). სასამართლომ უნდა შეისწავლოს:

(i) არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი (ibid . , §§ 119-25);

(ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი (ibid . , §§ 119 და 126-47); და

(iii) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (ibid . , § 147) (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §105-107).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მოწმეები - ნ-------–-----–--- და ნ-----–---------–---–---–ი არ არიან ბრალად წარდგენილი ქმედების უშუალო შემსწრეები და მათი ჩვენებები ეფუძნება დაზარალებულ ნ--------–---–---–ის მონათხრობს. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ამ ჩვენებებით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. მითუფრო, როდესაც ამ ჩვენებებს შორის შეინიშნება რიგი უზუსტობები, ასე მაგალითად, მოწმე ნ-------–-----–---მ განმარტა, რომ მისმა შვილმა უთხრა, რომ სწორედ მაშინ ესაუბრა ტელეფონით, როდესაც ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი და აყაჩაღებდნენ, მაშინ როდესაც თავად დაზარალებულმა ნ--------–---–---–მა აღნიშნა, რომ დანა მას არა ყელზე, არამედ მარცხენა გვერდში მიადეს და ამასთან დედამ არა დანაშაულის ჩადენის დროს, არამედ დანაშაულის ჩადენამდე დაურეკა, როდესაც ისინი ჯერ კიდევ დანაშაულის ადგილისკენ მიემართებოდნენ.

 

დაზარალებულ ნ-----–---------–---–---–ის ჩვენების შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ ეჭვქვეშ არ დაუყენებია მისი სანდოობა, თუმცა მართებულად აღნიშნა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ძალზედ მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რაც არ უნდა თანმიმდევრული ყოფილიყო იგი, უპირობოდ ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი. საქართველოს უზენაესი სასამართლო მის არაერთ გადაწყვეტილებაში უსვამს ხაზს გამამტყუნებელი განაჩენისთვის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობის აუცილებლობას. ასე მაგალითად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაზარალებულ თ. ს-ის ჩვენებას მიიღებს ო. პ-ის ბრალის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად, ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების საფუძველზე არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა; ბრალდების მტკიცების ტვირთი აკისრია თავად ბრალმდებელს (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №462აპ-16, №404აპ-16). სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება N199აპ-17 საქმეზე).

 

რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს (16.07.2018), პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად მართებულად განიხილა იგი მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში და სწორად აღნიშნა, რომ დაზარალებულ ნ--------–---–---–ის ჩვენების და დაზარალებულისვე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის (სადაც დაზარალებულის მითითებით მოხდა ვითარების აღდგენა), რომელიც თავისი არსით არის სწორედ დაზარალებულის ჩვენების ადგილზე შემოწმება, დამოუკიდებელ მტკიცებულებებად შეფასება არასწორია, ვინაიდან ორივე ამ მტკიცებულების პირველწყარო - დაზარალებული ნ--------–---–---–ია, რომლის ჩვენება, მარტო აღებული, სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამდენად, შეუძლებელია ამ მტკიცებულების (დაზარალებულის ჩვენების) გაგრძელება - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი საფუძვლად დაედოს რაიმე ფაქტის უტყუარად დადგენას და მითუფრო გამამტყუნებელ ვერდიქტს. სასამართლო იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომელმაც მიიჩნია რომ დაზარალებულის ჩვენება, ამოცნობის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ ჩაითვლება მტკიცებულებათა ერთობლიობად, ვინაიდან სამივე მტკიცებულების წყაროდ მხოლოდ დაზარალებულია წარმოდგენილი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე N647აპ-17) .

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია იმის უტყუარად დასადგენად, რომ ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- დანის მუქარით დაესხნენ თავს ნ--------–---–---–ს და ამ გზით გასტაცეს მობილური ტელეფონი.

 

რაც შეეხება ბრალდებულ ვ--–-------------ს ჩვენებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან და ლ-----------–---–---–მა მოტყუებით წაიყვანეს ნ--------–---–---–ი გლდანის ,,ა“ მიკრორაიონში, სადაც თითქოსდა ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო უფასო ინტერნეტი, რის შემდეგ, ასევე მოტყუებით გამოართვეს ამ უკანასკნელს ტელეფონი, თითქოს მეგობარს მოახსნევინებდნენ ე.წ. ,,აიქლაუდის“ პაროლს, თუმცა მოატყუეს და არც ,,აიქლაუდის“ კოდი მოხსნეს და არც ტელეფონი დაუბრუნეს, იგი სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებთან (რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), სადაც ნათლად ჩანს, რომ ნ--------–---–---–ი საკუთარი ნებით, ყოველგვარი იძულების გარეშე მოძრაობს ქუჩაში ვ--–------------თან და ლ-----------–---–---–თან ერთად. იყო დღის საათები, ქუჩაში მოძრაობდა ხალხი და ნ--------–---–---–ზე რაიმე სახის ძალადობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს შეეძლო ეთხოვა დახმარება, თუმცა ასე არ მოქცეულა, რასაც არც თავად დაზარალებული უარყოფს მის ჩვენებაში. ნ--------–---–---–მა ასევე დაადასტურა, რომ გზაში, თავად განბლოკა და გადასცა მობილური ტელეფონი ვ--–------------ს. რაც შეეხება მობილური ტელეფონის შემდგომ განკარგვას, ბრალდებულ ვ--–-------------ს ჩვენება აქაც თანხვედრაშია მოწმეების ა------------–--ის და გ------------------ის გამოკითხვის ოქმებთან (რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ), რომლის თანახმად, ნ--------–---–---–ის მობილური ტელეფონი ვ--–------------მა 150 ლარად გაასხვისა ა------------–--ეზე.

 

ამასთან, აპელანტის მტკიცებასთან დაკავშირებით, თითქოსდა ვ--–------------მა გამოძიებაში გამოკითხვისას დამალა მთელი რიგი გარემოებები, თუნდაც მის მიერ ტელეფონის გაყიდვასთან დაკავშირებით, რაც შემდეგ გამოძიების მიერ იქნა დადგენილი და ამოღებული, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის ჩვენება, რომელიც სასამართლოში იკითხება მოწმის სახით, არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დაცსკვნას იმის თაობაზე, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რაიმე ისეთი გარემოება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა ბრალდებულ ვ--–-------------ს ჩვენებას, არ დადგენილა.

 

ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ შეაფასა საქმეში არსებულ როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებები სისხალის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა აპელანტის საკვანძო არგუმენტები სასამართთლოს მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტების თაობაზე და და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- მოტყუებით დაეუფლნენ ნ--------–---–---–ის ,,აიფონ 6“-ს მოდელის მობილურ ტელეფონს, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შფასებისას იმსჯელებს.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ვ--–-------------ს და ლ-----------–---–---–-ს ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირება არამართებულია და მათი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც განაჩენში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ სარწმუნო მტკიცებულებებს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ყაჩაღობისთვის. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის მუქარა, რომელიც უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. ამასთან, თავდასხმა თავისი არსით გულისხმობს დაზარალებულზე უეცარ, აგრესიულ, ძალადობრივი სახის მოქმედებას. ყაჩაღობა არც ერთ შემთხვევაში, თავის თავში არ მოიაზრებს ნივთის გადაცემის თხოვნას (და არა მოთხოვნას), ნივთის გადაცემამდე დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის ნივთის გადაცემაში დარწმუნებას ან/და მსგავს მოქმედებებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება ჩადენილი ჯგუფურად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისთვის. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სახეზე იყოს შემდეგი ელემენტები: ა) ნივთი, რომლის დაუფლებაც ხდება უნდა ეკუთვნოდეს სხვას და არა დანაშაულის ჩამდენ პირს; ბ) დამნაშავე მოტყუების გზით ეუფლება სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთს, რომელსაც მოტყუებული პირი თავისი ნებით გადასცემს დამნაშავეს ან თავისი ნებით უთმობს უფლებას ნივთზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 მარტის N2104აპ-07 განჩინება). მოტყუება ეს არის ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც აქტიურ ქმედებაში, ისე პასიურში. მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის N83აპ-13 განაჩენი); და გ) დანაშაულის ჩამდენს უნდა ამოძრავებდეს აღნიშნული ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნ---ციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება №618აპ-15; § 13).

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა, რომ ვ--–------------- და ლ-----------–---–---–-, ჯგუფურად, თავს დაესხნენ ნ--------–---–---–ს და დანის მუქარით გასტაცეს მას ,,აიფონ 7“ მოდელის მობილური ტელეფონი, თუმცა დადგინდა, რომ ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლნენ ნ--------–---–---–ის ,,აიფონ 7“ მოდელის მობილურ ტელეფონს და ამდენად ვ--–-------------ს და ლ-----------–---–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვ--–------------- და ლ-----------–---–---–-ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან. ამასთან, არასრულწლოვან მსჯავრდებულთან მიმართებაში, სასამართლოს აგრეთვე ეკისრება ვალდებულება შეაფასოს და დაადგინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ამდენად, სასამართლო სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას ხელმძღვანელობს, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილ, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ პრინციპთა შესაბამისად და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, კონვენციის მიზნებისთვის ბავშვად ითვლება 18 წლამდე ასაკის ყოველი ადამიანი, თუკი რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ბავშვი უფრო ადრე არ აღწევს სრულწლოვანებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულები ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა არასრულწლოვანს.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლს), რომლის თანახმადაც ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

პეკინური წესები მიუთითებს, რომ 18 წლამდე პირს არ უნდა წაერთვას თავისუფლება, თუ ის არ არის ცნობილი დამნაშავედ სერიოზული ქმედების ჩადენაში სხვა პირის მიმართ ძალადობის გამოყენებით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთხელ ჩადენაში და არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 37-ე მუხლის (ბ) პუნქტის მიხედვით, თავისუფლების აღკვეთა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები პერიოდის განმავლობაში. თუმცაღა აღნიშნული მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რა იგულისხმება “დროის რაც შეიძლება შესაბამის მოკლე პერიოდში”. 18 წლამდე პირთა სასჯელის ვადა პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული იმ პერიოდის ხანგრძლივობასთან, რომელიც მიჩნეულია საკმარისად ბავშვის რეინტეგრაციისთვის და მის მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო როლის შესრულებაში ხელშეწყობისათვის.

 

ჰავანის წესების მე-2 წესი ამატებს, რომ “არასრულწლოვანთათვის თავისუფლების აღკვეთა [...] გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.” აღნიშნული დებულებებიდან გამომდინარე, მოსამართლეებს და სამართალდამცავი ორგანოების სხვა თანამდებობის პირებს აკისრიათ ვალდებულება, ბავშვებს თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ მხოლოდ გამონაკლისი სახით და მხოლოდ ზემოაღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში. თავისუფლების აღკვეთის გამოყენების ეს შეზღუდვები ნათლად უნდა იყოს დადგენილი კანონში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოთ ვ--–------------ს და ლ-----------–---–---–ს - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე პირველ რიგში, ითვალსიწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება, ისეთი სახის ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორებიც არის: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ზემოაღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლების დადგენა 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შესაძლებელია ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომლის მომზადება ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულოა სასჯელის დანიშვნის დროს. საბოლოოდ, მიღებული გადაწყვეტილება, კონკრეტული სასჯელის სახე და ზომა მხოლოდ და მხოლოდ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს უნდა ემსახურებოდეს.

 

ვ--–-------------ს მიმართ სასაჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანის ასაკს და განვითარების დონეს (დანაშაულის ჩადენის დროს იყო 15 წლის, მისი ფიზიკური განვითარება ასაკის შესაბამისია), ცხოვრების (ცხოვრობს მამასთან, ბებიასთან, ბიძასთან და უმცროს ძმებთან ერთად, აქვს არაორგანიზებული დღის რეჟიმი), განათლებას (სწავლობდა N159 საჯარო სკოლაში, აქვს 9 კლასის განათლება, გამოხატავს მზაობას მომავალში ექსტერნად ჩააბაროს გამოცდები და შესაძლოა სწავლა განაგრძოს უმაღლეს სასწავლებელში) ჯანმრთელობის მდგომარეობას (არ აქვს ჯანმრთელობის მწვავე სირთულეები, ქრონიკული დაავადებები), ოჯახურ ვითარებას (მასზე ძირითადი მზრუნველი არის ბებია, 3 წლის იყო, როდესაც დედა ცალკე გადავიდა საცხოვრებლად და შვილთან აქვს მინიმალური კონტაქტი) და სხვა გარემოებებს. ასევე, ლ-----------–---–---–-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს არასრულწლოვანის ასაკს და განვითარების დონეს (დანაშაულის ჩადენის დროს იყო 15 წლის), ცხოვრების (ცხოვრობს ნაქირავებ სახლში დედასთან, მამინაცვალთან და დასთან ერთად) აღზრდისა და განვითარების პირობებს (ოჯახის წევრებს შორის არ არის ურთიერთობის დეფიციტი, უფროსები არ მიმართავენ ფიზიკური დასჯის მეთოდებს), განათლებას (სწავლობს N30-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასში, აქვს სურვილი დაამთავროს სკოლა და ჩააბაროს პროფესიულ კოლეჯში კულინარიული უნარ-ჩვენების შესასწავლად, ასევე გადის ტელეწამყვანის ორწლიან სასწავლო კურსს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებს სერტიფიკატს და შეძლებს დასაქმებას) ჯანმრთელობის მდგომარეობას (აქვს თანდაყოლილი ალერგიული ასთმა და ხშირად ემართება შეტევები, აქვს მხედველობის პრობლემა ერთ თვალში) ოჯახურ ვითარებას (ოჯახის წევრებთან აქვს ახლო და გახსნილი ურთიერთობა) და სხვა გარემოებებს და მიზანშეწონილად მიაჩნია, ვ--–-------------ს და ლ-----------–---–---–-ს მიმართ გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ზომა, რაც იქნება პროპორციული ხასიათის ღონისძიება, რომელიც სრულად შეესაბამება სასჯელის მიზნებს. ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულებს გააცნობიერონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალური შედეგები.

 

ამასთან, ვინაიდან დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 15 ივლისს, ვ--–------------- და ლ-----------–---–---–- იყვნენ 15 წლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შეუმცირდეთ 1/3-ით.

 

,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის” 74-ე მუხლის თანახმად, თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ვ--–------------მა და ლ-----------–---–---–მა ჩაიდინეს მძიმე დანაშაული, არ არიან ნასამართლევები, ასევე მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება ორივე შემთხვევაში შემდგომი განათლების მიღებას ან/და დასაქმებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელები ვ--–------------ს და ლ-----------–---–---–ს უნდა ჩაეთვალოთ პირობითად.

 

8. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ნ--------–---–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია 1 დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; ვ--–-------------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია 1 დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; ლ-----------–---–---–-ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია 1 დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; ს-–------–-----დან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; აფთიაქიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით; ამოღებული ტელეფონი 1 პაკეტად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; ამოღებული ტელეფონის ყუთი 1 პაკეტად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; ჯ------–იდან მიღებული ინფორმაცია 1 დისკზე, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლუკა გამყრელიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 18 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

ვ--–-------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ვ--–------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდეს 1/3-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 8 თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 2 წლის და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ვ--–-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - მეთვალყურეობაში გადაცემა და საქართველოს სსსკ 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმებულია.

 

ვ--–------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 29 ივლისიდან - 2018 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ლ-----------–---–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

ლ-----------–---–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდეს 1/3-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის და 8 თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 2 წლის და 8 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ლ-----------–---–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და საქართველოს სსსკ 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს.

 

ლ-----------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 1 აგვისტოდან - 2018 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.

 

ვ--–-------------ს და ლ-----------–---–---–-ს მიერ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულები:

 

ნ--------–---–---–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია 1 დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ვ--–-------------ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია 1 დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ლ-----------–---–---–-ს საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია 1 დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ს-–------–-----დან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

აფთიაქიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 1 დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

ამოღებული ტელეფონი 1 პაკეტად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ამოღებული ტელეფონის ყუთი 1 პაკეტად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ჯ------–იდან მიღებული ინფორმაცია 1 დისკზე, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი

 

მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი

 

მანუჩარ კაპანაძე