განაჩენი

სისხლის სამართლის 19.09.2019
საქმის ნომერი
330100118002257968
ინსტანცია
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002257968

საქმე №1ბ/703-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: გერონტი კახეთელიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

მზია ლომთათიძე

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–--ს

ადვოკატის: მ-------------–--ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ: გ------------–ის

(მონაწილეობის გარეშე)

 

დახურულ სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ------------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ------------–ის, დაბადებულის 2----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (პ/ნ #0----------), არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----–--------------------–------------------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------------–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 3 მაისს, ქ-------–--–----------–---–----–-------–----–------–-------------ის ეზოში, გ------------–ს ხელში ეჭირა ე.წ. ,,კ------“ თოფი, რა დროსაც მის მიერ სასხლეტზე ხელის დაჭერით მოხდა გასროლა და გასროლილი ტყვია მარცხენა მხარეს, შუბლის ძვლის საპროექციო არეში, მოხვდა ეზოში არსებულ საპირფარეშოში მყოფ ა--------------–--ეს, რის შედეგადაც ა--------------–--ეს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის განაჩენით:

 

გ------------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ--- ყირიმელს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში.

 

გ--- ყირიმელს, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ-------------–--ემ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა გ------------–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები მიუხედავდ იმისა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ იყო სარწმუნო და დამაჯერებელი. ადვოკატის განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშნული დანაშაული ნამდვილად გ------------–მა ჩაიდინა. აპელანტი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დაზიანების მიმყენებელი საგნის დადგენა ვერ მოხერხდა. გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოებაც, რომ შემთხვევა მოხდა დასახლებულ პუნქტში, კერძო სახლების გარემოცვაში, სადაც, შესაძლოა, სხვასაც გაესროლა ტყვია და გაუფრთხილებლობით მიეყენებინა დაზიანება დაზარალებულისათვის.

 

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ გ------------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ------------–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ გ------------–ის მიმართ წარდგენილი, საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეში არსებული, პრეიუდიციად მიჩნეული და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ------------–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხულმა, დაზარალებულ ა---------------–--ის მამამ ა-–-----------------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 3 მაისს, რესტორანში ყოფნის დროს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათისთვის, დაურეკა უცნობმა და უთხრა, რომ იყო მისი შვილის - ა--------------–--ის მეგობრის მამა - რ---–-------------–ი და შეატყობინა, რომ მის შვილს კ------ თოფიდან გასროლილი ტყვია მოხვდა წარბთან და სასწრაფოთი გადაყავდათ საავადმყოფოში. იგი (მოწმე) მივიდა ი-–---–ის სახელობის კლინიკაში, სადაც ნახა ა--------------–--ე, რომელიც იყო სისხლიანი, გონება ჰქონდა დაკარგული, თუმცა ხელებს ამოძრავებდა. აღმოჩნდა, რომ ა-------ს ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა თავში და მდგომარეობა რთული იყო. დილით ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა ტყვია არ ამოუღიათ, მხოლოდ ძვლების ნამსხვრევებისგან გაუსუფთავეს ჭრილობა. მოგვიანებით, მან (მოწმემ) კლინიკაში ნახა გ------------–ი, რომელმაც პოლიციელებს უთხრა, რომ ა--------------–--ე კ------ თოფს ტენიდა, რა დროსაც შემთხვევით გაუვარდა და მოირტყა თვითონ, თუმცა მასთან (მოწმესთან) საუბარში დაადასტურა, რომ თამაშის დროს, სწორედ მას (გ------------–ს) გაუვარდა შემთხვევით იარაღი და მოარტყა ტყვია მის ვაჟს. იგი (ა-–-----------------–--ე) ასევე ესაუბრა გ--------------ესა და ც---------------–ს, რომლებიც შემთხვევის დღეს იყვნენ მის ვაჟთან ერთად, რომლებმაც დაუდასტურეს გ------------–ის მონათხრობი. მის შვილს ჯერ კიდევ აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რადგან ტყვია აქვს თავში, რომლის ამოღება შეიძლება იყოს ფატალური, აქვს თვალების პრობლემა, ვერ ამოძრავებს კისერს პერიოდულად, ეპიზოდურად კარგავს გონებას, ვერ შეძლო სკოლაში სწავლის გაგრძელება. გ------------–ის ოჯახის წევრები პირველ ეტაპზე მის შვილს ყურადღებას აქცევდნენ, მათ შორის მატერიალურს.

 

მოწმე გ--------------–---–მა აჩვენა, რომ 2017 წლის 3 მაისს, მეგობრებთან - ა--------------–--ესთან, გ------------–თან, გ--------------ესა და ც---------------–თან ერთად იყო გ------------–ის სახლში, ს------–---–----ში. გ------------–ის მამამ გამოიტანა ე.წ. ,,კ------“ თოფი, რომლითაც ისინი დაინტერესდნენ და სთხოვეს სროლის ნება დაერთო. გ------------–ის მამამ მისცათ თითო-თითო ტყვია, რომელიც გაისროლეს. ამის შემდეგ გ--------------ე და ც---------------–ი მალევე წავიდნენ. დარჩა თვითონ (გ--------------–---–ი), ა--------------–--ე და გ------------–ი. მათ კიდევ მოუნდათ თოფიდან გასროლა, თუმცა აღარ ჰქოდათ ტყვიები. გ------------–ის მამამ თითო-თითო ტყვია კიდევ მისცათ გასასროლად. ჯერ მან (მოწმემ) გაისროლა, მერე - ა--------------–--ემ. ჯერი გ------------–ზე რომ მიდგა, ა--------------–--ე საპირფარეშოში შევიდა. გ--- თოფს ტენიდა, პირით იდგა საპირფარეშოსკენ და ტყვია გაუვარდა. სამ-ოთხ წუთში საპირფარეშოდან გამოვიდა ა--------------–--ე, რომელსაც სისხლი სდიოდა შუბლიდან. მან (მოწმემ) იფიქრა, რომ ა-------ს გ------------–ის გავარდნილი ტყვია მოხვდა. მალე სასწრაფო დახმარებაც მივიდა, რომლის მისვლამდე ა-------ს იქვე დაუმუშავეს ჭრილობა. ა--------------–--ე იყო გონზე და ჩააწერინა მამამისის ტელეფონის ნომერი. მოგვიანებით მას (გ--------------–---–ს) ორჯერ შეხვდა ა-------ის მამა, რომელიც იყო აგრესიული და მის სიმართლეს არ იჯერებდა. შემთხვევის შემდეგ მან (მოწმემ) არაერთხელ ნახა დაზარალებული, რომელიც ძაღლს ასეირნებდა და გარეგნულად გადატანილი ტრავმა არ ეტყობოდა.

 

მოწმე გ--------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 3 მაისს, მეგობრებთან - ა--------------–--ესთან, გ------------–თან, ც---------------–თან და გ--------------–---–თან ერთად იყო გ------------–ის სახლში, ს------–---–----ში. ეზოში, ქვაზე იდო ე.წ. ,,კ------“ თოფი. გ---ს მამამ დართოთ ნება ქილებისთვის ესროლათ ამ თოფიდან. ის (გ--------------ე) და ც---------------–ი მალევე წავიდნენ სახლში, დანარჩენები კი გ---სთან დარჩნენ. გ---სთან დარჩა კ------ თოფიც. ღამით, მასთან (მოწმესთან) მივიდნენ გ--------------–---–ი და გ------------–ი, რომელიც იყო ანერვიულებული და უთხრა, რომ გადატენისას ე.წ. ,,კ------“ თოფიდან ტყვია გაუვარდა, რომლის მიმართულება არ დაუნახავს, თუმცა ცოტა ხანში ნახა ა--------------–--ე, რომელიც ტუალეტიდან გამოვიდა და იყო სისხლიანი. მოგვიანებით მას (გ--------------ეს) შეხვდა ა--------------–--ის მამა, რომელიც იყო აგრესიული და მისი სიმართლე არ დაიჯერა.

 

მოწმე ც---------------–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 3 მაისს, მეგობრებთან - გ------------–თან, ა--------------–--ესთან, გ--------------ესა და გ--------------–---–თან ერთად იყო გ------------–ის სახლში, ს------–---–----ში. ეზოში იყო ე.წ. ,,კ------“ თოფი, საიდანაც, გ------------–ის მამის ნებართვით, გაისროლეს. მალევე, ის (მოწმე) და გ--------------ე წავიდნენ ამ უკანასკნელის სახლში. კ------ თოფი გ------------–თან, გ--------------–---–თან და ა--------------–--ესთან დარჩა. იმავე ღამით, გ------------–ისგან გაიგო, რომ ამ უკანასკნელს გადატენის დროს გაუვარდა ე.წ. ,,კ------“ თოფი და ა--------------–--ეს მოარტყა, თუმცა დაჭრის მომენტი არ დაუნახავს. თოფის გავარდნიდან დაახლოებით ორი წუთის შემდეგ დაინახა ა--------------–--ე, რომელიც საპირფარეშოდან გამოვიდა და იყო დაჭრილი. მოგვიანებით, გაიგო, რომ ა--------------–--ის მამას სურდა მისი ნახვა, თუმცა, ვინაიდან გ--------------–---–ისგან იცოდა, რომ ეს უკანასკნელი იყო აგრესიული, შეხვედრას მოერიდა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, პაკეტში წარწერით: ... 1 (ერთი) ც. იარაღი ამოღებული ეზოში არსებული ოთახის სხვენიდან ...“ მოთავსებულ იარაღზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. №1,2) გენეტიკური პროფილები შერეულია, რომლებიც გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია. პაკეტში წარწერით: ... 2 (ორი) ც. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე ...“ მოთვსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. № 4-6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ა--------------–--ეს (ობ. №7). სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------------მ დაადასტურა მის მიერ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილიდან (ქ. თ---–---------–----–------–---------), ეზოში არსებული ოთახის სხვენიდან ამოღებული იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, ჩინური წარმოების 4,55 მმ კალიბრის, ერთჯერადი დატენვის, არაცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ ,,C--------------------“ მოდელის ზამბარა-დგუშიან აირ-პნევმატურ შაშხანას, რაც გამოიყენება გასართობი, სპორტულ-სავარჯიშო და მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიც არის მღრღნელები და მტაცებელი ფრინველები. იგი გამართულია ვარგისია სროლისათვის და მისგან სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლა არ ხორციელდება. იარაღის ნაწილებზე რაიმე გადაკეთების კვალი, გარდა სავარაუდოდ სამხრე-ქამრისთვის გაკეთებული სამაგრებისა, არ აღენიშნებოდა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამი ობიექტი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 4,5 მმ კალიბრის, როგორც ზემოაღნიშნული მოდელის, ასევე სხვა მრავალი ერთეული კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამისი აირ-პნევმატური იარაღისათვის განკუთვნილ ტყვიებს. მათგან ორი იყო ვარგისი, ხოლო ერთი იყო უვარგისი გამოსაყენებლად - სროლისათვის. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–------–----მა დაადასტურა მის მიერ ზემოხსენებული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი, გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ გამოკვლეულ იარაღში ყოველი გასროლის წინ უნდა მოხდეს ტყვიის ჩადება და იარაღის გადატენა. იარაღს ავტომატური დამცველი არ აქვს და მისი საბრძოლო მოქმედებაში მოყვანა ხელით რეგულირდება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით: ... 1 (ერთი) ც. იარაღი ამოღებული ეზოში არსებული ოთახის სხვენიდან ...“ მოთავსებულ თოფზე დენთის წვის შედეგად მიღებული მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. სასამართლოში მოწმეს დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ დაადასტურა მის მიერ ზემოაღნიშნული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (04.05.2017); სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა (19.06.2017); მოწმეების - ვ----–--–------–-–---–ის, თ-----------------–ის, რ---–--------------–ის, ვ-–-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმები მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

გ------------–მა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებისთვის გაუფრთხილებლობით. განსახილველი დანაშაულის სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობისთვის აუცილებელია სახეზე იყოს: ა) ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა; ბ) დამდგარი შედეგი - ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, რაც დადგენილი უნდა იყოს შესაბამისი საექსპერტო კვლევით; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. სუბიექტურად, განსახილველი დანაშაული გაუფრთხილებელია და შესაძლებელია ჩადენილი იქნას როგორც თვითიმედოვნებით, ასევე დაუდევრობით.

 

დაცვის მხარის მოსაზრებით, უტყუარად არ არის დადგენილი ის გარემოება, რომ მოცემული დანაშაული ნამდვილად გ------------–მა ჩაიდინა. შესაძლოა, დაზარალებულმა სხვა პირის გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება. ასევე, ადვოკატი აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დაზიანების მიმყენებელი საგნის დადგენა ვერ მოხერხდა. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ, როდესაც ა--------------–--ე საპირფარეშოში შევიდა გ------------–ი თოფს ტენიდა, პირით იდგა საპირფარეშოსკენ და ტყვია გაუვარდა, როდესაც ა--------------–--ე საპირფარეშოდან გამოვიდა, სისხლი სდიოდა შუბლიდან, მისივე განმარტებით, მან იფიქრა, რომ ა-------ს გ------------–ის გავარდნილი ტყვია მოხვდა. საგულისხმოა გ--------------ისა და ც---------------–ის ჩვენებებიც, კერძოდ, გ--------------ის განმარტებით, ღამით მასთან მივიდნენ გ--------------–---–ი და გ------------–ი. გ------------–ი იყო ანერვიულებული და მას უთხრა რომ გადატენისას ე.წ ,,კ------“ თოფიდან ტყვია გაუვარდა, რომლის მიმართულებაც არ დაუნახავს, თუმცა ცოტა ხანში ნახა ა--------------–--ე, რომელიც ტუალეტიდან გამოვიდა და იყო სისხლიანი. მოწმე ც---------------–ის განმარტებით, გ------------–ისაგან გაიგო, რომ ამ უკანასკნელს გადატენის დროს გაუვარდა ე.წ. ,,კ------“ თოფი და ა--------------–--ეს მოარტყა, დაჭრის მომენტი არ დაუნახავს, თოფის გავარდნიდან დაახლოებით ორი წუთის შემდეგ დაინახა ა--------------–--ე, რომელიც საპირფარეშოდან გამოვიდა და იყო დაჭრილი. მოწმე ა-–-----------------–--ის განმარტებით, გ------------–მა საუბრის დროს დაადასტურა, რომ თამაშის დროს სწორედ მას გაუვარდა შემთხვევით იარაღი და მოარტყა ტყვია მის ვაჟს. ამასთან, არაერთი მოწმე აღნიშნავს, რომ გ------------–ს შემთხვევის დროს ჰქონდა ე.წ ,,კ------“ თოფი. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებს. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილიდან (თ---–---------–----–------–---------), ამოღებული იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ, ჩინური წარმოების 4,55 მმ კალიბრის, ერთჯერადი დატენვის, არაცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ ,,C--------------------“ მოდელის ზამბარა--დგუშიან აირ-პნევმატურ შაშხანას, რაც გამოიყენება გასართობი, სპორტულ სავარჯიშო და მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, საგულისხმოა სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ა--------------–--ეს დაუდგინდა შემავალი ჭრილობა/ნაჩხვლეტი, ნაჩხვლეტ-ნაფლეთი, ნაჩხვლეტ-ნაკვეთი, ღია ჭრილობა ნაჭდევის სახით, სისხლმდენი/მარცხენა მხარეს შუბლის ძვლის საპროექციო არეში/შუბლის ძვლის ხვრელისებრი დეფექტი, მაგარი გარსის დეფექტი, მეტალის სიმკვრივის უცხო სხეული ქალას ღრუში/. ასევე აღენიშნებოდა ჰემატომა შუბლის არეში და ნაკაწრი თავის არეში. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის, ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად, ჰემატომა განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ერთად აღებული ეკუთვნის სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ხსენებული მტკიცებულებების მხედველობაში მიღებით, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ დაზარალებულმა, შესაძლოა, სხვა პირის ქმედებით მიიღო დაზიანება და არ არის დადგენილი დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების საგანი - საფუძველს მოკლებულია და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

 

საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული მოწმეების, განსაკუთრებით კი შემთხვევის უშუალო თვითმხილველი მოწმის - გ--------------–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმთან. მოწმე გ--------------–---–ის განმარტებით, როდესაც მან და ა--------------–--ემ ტირის თოფიდან გასროლა განახორციელეს, ჯერი გ------------–ზე მიდგა, ა--------------–--ე საპირფარეშოში შევიდა. გ--- თოფს ტენიდა, პირით იდგა საპირფარეშოსაკენ და ტყვია გაუვარდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სხვა გარემოებებთან ერთად დგინდება, რომ საპირფარეშოს კარების შუა ზედაპირზე არის მოწითალო ფერის ლაქები, საპირფარეშოს კარების ჩარჩოზე დამონტაჟებულია ელექტრო ენერგიის ჩამრთველი, რომლის ზედაპირზეც არის მოწითალო ფერის ლაქები. საპირფარეშოში კართან ბეტონის ზედაპირზე არის მოწითალო ფერის ლაქები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამავე ოქმით დგინდება რომ საპირფარეშოს კარები ბოლომდე არ იკეტება და მიხურვის დროს ღია მდგომარეობაში რჩება დაახლოებით სამ-ხუთ სანტიმეტრზე. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გ------------–მა არ გამოიჩინა წინდახედულობა, - მიუხედავად იმისა, რომ საპერფარეშოსთან იდგა პირისპირ და თავისთავად ხედავდა, რომ საპირფარეშოს კარი არ იყო სრულად დახურული, მის მიერ ე.წ. „კ------“ თოფის სასხლეტზე ხელის დაჭერით მოხდა გასროლა, გასროლილი ტყვია კი მოხვდა საპირფარეშოში მყოფ ა--------------–--ეს. ის გარემოება, რომ გ------------–მა ნამდვილად სასხლეტზე ხელის გამოკვრით განახორციელა გასროლა, დადასტურებულია ბალისტიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, რომლის თანახმად, შემთხევის ადგილიდან ამოღებული იარაღი გამართულია ვარგისია სროლისათვის და მისგან სასხლეტის გამოწევის გარეშე გასროლა არ ხორციელდება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა გ------------–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს გ------------–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მსჯავრდებულ გ------------–ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის, გ------------–ის (დანაშაულის ჩადენის დროს იყო 15 წლის) სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, იმავდროულად, ითვალისწინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის, გ------------–ის მიმართ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მე-14-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა დეკლარაციის“ მიხედვით, ბავშვი უნდა სარგებლობდეს განსაკუთრებული დაცვით. მას კანონით და სხვა საშუალებით, უნდა მიეცეს სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოში და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ბავშვები ხვდებიან მართლმსაჯულების სისტემაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრული პირებისაგან და მათი დაცვა და განვითარება მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილეობის მთლიან პროცესში მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 37–ე მუხლის მიხედვით, არც ერთ ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა რაც შეიძლება ნაკლები დროის განმავლობაში. ამავე კონვენციის მე–40 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, რომ მისდამი მოპყრობა ხელს უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და მისი რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის შესრულებისათვის ხელშეწყობის სასურველობას.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1985 წელს მიღებული „მინიმალური სტანდარტული წესების არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“) მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა ანიჭებდეს არასრულწლოვანთა კეთილდღეობას და უნდა უზრუნველყოს, რომ არასრულწლოვანი სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიება ყოველთვის იყოს სამართალდამრღვევისა და სამართალდარღვევის თანაზომიერი (მე–5 წესი). აგრეთვე, სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს: ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული; არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შედეგად და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით; პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ღონისძიება (მე–17 წესი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის, გ------------–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით სასჯელის სახით 6 (ექვსი) თვის ვადით შინაპატიმრობის დანიშვნას, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ------------–ისათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ გ------------–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------------–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------------–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-------------–--ის

სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 მარტის განაჩენი გ------------–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ--- ყირიმელი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

გ--- ყირიმელს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

 

გ--- ყირიმელს, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

პირობითი მსჯავრის აღსრულებისას, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალა, ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

ა--------------–--ის სისხლის ნიმუში, დალუქული სპეც, პაკეტში შტრიხ კოდით - 0------, იარაღის განმუხტვის დროს გამოყენებული ხელთათმანები, ორი ცალი, დალუქული სპეც. პაკეტში შტრიხ კოდით - F--------, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში - განადგურდეს;

 

ორი ცალი მოწითალო ფერის ანაწმენდი დოლბანდზე საკონტროლო ანაწმენდებთან და დოლბანდის სუფთა ნიმუშებთან ერთად, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში - განადგურდეს;

 

ბეტონის ამონატეხები მოწითალო ფერის ლაქებით, დალუქული სპეც. პაკეტში შტრიხ კოდით - F--------, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში - განადგურდეს;

 

სამი ცალი მცირე ზომის ლითონის საგანი, დალუქული სპეც. პაკეტში შტრიხ კოდით -F--------, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში - განადგურდეს;

 

ერთი ცალი იარაღი, ამოღებული ეზოში, ოთახის სხვენიდან, დალუქული სპეც. პაკეტში შტრიხ კოდით - F--------, რომელიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: გ. კახეთელიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

მ. ლომთათიძე