განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100119002868101
საქმე №1/77-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
“ 08 “ აპრილი, 2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა
მანანა შოთაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის - მიხეილ ბერიაშვილის,არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ეკატერინე მელქონაშვილის,არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის - თ----- ჯ-–--შვილის,არასრულწლოვანი ბრალდებულის - გ------- ჯ-–--შვილის
მონაწილეობით, არსებითი განხილვის დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
არასრულწლოვან გ------- ვ-–---------ს-ძე ჯ-–--შვილის (დაბადებული 2--- წლის 3-------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------- არასრული საშუალო განათლებით, დასა-ოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ------------------------–---------–--–-) მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვა-ლისწინებული დანაშაულის ჩადენაში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 27 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართვე-ლოში გამოძიება დაიწყო №0----------- სისხლის სამართლის საქმეზე, ქალაქ გორში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონო შეღწევით, ჯგუფურად ქურდობის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღნიშნული დანაშაულის სავარაუდო ჩადენისათვის ბრალდებულად დაკავებულნი იქნენ არასრულწლოვნები - გ------- ჯ-–--შვილი და გ------- გ----–-შვილი - 2019 წლის 27 იანვარს, 01 საათსა და 45 წუთზე. 2019 წლის 28 იანვარს მათ წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვე-პუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნისათვის. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით, გ------- ჯ-–--შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2019 წლის 23 თებერვალს გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის დადგენილების საფუძველზე, №0----------- სისხლის სამართლის საქ-მიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე გ------- გ----–-შვილის მიმართ;
გ------- ჯ-–--შვილს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთან-ხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალდების შესახებ დადგენილებისა და საქმის მასალების მიხედვით, გ------- ჯ-–--შ-ვილის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგ გარემოებებში:
2019 წლის 27 იანვარს, გვიანი ღამის საათებში, გ------- ჯ-–--შვილმა და გ------- გ-----–-შვილმა უკანონოდ შეაღწიეს ქალაქ გორში, გორგასლის ქუჩაზე, ე.წ. “საკონსერვო ქარხნის’’ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ი---- ს---------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც ცდილობდნენ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ ფულად თანხას და საკვებ პროდუქტებს, რა დროსაც მათ დანაშაულის ჩადენის მცდელობის ფაქტზე წაასწრეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, რის გამოც გ------- ჯ-–--შვილმა და გ------- გ----–-შვილმა ვეღარ შეძლეს განზრახვის სისრულეში მოყვანა. მათი ქმედე-ბებით დაზარალებულ ი---- ს---------ს შესაძლოა მისდგომოდა ქონებრივი ზიანი.
დასკვნითი სიტყვის წარდგენისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მიხეილ ბერიაშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოში წარმოდგენილი და წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა შეთანხმებით უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადგენილი პრეიუდიციული მნიშვნელობის ფაქტებითა და გარემოებებით, კერძოდ - პოლიციის თანამშრომლეთა ჩვენებებით, რომლებმაც გ------- ჯ-–--შვილს წაასწრეს დანაშაულის ჩადენის დროს, გ------- გ----–-შვილის ჩვენებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათ-ვალიერების ოქმით და სხვა მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება არასრულწლოვანი ბრალდებულის - გ------- ჯ-–--შვილისათვის წაყენებული ბრალ-დება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორმა იშუამდგომლა საქართველოს სის-ხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში არასრულწლო-ვან გ------- ჯ-–--შვილის დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, (იხ. 2019 წლის 02 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი).
არასრულწლოვანმა გ------- ჯ-–--შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. აღნიშნული გარემოების, ბრალდებულის პიროვნების, ასაკის, არას-რულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ადვოკატმა ეკატერინე მელქონაშვილმა იშუამდგომლა ბრალდებულისათვის ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული არ იქნება რეალურ თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ, იშუამ-დგომლა გ------- ჯ-–--შვილის მიმართ სასჯელად პირობითი მსჯავრის გამოყენება, რასაც დაეთანხმა არასრულწლოვანი ბრალდებულიც, (იხ. 2019 წლის 02 აპრილის სასამარ-თლო სხდომის ოქმი).
სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გ------- ჯ-–--შვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მისი აღია-რებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილ და ერთმანეთთან შე-თანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ მიჩნეუ-ლია გ------- ჯ-–--შვილის ბრალდების დამადასტურებელ უდავო მტკიცებულებებად, კერძოდ:
- მოწმე ი---- ს---------ის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 45-47);
- მოწმე ი-----–- კ---------ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 104-106);
- მოწმე ზ------ ბ----–--ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 107-109);
- მოწმე ე-–------- კ-–----შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 112-114);
- მოწმე მ------ ქ--------ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 85-87);
- მოწმე რ----- ტ--–---ძის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 110-111);
- არასრულწლოვან გ------- გ----–-შვილის გამოკითხვის ოქმით, (ს.ფ. 51-54);
- შეტყობინების ოქმებით, (ს.ფ. 2-4);
- გ------- ჯ-–--შვილისა და გ------- გ----–-შვილის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, (ს.ფ. 10-17; 22-30);
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, (ს.ფ. 38-44);
- ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, რაც სხვა მტკიცებულებებსა და საპრო-ცესო დოკუმენტებთან (იხ. საქმის მასალები) ერთობლიობაში უტყუარად ადასტურებს გ------- ჯ-–--შვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება გ------- ჯ-–--შვილის მიერ მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ გ------- ჯ-–--შვილმა ჩაი-დინა სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ქურდობის მცდე-ლობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღ-მდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, არა-სრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლო პირველ რიგში ითვალისწი-ნებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
კერძოდ, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებად სასამარ-თლომ მხედველობაში მიიღო, რომ გ------- ჯ-–--შვილი აღიარებს ჩადენილ დანაშა-ულს.
სასჯელის დანიშვნის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ გაითვალისწინა საქარ-თველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპა-ტიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გორის რაი-ონულ სასამართლოში გადმოგზავნილი, არასრულწლოვან გ------- ჯ-–--შვილი ინდი-ვიდუალური შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვით, გ------- ჯ-–--შვილი ძლიერ ნანობს და განიცდის ჩადენილ ქმედებებს, არ აპირებს ასეთი ქმედების განმეორებას, რადგან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას გაიაზრა ის ზიანი, რაც თავის ქმედებით მიაყენა დაზარალებულებს და რაც თავად მას მიადგა. ამიტომ იგი ნანობს ჩადენილ ქმედებას. ის სიღრმისეულად აანალიზებს პრობლემას, რომ მისი ცხოვრების სტილი დაკავშირებული იყო კრიმინალურ აზროვნებასთან, რომელსაც დამაზიანებ-ლად და უპერსპექტივოდ მიიჩნევს. მას აქვს გეგმა და სურს, რომ დაბრუნდეს სოფელ ორთაშენში, მამის საცხოვრებელ სახლში და ხელი მიჰყოს სასოფლო-სამეურნეო საქმი-ანობას, რადგან თვლის, რომ აქვს ამის უნარი, აქვს კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა და სურვილი, რომ თავისი შრომით მოიპოვოს მატერიალური კეთილდღეობა;
ერთობლიობაში ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სანქციის (ოთხიდან შვიდ წლამდე თავი-სუფლების აღკვეთა) ფარგლებში არასრულწლოვან გ------- ჯ-–--შვილს სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, რაც არასრულწლო-ვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმ-ცირდეს ერთი მეოთხედით. ამასთანავე, ვინაიდან გ------- ჯ-–--შვილი არასრულ-წლოვანია, იგი ნასამართლობის არმქონეა და აღიარებს დანაშაულს, არასრულწლო-ვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, მისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - უნდა ჩაითვალოს პირობითად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირობით სასჯელთან ერთად, მიზანშეწონილია არასრულ-წლოვან ბრალდებულს დაეკისროს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული რიგი მოვალეობები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ჯ-–--შვილის მიმართ პირობითი მსჯავრის გამო-ყენება და მისთვის მოვალეობების დაკისრება უზრუნველყოფს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას, ასევე სასჯელის მიზნის განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3, მე-4, მე-7, მე-14, მე-17, 65-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამარ-თლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით, 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არასრულწლოვანი გ------- ვ-–---------ს-ძე ჯ-–--შვილი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ ქვე-პუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადე-ნაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა-მისად, არასრულწლოვან გ------- ჯ-–--შვილს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშ-ნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად მას განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი;
3. გ------- ჯ-–--შვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზი-დან;
4. გ------- ჯ-–--შვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრო-ბაში ყოფნის დრო - 2019 წლის 27 იანვრიდან 2019 წლის 08 აპრილის ჩათვლით;
5. გ------- ჯ-–--შვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად დაეკისროს შემდეგი მოვალეობების შესრულება:
5.1 შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე, არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
5.2 პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, დაეკისროს საცხოვრებელ ად-გილზე ყოფნის ვალდებულება ყოველდღე - 20:00 საათიდან 08:00 საათამდე;
5.3 დაევალოს ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის მკურნალობის კურსების გავლა;
5.4 პროფესიული განათლების მიღების მიზნით, შესაბამის საგანმანათლებლო დაწე-სებულებაში სწავლის დაწყება;
6. გამოსაცდელი ვადის პერიოდში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის - გ------- ჯ-–---შვილის ყოფაქცევის კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს, გ------- ჯ-–--შვილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - გ------------------------–---------–---;
7. ნივთიერი მტკიცებულებების საქმეზე დართული საგნების და ნივთების საკითხი, გადაწყდეს შემდეგნაირად:
7.1 გ------- ჯ-–--შვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საათი, ბეჭედი და მობი-ლური ტელეფონი, სათვალის მოსათავსებელი ყუთი და სათვალე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სასურსათო მაღაზიიდან ამოღებული ნატურალური წვენი, სამი პაკეტი ხინკალი, საკეტი მოწყობილობა და თანხა 51 (ორმოცდათერ-თმეტი) ლარის და 80(ოთხმოცი) თეთრის ოდენობით - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
7.2 სუნის ნიმუშები, ხელის კვლები და ხელის ანაბეჭდების ნიმუშები - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
8. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საა-პელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ნიკოლოზ მარსაგიშვილი