განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2019
საქმის ნომერი
330100118002596061
ინსტანცია
თარიღი
31.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002596061

საქმე №1ბ/1102-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ბ----------–----ს, მ--------------–-–---–ის

ადვოკატების: გ-----------–---–--ს, თ--------------–--ის, ფ---------------–---–ის

მსჯავრდებულის: დ-------–------ს

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ბ----------–----ს, აგრეთვე, მსჯავრდებულ დ-------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-----------–---–--ს, თ--------------–--ისა და ფ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ დ-------–------ს, დაბადებულის 2----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი№0-----------), საშუალო განათლებით, დასაოჯახებელის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–--–--------------–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–----------------–-–---–---------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------–-----მა ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებითა და ცრუ ჩვენების მიცემით, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 დეკემბერს, ა---------------------ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ჩხუბის დროს, გ-------------–--მ და გ--------------ემ დანების გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვნებს - დ------------–--ესა და ლ--------------–---–ს არაერთი ნაკვეთი ჭრილობა მიაყენეს სხეულის სხვადასხვა მიდამოში. მიყენებული ჭრილობების შედეგად, დ------------–--ე საავადმყოფოში, ხოლო ლ--------------–---–ი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გ-------------–--, გ--------------ე და მათი მეგობრები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპისა და კატეგორიის დანაშაულის გახსნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინციდენტში მონაწილე პირთა გამოძიებასთან დროული თანამშრომლობა, ასევე თითოეული დეტალის ზედმიწევნით ზუსტად მითითება, რათა მოხდეს გამოძიების მიერ არსებითად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვება და ამ მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების ზუსტად დადგენა და შეფასება, დ-------–-----მა, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, რითაც საბოლოო ჯამში ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას. კერძოდ: 2017 წლის 14 დეკემბერს გამოიკითხა დ-------–------, რომელმაც მიუთითა, რომ დაინახა, დ------------–--ემ იქვე არსებულ ფარდულში, ფიზიკური ძალის გამოყენებით, როგორ შეიყვანა გ-------------–-- და მ-----–----–-----ა და მათ შორის ფარდულში გაგრძელდა ფიზიკური დაპირისპირება. მოწმის ჩვენებით, ამ დაპირისპირებაში ჩართული იყო მ-----–----–-----აც, რომელიც უშუალოდ ურტყამდა დ------------–--ეს. მოგვიანებით, 2018 წლის 14 მარტს, სასამართლოში მიცემული ჩვენებისას, შეცვალა პოზიცია და მიუთითა, რომ ფარდულში დაპირისპირება მხოლოდ გ-------------–--სა და დ------------–--ეს შორის არსებობდა. რაც შეეხება მ-----–----–-----ას, მოწმის გადმოცემით, მას არ დაუნახავს მ-----–----–-----ას მიერ ვინმეს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედება. ამასთან, დ-------–-----მა როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში განმარტა, რომ არ შესწრებია დ------------–--ის მკვლელობის ფაქტს, რადგან მისი მეგობრის დ-----–---------ს შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახეში და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დ------------–--ე ფარდულიდან იყო გამოსული, სისხლი სდიოდა და მას დასახმარებლად უხმობდა. აღნიშნული მოქმედებით დ-------–-----მა აირიდა პასუხისმგებლობა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, თითქოსდა, ფარდულში არსებული დაპირისპირებისას მისი მეგობრის დ-----–---------ს შემთხვევით მოხვედრილმა ხელმა გათიშა, განზრახ ამოაგდო მისი ჩვენებებიდან დანაშაულის განხორციელების უმნიშვნელოვანესი დეტალი - ფარდულში არსებული დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა. გარდა ამისა, მოწმის ჩვენებების სიცრუე დასტურდება თავად ჩვენების შინაარსით, კერძოდ, ის ფაქტი, რომ მას ხელი მოხვდა და გაითიშა, ცალკე აღებული თავისთავად სიცრუეს წარმოადგენს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არცერთი მოწმის ჩვენებით მისი გათიშვის ფაქტი არ დასტურდება და უფრო მეტიც, დ-----–---------ს ჩვენებით პირდაპირ გამოირიცხება მოვლენების იმგვარი განვითარება, როგორც ეს დ-------–-----მა აღწერა.

 

გარდა ამისა, მოწმე დ-------–-----მა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს დასმულ შეკითხვაზე - შეხვდა თუ არა დ------------–--ის მამას - ზ-----------–--ეს, განაცხადა, რომ ზ-----------–--ეს ის არ შეხვედრია. გამოძიების მიმდინარეობის დროს კი დადგინდა, რომ სინამდვილეში ზ-----------–--ე მოწმე დ-------–-----ს და მის მეგობარ დ------------–--–---–ს შეხვდა 2018 წლის თებერვალში (მოწმის სასამართლო პროცესზე დაკითხვამდე), რა დროსაც კომუნიკაციის ერთმა მხარემ შეხვედრის მიმდინარეობა ფარულად ჩაიწერა (აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ნებართვის საფუძველზე გამოთხოვილია და დართული აქვს საქმეს). შესაბამისად, ფაქტია, რომ მოწმე დ-------–-----მა სასამართლოს არაერთგზის მიაწოდა არასწორი ინფორმაცია როგორც ინციდენტის დროს, ასევე შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ქმედების მიზანი კი მოცემულ შემთხვევაში იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენაში ხელის შეშლა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნული დანაშაულის გარემოებების დადგენის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებს და შესაბამისად, მათთვის ცნობილი ინფორმაციის სრულყოფილად გადმოცემა აუცილებელია იმისათვის, რომ მოსამართლის მიერ სამართლებრივად შესაფასებელი გარემოებები ზედმიწევნით ზუსტად იქნას დადგენილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------–------, რომელიც 2017 წლის 1 დეკემბერს უშუალოდ შეესწრო და იცოდა გ-------------–--სა და გ--------------ისთვის ბრალად წარდგენილი საქმის დეტალები, გამოძიებისა და სასამართლოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ხელი შეუშალა მართლმსაჯულების განხორციელებას. კერძოდ: 2017 წლის 14 დეკემბერს გამოიკითხა დ-------–------, რომელმაც მიუთითა, რომ ქ-------–--–-------------------------ში არსებული საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გამართული ჩხუბისას დაინახა, თუ როგორ შეაგდო დ------------–--ემ იქვე არსებულ ფარდულში გ-------------–-- და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა ფარდულში, სადაც აღნიშნული ორი პირის გარდა იმყოფებოდნენ თავად და მ-----–----–-----ა. ამ დაპირისპირებაში ჩართული იყო მ-----–----–-----აც, რომელიც უშუალოდ ურტყამდა დ------------–--ეს. მოგვიანებით, 2018 წლის 14 მარტს, დ-------–-----მა სასამართლოში მიცემული ჩვენებისას, შეცვალა პოზიცია და მიუთითა, რომ ფარდულში დაპირისპირება მხოლოდ გ-------------–--სა და დ------------–--ეს შორის არსებობდა. მისი გადმოცემით, მას არ დაუნახავს მ-----–----–-----ას მიერ ვინმეს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედება. ამასთან, დ-------–-----მა, როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში განმარტა, რომ არ შესწრებია დ------------–--ის მკვლელობის ფაქტს, რადგან მისი მეგობრის დ-----–---------ს შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახეში და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დ------------–--ე ფარდულიდან იყო გამოსული, სისხლი სდიოდა და მას დასახმარებლად უხმობდა. აღნიშნული მოქმედებით დ-------–-----მა არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, თითქოსდა, ჩხუბის დროს მისი მეგობრის დ-----–---------ს შემთხვევით მოხვედრილმა ხელმა გათიშა, განზრახ ამოაგდო მისი ჩვენებებიდან დანაშაულის განხორციელების უმნიშვნელოვანესი დეტალი - ფარდულში არსებული დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენით:

 

დ-------–------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.

 

დ-------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 ივლისიდან 2019 წლის 11 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორმა ბ----------–----მ, აგრეთვე, მსჯავრდებულ დ-------–------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ-----------–---–--მ, თ--------------–--ემ და ფ---------------–---–მა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა ბ----------–----მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ დ-------–-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დაენიშნოს დანიშნულ სასჯელზე უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელი. ასევე, დ-------–------ს მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფორმულირება სრულად იქნას ასახული, როგორც სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება. ბრალდების დადგენილებაში მითითება იმის შესახებ, რომ დ-------–------ს მიერ მოკლული დ------------–--ის მამასთან, - ზ-----------–--ესთან შეხვედრის ფაქტის უარყოფაში, იგულისხმება შეხვედრა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბართან დაკავშირებით. აპელანტი ასევე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ-------–------სათვის დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათთან და მნიშვნელობასთან. დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელს ერთ-ერთ ძირითად მიზანს - პრევენციას.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა დ-------–------ს მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლე ბრალდების მხარის სასარგებლოდ იყო მიკერძოებული. მიუხედავად იმისა, რომ დ-------–------ს ქმედებაში არ გამოიკვეთა არანაირი დანაშაულის ნიშნები იგი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც დ-------–-----ს ედავებოდნენ ცრუ ჩვენების მიცემას, განიხილებოდა ბრალდებულების - გ-------------–--სა და გ--------------ის მიმართ, რომელთა მიმართ დ-------–------ს მიერ ცრუ ჩვენების მიცემას ადგილი არ ჰქონია. პროკურატურა დ-------–-----ს ედავებოდა მ-----–----–-----ას მიმართ ცრუ ჩვენების მიცემას მაშინ, როდესაც დ-------–-----ს მ-----–----–-----ას წინააღმდეგ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება არ მიუცია. დ-------–------ იმ დროს გამოიკითხა, როდესაც ის იყო ძალიან მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში. დ-------–------ და დ------------–--ე იყვნენ განუყრელი მეგობრები, დ-------–------ მეგობრის დაკარგვას დღემდე მძიმედ განიცდის. დ------------–--ემ სწორედ დ-------–------ს ხელში დაკარგა გონება, რამაც ძალიან იმოქმედა მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ დ-------–-----ს ჰქონდა მიღებული ტრავმა და დაკარგული ჰქონდა გონი. ფსიქოლოგმა ა---–--------ც დაადასტურა, რომ დ-------–-----ს თავიდან უჭირდა მოვლენების თანმიმდევრობით გადმოცემა და აღწერა. გარდა ამისა, პროკურორებისა და პოლიციის თანაშრომელთა მხრიდან დ-------–-----ზე განხორციელდა ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა. 2017 წლის 14 დეკემბერს გამოიკითხა დ-------–------. გამომძიებლის კითხვაზე, თუ ვინ ვის ურტყამდა, დ-------–-----მა ზოგადად ახსენა, რომ მ-----–----–-----აც ჩხუბობდა. გამომძიებელი არ დაინტერესებულა და არ უკითხავს, თუ რა იგულისხმა მან მ-----–----–-----ას ჩხუბში, სად იდგა, ვის ან რას ურტყამდა. დ-------–-----ს ჩხუბის დაწყებისთანავე მოხვდა დ-----–---------ს იდაყვი, იგი დაეცა და გაითიშა. აღნიშნული გარემოებები მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომლებმაც ნახეს ძირს დაგდებული დ-------–------, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა. როდესაც დ-------–------ წამოდგა, დაინახა უკვე დაჭრილი დ------------–--ე და მივიდა მის დასახმარებლად. 2018 წლის 14 მარტს სასამართლოში დაკითხვამდე დ-------–-----მა პროკურორებს - ზ-------------ესა და ი------------–---–ს ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც აღიდგინა მ-----–----–-----ასთან მიმართებით დეტალები, განაცხადა, რომ არ დაუნახავს, მ-----–----–-----ა ურტყამდა თუ არა ვინმეს. დ-------–------ არ იყო ვალდებული წერილობით წარედგინა აღნიშნული ინფორმაცია, პირიქით, მიწოდებული ინფორმაციის წერილობითი ოქმის სახით შედგენა ევალება პროკურორს და გამომძიებელს. მათ უნდა გამოეკითხათ დ-------–------ და გამოკითხვის ოქმი წარედგინათ სასამართლოში. სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს დ-------–------სათვის დანიშნულ სასჯელზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მითითებული გარემოებები, ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ დ-------–------ არის აბიტურიენტი.

 

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო მხარეთა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ბ----------–----ს, აგრეთვე, მსჯავრდებულ დ-------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-----------–---–--ს, თ--------------–--ისა და ფ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ-------–------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ დ-------–------ს მიმართ წარდგენილი, საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება (პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის კვალიფიკაციით) უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი, ობიექტური, თანმიმდევრული და ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობით. საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებისა და გააანალიზების შემდეგ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ-------–-----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხულმა ა-–-----------------–---მა განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს სწავლობდა 5------------- სკოლის მ--- კლასში. ხსენებულ დღეს სკოლის საპირფარეშოში უთანხმოებას ჰქონდა ადგილი ერთის მხრივ მის მეგობარ თ----------------ესა და დ------------–--–---–ს, ხოლო მეორე მხრივ, მასსა და დ-------–-----ს შორის. მასსა და დ-------–-----ს შორის კონფლიქტი მალევე ამოიწურა, ხოლო დ------------–--–---–ი თ----------------ეს შეუთანხმდა სკოლის შემდგომ შეხვედრაზე. მან (მოწმემ) შერიგებაში დახმარების თხოვნით მიმართა დეიდაშვილს - მ-----–----–-----ას, რომელიც იცნობდა კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარეს. გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მოზარდთა ჯგუფი (მ-----–----–-----ას ახლდნენ მეგობრები) შეიკრიბა სკოლის წინ, საიდანაც გაემართნენ ა----------------ის მიმართულებით და შევიდნენ ერთ-ერთ ეზოში. საუბარი თავდაპირველად მიდიოდა შერიგებისკენ, თუმცა მოულოდნელად დაიწყო ჩხუბი. ეზოში იყო ჩხუბის რამდენიმე კერა. თავად (მოწმეს) დაპირისპირება ჰქონდა დ------------–--–---–თან. მას შემდეგ, რაც დ------------–--ე დაიჭრა, ისინი გამოიქცნენ ეზოდან. მისი (ა-–-----------------–---ის) მხედველობის არეში ეზოში არავინ წაქცეულა.

 

მოწმე თ----------------ის განმარტებით, სწავლობს 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, სკოლის საპირფარეშოში ადგილი ჰქონდა ინციდენტს ერთის მხრივ მასსა და დ------------–--–---–ს, ხოლო მეორეს მხრივ, ა-–-----------------–---სა და დ-------–-----ს შორის. მან (მოწმემ) და ა-–-----------------–---მა გადაწყვიტეს დასახმარებლად დაერეკათ ვინმესთვის და ამ უკანასკნელმა შეატყობინა მის დეიდაშვილ მ-----–----–-----ას, რომელიც მეგობრებთან ერთად იმავე დღეს მივიდა 5---------–-ში. კონფლიქტის ორივე მხარემ გადაინაცვლა ა----------------აზე, სადაც საუბრისას გ-------------–--სა და დ------------–--ეს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რასაც მოჰყვა ჩხუბის დაწყება. მას (მოწმეს) ჩხუბისას არ დაუნახავს, სად იყო დ-------–------. ასევე არ დაუნახავს და არაფერი სმენია ჩხუბის დროს დ-------–------სთვის დ-----–---------ს ხელის მოხვედრის თაობაზე.

 

მოწმე მ-----–----–-----ამ აჩვენა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, შუადღის საათებში, უფროსკლასელებთან კონფლიქტის შესახებ მისწერა მისმა დეიდაშვილმა ა-–-----------------–---მა და სთხოვა კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება. მან (მ-----–----–-----ამ) თავის მხრივ მისწერა გ-------------–--ს, ხოლო ეს უკანასკნელი დაუკავშირდა მეგობრებს. საბოლოოდ, ყველანი შეიკრიბნენ 5------------- სკოლასთან. მას შემდეგ, რაც სკოლიდან გამოვიდნენ მე-11 კლასელები, მათ შორის დ-------–------, დ------------–--–---–ი, დ------------–--ე და მათი მეგობრები, ისინი წავიდნენ ა----------------აზე არსებულ ერთ-ერთ ეზოში. საუბრის შედეგად შერიგდნენ და აპირებდნენ დაშლას, რა დროსაც სიტუაცია დაიძაბა დ------------–--ესა და გ-------------–--ს შორის, რასაც მოჰყვა ჩხუბი. ჩხუბში დაიჭრნენ დ------------–--ე და ლ--------------–---–ი. დ------------–--ე ფარდულში დაჭრა გ-------------–--მ და გ--------------ემ. იგი (მ-----–----–-----ა) ჩხუბის მომენტში ცდილობდა დ------------–--ე მოეშორებინა გ-------------–--სათვის. თავდაპირველად სცადა დ------------–--ის გამოქაჩვა, ხოლო შემდეგ დ------------–--ეს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი კისრის არეში. დ-------–------ თავდაპირველად დაინახა ეზოში საუბრისას, ხოლო მოგვიანებით - მაშინ, როდესაც ფარდულში იდგა გ-------------–--ს მხარეს. მან (მ-----–----–-----ამ) დ-------–------ ფარდულში წამიერად დაინახა. შემდეგ კი ღ-–------ აღარ შეუმჩნევია. მან (მ-----–----–-----ამ) ასევე დაადასტურა, რომ ა----------------აზე მდებარე ეზოში ყოფნის პერიოდში, ვინმე ძირს დაცემული არ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე დ------------–--–---–მა განაცხადა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს მას სკოლის საპირფარეშოში თ----------------ესთან მოუვიდა უთანხმოება. ისინი შეთანხმდნენ სკოლის შემდეგ საუბარზე და გაკვეთილების დასრულების შემდეგ შეიკრიბნენ სკოლის წინ ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ სხვა სკოლის ბიჭებიც. საბოლოოდ გადაინაცვლეს ხორავას ქუჩაზე, სადაც არჩევდნენ სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს. ამ დროს გ-------------–--სა და დ------------–--ეს შორის ურთიერთობა დაიძაბა და დაიწყო ჩხუბი. მას (დ------------–--–---–ს) თავზე ე.წ. „კაპიუშონი“ გადააფარეს და ერთი-ორი წუთის განმავლობაში ურტყამდნენ თავის არეში. მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგეები მოიშორა, გადაიწია „კაპიუშონი“ და დაინახა ს-----------------–--- და დაჭრილი დ------------–--ე, რომელსაც ხელი დ-------–-----ზე ჰქონდა გადახვეული. ამ უკანასკნელმა ძირს დააწვინა დ------------–--ე და ფეხზე ქამარი გადაუჭირა. ამის შემდეგ, დატოვეს შემთხვევის ადგილი. ჩხუბის დროს მას (მოწმეს) ძირს დავარდნილი არავინ შეუნიშნავს, ხოლო დ-------–------სგან იცის, რომ ამ უკანასკნელს ვიღაცის ხელი მოხვდა ჩხუბის დროს, თუმცა ვისი ხელი იყო, მისთვის უცნობია. მოწმემ ასევე დაადასტურა მისი და დ-------–------ს შეხვედრა და მომხდარი ფაქტის ირგვლივ საუბარი ზ-----------–--ესთან.

 

მოწმე გ---------------ის ჩვენებით, 2017 წლის 1 დეკემბერს ა-–-------------------თან ერთად იმყოფებოდა სოფელ დიღომში, რა დროსაც გ-------------–--სგან შეიტყვეს, რომ უფროსკლასელები ჩაგრავდნენ ა-–-----------------–---ს, რის გამოც წავიდნენ 5---------–-ში, იქიდან კი - ა----------------აზე, სადაც ბიჭებს შორის ხმამაღალ საუბარს მოჰყვა ჩხუბი. ჩხუბის შედეგად დაიჭრა სამი ადამიანი: თავად, დ------------–--ე და ლ--------------–---–ი. მან (მოწმემ) დაინახა, როგორ უქნევდა დანას ფარდულში გ-------------–-- დ------------–--ეს. ასევე დაინახა მ-----–----–-----ა, რომელსაც ერთი ხელით ქურთუკით ეჭირა დ------------–--ე, ხოლო მეორე ხელით ცდილობდა მისთვის დარტყმას. იგი (გ---------------ე) არ იცნობს დ-------–-----ს და ვერც შემთხვევის ადგილიდან იხსენებს. მოწმემ დაადასტურა, რომ ეზოში ჩხუბის დროს ძირს დავარდნილი არავინ შეუნიშნავს.

 

მოწმე ა-–-------------------ის განმარტებით, 2017 წლის 1 დეკემებრს იმყოფებოდა გ---------------ესთან ერთად, რა დროსაც შეიტყო, რომ მ-----–----–-----ას ნათესავს სჭირდებოდა დახმარება. ისინი ტაქსით მივიდნენ 5------------- სკოლასთან, სადაც დახვდათ ბიჭების ჯგუფი. ბიჭები სკოლიდან დაიძრნენ ა----------------ისკენ. ის (მოწმე) ეზოში არ შესულა მანამ, სანამ ხმაური არ გაიგონა. ეზოში შესვლისას დაინახა, როგორ შეაგდო დ------------–--ემ გ-------------–-- ფარდულში, რის გამოც წავიდა გ-------------–--ს დასახმარებლად, გზად გადაეღობა უცნობი ბიჭი, რომელსაც ხელი მოჰკიდა და გვერდული მიმართულებით ძირს გადააგდო, შემდგომ კი, როდესაც მისკენ სამი ბიჭი გაემართა, გაიქცა მარცხნივ, მაგრამ ბიჭებმა დაიჭირეს და ცოტა ხანი ურტყამდნენ. ამ დროს მასთან მივიდა გ--------------ე, რომელმაც მოჰკიდა ხელი და წავიდნენ ე.წ. „არკის“ მიმართულებით, სადაც წაბორძიკდა და დაეცა, თუმცა მაშინვე წამოხტა და გაიქცა ეზოდან. მას (მოწმეს) წაქცეული არავინ დაუნახავს გარდა იმ ერთი პირისა, რომელიც მას ფარდულის წინ გადაეღობა და გვერდზე გადააგდო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, შუადღის საათებში, ახლდა მეგობარ გ--------------ეს და იმყოფებოდა ა----------------აზე მდებარე ერთ-ერთ ეზოში, სადაც მოხდა ჩხუბი, რისი მიზეზიც იყო მ-----–----–-----ას დეიდაშვილის სკოლაში ჩაგვრა. ჩხუბში მას (მოწმეს) მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა ეზოში. ჩხუბის დასრულების შემდგომ იგი მეგობრებთან ერთად გაიქცა და დატოვა ეზოს ტერიტორია. იგი (გ----------–---–ი) არ იცნობს დ-------–-----ს და დაადასტურა, რომ კონფლიქტის მიმდინარეობისას ეზოში ძირს დაგდებული არავინ დაუნახავს. მოწმე ს-----------------–---მ ასევე დაადასტურა, რომ მისი ეზოში ყოფნის პერიოდში ძირს დაცემული არავინ დაუნახავს.

 

მოწმე თ---------------ის განმარტებით, 2017 წლის 1 დეკემბერს, მისი კლასელისგან - ა-–-----------------–---ისაგან შეიტყო საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ. გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბიჭების ჯგუფთან ერთად გადაინაცვლა ა---------------------ის ეზოში. სხვებთან შედარებით, ეზოში დაგვიანებით შესულმა შენიშნა, რომ დ------------–--ის მიერ სიგარეტის ნამწვის სროლას მოჰყვა ჩხუბის დაწყება. იგი (მოწმე) მეგობრებთან ერთად ჩხუბობდა დ------------–--–---–ის წინააღმდეგ, ჩხუბის დასრულების შემდეგ კი გამოიქცა ეზოდან. ეზოში ყოფნის პერიოდში ძირს დავარდნილი არავინ შეუნიშნავს.

 

მოწმედ დაკითხული თ--------------–-----ის განმარტებით, სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, დ-----–---------სთან ერთად გამოვიდა სკოლიდან, რა დროსაც შეხვდათ მ-----–----–-----ა და გ-------------–--, რომლებიც მათ სკოლასთან იმყოფებოდნენ იმავე დღეს მ-----–----–-----ას ნათესავთან მომხდარი კონფლიქტის დეტალების გასარკვევად. ამის შემდეგ, ბიჭებმა გადაინაცვლეს ა---------------------ში მდებარე ეზოში. მათთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა თანასკოლელებიც, მათ შორის დ-------–------ და დ------------–--ე. მან (მოწმემ) ორივე მხარეს მოუწოდა შერიგებისკენ, რისი წინააღმდეგიც არავინ იყო, თუმცა სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც საუბარში ჩაერთო დ------------–--ე. ამ უკანასკნელის რეპლიკას მოჰყვა კონფლიქტი. ის (მოწმე) ცდილობდა კონფლიქტის განეიტრალებას, თუმცა ამ დროს თავში მოხვდა ვიღაცის ხელი, წაბარბაცდა და წავიდა ე.წ. „არკისკენ“. მას დაეწია მისი მეგობარი დ-----–---------, რომელმაც მოჰკიდა ხელი და გამოიყვანა შემთხვევის ადგილიდან. შემთხვევის ადგილზე მას (თ--------------–-----ეს) დ-------–------ ძირს დაგდებული ან/და გონებადაკარგული არ დაუნახავს. ასევე არ დაუნახავს დ-------–------სთვის ვინმეს ხელის მოხვედრა. აღნიშნულის შესახებ გაიგო მოგვიანებით, თავად დ-------–------სგან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ-----–---------მ განაცხადა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, თ--------------–-----ესთან ერთად გამოვიდა სკოლიდან, რა დროსაც შეხვდათ მ-----–----–-----ა და გ-------------–--. შეკითხვაზე, რატომ იმყოფებოდნენ მათ სკოლასთან, მ-----–----–-----ამ უპასუხა, რომ მის დეიდაშვილს - ა-–-----------------–---ს უთანხმოება მოუვიდა მათი სკოლის ერთ-ერთ მოსწავლესთან, თუმცა ზუსტი დეტალები არ იცოდნენ. თ--------------–-----ემ მათ უთხრა, რომ შეარიგებდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ მიზნით, გადაინაცვლეს ა----------------აზე მდებარე ერთ-ერთ ეზოში, უბრალოდ, ეძებდნენ ისეთ ადგილს, სადაც დალაპარაკებას შეძლებდნენ. გზად შეუერთდნენ მათი სხვა სკოლელები და მ-----–----–-----ას მეგობრები. საბოლოოდ, შემთხვევის ადგილზე შეიკრიბნენ: თავად, თ--------------–-----ე, დ-------–------, დ------------–--–---–ი, მ-----–----–-----ა, გ-------------–--, ი-–----------, გ------------–----–-–---–ი, ლ--------------–---–ი, დ------------–--ე და მისთვის უცხო პირები. ა---------------------ში მდებარე ე.წ. „არკაში“ შესვლის მომენტში საუბარი მიმდინარეობდა მათ თანასკოლელ მეცხრეკლასელსა და დ------------–--–---–ს შორის. საუბრის მომენტში მოულოდნელად ატყდა ჩხუბი დ------------–--ესა და ვიღაცას შორის, რომელსაც თავად ვერ ხედავდა. საბოლოოდ ატყდა ჩოჩქოლი, რაც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. მიუხედავად მისი მიზნისა - გაეშველებინა მოჩხუბრები, იგი წავიდა ე.წ. „არკისკენ“, ვინაიდან ეს (საკუთარი მიზნის განხორციელება) შეუძლებლად მიაჩნდა. ამ დროს დაინახა მისგან სამი-ოთხი მეტრის მოშორებით მდგარი დ-------–------, რომელსაც უკნიდან მიეპარა ვიღაც ბიჭი და თავში ჩაარტყა მუშტი. ამ დროს დ-------–-----მა დახარა თავი. ბიჭს, რომელიც დ-------–-----ს ურტყამდა, ეცვა ლურჯი ან მწვანე ფერის ქურთუკი, ეკიდა ჩანთა და ჰქონდა ღია ფერის თმა. დ-----–---------მ დაადასტურა გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემული ჩვენება, რომ ჩხუბის დროს იგი არავის გამოჰკიდებია საცემრად და ხელიც არავისთვის დაურტყამს და რომ დ-------–------ მის გვერდით არ ყოფილა, მისთვის სახის არეში იდაყვი ან ხელის სხვა ნაწილი არ მოურტყამს და თუ მსგავს ფაქტს ექნებოდა ადგილი, ამას აუცილებლად იგრძნობდა ან გაიგებდა. მისივე განმარტებით, ა----------------ის №4-ში ჩხუბის დროს დ-------–-----ს მოარტყა თუ არა ხელი, არც გამორიცხავს და არც ადასტურებს. ამას იმიტომ ამბობს, რომ თავად დ--- დარწმუნებით იძახის ასე, თუმცა დაზუსტებით იცის, რომ დ-------–------, როდესაც ამ უკანასკნელს უკნიდან მიეპარა მისთვის უცხო ბიჭი და ჩაარტყა თავში, იდგა მისგან სამი-ოთხი მეტრის მოშორებით. ამის შემდეგ, მის სიახლოვეს არ ყოფილა, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მასთან რაიმე სახის შემხებლობას. მას შემდეგ, რაც მოწმე დაშორდა დ-------–-----ს, მალევე ვიღაცამ დაიძახა „პოლიციაო“, რის გამოც მოწმემ უმალვე დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

მოწმე ი-–----------მ განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, სკოლიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა თ--------------–-----ეს და მის ნაცნობებს, რომლებიც საუბრობდნენ ერთმანეთში. საუბრის შინაარსი ზუსტად არ ახსოვს, თუმცა იცის, რომ აღნიშნული ეხებოდა იმავე დღეს, სკოლის საპირფარეშოში მომხდარ კონფლიქტს. ამის შემდეგ, ისინი წავიდნენ ა---------------------ში და შევიდნენ ე.წ. „არკაში“. შემთხვევის ადგილზე მასთან ერთად იმყოფებოდნენ: ლ-------–--–--–---–ი, გ---------------, დ-----–---------, თ--------------–-----ე, დ------------–--–---–ი, დ------------–--ე, დ-------–------ და რამდენიმე მისთვის უცხო პირი. საწყის ეტაპზე მშვიდი ვითარება იყო, თუმცა მას შემდეგ, რაც გ-------------–--მ უმისამართოდ შეიგინა, დაიძაბა სიტუაცია, ვინაიდან აღნიშნული გინება დ------------–--ემ თავის თავზე მიიღო. ამას მოყვა ხელჩართული ჩხუბი. ჩხუბის დროს იქვე არსებულ ფარდულში შევარდნენ დ------------–--ე და მ-----–------–--. ფარდულში შევარდნისა და ჩხუბის დაწყების შემდეგ, იგი (მოწმე) მობრუნდა, სურდა გარეთ გასვლა, რა დროსაც დაინახა დ------------–--–---–ი, რომელსაც მათივე სკოლელი მეცხრეკლასელები ურტყამდნენ. ასევე დაინახა, თუ როგორ ჩაურბინა წინ კრემისფერ ქურთუკიანმა ბიჭმა (მოგვიანებით გაიგო, რომ ეს ბიჭი იყო გ-----------------ე). იგი გაიქცა ფარდულისკენ, მაგრამ შევიდა თუ არა ფარდულში, არ დაუნახავს. ამის შემდეგ, დაინახა ფარდულიდან გამოსული დ------------–--ე, რომელსაც ფეხიდან ჰქონდა ძლიერი სისხლდენა და დაუძახა, რომ ხელი მიეფარებინა და გადადგა რამდენიმე ნაბიჯი ე.წ. „არკისკენ“, რა დროსაც მის ფეხებთან მჯდომარე მდგომარეობაში დაეცა „ვიღაც ბიჭი“. მან (ი-----–---------მ) ხელი მიაშველა აღნიშნულ ბიჭს, რათა არ დაცემულიყო, ანუ დააპირა თუ არა წაქცევა, მაშინვე წამოაყენა (მოწმემ არაერთგზის დაადასტურა, რომ აღნიშნული ბიჭი ძირს არ დაცემულა და რომ მისი წაქცევის მომენტში დ------------–--ე უკვე დაჭრილი და ფარდულიდან გამოსული იყო). სწორედ ამ მომენტში დაინახა დაჭრილი ლ--------------–---–ი და მივიდა მასთან. იმ ბიჭისთვის, ვინც წამოაყენა, ყურადღება აღარ მიუქცევია. მას ახსოვს, რომ ამ ბიჭს ეცვა მწვანე ე.წ. „დუტის“ ქურთუკი. მან ასევე ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ დ-------–------ ჩხუბის დაწყების შემდეგ აღარ შეუმჩნევია. მას (მოწმეს) არ ახსოვს, რა ფერის ქურთუკი ეცვა დ---ს შემთხვევის დღეს. წაქცეული ბიჭი დ-------–------ რომ ყოფილიყო, ამას აუცილებლად მიხვდებოდა, ვინაიდან მასთან აქვს კარგი ურთიერთობა.

 

მოწმე ლ-–---------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს სწავლობდა 5------------- სკოლაში. ამ დღეს, სკოლიდან გამოსვლისას, ნახა მისი სკოლელები და ძმაკაცს - ი-–----------ს გაჰყვა ა----------------აზე, სადაც იმყოფებოდნენ მისთვის უცნობი პირებიც. მას (მოწმეს) უთხრეს, რომ თვითონვე მორიგდებოდნენ, რის გამოც იგი დადგა ა---------------------ის შესასვლელ ე.წ. „არკაში“. რამდენიმე წუთში ეზოდან შემოესმა ყვირილის ხმა, შეიხედა ეზოში და დაინახა, რომ ბიჭები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ამ დროს თვალებით ეძებდა ი-–----------ს. სწორედ ამ დროს დაინახა სისხლიანი დ------------–--ე. მოწმეს შემთხვევის ადგილზე დ-------–------ არ შეუნიშნავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-------–--–--–---–მა აჩვენა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მის სკოლელებთან და ნაცნობებთან ერთად იმყოფებოდა ა---------------------ის ეზოში, სადაც დაიწყო კონფლიქტი დ------------–--ესა და გ-------------–--ს შორის. ამ დროს დ------------–--ემ გ-------------–-- შეაგდო ფარდულში. მათ შეჰყვა მ-----–----–-----აც. მოწმის განმარტებით, ეზოში იყო ჩხუბის სხვადასხვა კერა. იგი თავის მხრივ ცდილობდა ა-–-----------------–---ის, ს-----------------–---ს, თ----------------ისა და მეოთხე მოზარდის (ვინაობა ზუსტად არ ახსოვს) გაშველებას. ჩხუბი რამდენიმე წუთში დასრულდა, რა დროსაც დაინახა დაჭრილი ლ--------------–---–ი და დ------------–--ე. დ-------–-----მა, რომელსაც სახე ჰქონდა სისხლიანი, დაჭრილი დ------------–--ე ძირს დააწვინა და ჭრილობაზე ქამარი გადაუჭირა, ხოლო თავად თავქვეშ ჩანთა ამოუდო. მას (მოწმეს) არ დაუნახავს დ-------–------სთვის ვინმეს ხელის მოხვედრა, თუმცა როგორც მოგვიანებით თავად დ---ს ღ-–------სგან შეიტყო, კონფლიქტის დროს ვიღაცის ხელი მოხვდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------მ განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლასთან შეკრებილ ხალხს ლ-------–--–--–---–თან ერთად გაჰყვა ა---------------------ის მიმართულებით. თ--------------–-----ემ თქვა, რომ ბევრი ხალხი არ იყო საჭირო, რის გამოც ისინი გამობრუნდნენ უკან. მათ შემოესმათ ხმაური, რის გამოც შევიდნენ ეზოში, სადაც მიმდინარეობდა ჩხუბი. მალევე ვიღაცამ დაიყვირა „დაჭრესო“ და ყველანი გაიქცნენ ეზოდან. გაქცევამდე მან დაინახა, თუ როგორ დააწვინა დ-------–-----მა დაჭრილი დ------------–--ე. ამ უკანასკნელის გარდა, ეზოში წაქცეული არავინ შეუნიშნავს.

 

მოწმე ზ--------------–-–---–ის ჩვენებით, სწავლობს 21-ე საჯარო სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ თანაკლასელებთან: ლ------------სთან, ლ-------–-–-----თან და ი-----–----–-------------ესთან ერთად მიდიოდნენ მეტროს მიმართულებით. გზად, 5------------- სკოლასთან შეხვდათ რამდენიმე ნაცნობი, რომლებისგანაც გაიგეს, რომ ჰქონდათ სალაპარაკო. იგი გაჰყვა ა----------------ისკენ მიმავალი ბიჭების ჯგუფს, თუმცა არ შესულა ეზოს სიღრმეში, იდგა ე.წ. „არკაში“ კლასელებთან ერთად, საიდანაც ჩანდა ეზოს მხოლოდ წინა ნაწილი. მას ეზოს იმ ნაწილში, რასაც ხედავდა, წაქცეული არავინ დაუნახავს. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა - ი-----–----–-------------ემ და ლ------------მ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული, ფერმერთა ასოციაციის (მდებარე: ა---------------------ში, მე-2 სართულზე) საინფორმაციო ცენტრის ოპერატორ ა---------–--ს ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, იმყოფებოდა სამსახურში, სამზარეულოში, ორ თანამშრომელ - ნ-----–----------–---–სა და ქ----------------ესთან ერთად, რა დროსაც გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ეზოში შეკრებილი ბევრი ბავშვი. დაინახა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მოიქნია ხელი და ატყდა ჩოჩქოლი. მან (მოწმემ) გააღო ფანჯარა და დაუძახა ბავშვებს, რომ დაშლილიყვნენ. უცებ, წამიერად მოტრიალდა და უთხრა თანამშრომელს, რომ დაერეკა სსიპ 112-ში. ბავშვები დაიშალნენ წამებში. ამის შემდეგ დაინახა ფარდულიდან მომავალი დ------------–--ე, რომელსაც მოსდიოდა სისხლი. ამ უკანასკნელს გვერდით ედგა და ეხმარებოდა მონაცრისფრო-მომწვანო ქურთუკიანი ბიჭი. იგი (ა---------–--) შემთხვევის ადგილს უყურებდა მე-2 სართულიდან და ეზოში მიმდინარე მოვლენები სრულად იყო მისი თვალთახედვის არეში. დ------------–--ის გარდა სხვა ვინმე წაქცეული რომ ყოფილიყო, აუცილებლად შენიშნავდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქ----------------ის განმარტებით, მუშაობს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში (მდებარე: ქ-------–---------------------------–------- სართულზე). 2017 წლის 1 დეკემბერს, იმყოფებოდა სამსახურში ნ-----–----------–---–თან და ა---------–--სთან ერთად. სამსახურში ყოფნის დროს ფანჯრიდან გადაიხედა ნ-----–----------–---–მა, რომელმაც ეზოში შენიშნა ბევრი ბავშვი. მან (მოწმემ) გადაიხედა ფანჯრიდან, თუმცა მობრუნდა უკან. ამის შემდეგ ფანჯრიდან გადაიხედა ა---------–--მ, რომელმაც დაინახა ეზოში შეკრებილ ბავშვებს შორის ჩხუბის დაწყება, რის გამოც დაიწყო ყვირილი. ა---------–-- პარალელურად ნ-----–----------–---–ს მოუწოდებდა, რომ დაერეკა სსიპ 112-ში. მოწმის განმარტებით, ა---------–-- იმდენად აღელვებული იყო, რომ იგი მაისურით იჭერდა, რათა არ გადავარდნილიყო ფანჯრიდან. მანვე დაადასტურა, რომ მას ეზოში ძირს დავარდნილი არავინ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ნ-----–----------–---–მა განმარტა, რომ იმყოფებოდა სამსახურში ა---------–--სა და ქეთევან მესხიშვილთან ერთად, რა დროსაც ფანჯრიდან დაინახა ეზოში მდგარი ბავშვები. მალევე, ა---------–--მ, რომელიც იხედებოდა ფანჯარაში, თქვა: „ჩხუბი დაიწყოო“, გამოაღო ფანჯარა და დაიწყო ყვირილი ბავშვების მისამართით. მოწმემ დაადასტურა, რომ დარეკა სსიპ 112-ში, პერიოდულად კი ფანჯრიდან იხედებოდა, თუმცა იმ ადგილიდან, სადაც თავად იდგა, მთლიანი ეზო არ ჩანდა, განსხვავებით ა---------–--სა და ქ----------------ის ადგილისგან, რომლებიც ჩხუბის მთლიანი პროცესის განმავლობაში იდგნენ ფანჯარასთან, შეეძლოთ მთლიანი ეზოს დანახვა. მოწმის განმარტებით, მას ჩხუბის დროს ძირს დავარდნილი არავინ შეუნიშნავს, გარდა ერთი მწოლიარე ბავშვისა, რომელსაც ხალხი ეხვეოდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ნ-----–---------------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 1 დეკემბერს, ქ-------–--–-------------------------ში ფერმერთა ასოციაციაში ა/მანქანით მიაკითხა მეუღლეს. ხსენებულ მისამართზე ეზოში იმყოფებოდნენ ბავშვები, რომელთა შორის მოულოდნელად ატყდა ჩოჩქოლი, რასაც მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი. მან (მოწმემ) გადაწყვიტა ა/მანქანის გარიდება, რათა არ დაზიანებულიყო. აღნიშნულის გამო დაიწყო მოძრაობა ე.წ. „არკის“ მიმართულებით, გამოვიდა ნახევრად და გააჩერა ა/მანქანა, მოგვიანებით კი დაბრუნდა ადგილზე, სადაც ხალხი შეკრებილიყო. სწორედ ამ დროს შეიტყო მომხდარი არასრულწლოვნის დაჭრის თაობაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ მას ვინმე ძირს დავარდნილი არ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ლ-–--------------მა განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანიაში (მდებარე: ქ.------–---------------------------–------- სართულზე). 2017 წლის 1 დეკემბერს, იმყოფებოდა სამუშაო ოთახში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ხმაური. გავიდა აივანზე და დაინახა, რომ ბავშვები ქაოსურად ირეოდნენ ერთმანეთში, რაზეც იფიქრა, რომ ჩხუბობდნენ. ბავშვები მალევე გაიფანტნენ და დარჩა მხოლოდ ორი ბავშვი, მათ შორის ერთ-ერთი იყო დ------------–--ე, რომელიც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წაიქცა. მეორის ვინაობა მისთვის უცნობია, სავარაუდოდ, იყო მისი თანატოლი, რომელიც მეგობრისთვის ცდილობდა დახმარების აღმოჩენას. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი სამსახურის აივნიდან შესაძლებელია მთლიანი ეზოს დანახვა, თუმცა მას ეზოში ვინმე წაქცეული, გარდა დ------------–--ისა, არ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე კ-----–----–---–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ფერმერთა ასოციაციაში (მდებარე: ქ.------–---------------------------–------- სართულზე) პროექტების კოორდინატორად. 2017 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ხმაური, გავიდა აივანზე და ეზოში დაინახა ახალგაზრდების ჩოჩქოლი, რომლებიც მალევე დაიშალნენ. ეზოში დარჩა აწ გარდაცვლილი დ------------–--ე, რომელსაც დახმარებას უწევდა ერთი მოზარდი. მოწმის განმარტებით, ეზოში მყოფი ბავშვები მისი აივანზე გასვლიდან ერთ წუთზე ნაკლებ დროში დაიშალნენ. მას დ------------–--ის გარდა, ეზოში სხვა ვინმე წაქცეული არ შეუნიშნავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-----–----ის ჩვენებით, ქ.------–--–---------–---–-------------ში აქვს კაფეტერია და სუპერმარკეტი. 2017 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, იმყოფებოდა სამუშაო ოთახში, რა დროსაც ა----------------------ის ეზოდან შემოესმა ხმაური, რისთვისაც თავიდან ყურადღება არ მიუქცევია, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ, როდესაც ხმაურმა იმატა, გაიხედა ფანჯრიდან და ამავე ეზოში მდებარე ფარდულის წინ დაინახა დ------------–--ე, რომელსაც წინ ედგა ორი ახალგაზრდა ბიჭი. ამ დროს ფანჯრიდან დაახლოებით ოთხ მეტრში დაეცა ბავშვი, რომელიც იმწამსვე წამოხტა და გაიქცა ე.წ. „არკისკენ“. ფანჯარას რამდენიმე წამით ჩამოეფარა წითელი ავტომობილი, ხოლო მანქანის გავლის შემდეგ დაინახა, რომ დ------------–--ე მიჰყავდა ახალგაზრდა ბიჭს. ამის შემდეგ, იგი (მოწმე) გაიქცა ეზოში დასახმარებლად და დ------------–--ეს გაუწია პირველადი დახმარება - მისთვის არასწორად გადაჭერილი ქამარი აუწია ჭრილობის ზემოთ და ცდილობდა სისხლდენის ხელით შეჩერებას. მოწმემ დაადასტურა, რომ ა/მანქანის წინ წამიერად დაცემული ბავშვისა და დ------------–--ის გარდა, სხვა ვინმე წაქცეული არ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ-–------------------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–------------–---–-------------ში. მისი ბინის ფანჯრებიდან ჩანს ა---------------------ის ეზო. 2017 წლის 1 დეკემბერს, იგი ოჯახის წევრებთან და დამხმარე ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა სახლში. დამხმარე ქალმა მას უთხრა, რომ ეზოში რაღაც ხდებოდა. ამის შემდეგ, იგი გავიდა აივანზე, გადაიხედა ეზოში და დაინახა არეულობა. იგი უმალვე ჩავიდა ეზოში, სადაც ნახა დაჭრილი დ------------–--ე. დ------------–--ის გარდა ძირს დავარდნილი არავინ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ბ----–--------------–-–---–ის ჩვენებით, მუშაობს ქ-------–--–------------–---–-------------ში მდებარე საცხობში. 2017 წლის 1 დეკემბერს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შენიშნა, რომ ხალხის ნაკადი ე--------–---–ის ქუჩიდან გარბოდა ა----------------ისკენ. მოწმე გაჰყვა მათ. ა----------------აზე მისვლისას დაინახა, რომ ძირს იწვა დაჭრილი მოზარდი, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა დ------------–--ე. დაჭრილს თავზე ედგა პატარა ტანის სუსტი ბიჭი, რომელიც დაჭრილს ქამარს უჭერდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ------------–--–---–ის ჩვენებით, ცხოვრობს ქ-------–--–--------------–---–-------------–------- სართულზე. მისი სახლის ფანჯრები გადაჰყურებს ა---------------------ის ეზოს. 2017 წლის 1 დეკემბერს, შუადღისას იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაური. მან გადაიხედა ფანჯრიდან და შენიშნა, რომ ეზოში ჩხუბობდა დაახლოებით თხუთმეტი მოზარდი. მალევე გაიგო სიტყვები: „დაჭრესო“, რის გამოც დარეკა სსიპ 112-ში. მოწმეს ჩხუბის განმავლობაში ძირს დაცემული არავინ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ე-----------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–------------–---–-------–------- სართულზე. მისი აივანი პირდაპირ იყურება ა---------------------ის ეზოში (მოწმის განმარტებით, მისი აივნიდან ჩანს მთლიანი ეზოს პერიმეტრი, მათ შორის ფარდული გვერდითა და უკანა მხრიდან). 2017 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, იმყოფებოდა საკუთარი სახლის აივანზე, რა დროსაც შენიშნა ა----------------აზე მდებარე ეზოში შემოსული ბევრი ბავშვი. უცებ დაიწყო ჩოჩქოლი და ჯგუფური ჩხუბი, რომელიც გაგრძელდა ძალიან ცოტა ხანს. მან დაინახა მწოლიარე დ------------–--ე, რის შემდეგაც სწრაფად აიღო მობილური ტელეფონი და ჩავიდა ეზოში. სადარბაზოდან გასვლისას დაინახა ლ--------------–---–იც. მოწმეს დაჭრილების გარდა ძირს დაცემული სხვა არავინ დაუნახავს.

 

მოწმე მ-------------ს ჩვენებით, ცხოვრობს ქ-------–--–------------–---–-------------ში, რომლის სამზარეულოს ფანჯრები გადაჰყურებს ა----------------ის ეზოს, სამზარეულოს ფანჯრიდან ჩანს ეზოს მთლიანი პერიმეტრი, მათ შორის ფარდული გვერდითა მხრიდან. 2017 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა ფარდულიდან ბარბაცით მომავალი დ------------–--ე, რომელიც სიარულისას ტოვებდა სისხლის კვალს. ის (მოწმე) სასწრაფოდ ჩავიდა ეზოში. მისი ჩასვლის მომენტში დ------------–--ე იწვა ძირს და მას პირველად დახმარებას უწევდნენ. მოწმემ დაადასტურა, რომ მისი ფანჯრიდან გადახედვის პერიოდში ეზოში წაქცეული არავინ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ნ-------------მ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–-------------------------ში, მე-4 სართულზე. 2017 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, შვილთან - ვ--------------------სთან ერთად იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ეზოდან შემოესმა ბავშვების ხმაური. მან ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა ჩხუბის რამდენიმე კერა. მალევე, მოზარდები, რომლებიც ჩხუბობდნენ გაიქცნენ ეზოდან. ამ დროს დაინახა, თუ როგორ ეყრდნობოდა მაღალი ბიჭი შედარებით დაბალს, რომელსაც ცხვირ-პირიდან სისხლი სდიოდა. მაღალ ბიჭს კი სისხლი მოსდიოდა ბარძაყიდან. ეს უკანასკნელი, მას შემდეგ, რაც გაიარა 5-6 მეტრი, ჩაიკეცა და დაწვა. ეზოში ძირს დავარდნილი, გარდა დაჭრილი მაღალი ბიჭისა, არავინ შეუმჩნევია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ვ--------------------ს ჩვენებით, ცხოვრობს ქ-------–--–-------------------------ში. 2017 წლის 1 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც ეზოში შენიშნა ბავშვები. ვინაიდან ამაში უჩვეულო არაფერი ყოფილა, თავდაპირველად ყურადღება არ მიუქცევია. სახლში ასვლის შემდეგაც გადაიხედა ეზოში, მაგრამ ბავშვები წყნარად იყვნენ. უეცრად დაიძაბა სიტუაცია და დაიწყო ჩხუბი. მან ჯერ ფანჯრიდან დაუყვირა ბავშვებს, ხოლო შემდგომ ჩაიცვა და ჩავიდა ეზოში. ეზოში ჩასვლისას დ------------–--ე დაჭრილი იყო. მოწმის განმარტებით, ფანჯრიდან ყურებისას მას ეზოში წაქცეული არავინ შეუნიშნავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე თ---------–-----ემ განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ-------–--–-----------–---–-------------ში. 2017 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც ა----------------ის ეზოდან შემოესმა ხმაური, რის გამოც გავიდა აივანზე და დაინახა, რომ მისთვის უცნობი მოზარდები მოძრაობდნენ ე.წ. „არკის“ მიმართულებით. მალევე დაიწყო ხელჩართული ჩხუბი. მოწმემ დაინახა, თუ როგორ ჩაიკეცა ერთ-ერთი მოზარდი, როგორც მოგვიანებით შეიტყო დ------------–--ე. ამის შემდეგ, იგი ჩავიდა ეზოში, სადაც შეიტყო ლ--------------–---–ის დაჭრის ფაქტიც. ის სახლიდან გასვლამდე დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში აკვირდებოდა მომხდარ მოვლენებს და აივნიდან ხედავდა ეზოს გარკვეულ ნაწილს, თუმცა ვერ ხედავდა უშუალოდ ფარდულს. მას (მოწმეს) ეზოში ვინმე ძირს წაქცეული და გონებადაკარგული, გარდა დ------------–--ისა, არ დაუნახავს.

 

მოწმე დ---------–-----–---–ის განმარტებით, ცხოვრობს ქ-------–--–------------–---–-------------ში, მე-2 სართულზე, მისი აივანი გადაჰყურებს ა---------------------ში მდებარე ეზოს. 2017 წლის 1 დეკემბერს მეუღლესთან - ნ-----–----------–---–თან ერთად იმყოფებოდა სახლში. დაახლოებით 14:00 საათზე შენიშნა ა---------------------ის ეზოში შემოსული რამდენიმე მოზარდი. მალევე შემოესმა ჩხუბის ხმა, რა დროსაც გავიდა აივანზე და დაინახა, რომ ხსენებული ბიჭები ჩხუბობდნენ ერთმანეთთან. მან დაიწყო ყვირილი, რა დროსაც მისი მეუღლეც გავიდა აივანზე. მან დაინახა სადარბაზოდან გასული უცნობი მამაკაცი, რომელიც ჩაჯდა იქვე მდგარ წითელ ა/მანქანაში და ცდილობდა ეზოდან გასვლას. ამ დროს დაინახა, რომ ე.წ. „არკისკენ“ ზურგით მდგარ ერთ-ერთ ბავშვს სისხლი აღენიშნებოდა გულ-მკერდის არეში, მის პირდაპირ კი იდგა მაღალი გამხდარი ბავშვი, ხოლო მარჯვნივ - ბიჭი, რომელმაც ზურგით მდგარ ბავშვს დანა გამოაძრო სხეულიდან. ამ ფაქტის დანახვის შემდეგ, მოწმე სწრაფად ჩავიდა ეზოში, სადაც დაინახა მეორე დაჭრილი. მოგვიანებით შეიტყო, რომ დაჭრილი ბიჭები იყვნენ ლ--------------–---–ი და დ------------–--ე. მოწმის განმარტებით, იგი ჩხუბის დაწყებიდან ლ--------------–---–ის დაჭრის მომენტამდე დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში უყურებდა ეზოს. მას ეზოში გარდა დაჭრილისა, ძირს დაგდებული არავინ დაუნახავს.

 

მოწმე ნ-----–----------–---–ის ჩვენებით, 2017 წლის 1 დეკემბერს, მეუღლესთან დ---------–-----–---–თან ერთად იმყოფებოდა კუთვნილ ბინაში (მდებარე: ქ-------–--–------------–---–-------------ში), რომელსაც საერთო ეზო აქვს ა---------------------თან. შემთხვევის დღეს მის მეუღლეს ეზოდან ხმაური შემოესმა, რა დროსაც თავადაც გავიდა აივანზე და დაინახა ახალგაზრდებს შორის მიმდინარე ხელჩართული ჩხუბი. იგი ყვირილით მოუწოდებდა მათ დაშლისკენ, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო, ის სასწრაფოდ ჩავიდა ეზოში, რა დროსაც დაინახა სადარბაზოსთან მჯდარი ლ--------------–---–ი და ხალხი, რომელიც ეზოში შეკრებილიყო. მანვე დაინახა ძირს დაგდებული მეორე დაჭრილი, რომელიც აღმოჩნდა დ------------–--ე. ნ-----–----------–---–ის განმარტებით, შემთხვევის ადგილი კარგად ჩანს მისი აივნიდან, თუმცა მთლიანი ეზო არ ჩანს, რადგან მისი აივანი არის კუთხეში. იგი ეზოში არსებულ კონფლიქტს აივნიდან უყურებდა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში. ჩხუბი მიმდინარეობდა მთელ ეზოში სხვადასხვა ლოკაციაზე. აივანი მას შემდეგ დატოვა და ჩავიდა ეზოში, რაც დასრულდა ჩხუბი. კონფლიქტისას მას დ------------–--ისა და ლ--------------–---–ის გარდა, ძირს წაქცეული არავინ დაუნახავს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე თ-------–--ემ განმარტა, რომ ცხოვრობს ქ-------–--–-----------–---–-------------ში. მისი სახლის ფანჯარა უყურებს ა---------------------ის ეზოს. 2017 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგო ჩოჩქოლის ხმა. გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ ეზოში ბავშვები ჩხუბობდნენ. რის გამოც დაიწყო ყვირილი. დაახლოებით ერთ წუთში დაინახა ფარდულიდან მომავალი დ------------–--ე, რომლის დანახვისას შებრუნდა სახლში, აიღო ტელეფონი და დარეკა სსიპ 112-ში. შემდეგ კვლავ დაბრუნდა ფანჯარასთან, რა დროსაც დ------------–--ე უკვე ძირს იწვა. კონფლიქტის მიმდინარეობას ის (მოწმე) დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში აკვირდებოდა ფანჯრიდან, რაც საშუალებას აძლევდა დაენახა ეზოს მთლიანი პერიმეტრი. ამ დროის განმავლობაში, მას დ------------–--ის გარდა, ძირს წაქცეული არავინ დაუნახავს.

 

მოწმე ნ-----–-------ს განმარტებით, 2017 წლის 1 დეკემბერს, ე-–---------ესთან ერთად ფიზიკის კერძო გაკვეთილი ჰქონდა ბ--------------ესთან, თ------–---–ის ქუჩაზე. გაკვეთილზე ყოფნისას შემოესმათ ჩხუბისა და გინების ხმა. ისინი გავიდნენ ეზოში და ღობიდან, შემაღლებული ადგილიდან უყურებდნენ მეზობელ ეზოში მიმდინარე ჩხუბს. მან (ნ-----–------მა) დაინახა წაქცეული დ------------–--ე, რომელსაც რამდენიმე ბიჭი ეხმარებოდა. მას დ------------–--ის გარდა ძირს დაცემული არავინ უნახავს. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ე-–---------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–------------ემ განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს სკოლის საპირფარეშოში მოხდა გარკვეული კონფლიქტი დ-------–-----სა და ა-–-----------------–---ს შორის. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლის წინ შეკრებილმა მოზარდთა ჯგუფმა გადაინაცვლა ა---------------------ის ეზოში. თავად მომხდარ კონფლიქტს არ შესწრებია. მან დ-------–------ ნახა კონფლიქტის შემდეგ ონკანთან, სადაც ეს უკანასკნელი სისხლიან სახეს იბანდა. დ--- ამბობდა, რომ დაჭრილ დ------------–--ეს გადაუჭირა ქამარი. მანვე (მოწმემ) დაადასტურა დ-------–------ს ნათქვამი, რომ ჩხუბისას მოხვდა დ-----–---------ს ხელი, თუმცა ეს უთხრა არა 2017 წლის 1 დეკემბერს შეხვედრისას, არამედ მოგვიანებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-------------მ განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, დ-------–------ ნახა, სავარაუდოდ, ზანდუკელის ქუჩაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს სახეზე აღენიშნებოდა სისხლი და ეძებდა ონკანს. ონკანთან მისვლისას დ---მ უთხრა, რომ მოხდა ჩხუბი და დაჭრილი იყო დ------------–--ე. მოწმემ უშუალოდ დ-------–------სგან შეიტყო, რომ ამ უკანასკნელს ჩხუბისას მოხვდა დ-----–---------ს იდაყვი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ---------------მა განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, დ-------–------ ნახა სკოლაში, ხოლო შემდეგ - სკოლის წინ, როდესაც იმავე დღეს მომხდარი კონფლიქტის გასარჩევად შეიკრიბა მოზარდთა ჯგუფი. ისინი წავიდნენ ე.წ. ნანგრევებისკენ, თუმცა, ვინაიდან დაძაბული სიტუაცია არ ყოფილა, იგი დაბრუნდა სკოლაში საკონტროლოს დასაწერად. სკოლიდან მალევე გამოვიდა, რადგან გაიგო, რომ საკონტროლოს წერა გადაიდო. იგი იმყოფებოდა თავის მეგობრებთან ერთად, რა დროსაც მათ დაუკავშირდა დ-------–------, რომელმაც უთხრა, რომ იმყოფებოდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. იგი (ვ---------------ი) სასწრაფოდ წავიდა იმ ადგილისკენ, სადაც იმყოფებოდა ღ-–------ და დაინახა, რომ ეზოში ეს უკანასკნელი ონკანთან იბანდა სახეს. ამის შემდეგ ზ-------------სა და დ-------–-----ს მისცა თავისი სახლის გასაღები. მოგვიანებით თავადაც მივიდა სახლში, სადაც ტელევიზიის მეშვეობით შეიტყვეს ჩხუბის შედეგები. ვ---------------მა ასევე განბმარტა, რომ მან დ-------–------სგან გაიგო, რომ ამ უკანასკნელს ჩხუბისას მოხვდა დ-----–---------ს იდაყვი და გაითიშა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–------------–---–მა განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, დ-------–------ ნახა სკოლის შემდეგ, როდესაც მოზარდთა ჯგუფი მიდიოდა ა----------------ისკენ. მან გაიგო, რომ აღნიშნული ბიჭები აპირებდნენ შერიგებას, რის გამოც გზიდან მიბრუნდა სკოლაში საკონტროლოს დასაწერად. სკოლიდან გამოსვლისას გაიგო დ------------–--ის დაჭრის შესახებ. მანვე განმარტა, რომ სკოლასთან ახლოს ნახა დ-------–------, რომელმაც ამცნო ჩხუბის დროს დ------------–--ის დაჭრის შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მან დ-------–------ს სახეზე შენიშნა სისხლი. დ-------–------სგან გაგონილი აქვს, რომ ამ უკანასკნელს ჩხუბისას მოხვდა დ-----–---------ს ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-----------–--–--–---–მა განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, სკოლიდან გამოსვლისას გოგონებმა უთხრეს, რომ მომხდარი იყო ჩხუბი და დაჭრილი იყო ლ--------------–---–ი და დ------------–--ე. ჩხუბის დეტალებში გარკვევის მიზნით, წავიდა ე.წ. ნანგრევებისკენ. გზად შეხვდა ა----------------იდან მომავალი დ-------–------, ვ---------------ი და კიდევ ერთი-ორი ბიჭი, რომელთა ვინაობას ვერ იხსენებს. დ-------–-----მა მას (მოწმეს) უთხრა, რომ დ------------–--ე ფეხებსა და მუცელში იყო დაჭრილი. აგრეთვე, უთხრა, რომ მას ჩხუბისას ხელი მოხვდა და გონება დაკარგა. მოწმის განმარტებით, ეს უკანასკნელი ინფორმაცია შეიტყო არა შემთხვევის დღეს, არამედ მოგვიანებით, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------------------–მა აჩვენა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, სკოლის წინ შეკრებილ მოზარდთა ჯგუფთან ერთად წავიდა ა----------------ისკენ, სადაც უნდა ესაუბრათ სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. გზად თ--------------–-----ემ თქვა, რომ ორივე მხარე მისი მეგობრები იყვნენ და ჩხუბი არ მოხდებოდა, რის გამოც დაბრუნდა სკოლასთან. სკოლასთან ყოფნის დროს მანდატურის საძახისის მეშვეობით შეიტყო, რომ კაფე „კოფეინთან“ იდგა ვიღაც, პარალელურად დაინახა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი. იგი გაემართა კაფე „კოფეინისკენ“, სადაც ნახა დ-------–------, რომელმაც უთხრა, რომ დ------------–--ე ორ ადგილას იყო დაჭრილი. დ-------–-----მა ერთ-ერთ ეზოში მოიბანა სისხლიანი სახე, რის შემდეგაც წავიდა ვ---------------ის სახლისკენ. გ------------------–მა დ-------–------სგან იცის, რომ მოხვდა დ-----–---------ს იდაყვი და გონება დაკარგა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გაიგო არა შემთხვევის დღეს, არამედ მოგვიანებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–-------------–--ემ განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, გაკვეთილების დასრულებიდან დაახლოებით ათ წუთში, მანდატურის საძახისის მეშვეობით შეიტყო დაჭრის ფაქტის შესახებ და თავის სკოლელებთან ერთად წავიდა 5------------- სკოლის მიმდებარე ქუჩების მიმართულებით. ერთ-ერთ ქუჩაზე ნახა დ-------–------, რომელმაც წყალი შეისხა სისხლიან სახეზე. ის ფაქტი, რომ დ-------–-----ს მოხვდა დ-----–---------ს ხელი, გაიგო მოგვიანებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------------მა განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლიდან გასულმა ნახა სკოლის წინ მდგარი ხუთი-ექვსი უცნობი ბიჭი, რომლებსაც მოგვიანებით შეუერთდნენ დ------------–--–---–ი და დ------------–--ე. ბიჭები დაიძრნენ ე.წ. ნანგრევებისკენ. გზად თ--------------–-----ემ თქვა, რომ აპირებდნენ შერიგებას, რის გამოც იგი (მოწმე) დაბრუნდა სკოლასთან. მოწმის განმარტებით, მან დ-------–------ მოგვიანებით ნახა კაფე „კოფეინთან“, შემდეგ კი შევიდნენ მიმდებარე ქუჩაზე ერთ-ერთ ეზოში, ონკანთან. დ-------–-----ს ცხვირი ჰქონდა სისხლიანი. მოგვიანებით დ-------–------სგან შეიტყო, რომ იგი გათიშა დ-----–---------ს მოხვედრილმა იდაყვმა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ--------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ა----------------აზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ნახა დ-------–------ დ---------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ჩიხში. დ---ს სახე ჰქონდა სისხლიანი და იბანდა ონკანზე. მანვე განმარტა, რომ ინციდენტის დეტალებზე არ უსაუბრიათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ა----------------აზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, ნახა დ-------–------, რომელსაც ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა და იყო განერვიულებული. დ-------–------ მას კითხვებზე პასუხს არ სცემდა, მხოლოდ იმას ამბობდა - „დაეხმარეთ დათოსო“. იგივე დაადასტურა მოწმე თ-------------------–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გ------------------ს ჩვენებით, 2017 წლის 1 დეკემბერს, სასწავლო ნაწილისგან შეიტყო მოზარდების ჩხუბის შესახებ. იგი წავიდა შემთხვევის ადგილისკენ, რა დროსაც დაინახა დ-------–------, რომელსაც სახე სავარაუდოდ სისხლიანი ჰქონდა.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე შ---------------ის ჩვენებით, 2017 წლის 1 დეკემბერს, ა---------------------ის ეზოში შევიდა მას შემდეგ, რაც ჩხუბი დასრულდა. ეზოში შესვლისას დაინახა დაჭრილი დ------------–--ე, რომელსაც გვერდით ედგა მეგობარი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე თ-------------ს ჩვენებით, 2017 წლის 1 დეკემბერს მუშაობდა 5------------- სკოლის დირექტორის მოადგილედ. დაახლოებით 14:10 საათზე, დაუკავშირდა ფიზიკის მასწავლებელი, რომელმაც ამცნო მომხდარი მკვლელობის თაობაზე. იგი სასწრაფოდ წავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაინახა, თუ როგორ გარბოდა დ-------–------ დ---------ის ქუჩის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, დ-------–-----ს სახე ჰქონდა სისხლიანი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ-----------–--ემ განმარტა, რომ დ-------–------ იყო მისი გარდაცვლილი შვილის - დ------------–--ის მეგობარი. 2018 წლის თებერვალში, იგი ზ---------------სთან ერთად თავის სახლში შეხვდა დ-------–-----ს და დ------------–--–---–ს, რომლებთანაც შედგა საუბარი ა----------------აზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ. აღნიშნული შეხვედრა მათ ზ---------------ს კუთვნილი მობილური ტელეფონით ჩაიწერეს, რომელიც მოგვიანებით გამომძიებელმა ამოიღო მისგან მტკიცებულებად. აღნიშნული შეხვედრის დროს დ-------–-----მა ისაუბრა ა----------------აზე მომხდარი მკვლელობის დეტალებზე. ზ-----------–--ის განმარტებით, დ-------–-----მა სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა მასთან შეხვედრა და საუბარი, მათ შორის დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---------------მ დაადასტურა, რომ იგი ზ-----------–--ეს ეხმარებოდა ა----------------აზე მომხდარი მკვლელობის დეტალების გარკვევაში. ამ მიზნით, იგი ზ-----------–--ესთან ერთად, ამ უკანასკნელის სახლში, შეხვდა დ-------–-----სა და დ------------–--–---–ს. შეხვედრაზე ისაუბრეს მკვლელობის დეტალებზე. აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობა და საუბარი ჩაწერილ იქნა მობილური ტელეფონის მეშვეობით. მოგვიანებით, ზ-----------–--ემ აღნიშნული ტელეფონიდან გადაწერა ასლი.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ზ-------------ის ჩვენებით, 2016 წლიდან მუშაობს ქ. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. მის დაქვემდებარებაში მყოფი განყოფილების წარმოებაში იყო 2017 წლის 1 დეკემბერს ა----------------აზე მომხდარი მკვლელობის საქმე, საიდანაც გამოეყო დ-------–------ს სისხლის სამართლის საქმე. მასთან ერთად ძირითად საქმეში ჩართულნი იყვნენ პროკურორები ი------------–---–ი და გ------------------ი. მას (მოწმეს) დ-------–-----თან გამოძიების სტადიაზე, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს ურთიერთობა არ ჰქონია. ამ უკანასკნელთან შეხება ჰქონდა უშუალოდ სასამართლოში. სასამართლომდე ი------------–---–თან ერთად რამდენჯერმე შეხვდა დ-------–-----ს ქ. თბილისის პროკურატურაში, რათა მოწმისთვის აეხსნათ სასამართლოში დაკითხვის სპეციფიკა და გაეხსენებინათ მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები. დ-------–-----მა არაერთგზის დაადასტურა მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებების სისწორე, ასევე ზ-----------–--ესთან შეხვედრის ფაქტი. შეხვედრის დროს დ-------–-----მა მათ ჰკითხა - ეთქვა თუ არა ზ-----------–--ესთან შეხვედრის თაობაზე, რაზეც უპასუხეს, რომ ეთქვა ესეც და სხვა ფაქტობრივი გარემოებებიც, ანუ ყველაფერი, რაც საჭიროდ მიაჩნდა. სასამართლოში დაკითხვისას დ-------–-----მა განაცხადა, რომ ზ-----------–--ეს არ შეხვედრია, თუმცა რატომ თქვა ასე, მისთვის უცნობია. კიდევ უფრო მეტი გაკვირვება გამოიწვია დ-------–------ს განმარტებამ, რომ მას, თითქოს, არ დაუნახავს, როგორ დაარტყა ხელი მ-----–----–-----ამ დ------------–--ეს. კითხვაზე - რას აკეთებდა მიხელ კალანდია ფარდულში ყოფნის დროს, დ-------–-----მა განმარტა, რომ იდგა. სასამართლო სხდომაზე დ-------–-----მა უარყო გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ნაწილი და განმარტა, რომ მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია შეესაბამებოდა სინამდვილეს. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია დ-------–-----ს მისთვის სასამართლოში შეხვედრამდე რომ მიეწოდებინა დაამახსოვრდებოდა, თუმცა ასეთ ფაქტს ვერ იხსენებს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ი------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, ა----------------აზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ასრულებდა ზედამხედველი პროკურორის მოვალეობას და სასამართლოში მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას. დ-------–-----თან, როგორც ერთ-ერთ მოწმესთან, შემხებლობა შემოიფარგლა სასამართლოში ჩვენების მიცემამდე შეხვედრითა და ფორმალურ/ფაქტობრივ საკითხებზე გასაუბრებით. გასაუბრების დროს დეტალურად გაიარეს საქმის გარემოებები (დ-------–-----ს შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათებიც კი აჩვენეს). აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ დ-------–-----ს დეტალურად გაეხსენებინა შემთხვევის დღეს მომხდარი ფაქტის დეტალები. შეხვედრების დროს დ-------–------ს მიმართ მუქარას, დაშინებას, წამებას ან რაიმე ფორმით იძულებას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო პროცესამდე გასაუბრების დროს, დ-------–------ ადასტურებდა გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებას, რომლის თანახმად, გ-------------–--სთან ერთად მ-----–----–-----აც ურტყამდა დ------------–--ეს. მიუხედავად აღნიშნულისა, დ-------–-----მა სასამართლოში ჩვენების მიცემისას პირდაპირი დაკითხვის ფარგლებში ეს ფაქტი არ დაადასტურა მაშინაც კი, როდესაც მან (მოწმემ) მას გამოუქვეყნა გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. სასამართლოში ჩვენების მიცემისას დ-------–-----მა ასევე უარყო ზ-----------–--ესთან შეხვედრისა და საუბრის ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე------------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნის სისწორე და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მონტაჟის დადგენის მიზნით, გამოიკვლია მეხსიერების ბარათზე არსებული ჩანაწერი და მოამზადა კრებსითი ამონაწერი. მანვე მოამზადა სასამართლო სხდომის ელექტრონული ოქმების კრებსითი ამონაწერი. მოწმის განმარტებით, მეხსიერების ბარათზე არსებული მასალა არ წარმოადგენდა მონტაჟს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ დ-------–-----ს პირადი შემოწმებისას (15.12.2017), სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ ეღენიშნებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ა------------მ, თ---------–-----–--ემ, დ--------------–---–მა და ე-–---------–------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ---------------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს იყო იმ საგამოძიებო ჯგუფის წევრი, რომელიც მუშაობდა დ------------–--ისა და ლ--------------–---–ის მკვლელობის საქმეზე. 2017 წლის 14 დეკემბერს, მოწმის სახით გამოკითხა დ-------–------ კანონიერი წარმომადგენელის ნ-----------–---–---–ის მონაწილეობით. გამოკითხვისას იგი თავისუფალ რეჟიმში ყვებოდა შემთხვევის დღეს მომხდარ ფაქტებს, რაც ზედმიწევნით დაფიქსირდა ოქმში. ოქმს გაეცნენ დ-------–------ და მისი კანონიერი წარმომადგენელი და დაადასტურეს ხელმოწერით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებლები: ი-----–---------, ი-----–--–-------ა, გ-----------------ე, გ-------–--------–---–ი, გ--–------–---------, დ-------------–ი, გ-----------------ე, გ--------------–---–ი და ვ-–----–--ე, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს მოცულობითი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და დაადასტურეს მათი სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე კ-------–-----მა განმარტა, რომ არის დ-------–------ს მამა. 2017 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ა----------------აზე მომხდარი ინციდენტის შესახებ აცნობა მეუღლემ. პოლიციამ დ-------–------ იმავე ღამეს წაიყვანა განყოფილებაში. გზაში ადგილი ჰქონდა მასზე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მან განყოფილებაში მისვლისას მოითხოვა ბავშვის ნახვა, თუმცა აჩვენეს დაგვიანებით. პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს დაახლოებით დილის 06:00 საათზე. მისი ინფორმაციით, დ-------–------ გამოიკითხა, თუმცა ჩვენებაზე ხელი არ მოუწერია. კ-------–-----მა დაადასტურა, რომ მისი სახლიდან ნებაყოფლობით ამოიღეს დ-------–------ს ტანსაცმელი და სათამაშო პისტოლეტი. 2017 წლის 1 დეკემბერს, მის ვაჟს ცხვირზე ემჩნეოდა დაზიანება, თუმცა დაზიანებასთან დაკავშირებით არ უკითხავს. მან მოგვიანებით გაიგო, რომ დ-------–-----ს მოხვდა დ-----–---------ს იდაყვი. კ-------–-----მა ასევე დაადასტურა, რომ მის ვაჟთან ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა მისი მეუღლე ნ-----------–---–---–ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----------–---–---–მა განმარტა, რომ არის დ-------–------ს დედა. იგი ესწრებოდა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე დ-------–------ს გამოკითხვასა და დაკითხვას. მისი თქმით, 2017 წლის 1 დეკემბერს, საღამოს საათებში, პოლიციის თანამშრომლებმა დ-------–------ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც ადგილი ჰქონდა მის სიტყვიერ შეურაცხყოფას. დ-------–-----ს პოლიციის განყოფილებაში გაესაუბრნენ, თუმცა რაიმე საგამოძიებო მოქმედების ოქმზე ხელი არ მოუწერია. 2017 წლის 14 დეკემბერს, ის თავის შვილთან ერთად კვლავ იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობდა დ-------–------ს გამოკითხვა. ბრალდების მხარის შეკითხვაზე - მიაწოდა თუ არა დ-------–-----მა გამოძიებას ინფორმაცია, რომ მ-----–----–-----ა დ------------–--ეს ფიზიკურად ურტყამდა, რომ თუკი გამოკითხვის ოქმში ეწერა ასე, ე.ი. მიაწოდებდა. კითხვაზე - დ-------–-----მა ანალოგიური დაადასტურა თუ არა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის სასამართლო პროცესზე, მოწმემ განმარტა, რომ დ-------–-----მა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მ-----–----–-----ა იდგა ფარდულთან კუთხეში. დ-------–------ს სასამართლოში დაკითხვამდე ისინი იმყოფებოდნენ პროკურატურაში, სადაც მისმა ვაჟმა პროკურორს მოუყვა, თუ როგორ დაინახა ფარდულთან კუთხეში მდგარი მ-----–----–-----ა, რომელმაც ჯიბისკენ წაიღო ხელი. დ---ს ღ-–------ს განმარტებით, მას არ დაუნახავს ეჭირა თუ არა მ-----–----–-----ას ხელში დანა, ეს მისი ვარაუდი იყო. ამაზე პროკურორებმა უთხრეს, რომ მ-----–----–-----ამ ხელი ჯიბისკენ წაიღო თუ არა, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა და დ-------–-----ს მოუწოდეს, რომ სასამართლო პროცესზე დაეფიქსირებინა არა ვარაუდი, არამედ ის, რაც ზუსტად იცოდა. სწორედ ამიტომ თქვა დ-------–-----მა, რომ მ-----–----–-----ა ფარდულში იდგა. ნ-----------–---–---–მა დაადასტურა, რომ პროკურორებს არ უთქვამთ დ-------–------სთვის, რომ გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია - მ-----–----–-----ას დარტყმა დ------------–--ისთვის, ამოეგდო მისი ჩვენებიდან. მოწმის თქმით, დ-------–-----მა სასამართლო პროცესზე საკუთარი ინიციატივით უარყო მ-----–----–-----ას მხრიდან დ------------–--ის მიმართ დარტყმის მიყენების ფაქტი. როგორც კანონიერი წარმომადგენელი, 2017 წლის 14 დეკემბრის გამოკითხვის ოქმს, დ-------–-----თან ერთად გაეცნო და დაადასტურა ხელმოწერით. გამოკითხვის დაწყებამდე დ-------–-----ს გამომძიებლის მხრიდან განემარტა მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე. ნ-----------–---–---–ის განმარტებით, დ-------–-----მა გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩხუბის დროს მას მოხვდა დ-----–---------ს ხელი, რის გამოც გაითიშა და როცა გონზე მოვიდა, დ------------–--ე უკვე დაჭრილი იყო. მისთვის ცნობილია, რომ დ-------–------ შეხვდა ზ-----------–--ეს, სადაც ისაუბრეს მომხდარი მკვლელობის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა დ-------–------ს გამოძიების ეტაპზე (14.12.2017) მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, ფარდულში გ-------------–--სა და დ------------–--ის ჩხუბის დროს, მ-----–----–-----ა ურტყამდა დ------------–--ეს. იგი ცდილობდა დ------------–--ის დახმარებას, თუმცა რამდენიმე წამში ძალიან მძიმედ მოხვდა თავსა და ყბაში და დაინახა, რომ პირი, რომელმაც დაარტყა, გაიქცა. იგი გაეკიდა ამ პირს, მასვე გაეკიდა დ-----–---------, რომელმაც მისთვის უცნობ ბიჭს დასარტყმელად მოუქნია ხელი. ამ უკანასკნელისთვის მოქნეული ხელი კი მოხვდა მას, რის გამოც გონება დაკარგა და დაეცა. გონს რომ მოვიდა, დაინახა ფარდულიდან ბარბაცით მომავალი დ------------–--ე. დ-------–------ს ჩვენებით არაერთგზის დადასტურდა, რომ ფარდულში დ------------–--ის წინააღმდეგ ჩხუბის დროს, მ-----–----–-----ა ეხმარებოდა გ-------------–--ს და ურტყამდა დ------------–--ეს.

 

კანონთან კონფლიქტში მყოფმა არასრულწლოვანმა დ-------–-----მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სწავლობდა 5------------- სკოლაში. 2017 წლის 1 დეკემბერს იმყოფებოდა სკოლაში, რა დროსაც მის კლასელ დ------------–--–---–ს შელაპარაკება მოუვიდა თ----------------ესთან, ხოლო თავად - ა-–-----------------–---თან. კერძოდ, მან ა-–-----------------–---ს, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ. სათამაშო იარაღიდან ესროლა. კონფლიქტი მასსა და ა-–-----------------–---ს შორის მალევე ამოიწურა. რაც შეეხება დ------------–--–---–ისა და თ----------------ის კონფლიქტის დეტალებს, ის გაკვეთილების დასრულების შემდეგ უნდა გაერჩიათ. მოწმე გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლიდან გავიდა გარეთ, სადაც დაინახა მოზარდთა ჯგუფი, რომელსაც შეუერთდა. ისინი დაიძრნენ ა----------------ისკენ და შევიდნენ ერთ-ერთ ე.წ. „არკაში“. ეზოში შესულები დადგნენ წრეზე და დაიწყეს საუბარი შერიგებაზე. საუბრის დროს, დ------------–--ესა და გ-------------–--ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა შეაგინა დ------------–--ეს. მოწმის თქმით, მან ამ ფაქტის შემდეგ ხელი დაარტყა გ-------------–--ს, რასაც მოჰყვა დ------------–--ის გ-------------–--სთან დატაკება და იქვე არსებულ ფარდულში შევარდნა. ფარდულში, მათ გარდა იმყოფებოდა მ-----–----–-----აც. მან (დ-------–-----მა) დაინახა, თუ როგორ ჩაიყო ხელი მ-----–----–-----ამ ჯიბეში. ამ დროს თავად იდგა ფარდულთან სახით, ანუ იყურებოდა ფარდულში. ამის შემდეგ, მას უკნიდან მიეპარა მისთვის უცნობი ბიჭი და თავში ჩაარტყა, რომელსაც გაეკიდა. აღნიშნულ ბიჭს მასთან ერთად გაეკიდნენ დ-----–--------- და ი-–----------. დაახლოებით ექვსი-შვიდი მეტრის შემდეგ, დ-----–--------- დაეწია უცნობ ბიჭს და მოუქნია ხელი. შემთხვევით მოქნეული იდაყვი მას მოხვდა ცხვირში, რის გამოც დაეცა ძირს, თავი დაარტყა და გაითიშა. რამდენი ხანი იყო გათიშული, არ ახსოვს, თუმცა ის დანამდვილებით იცის, რომ წამოაყენა ი-–----------მ, რომელმაც უთხრა: „დ--- ადექიო“. ფეხზე რომ წამოდგა, დაინახა ფარდულიდან ბარბაცით მომავალი დაჭრილი დ------------–--ე. იგი სწრაფად მივიდა მასთან, მიიყვანა ე.წ. „არკასთან“, დააწვინა და ფეხზე გადაუჭირა ქამარი. ამ დროს, მათ გარშემო შეიკრიბა ბევრი ხალხი, რის შემდეგაც მალევე დატოვა შემთხვევის ადგილი. ა----------------ის ეზოდან გამოსული, წავიდა ზედა ქუჩისკენ, სადაც მივიდა ერთ-ერთ ეზოსთან და დაიბანა სისხლიანი სახე. იმ დროს მასთან ერთად უკვე იმყოფებოდა მეგობარი ზ-------------. ეს უკანასკნელი დაუკავშირდა მობილური ტელეფონის მეშვეობით და ჰკითხა, თუ სად იმყოფებოდა, შემდეგ კი მიაკითხა, რომელთან ერთადაც წავიდა მეგობრის - ვ---------------ის სახლში. მოგვიანებით შეიტყო ლ--------------–---–ის გარდაცვალების შესახებ. ამის შემდეგ წავიდა თავის სახლში, შემდეგ - საავადმყოფოში დ------------–--ესთან, ხოლო მოგვიანებით - ბებიასთან. მას იმავე ღამეს მიაკითხეს პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებმაც ძალის გამოყენებით, წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. გზად პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო განყოფილებაში მიყვანისას - როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. აღნიშნული ფაქტის შესახებ მას არ განუცხადებია არსად, გარდა პარლამენტის საგამოძიებო კომისიისა. მოწმის განმარტებით, მას შეუძლია იმ პირის ამოცნობა, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. განყოფილებაში ყოფნის დროს, მან ერთ-ერთ პოლიციელს მოუყვა მომხდარი მკვლელობის ფაქტის დეტალები, ამ დროს მივიდნენ მშობლები და ადვოკატი. მის მონაყოლს გამომძიებელი წერდა კომპიუტერში, თუმცა მას რაიმე ოქმზე ხელი არ მოუწერია. განყოფილებიდან სახლში წავიდა დილის საათებში. 2017 წლის 14 დეკემბერს, იგი ხელმეორედ დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში, რა დროსაც ჩვენება მისცა დედის თანდასწრებით. გამოკითხვის ოქმზე არსებული ხელმოწერები მას და დედამისს ეკუთვნის. ოქმზე ხელის მოწერამდე მათ წაიკითხეს გამოკითხვის ოქმი და მასში მითითებული ინფორმაცია. გამოკითხვისას გამომძიებელს მისთვის არ უკითხავს, მ-----–----–-----ა ურტყამდა თუ არა დ------------–--ეს. მოგვიანებით, სასამართლოში დაკითხვამდე იგი რამდენიმე კვირით ადრე დაიბარეს პროკურატურაში, სადაც გაესაუბრნენ პროკურორები ი------------–---–ი და ზ-------------ე, რა დროსაც მან პროკურორებს უთხრა, რომ გამოკითხვის ოქმში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ მ-----–----–-----ა ურტყამდა დ------------–--ეს, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. რეალურად, მ-----–----–-----ა ურტყამდა თუ არა დ------------–--ეს, არ დაუნახავს. მან დაინახა, რომ მ-----–----–-----ამ ჯიბეში ჩაიყო ხელი, რაზეც პროკურორებმა უთხრეს, რომ კალანდიამ ჯიბეში ჩაიყო თუ არა ხელი, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. დ-------–------ს განმარტებით, ვინაიდან შემთხვევის დღეს მის წარმოდგენაში ყველა ჩხუბობდა, ავტომატურად იგულისხმა, რომ მ-----–----–-----აც ურტყამდა დ------------–--ეს. რეალურად, როდესაც დაფიქრდა და გაიხსენა, ასე არ ყოფილა. ბრალდების მხარის კითხვაზე მოწმემ დაადასტურა, რომ სასამართლოში დაკითხვამდე პროკურორებს მისთვის არ მოუწოდებიათ ჩვენებიდან რაიმე დეტალის ამოგდების თაობაზე და რომ, მან საკუთარი ინიციატივით უარყო მ-----–----–-----ას მხრიდან დ------------–--ის მიმართ დარტყმის ფაქტი, რადგან, მისი განმარტებით, ასეთი რამ მას არ დაუნახავს. პროკურორებს ასევე ესაუბრა ზ-----------–--ესთან შეხვედრისა და საუბრის შესახებ. მკვლელობის ბრალდების სასამართლო პროცესზე, როცა მას ჰკითხეს - შეხვდა თუ არა ზ-----------–--ესა და ზ---------------ს, მან უპასუხა, რომ შეხვდა.

 

გ--------------ისა და გ-------------–--ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------–------ს დაკითხვის ამსახველი აუდიოჩანაწერით დგინდება შემდეგი: 2017 წლის 1 დეკემბერს, ა---------------------ის ეზოში, კერძოდ, ფარდულში ჩხუბის დროს, მას არ დაუნახავს მ-----–----–-----ას რაიმე მოქმედება, ეს უკანასკნელი ფარდულში ყოფნის დროს იდგა. ამის შემდეგ, მას უკნიდან ვიღაცამ ჩაარტყა ხელი და გაეკიდა ამ უკანასკნელს. მაშინ, როდესაც მიუახლოვდა ე.წ. „არკას“, შემთხვევით მოხვდა დ-----–---------ს იდაყვი, წაიქცა და გაითიშა. გონებაზე მოსვლის შემდეგ გაიხედა ფარდულისკენ, რა დროსაც დაინახა ფარდულიდან მომავალი დ------------–--ე, რომელსაც სისხლი მოსდიოდა ბარძაყიდან. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში ასევე მნიშვნელოვანია ადვოკატის კითხვები ზ-----------–--ესთან შეხვედრის თაობაზე. ადვოკატის კითხვა: „გარდაცვლილი დათო სარალიძის მამას - ზ-----------–--ეს შეხვდით თუ არა? მოუყევით თუ არა მას ტუალეტის ინციდენტთან დაკავშირებით?“ დ-------–------ პასუხობს: “შევხვედრილვარ“ „არა, არა“; ადვოკატის კითხვა: „თქვენ რომ შეხვდით, თქვენ შეხვდით ნ-----–--–---–თან ერთად ხომ? რომ შეხვდით, ხომ გკითხათ მომიყევიო, ხომ აინტერესებდა მისი შვილის ამბავი?“ დ-------–------: „არა“; ადვოკატის კითხვა: „არა, კარგით. არც ნ-----–--–---–ს არ მოუყოლია ხომ მისთვის?“ დ-------–------: „არა“; ადვოკატის კითხვა: „არც ტუალეტის ეპიზოდთან დაკავშირებით, არც ჩხუბთან დაკავშირებით ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს ზ-----------–--ესო და არც ნ-----–--–---–ისთვის არ დაუსვამს, რა მოხდა მომიყევიო? დ-------–------ პასუხობს: „როცა მე და დათამ ვნახეთ, არ დაუსვამს“.

 

სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ იქნა ზ-----------–--ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია, მეხსიერების ბარათი, სადაც ასახულია ზ-----------–--ის, ზ---------------ს, დ-------–------სა და დ------------–--–---–ის შეხვედრა. ხსენებული პირები შეხვდნენ ერთმანეთს ზ-----------–--ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ზ---------------მ და ზ-----------–--ემ დ-------–-----ს და დ------------–--–---–ს დაუსვეს შეკითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი დ------------–--ის მკვლელობის დეტალებთან და კონფლიქტის დაწყება/განვითარებასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხები გასცეს დ-------–-----მა და დ------------–--–---–მა. ამ უკანასკნელებმა აღწერეს მოვლენები და ფაქტობრივი გარემოებები მომხდარი დანაშაულის ირგვლივ.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ივნისის განაჩენით დგინდება, 2017 წლის 1 დეკემბერს, ა----------------აზე მომხდარი ფაქტის შედეგად, გ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის და 6 თვის ვადით. ამავე განაჩენით, გ-------------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით.

 

იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში, სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებში მითითებულ მოთხოვნებსა და ძირითად არგუმენტებზე. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ დ-------–------ გამოკითხვის დროს იყო მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, რადგან დ-------–------ და დ------------–--ე იყვნენ განუყრელი მეგობრები და დ-------–------ მეგობრის დაკარგვას დღემდე მძიმედ განიცდის. დ------------–--ემ სწორედ დ-------–------ს ხელში დაკარგა გონება, რამაც ძალზედ იმოქმედა მოზარდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ასევე საგულისხმოა ის გარემოება, რომ დ-------–-----ს კონფლიქტის დროს ჰქონდა მიღებული ტრავმა და დაკარგული ჰქონდა გონი. გარდა ამისა, პროკურორებისა და პოლიციის თანაშრომელთა მხრიდან დ-------–-----ზე განხორციელდა ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა. 2017 წლის 14 დეკემბერს გამოიკითხა დ-------–------. გამომძიებლის კითხვაზე, თუ ვინ ვის ურტყამდა, დ-------–-----მა ზოგადად ახსენა, რომ მ-----–----–-----აც ჩხუბობდა, გამომძიებელი არ დაინტერესებულა და არ უკითხავს, თუ რა იგულისხმა მან მ-----–----–-----ას ჩხუბში, სად იდგა, ვის ან რას ურტყამდა. სააპელაციო პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ არგუმენტს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ 2017 წლის 14 დეკემბერს, გამოძიებაში დ-------–------ს გამოკითხვა განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. მითითებულ დღეს, დ-------–------ გამოიკითხა მისი კანონიერი წარმომადგენლის (დედის) თანდასწრებით. გამოკითხვის დაწყების წინ დ-------–------ გაფრთხილებულ იქნა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ აღინიშნა დ-------–------ს გამოკითხვის ოქმშიც. გამოკითხვის მიმდინარეობისას დ-------–-----ს მხოლოდ ის არ აღუნიშნავს, რომ მ-----–----–-----აც ჩხუბობდა (როგორც ამას დაცვის მხარე მიუთითებს სააპელაციო საჩივარში). დ-------–-----მა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ ფარდულში გ-------------–--სა და დ------------–--ის ჩხუბის დროს, მ-----–----–-----ა ეხმარებოდა გ-------------–--ს და ურტყამდა დ------------–--ეს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ, როგორც დ-------–------ს გამოკითხვის ოქმით ირკვევა, მან ჩვენება წაიკითხა და ხელი მოაწერა, რითაც დაადასტურა მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის სისწორე. იმ შემთხვევაში, თუ დ-------–------ მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის რომელიმე ნაწილს არ ეთანხმებოდა ან/და მისი პოზიცია სრულად არ იყო დაფიქსირებული, მას შესაძლებლობა ჰქონდა, მოეთხოვა გამოკითხვის ოქმში ცვლილების შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სათანადო აღნიშვნა გაეკეთებინა გამოკითხვის ოქმზე, რაც მას არ განუხორციელებია. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა უპასუხებს დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, პროკურორებისა და პოლიციის თანაშრომელთა მხრიდან დ-------–-----ზე განხორციელდა ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა. სააპელაციო პალატისათვის გაუგებარია, თუკი ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, საქმის მასალებში რატომ არ მოიპოვება თუნდაც მხოლოდ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დ-------–------ს მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტზე დაცვის მხარე ითხოვს სამართლებრივ რეაგირებას. ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ლოგიკურია, რომ არასრულწლოვანი პირის ინტერესების დამცველი დაუყოვნებლივ უნდა მიმართავდეს სამართალდამცავ ორგანოს და ითხოვდეს შესაბამის რეაგირებას. ამდენად, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება, რომ დ-------–------ს მიმართ განხორციელდა ზეწოლა, ვერ იქნება გაზიარებული.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ დ-------–-----ს ჩხუბის დაწყებისთანავე მოხვდა დ-----–---------ს იდაყვი, იგი დაეცა და გაითიშა, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა აღნიშნული გარემობები, რომლებმაც ნახეს ძირს დაგდებული დ-------–------, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდიოდა. როდესაც დ-------–------ წამოდგა, დაინახა უკვე დაჭრილი დ------------–--ე და მივიდა მის დასახმარებლად, სააპელაციო პალატა დაცვის მხარის არც აღნიშნულ არგუმენტს არ ეთანხმება და აღნიშნავს, - გაუგებარია, დაცვის მხარე კონკრეტულად რომელ მოწმეზე აპელირებს, უშუალოდ რომელი მოწმე ადასტურებს დ-------–------ს ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ დ-----–---------ს მოქნეული იდაყვი შემთხვევით მოხვდა ცხვირში, რის გამოც დაეცა ძირს, თავი დაარტყა და გაითიშა. რამდენი ხანი იყო გათიშული, არ ახსოვს, თუმცა იგი წამოაყენა ი-–----------მ, რომელმაც უთხრა - „დ--- ადექიო“. სააპელაციო პალატამ დეტალურად შეისწავლა თითოეული მოწმის ჩვენება და აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხული არც ერთი მოწმე არ ადასტურებს დ-------–------ს მიერ მითითებულ აღნიშნულ გარემოებას. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოწმე დ-----–---------ს ჩვენებაზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ დ-------–-----თან მას შემდეგ არ ჰქონია შეხება, რაც სამი-ოთხი მეტრის მოშორებით დაინახა. მოწმე ი-–----------მ კი აღნიშნა, რომ დ-------–------ ჩხუბის დაწყების შემდეგ აღარ შეუმჩნევია. მისივე განმარტებით, წაქცეული ბიჭი, რომელიც წამოაყენა, დ-------–------ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მიხვდებოდა, რადგან დ---სთან აქვს კარგი ურთიერთობა. გარდა აღნიშნულისა, დაცვის მხარის აღნიშნულ ვერსიას ერთმნიშვნელოვნად აბათილებს დ-------–------ს მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც და მისი ავტორის, მოწმის სახით დაკითხული გ---–--------------–---–ის ჩვენების იმ ნაწილიც, სადაც მოწმემ განმარტა, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს პირადად ჩაუტარა სამედიცინო შემოწმება დ-------–-----ს, შემოწმებისას დ-------–-----ს სხეულზე მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ არგუმენტს, რომ სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც დ-------–-----ს ედავებოდნენ ცრუ ჩვენების მიცემას განიხილებოდა ბრალდებულების - გ-------------–--სა და გ--------------ის მიმართ, რომელთა მიმართ დ-------–------ს მიერ ცრუ ჩვენების მიცემას ადგილი არ ჰქონია. პროკურატურა დ-------–-----ს ედავებოდა მ-----–----–-----ას მიმართ ცრუ ჩვენების მიცემას მაშინ, როდესაც დ-------–-----ს მ-----–----–-----ას წინააღმდეგ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება არ მიუცია. საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მოცემული მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცრუ ჩვენების მიცემისთვის. მოცემული დანაშაულის საშიშროება იმაში მდგომარეობას, რომ პირები, რომლებიც ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მართლმსაჯულების განხორციელებას, თავისი დანაშაულებრივი ქმედებით ართულებენ საქმის ობიექტურ განხილვას და ხელს უშლიან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას. დანაშაულის ძირითადი ობიექტია მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის უფლებები და კანონიერი ინტერესები. დანაშული ფორმალურ შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულად მიიჩნევა ცრუ ჩვენების მიცემის მომენტიდან, შედეგის დადგომას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენება ჩაითვლება ცრუდ, თუ მასში მთლიანად ან ნაწილობრივ დამახინჯებულია ის ფაქტები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ საქმის ობიექტურად გადაწყვეტისათვის, არ აქვს მნიშვნელობა იმას, ეს ჩვენება შეიცავს ბრალდებულის გამამართლებელ თუ გამამტყუნებელ მონაცემებს. ცრუ ჩვენება შეიძლება ეხებოდეს საქმის ყველა მნიშვნელოვან გარემოებას, მაგალითად, დანაშაულის ფაქტს, გარემოებას, რომელიც განსაზღვრავს პირის საშიშროების ხასიათს და სხვა. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტირებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ ცრუ ჩვენება არის აბსტრაქტული საფრთხის შემცველი დელიქტი, ვინაიდან ქმნის მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის აბსტრაქტულ საფრთხეს და ისჯება იმისდა მიუხედავად, კონკრეტულ შემთხვევაში შეუშალა თუ არა ხელი ამ მოქმედებამ სასამართლოში ჭეშმარიტების დადგენას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ-------–------ს მიერ როგორც გამოძიებისათვის, ისე სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია ეხებოდა სისხლის სამართლის საქმისათვის უაღრესად მნიშვნელოვან გარემოებას (ფარდულში არსებულ დაპირისპირებას, რაც დ------------–--ის მკვლელობით დასრულდა), თუმცა დ-------–-----მა არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, - თითქოსდა, ჩხუბის დროს დ-----–---------ს შემთხვევით მოხვედრილმა ხელმა გათიშა, მისი ჩვენებიდან განზრახ ამოაგდო დანაშაულის განხორციელების უმნიშვნელოვანესი დეტალი - ფარდულში არსებული დაპირისპირება, რაც დ------------–--ის მკვლელობით დასრულდა.

 

რაც შეეხება აპელირებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 14 მარტს, სასამართლოში დაკითხვამდე, დ-------–-----მა პროკურორებს - ზ-------------ესა და ი------------–---–ს ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც აღიდგინა მ-----–----–-----ასთან მიმართებით დეტალები, განაცხადა, რომ არ დაუნახავს, მ-----–----–-----ა ურტყამდა თუ არა ვინმეს, და რომ დ-------–------ არ იყო ვალდებული, წერილობით წარედგინა აღნიშნული ინფორმაცია, პირიქით, მიწოდებული ინფორმაციის წერილობითი ოქმის სახით შედგენა ევალება პროკურორს და გამომძიებელს. მათ უნდა გამოეკითხათ დ-------–------ და გამოკითხვის ოქმი წარედგინათ სასამართლოში. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმეეების - ზ-------------ისა და ი------------–---–ის განმარტებით, დ-------–-----თან როგორც ერთ-ერთ მოწმესთან, მათი ურთიერთობა შემოიფარგლა ფორმალური საკითხებით, კერძოდ, მას აუხსნეს სასამართლოში დაკითხვის სპეციფიკა და გაახსენეს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება. ორივე მოწმემ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ სასამართლო პროცესამდე დ-------–------ ეთანხმებოდა გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას. მიუხედავად აღნიშნულისა, დ-------–-----მა სასამართლოში დაკითხვისას უარყო გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დ------------–--ეს გ-------------–--სთან ერთად მ-----–----–-----აც ურტყამდა. ზემოაღნიშნულის გარემოებების მხედველობაში მიღებით, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დაცვის მხარის ვერსია იმის შესახებ, რომ, თითქოს, პროკურორებს - ზ-------------ესა და ი------------–---–ს დ-------–-----მა ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ მას შემდეგ, რაც აღიდგინა მ-----–----–-----ასთან მიმართებით დეტალები, ხსენებულ მოწმეებს განუმარტა, რომ არ დაუნახავს, მ-----–----–-----ა ურტყამდა თუ არა ვინმეს. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ, თუკი ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი და დ-------–-----ს მართლაც სხვაგვარად გაახსენდა მ-----–----–-----ასთან დაკავშირებული შემთხვევის დეტალები, დაცვის მხარეს შეეძლო განცხადებით მიემართა გამოძიებისათვის და მოეთხოვა დ-------–------ს განმეორებით გამოკითხვა, რაც დაცვის მხარეს არ განუხორციელებია.

 

უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა დ-------–------ს ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს დ-------–------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქმეში არ არსებობს მსჯავრდებულ დ-------–------ს ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, - დ-------–------ს მიმართ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფორმულირება სრულად იქნას ასახული, როგორც სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება. ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდების დადგენილებაში მითითება იმის შესახებ, რომ დ-------–------ს მიერ მოკლული დ------------–--ის მამასთან, - ზ-----------–--ესთან შეხვედრის ფაქტის უარყოფაში იგულისხმება შეხვედრა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბართან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა მითითებულ საკითხთან დაკაშირებით, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს ვრცელ, არგუმენტირებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია: „სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №230აპ–13, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.1.2.). მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდება, ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ-------–-----ს ედავება, რომ მან გ--------------ისა და გ-------------–--ს სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით დაკითხვისას უარყო ზ-----------–--ესთან შეხვედრის ფაქტი და არა მასთან საუბრის ფაქტი. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დ-------–-----მა უარყო ზ-----------–--ესთან არა შეხვედრის, არამედ მასთან საუბრის ფაქტი დ------------–--ის მკვლელობის დეტალური გარემოებების შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, შესაბამისად, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითება დ-------–------ს ზ-----------–--ესთან საუბრის შესახებ, სააპელაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიცია, - ბრალდების დადგენილებაში მითითება იმის შესახებ, რომ დ-------–------ს მიერ ზ-----------–--ესთან შეხვედრის ფაქტის უარყოფაში იგულისხმება შეხვედრა მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბართან დაკავშირებით. აღნიშნული მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში სასამართლო ცალსახად გასცდებოდა ბრალდების ფარგლებს, რაც სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს მიღმაა.

 

აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლითაც დაცულია ბრალდებულის უფლება, ინფორმირებული იყოს წარდგენილი ბრალდების არსისა და საფუძვლების შესახებ, რაც მის მიერ დაცვის ჯეროვანი განხორციელების მიზანს ემსახურება. „ბრალდებული ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას საკმარისი ინფორმაციით, რაც საჭიროა მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების სრულად აღსაქმელად შესაბამისი დაცვის მოსამზადებლად. რაც შეეხება ბრალდებაში ცვლილების შეტანას, მათ შორის ბრალდების „საფუძვლის“ შეცვლას, ბრალდებული სათანადოდ და სრულად უნდა იყოს ინფორმირებული აღნიშნულის თაობაზე და მას საკმარისი დრო და შესაძლებლობა უნდა მიეცეს იმისათვის, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე სათანადო რეაგირება მოახდინოს და დაცვა ახალი ინფორმაციის ან ბრალდების საფუძველზე ააგოს“ (იხ. Mattoccia v. Italy, განაცხადი no. 23969/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება). სასამართლო მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისთვის დაცვის მხარისათვის დეტალურად იყოს ცნობილი მისთვის წარდგენილი ბრალდების არსი და საფუძველი (იხ. Pélissier and Sassi v. France, განაცხადი no. 25444/94, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 1999 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება).

 

რაც შეეხება მხარეთა აპელირებას მსჯავრდებულ დ-------–------სათვის დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის (დანაშაულის ჩადენის მომენტში), დ-------–------ს სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად, იმავდროულად, ითვალისწინებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის, დ-------–------ს მიმართ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლები გაითვალისწინება ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, ხოლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1959 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა დეკლარაციის“ მიხედვით, ბავშვი უნდა სარგებლობდეს განსაკუთრებული დაცვით. მას კანონით და სხვა საშუალებით, უნდა მიეცეს სოციალურად ჯანმრთელ, ნორმალურ გარემოში და თავისუფალ და ღირსეულ პირობებში ფიზიკური, გონებრივი, მორალური და სულიერი განვითარების შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ბავშვები ხვდებიან მართლმსაჯულების სისტემაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრული პირებისაგან და მათი დაცვა და განვითარება მართლმსაჯულების სისტემაში მონაწილეობის მთლიან პროცესში მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

 

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 37–ე მუხლის მიხედვით, არც ერთ ბავშვს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება უკანონოდ ან თვითნებურად. ბავშვის დაპატიმრება, დაკავება ან ციხეში მოთავსება ხორციელდება კანონის თანახმად და განიხილება, როგორც მხოლოდ უკიდურესი ზომა, რაც შეიძლება ნაკლები დროის განმავლობაში. ამავე კონვენციის მე–40 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, რომელმაც, როგორც თვლიან, დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ბრალად ედება მისი დარღვევა ან აღიარებულია მის დამრღვევად, რომ მისდამი მოპყრობა ხელს უწყობდეს მისი ღირსებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობის განვითარებას, განუმტკიცებდეს მას ადამიანის უფლებებისადმი და სხვათა ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემას, ითვალისწინებდეს ბავშვის ასაკს და მისი რეინტეგრაციის, საზოგადოებაში მის მიერ სასარგებლო როლის შესრულებისათვის ხელშეწყობის სასურველობას.

 

გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1985 წელს მიღებული „მინიმალური სტანდარტული წესების არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ“ („პეკინური წესები“) მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას უნდა ანიჭებდეს არასრულწლოვანთა კეთილდღეობას და უნდა უზრუნველყოს, რომ არასრულწლოვანი სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი ღონისძიება ყოველთვის იყოს სამართალდამრღვევისა და სამართალდარღვევის თანაზომიერი (მე–5 წესი). აგრეთვე, სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს შემდეგ პრინციპებს: ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული; არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შედეგად და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით; პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევების არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ღონისძიება (მე–17 წესი).

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება არასრულწლოვანი მსჯავრდებულის (დანაშაულის ჩადენის მომენტში), დ-------–------ს მიმართ სასჯელის სახით საბოლოოდ დანიშნულ 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთას, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილ დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ დ-------–------სათვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციული იქნება, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ დ-------–------ს მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, იგი ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ-------–------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების თბილისის ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს პროკურორ ბ----------–----ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ დ-------–------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ-----------–---–--ს, თ--------------–--ისა და ფ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მაისის განაჩენი დ-------–------ს მიმართ, კვალიფიკაციისა და სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელი;

 

დ-------–------ ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (2018 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შეუმცირდეს ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 22 მაისიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 ივლისიდან 2019 წლის 11 იანვრის ჩათვლით;

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ-------–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვრის განჩინებით დ-------–------ს მიმართ გირაოს სახით განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის სანაცვლოდ, კ-------–-----ის, გ-----------–-----ისა და თ-----------–-----ის კუთვნილი უძრავი ქონების ექვივალენტურ ნაწილზე (მდებარე: ქ-------–------------------–-–---–----------------------------–------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------) დადებული ყადაღა. ასევე გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად დ-------–------ს მიმართ გამოყენებული დამატებითი ვალდებულება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარების თაობაზე. სასამართლოსთვის ჩაბარებული პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

დისკები და მეხსიერების ბარათი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

დ-------–------სგან ამოღებული „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აჭურვილ პირს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქუჩა №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე