განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2019
საქმის ნომერი
020100118002278228
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002278228

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

№617აპ-18 თბილისი

გ-------- მ-------, 617აპ-18 5 აპრილი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ – მაია ჯაბუას

ადვოკატ – მ--------- ბ------ს

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის – მ------- გ--------ს

საპროცესო წარმომადგენლის – ნ--- ა-–-------ს

მონაწილეობით განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ------- გ--------ს ბრალი დაედო:

 

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (2 ეპიზოდი);

ü ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ სისტემატურ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე და 118-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი

ü ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

 

მ------- გ--------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2017 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში ქ------------–-----------–---–--------------–-, მ------- გ--------, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა დედასთან - ე-–-- პ-------სთან, ჯიბის დასაკეცი დანის გამოყენებით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, რითაც ე-–-- პ-------ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი).

- 2018 წელს ქ------------–-----------–---–--------------–-, მ------- გ--------, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა დედასთან - ე-–-- პ-------სთან, დაემუქრა მას და ასევე კონფლიქტურ ურთიერთობაში მყოფ ბებიას - ლ------ პ-------ს სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, მოკვლით, რითაც ე-–-- პ-------სა და ლ------ პ-------ს გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის რეალური საფუძვლიანი შიში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111- 151-ე მუხლის პირველი ნაწილი).

- არასრულწლოვანი მ------- გ-------- დედასთან – ე-–-- პ-------სთან ცხოვრობს ქ------------–-----------–---–--------------–-. მ------- გ-------- დედას - ე-–-- პ-------ს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ექცეოდა ცინიკურად და აგდებულად, აბუჩად იგდებდა და ცდილობდა, გამოეყვანა მწყობრიდან, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, უწოდებდა ქუჩის ქალს, ჩამშვებს, მეძავს, ლანძღავდა მას ბებიის - ლ------ პ-------ს თანდასწრებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულ ე-–-- პ-------ს ტანჯვა. მანვე ქ------------–-----------–---–--------------–-, დედას - ე-–-- პ-------ს გადაუგრიხა ორივე ხელი, რის შედეგადაც ე-–-- პ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი).

- 2017 წლის 27 დეკემბერს ქ------------–-----------–---–--------------–- ბებიაზე - ლ------ პ-------ზე გაბრაზებულმა მ------- გ--------მ მას რამდენჯერმე დაარტყა ხელი გულმკერდის არეში და ერთხელ ძლიერად დაარტყა ფეხი მარჯვენა ფეხის მიდამოში, რის შედეგადაც ლ------ პ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.

- 2018 წლის 7 იანვარს ქ------------–-----------–---–--------------–- მ------- გ--------მ ბებიას - ლ------ პ-------ს, ჩადენილი ძალადობიდან მალევე, დასაკეცი დანის გამოყენებით კისრის მიდამოსა და მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე, მიაყენა დაზიანება, რის შედეგადაც ლ------ პ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, ასევე მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. 2018 წლის 21 იანვარს ქ------------–-----------–---–--------------–-, მ------- გ--------მ ბებიას, ლ------ პ-------ს, მოუჭირა ყელზე ხელი, რის შედეგადაც ლ------ პ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილი)

 

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენით მ------- გ--------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

მ------- გ--------, - დაბადებული 2--- წლის 7----------ს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ე-–-- პ-------ს ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 100 (ასი) საათით; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ლ------ პ-------ს ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ქმედება) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათით; სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ქმედება) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------- გ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათით.

 

მასვე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ 75-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასჯელთან ერთად დაევალა: მისი ქმედებებისა და შედეგების გასაცნობიერებლად, ქცევისა და ემოციების სამართავად, საბაზისო განათლების მნიშვნელობის გასააზრებლად, თავისუფალი დროის შემცირებისა და ინტერესთა სფეროს გასაღრმავებლად, სოციალურ გარემოსთან ადაპტაციის პრობლემის დასაძლევად, მის მიმართ კეთილგანწყობილი გარემოს მოსაძიებლად, სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, მისთვის სასარგებლო პროგრამების შერჩევისა და მათში ჩართვის მიზნით, ამის აუცილებლობის ამოწურვამდე - ფსიქოლოგსა და ფსიქიატრთან ვიზიტები ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და ყოველდღიური ხანგრძლივობის (რაც არ უნდა აღემატებოდეს დღეში 4 საათს), სამუშაო ადგილის (რომელიც საზოგადოების წევრად ჩამოყალიბებისთვის საჭირო გამოცდილებასა და უნარებს შესძენს არასრულწლოვანს), დამსაქმებლის განსაზღვრა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სრულფასოვან აღსრულებაზე კონტროლი დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასჯელთან ერთად დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე კონტროლი უნდა უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ.

 

ნივთმტკიცება – დანა უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. აპელანტმა საჩივრით ითხოვა მ------- გ--------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით შემდეგ გარემეობათა გამო: სასამართლომ უკანონოდ გადააკვალიფიცირა მ------- გ--------ს ქმედება (ლ------ პ-------ს ნაწილში) იმ მოტივით, რომ საქმეში წარდგენილი არ იყო სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ დაზარალებული ლ------ პ------- განიცდიდა ტანჯვას. ის ფაქტი, რომ დაზარალებული ლ------ პ-------, რომელიც არის ონკოლოგიური ავადმყოფი და ხანდაზმული, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას, დასტურდება მისი ოჯახის წევრის - მ------- გ--------ს მხრიდან მის მიმართ რამდენიმე თვის განმავლობაში თითქმის ყოველთვიურად განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მაია ჯაბუამ. კასატორი ითხოვს მსჯავრდებულ მ------- გ--------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით სააპელაციო საჩივარში მითითებული საფუძვლით.

 

6. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

7. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა მ------- გ--------მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--------- ბ------მ მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. მოწმეების - ე-–-- პ-------ს, ლ------ პ-------ს, ც-–---- ვ-–---ს, ფ------ პ-------ს, გ----- გ-----სა და გ---- შ-----ს ჩვენებებით, დაბადების აქტის ჩანაწერით დადგენილია, რომ მ------- გ-------- არის დაზარალებულ ე-–-- პ-------ს შვილი. საქმეში არსებული, ნ---------- დაბადების აქტის ჩანაწერით დადგენილია, რომ 2--- წლის 7----------ს დაბადებული მ------- გ-------- არის ჯ---- გ--------სა და ე-–-- პ-------ს შვილი.

 

3. მოწმე ე-–-- პ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის ქვრივი, ჰყავს ერთი ვაჟი – 2--- წელს დაბადებული მ------- გ--------. მეუღლე ჰყავდა ავადმყოფი და გარდაეცვალა 2016 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ მ-------ი გახდა აგრესიული მის მიმართ. მიატოვა სწავლაც და სკოლაში აღარ დადის. სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას, ლანძღავს და იწევს მისკენ. ყველანაირად ცდილობს კონფლიქტის თავიდან არიდებას, მაგრამ ვერაფერი შეაგნებინა შვილს. მას ცინიკური დამოკიდებულება აქვს მის მიმართ და ცდილობს, თავისი მოქმედებით მწყობრიდან გამოიყვანოს. ჰყავს (ე-–-- პ-------ს) მოხუცი დედა – ლ------ პ-------, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მასთან ცხოვრობს. ეს არ მოსწონს მ-------ს და აგრესიას იჩენს ბებიის მიმართ, აგინებს და ლანძღავს მასაც. სრულიად უმიზეზოდ, რაიმეზე შარს მოსდებს, ლანძღავს და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს როგორც მას, ასევე ლ------ პ-------საც. 2017 წლის 2 დეკემბერს სახლში იმყოფებოდა მ------- გ--------სთან ერთად. გადაწყვიტა ბაზარში წასვლა და სურდა ამის შესახებ ეთქვა მ-------ისთვის. შევიდა სახლის პირველ სართულზე არსებულ ერთ-ერთ ოთახში, სადაც ეწყო რემონტისათვის საჭირო მასალა. მ-------ს აუღია ერთი თაბაშირ-მუყაოს ფირფიტა და ვარსკვლავი გამოუჭრია, რის გამოც შენიშვნა მისცა. მ-------ი გაბრაზდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუწყო გინება და ყვრილი – „შენ ვინ გკითხავს რას გავაკეთებო“. წაუჯიკავა, ფეხი დაარტყა ფეხში. ძალიან ეტკინა და დააპირა გაქცევა. მ-------მა შემოათრია ოთახში, ამოიღო ჯიბიდან დასაკეცი დანა, უტრიალებდა სახესთან, თან ემუქრებოდა, რომ იცოდა არტერია სად ჰქონდა და ყელს გამოსჭრიდა. შეეშინდა და გაიქცა გარეთ. მოწმემ განმარტა, რომ მუდმივად ეშინია შვილის მუქარის გამო, ამიტომ ხშირად ნათესავი რჩება მათთან. შვილის ნებართვის გარეშე ვერ რეკავს ტელეფონზე, არ აძლევს მუშაობის საშუალებას, „ჩამშვები ხარო“ - ეძახის და მოკვლით ემუქრება ყოველ დღე. დეიდას უთხრა, „დედის ჭკუიდან გადაყვანა და მოკვლა მინდაო“. ასევე ემუქრება ბებიას – ლ------ პ-------საც. თუ მოეფერნენ - „ბავშვი ხომ არ ვარო“, თუ გაიცინეს - „რატომ იცინითო“, თუ ხმა არ ამოიღეს - „ამაზეც ბრაზობს“. როდესაც სახლში მოსულს ბებიამ – ლ------ პ-------მ საჭმელი შესთავაზა, „შენი პატარა ბავშვი კი არ ვარო“ - უპასუხა. „მინდა შევჭამ, მინდა არაო“ და დანა ამოიღო. უტრიალებდა ბებიას, ყელზე გაუსვა და გაკაწრა. ეს რომ დაინახა, იკივლა (ე-–-- პ-------მ) და დაუძახა, რომ ხელი არ ეხლო ბებიისთვის. იგი აგრძელებდა ჩხუბს და ხმამაღლა გაჰყვიროდა – „ძაღლებო, ლოთებო, ყელს გამოგჭრი, თოკით ჩამოგკიდებ, მოკვდები და ბინა მე დამრჩებაო“. ერთ დღეს ტელევიზორს უყურებდა დედასთან, ლ------ პ-------სთან ერთად. მ-------ი ოთახში შემოდიოდა და გადიოდა. როცა დაინახა, რომ ბებია უყურებდა - „ასე რატომ მიყურებო“ შეაგინა და ხის სკამი ესროლა. დაუწყო ოთახში არსებული სამკერვალო ნივთების სროლა, დაემუქრა მოკვლით და სახლის გადაწვით.

 

2018 წლის 21 იანვარს დედასთან, ლ------ პ-------სთან ერთად იმყოფებოდა მისაღებ ოთახში და საუბრობდნენ. მოულოდნელად შემოვარდა მ-------ი, მივარდა მას და ხელები გადაუგრიხა. სთხოვდა, გაეშვა ხელი, მაგრამ მ-------ი არ უშვებდა. ხელების გადაგრეხით განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ მ-------მა მას გაუშვა ხელი და ბებიას – ლ------ პ-------ს მივარდა. წაუჯიკავა და ემუქრებოდა „აქვე დაგახრჩობო“. ე-–-- პ------- დაემუქრა, რომ პოლიციას გამოიძახებდა, მაგრამ მ-------მა უპასუხა, რომ პოლიციის არ ეშინოდა. სანამ პოლიცია მოვიდოდა, ორივეს დაახრჩობდა. მისი მუქარა რეალურად აღიქვა, რადგან ამას ჰქონდა სისტემატური ხასიათი.

 

2017 წლის 27 დეკემბერს დედასთან – ლ------ პ-------სთან ერთად იმყოფებოდა სახლის პირველ სართულზე არსებულ სამკერვალო ოთახში. მოულოდნელად შემოვიდა მ-------ი და კამათი დაუწყო ლ------ პ-------ს, რომელიც უხმოდ უსმენდა და პასუხს არ სცემდა, მაგრამ მ-------ი არ წყნარდებოდა და ეუბნებოდა, რომ ამ სახლში ის ზედმეტი იყო, იქ არაფერი ესაქმებოდა და გადასულიყო თავის სახლში, ს----–ი. ე-–-- პ-------მ მოუწოდა შვილს, დაწყნარებულიყო და უთხრა, რომ მისი გადასაწყვეტი არ იყო, ვინ სად იცხოვრებდა. ამაზე მ-------ი კიდევ უფრო გაბრაზდა და ლ------ პ-------ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი რამდენჯერმე დაარტყა მუშტი გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა მხარეს, შემდეგ - ფეხის მიდამოში. ამის გამო დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში.

 

2018 წლის 7 იანვარს დედასთან და მ-------თან ერთად იმყოფებოდა ოთახში. მოულოდნელად მ-------მა ამოიღო დანა და ყელზე მიადო მჭრელი პირით. თან უთხრა, „კისერს გამოგჭრი, ძალიან მჭრელი დანააო“. ლ------ პ------- შეეცადა მის მოშორებას, რა დროსაც, კისერზე მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე მიიღო ნაკაწრები.

 

4. მოწმე ლ------ პ-------ს ჩვენებით დასტურდება, რომ მ------- გ-------- მისი შვილი-შვილია. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ძალიან აგრესიული გახდა დედის – ე-–-- პ-------ს მიმართ. მუდმივად ყველაფრით უკმაყოფილოა. აგდებულად ექცევა დედას, ავიწროებს, ლანძღავს, აღიზიანებს და ცდილობს მის მწყობრიდან გამოყვანას. ე-–-- ითმენს, ცდილობს მოერიდოს, მაგრამ შეპასუხების შემთხვევაში იწევს მისკენ და ემუქრება ყელის გამოჭრით. არამარტო ე-–--ს მიმართ, მის მიმართაც იჩენს აგრესიას, ხან ეუბნება, არ მიყუროო, ხან ყურადღებას არ მაქცევო - ეჩხუბება, აგინებს, ბოზებს ეძახის, ყელის გამოჭრით ემუქრება. როდესაც ეუბნებიან, რომ პოლიციას გამოიძახებენ, ამბობს 15 წლის ვარ, მაინც ვერ დამიჭერენო. ერთ დღეს სამკერვალო ოთახში იმყოფებოდა შვილთან – ე-–--სთან ერთად. მოულოდნელად შემოვიდა მ-------ი და დაუწყო კამათი. პასუხი არ გაუცია მისთვის, რადგან იცოდა, რომ მერე ის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდა. ე-–--მ მოუწოდა, დაწყნარებულიყო, მაგრამ ის კვლავ განაგრძობდა მასთან კამათს. ეუბნებოდა, რომ ამ სახლში ზედმეტი იყო, იქ არაფერი ესაქმებოდა, დაეტოვებინა იქაურობა და წასულიყო ს----–ი. ე-–--მ უთხრა, რომ მისი გადასაწყვეტი იყო, თუ სად იცხოვრებდა. მ-------ი გაბრაზდა და მუშტი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ლ------ პ-------ს მკერდის არეში, რაც ძალიან ეტკინა. შემდეგ კი ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხში. ე-–--მ დარეკა 112-ში და ითხოვა დახმარება. მ-------ი კი გაიქცა. ფაქტობრივად, მ-------ი არ აძლევდა არც მას და არც მის შვილს ნორმალური ცხოვრების საშუალებას. 2018 წლის 7 იანვარს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის სამზარეულო ოთახში იმყოფებოდა ე-–--სსა და მ-------თან ერთად. მოულოდნელად მ-------მა ამოიღო ჯიბიდან შავტარიანი დანა და მჭრელი პირით მიადო კისერზე, თან დაემუქრა ყელის გამოჭრით. ხელით შეეცადა მის მოშორებას, რა დროსაც კისერსა და ხელის თითზე მიიღო დაზიანება. ძალიან შეეშინდა მ-------ის საქციელის გამო, რადგან ის ძალიან გაუწონასწორებელი პიროვნებაა. მ-------ი სულ უყურებს ფილმებს ძალადობისა და აგრესიის შესახებ, შემდეგ კი იმავეს მათ მიმართ იმეორებს. ეშინია, მართლაც რაიმე არ დაუშაოს მათ. ერთ დღეს შვილთან, ე-–--სთან ერთად ტელევიზორს უყურებდა. მ-------ი შემოდიოდა და გადიოდა ოთახიდან. ეს გაუკვირდა და შეხედა. მან კი დაუყვირა, რას მიყურებო და სკამი ესროლა. შემდეგ სახეში ესროლა სამკერვალო ნივთები, დაემუქრა მოკვლით, ცემით, ყელის გამოჭრით და სახლის გადაწვით. მისი ქმედებიდან გამომდინარე, ეშინია, რომ მუქარას შეასრულებს.

 

5. მოწმე ფ------ პ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მ------- გ-------- მისი დის შვილია. მამის სიკვდილის შემდეგ იგი ძალიან აგრესიულად ექცევა დედას - ე-–-- პ-------ს. მ-------ი შინაგანად მოძალადეა. თუ დაინახა სუსტი, არ დაინდობს, თუ ჯაბნის, ხმას არ ამოაღებინებს. თუ ძლიერი დაინახა, ზედმეტს არ აკადრებს. „ძველი ბიჭივით“ დადის სახლში. აგდებულად ესაუბრება დედას, ვინმე თუ გაივლის, ეკითხება, „იმ კაცთან არ გინდა დაწვეო?“ მისი სასაუბრო თემა ქურდული მენტალიტეტია, ამბობს, პოლიცია ვერ დამიჭერსო. საკმარისი იყო მ. გ--------ს დედა ენახა მარტო, რომ შეურაცხყოფას აყენებდა, ხელსაც არტყამდა, დანით ემუქრებოდა, „ყელს გამოგჭრიო“, ეს რა საჭმელი არისო. ეს მოხდა 7-დან 13 დეკემბრამდე. გ--------მ მატარებელში კარი ჩაუკეტა ე-–-- პ-------ს და ახრჩობდა. ე-–-- პ-------ს ეშინია, შვილმა არ ჩაარტყას რამე. იგი სტრესულ მდგომარეობაშია და შენიშვნას ვერ აძლევს. მ. გ--------მ ჯოხი ჩაარტყა დედას და ბებიას ზურგში. შთაბეჭდილება რჩება, რომ ორივეს სიკვდილი უნდა და მარტო სურს დარჩენა. დედა და ბებია შეშინებული ჰყავს და „გადაუარა მათ თავზე“. მათი დამცირება სიამოვნებს. ქვებით ჩაამსხვრია ფანჯრები - „მე ვარ უფროსი და დამემორჩილეთო“. იგი შეესწრო, ბრალდებული საჭმლის გამო დედას დანით როგორ ემუქრებოდა. ეს მოხდა 8 თუ 9 დეკემბერს.

 

6. მოწმე ც-–---- ვ-–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 21 იანვარს ხმაურზე შევიდა ლ------ პ-------სთან. მ------- გ--------მ არაბუნებრივი ყვირილი ატეხა, ქვის სროლა დაიწყო, რის გამოც შეეშინდა. სთხოვდა მ------- გ--------ს დამშვიდებულიყო, რადგან ეშინოდა. მ------- გ-------- ოჯახში საშინელია, ოჯახის წევრების მიმართ აქვს ანტიპათია. ერთხელ მათთან სადილზე დაპატიჟეს, მაგრამ მ. გ--------მ სადილი გადმოაპირქვავა. ე-–-- პ------- ითმენს ყველაფერს, რადგან ფსიქოლოგებმა ასე ურჩიეს. მ. გ--------ს მოზღვავებული ენერგ-- აქვს, შეუძლია სადილი ძაღლს მიუტანოს და დედა უსადილოდ დატოვოს. იგი ზოგჯერ კარს მიაჯახუნებს და ამტვრევს. ერთხელ მან ც-–---- ვ-–---ს შვილი მიაბა და ახეთქებდა აქეთ-იქით, რა დროსაც ბავშვს ხერხემალში ლურსმანი შეერჭო. მ------- გ-------- ამბობს, რომ ქურდი უნდა გახდეს, რომ თეთრი ბილეთი უნდა მიიღოს. ადრე მამასთან ჰქონდა კონფლიქტი, მერე დედაზე გადავიდა. ერთხელ ბრალდებულს მამისთვის უნდოდა ქვის ჩარტყმა თავში, მაგრამ მან შესძახა და ამის მერე აღარ ჩაარტყა. ერთხელ მამისთვის მდუღარე შეუსხამს. მ------- გ-------- ძალადობისკენ მიდრეკილია, ადამიანი არ ეცოდება, ყველაფერს ამტვრევს, დედას აგინებს, ფეხებს უქნევს ყველას, ქვებს ისვრის, თუ რამე არ მოეწონება, „აგიკვიატებს“.

 

7. მოწმე გ---- შ-----ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულს კანონთან მიმართებით აქვს უარყოფითი დამოკიდებულება, „არ მოსწონს პოლიციელები და კანონები“.

 

8. ამბულატორიული, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ე-–-- პ------- განიცდის სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს და დამცირებას, რაც იწვევს მის ტანჯვას. ექსპერტმა თ----- ფ---–---–---მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სრულად დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

9. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ლ------ პ-------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება შეხორცების ფაზაში მყოფი, სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილბაში მითითებულ თარიღს (07.01.2018 წ.). ექსპერტმა გ-- გ-----------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას სრულად დაადსტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

10. სტაციონარული, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №---------- დასკვნის თანახმად, მ------- გ--------ს აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა – დისოციალური (ანტისოციალური) პერსონოლოგიური აშლილობა (კოდი F60.2; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მ------- გ-------- ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, ფსიქიკის დროებითი აშლილობით ან ჭკუასუსტობით დაავადებული არ იყო. მას აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა – დისოციალური (ანტისოციალური) პერსონოლოგიური აშლილობა და მას შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მ------- გ--------ს შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. მ------- გ-------- იმგვარი ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას გაცნობეიერებული აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი. მ------- გ-------- იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რომელიც ხელს უშლის საკუთარი თავის დაცვაში.

11. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომლითაც შეიცვალა მ------- გ--------ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია ბრალის ერთ - დაზარალებულ ლ------ პ-------ს ეპიზოდში. ამ ნაწილში მსჯავრდებულის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რის საფუძვლადაც სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგი:

 

12. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ------- გ-------- როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ბებიას – ლ------ პ-------ს, სახელდობრ: უმიზეზოდ გაბრაზებულმა მ------- გ--------მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი ლ------ პ-------ს გულმკერდისა და მარჯვენა ფეხის არეში, დასაკეცი დანის გამოყენებით კისრის მარჯვენა ნაწილში და მარჯვენა ხელის საჩვენებელ თითზე მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ხელი მოუჭირა ყელზე და გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ უშვებდა, რაც დაზარალებულს აყენებდა ფიზიკურ ტკივილს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ლ------ პ------- განიცდიდა ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. ბრალდების მხარემ ამავე საქმეზე დაზარალებულ ე-–-- პ-------ს ეპიზოდში წარმოადგინა სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც უტყუარად დადგენილია, რომ დაზარალებულმა ე-–-- პ-------მ განიცადა ტანჯვა, ხოლო ასეთივე დასკვნა წარმოდგენილი არ არის ლ------ პ-------ს მიმართ.

 

13. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებულ მოტივაციას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 12-ლი ნაწილით დასჯადია ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამდენად, იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს მითითებული მუხლით, სავალდებულოა, რომ სისტემატურმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ გამოიწვიოს დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა. გამოიწვია თუ არა პირის ქმედებებმა ტანჯვა, ეს საკითხი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს.

 

14. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ------ პ-------ს არ ჩასტარებია სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა და, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით მართლაც არ არის დადგენილი, გამოიწვია თუ არა მ------- გ--------ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებმა მისი ტანჯვა. რა თქმა უნდა, სასურველი და უკეთესი იქნებოდა, თუკი ბრალდების მხარე ლ------ პ-------ს ჩაუტარებდა ექსპერტიზას და წარმოადგენდა შესაბამის დასკვნას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ლ------ პ-------ს ასაკისა თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე (საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ დაზარალებული არის ონკოლოგიური ავადმყოფი - აქვს სიმსივნე), მსჯავრდებულის ქმედებებმა გამოიწვია მისი ტანჯვა და მხოლოდ ის ფაქტი, რომ დაზარალებული ხანდაზმულია და მსჯავრდებული სისტემატურად ძალადობდა მასზე, არ არის საკმარისი საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით მისი დამნაშავედ ცნობისათვის.

 

15. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არასრულწლოვანია და აქვს არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - დისოციალური (ანტისოციალური) პერსონალური აშლილობა) და დამამძიმებელი (მისი ქმედებების სისტემატური ხასიათი დედისა და ხანდაზმული ბებიის მიმართ) გარემოებები, მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე; საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს მ------- გ--------ს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლს, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, რომელთა თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რომელთა შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი სახის ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორებიც არის: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა; რის საფუძველზეც საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჯაბუას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე