განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001652333
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №486აპ-18 ქ. თბილისი
კ-------- გ-------, 486აპ-18 13 თებერვალი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ს------ პ------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-სა და მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ------ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 თებერვლის (ს------ პ------------ს მიმართ) და 26 თებერვლის (გ------- კ--------ს მიმართ) განაჩენით:
გ------- კ--------, - დაბადებული 2--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 6 (ექვსი) თვით შინაპატიმრობა; საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- კ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.
გაუქმდა გ------- კ--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - მეთვალყურეობაში გადაცემა.
ს------ პ------------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,დ” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 10 (ათი) თვითა და 6 (ექვსი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ს------ პ-----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.
გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 იანვრის განჩინებით გ------ პ------------ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე თ---–--–-------------–----------–---------------------------------–----------------–----------- (საკადასტრო კოდით №01.19.20.028.017.01.0--), დადებული ყადაღა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვან გ------- კ-------ს დაევალა სარეაბილიტაციო პროგრამა ,,დანაშაულის გაცნობიერებაში“ ჩართვა.
პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე და მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცებები:
- გ------- კ--------სგან ამოღებული ,,Samsung galaxy s 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
- მობილური ტელეფონის ყუთი და ,,iPhone-ის“ და ,,HUAWEY-ს“ ფირმის მობილური ტელეფონები სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.
- ერთი ელექტრონული დისკი, რომელზეც ასახულია შპს „G---ის“ სავალუტო ჯიხურის კამერის ვიდეოჩანაწერები და ერთი ელექტრონული დისკი, რომელზეც ასახულია შპს „რ--------------ს“ კამერის ვიდეოჩანაწერები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ გ------- კ-------მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; მანვე ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის; ს------ პ-----------მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის.
მათ მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 29 აგვისტოს, შუადღის საათებში, ქ-------–--–----–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე, გ------- კ-------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ა-–- გ---------ს კუთვნილ ,,iPhone-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს და მ------- ი-----–----ს კუთვნილ ,,HUAWEY-ს“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
2016 წლის 21 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ---–--–----------------------, ს------ პ------------ და გ------- კ--------, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ა--- ს------ მიმართ ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ მის კუთვნილ ,,SAMSUNG-ის“ ფირმის მობილურ ტელეფონს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 და 26 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს------ პ-----------მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა, ასევე - მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ------მ.
მსჯავრდებულ ს------ პ------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა საჩივრით ითხოვა ს------ პ------------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ------მ ითხოვა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (მაკვალიფიცირებელ გარემოებებში) შერაცხული ბრალდების ნაწილში გ------- კ--------ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტითა და სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 და 26 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ს------ პ------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა და მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ------- ბ------მ.
მსჯავრდებულ ს------ პ------------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ------ რ-------–---–- საჩივრით ითხოვს ს------ პ------------ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ბ------ საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით (მაკვალიფიცირებელ გარემოებებში) შერაცხული ბრალდების ნაწილში გ------- კ--------ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ ს------ პ------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-სა და მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ------ს საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. დაზარალებულ ა--- ს------ ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, დედასა და დასთან ერთად იყო პ-----ს გამზირზე. დედა დასთან ერთად შევიდა ერთ-ერთ მაღაზიაში, იგი გარეთ იცდიდა. ამ დროს მას მიუახლოვდნენ გ------- კ-------- და ს------ პ------------. გ------- კ-------მა სთხოვა ტელეფონი დასარეკად, ხელით მიანიშნა, რომ ტელეფონი სურდა, რაზეც უთხრა, რომ ბალანსი არ ჰქონდა. შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოიღო ტელეფონი და დაანახა, რომ ანგარიშზე მხოლოდ 6 თეთრი ჰქონდა. შემდეგ ტელეფონი მიაწოდა გ------- კ-------ს, რომელმაც გამოართვა იგი, ყურთან მიიდო და მერე გაიქცა, რასაც კარგად ხედავდა ს------ პ------------ც. იგი უკან დაედევნა გ------- კ-------ს, დაეწია, მარჯვენა ხელით დაიჭირა და შეეცადა ტელეფონის უკან დაბრუნებას. ამ დროს მასთან უკნიდან მივიდა ს------ პ------------, რომელმაც მარცხენა მხარეს, საფეთქლის არეში, დაარტყა ხელი, რის შედეგადაც სათვალე მოსძვრა, კონტროლი დაკარგა და ვეღარ შეძლო გ-------ს დადევნება. რომ არა ს------ს დარტყმა, იგი ტელეფონის დაბრუნებას შეძლებდა. შემთხვევის დროს გ------- კ-------ს ეცვა შავი ქურთუკი, რომლის წინა მხარე იყო თეთრი და ჰქონდა შავი სახელოები, მუქი შარვალი და მუქი სპორტული ფეხსაცმელი. ს------ პ-----------ს ეცვა შავი ქურთუკი, შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი. ამ შემთხვევის შემდეგ, კერძოდ, 2016 წლის 22 ნოემბერს, იგი მონაწილეობდა ამოცნობებში და ამოიცნო გ------- კ-------- და ს------ პ------------. თავდაპირველად მან სამ ამოსაცნობ პირს შორის ამოიცნო გ------- კ--------, რომელმაც შემთხვევის დღეს სთხოვა ტელეფონი, მერე კი გასტაცა და გაიქცა, ხოლო შემდეგ, ასევე სამ ამოსაცნობ პირს შორის - ს------ პ------------, რომელიც დაედევნა მას, როდესაც იგი მისდევდა გ------- კ-------ს და დაარტყა, რომლის დროსაც მან დაკარგა კონტროლი და დაუვარდა სათვალე. ასევე მიუთითა, რომ პირველი ამოცნობის დროს 3 პირიდან 2 ერთი სიმაღლის, ხოლო მე-3 ოდნავ მაღალი იყო. მეორე ამოცნობის დროს კი სამივე პირი ერთი სიმაღლის იყო.
3. პირის ამოცნობის (ს------ პ------------ს) 2016 წლის 22 ნოემბრის ოქმით დასტურდება, რომ 02:30-03:20 საათამდე დროის მონაკვეთში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობა, რომელშიც მონაწილეობდნენ შემდეგი პირები: 1) ს------ პ------------, რომელიც არის საშუალო სიმაღლის - დაახლოებით 175 სმ, სუსტი აღნაგობის, მუქი მოკლედ შეჭრილი თმით, შედარებით მოთეთრო პირისახის, შედარებით თხელი ტუჩების, მუქი თვალებისა და საშუალო ზომის წარბების მქონე, საშუალო ზომის სწორი ცხვირით, რომელსაც ეცვა მუქი ქურთუკი და მუქი შარვალი; 2) ს--- კ-----------, რომელიც არის საშუალოზე ოდნავ დაბალი - დაახლოებით 170-175- სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი აღნაგობის, მოთეთრო პირისახით, მოკლედ შეჭრილი მუქი თმით, მუქი თვალებითა და მუქი, საშუალო ზომის წარბებით, საშუალო ზომის ტუჩებით და საშუალო ზომის, შედარებით სწორი ფორმის ცხვირით, ეცვა მუქი ქურთუკი და მუქი შარვალი და 3) ბ--- ჯ------–--, რომელიც არის საშუალო სიმაღლის - დაახლოებით 175 სმ, საშუალოზე ოდნავ სუსტი აღნაგობის, მოთეთრო პირისახის, მუქი მოკლედ შეჭრილი თმით, საშუალო ზომის სწორი ფორმის ცხვირით, მუქი თვალებით, საშუალოზე თხელი ტუჩებით, მუქი, საშუალოზე ოდნავ ვიწრო წარბებით, ეცვა მუქი შარვალი და მუქი ქურთუკი. ამოცნობის დროს ა--- ს----მა ამ პირთაგან ამოიცნო ს------ პ------------ შემდეგი მახასიათებლებით: საშუალო სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, მუქი თმით, მოთეთრო პირისახით, თხელი ტუჩებით, შავი თვალ-წარბით, მთლიანი სახის მოყვანილობითა და ზოგადი იერით.
4. პირის ამოცნობის (გ------- კ--------ს) ოქმით დგინდება, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს, 01:40-02:25 საათამდე დროის მონაკვეთში, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობა. ამოცნობის დროს დაზარალებულმა ა--- ს----მა ამოსაცნობ პირთაგან ამოიცნო - გ------- კ--------, რომელმაც მას გასტაცა მობილური ტელეფონი.
5. მოწმე გ------- ბ----ს ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მე-5 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის ნოემბერში მან მეტროს სადგურ ,,ა--–-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა ს------ პ------------ს პირადი ჩხრეკა. შემდეგ მან საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში, სპეციალურად გამოყოფილ ამოსაცნობ ოთახში, ჩაატარა პირის ამოცნობა და შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც შემდეგ ხელი მოაწერა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა. ის აღნიშნულ ოქმში არსებული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას ადასტურებს. ასევე მიუთითა, რომ ამოცნობის პროცესს ესწრებოდნენ: დაზარალებული, თარჯიმანი, ამოსაცნობი პირი, პირები, რომლებიც ვიზუალურად ჰგავდნენ ამოსაცნობ პირს და გამომძიებელი.
6. მოწმე ბ--- ჯ------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 ნოემბერს მასთან მივიდნენ პოლიციელები და სთხოვეს პოლიციაში გაყოლა. იგი შეიყვანეს პოლიციის განყოფილების ამოსაცნობ ოთახში, სადაც მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში. იგი გაეცნო ოქმს და ხელი მოაწერა. ამოცნობაში მონაწილეობდა სულ სამი პირი. ეს პროცესი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. მას არ ახსოვს სხვა პირები, ვინც მასთან ერთად მონაწილეობდნენ ამოცნობაში, არ ახსოვს აგრეთვე, რა ეცვათ და ჰგავდნენ თუ არა ერთმანეთს. იგი არის დაახლოებით 1,78 სმ სიმაღლის, 20 წლის, სპორტსმენი და არ ახსოვს, იმ დროისთვის რამდენს იწონიდა. მას წარსულში ცხვირი აქვს დაზიანებული, ხშირად იცვლის ვარცხნილობას და არ ახსოვს, ამოცნობის დროს როგორი ვარცხნილობა ჰქონდა.
7. მოწმე ს--- კ-----------ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მონაწილეობდა ამოცნობაში. ის მოტყუებით წაიყვანეს პოლიციაში, თითქოსდა მისი კომპიუტერის გადასამოწმებლად. იქ გაიგო, რომ მონაწილეობა უნდა მიეღო ამოცნობაში, რაც, როგორც აუხსნეს, იყო ფორმალობა. მას ადგილზე აუხსნეს პროცედურები, იძულებით არაფერი გაუკეთებია. ამოცნობა გაგრძელდა დაახლოებით 10-15 ან 15-20 წუთს. იგი 3-4 ადამიანთან ერთად მონაწილეობდა ამოცნობაში. მისი სიმაღლეა 1,60-1,62 სმ; ამჟამად არის 80 კგ-მდე, თუმცა ამოცნობის დროისათვის იყო 15-20 კგ-ით უფრო მეტი, წონაში დაიკლო ვირუსების გამო. მისი შეფასებით, იგი ს------ პ-----------ს არ ჰგავს, თუმცა, როგორ გამოიყურებოდა მაშინ ს------ პ------------, არ ახსოვს. ამასთან, არ ახსოვს, ამოცნობის დროს რა ეცვა, როგორ ჰქონდა თმა და ატარებდა თუ არა წვერს. იგი იცნობს ბ--- ჯ------–--ს, რომელიც ასევე მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში. იგი სიმაღლით (არის გაცილებით მაღალი) და სახით განსხვავდება მისგან. ამოცნობის დროს ამოსაცნობ ოთახში არავინ შესულა და არავისზე მიუთითებია. ამოცნობამდე მათთვის არავის მიუთითებია, ვინ სად უნდა დამდგარიყო, ისინი თავისი შეხედულებისამებრ განლაგდნენ. ამოცნობის ოქმში მითითებული მონაცემები მის შესახებ არის სწორი, უბრალოდ, არ ახსოვს, ხელი მოაწერა თუ არა ოქმს. საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მისთვის ოქმი არავის წაუკითხავს და როგორც ახსოვს, დამთავრებისთანავე დატოვა პოლიციის განყოფილება.
8. ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმით დასტურდება შემდეგი: 1) თ---–--–-------------------------–------------–------------ - ,,რ--------------ს“ სათვალთვალო კამერის 2016 წლის 21 ნოემბრის ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანან, გ------- კ-------- და ს------ პ------------, რომლებიც ჩერდებიან ა--- ს----თან და ესაუბრებიან მას. საუბრისას ა--- ს----ი აწვდის მობილურ ტელეფონს გ------- კ-------ს, რომელიც ყურზე იდებს მას, ნელ-ნელა შორდება ა--- ს----ს და გარბის გ------- მ-------ს მიმართულებით. მას უკან მისდევენ ა--- ს----ი და ს------ პ------------ და 2) თ---–--–-------------------------–- მდებარე სავალუტო ჯიხურის სათვალთვალო კამერის 2016 წლის 21 ნოემბრის ჩანაწერში ნათლად ჩანან გ------- კ--------, ა--- ს----ი და ს------ პ------------, რომლებიც გარბიან გ------- მ-------ს მიმართულებით. ასევე ნათლად ჩანს, როგორ გარბიან ისინი საავტომობილო გზაზე, ქვეითთა გადასასვლელზე, რა დროსაც ა--- ს----ი უკნიდან იჭერს გ------- კ-------ს და აჩერებს მას. ამ დროს ს------ პ------------ ურტყამს ა--- ს----ს, რომელიც უშვებს ხელს გ------- კ-------ს, იგი გარბის გ------- მ-------ს მიმართულებით, იმავე მიმართულებით გარბის ს------ პ------------ც.
9. 2016 წლის 21 ნოემბრის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს, 23:10-23:40 საათზე, თბილისში, მეტროს სადგურ ,,ა--–-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა გ------- კ--------ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოიღეს ,,SAMSUNG-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლის იმეიკოდია 3-------------------.
10. 2016 წლის 22 ნოემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 21 ნოემბერს 21:15-21:35 საათზე, ა--- ს------ მონაწილეობით ჩატარდა მობილური ტელეფონის დათვალიერება, რომლის იმეიკოდია 3-------------------, მისი ჩართვისას ეკრანზე გამოისახა 9 - წერტილიანი ბლოკი. ა--- ს----მა შეიყვანა ხაზოვანი კომბინაცია და განბლოკა ტელეფონი. ა--- ს----მა ასევე განმარტა, რომ ტელეფონის განბლოკვა შესაძლებელი იყო სენსორზე მისი მარჯვენა ხელის ცერა თითის მიდებით, რის შედეგადაც გაიხსნა ტელეფონის მენიუ, სადაც აღმოჩნდა ა--- ს------ პირადი ფოტოები და ვიდეოები, ასევე - კონტაქტების მენიუში ნანახი იქნა ტელეფონის მომხმარებლის პროფილი სახელით ,,S----------------“.
11. 2016 წლის 23 ნოემბრის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 23 ნოემბერს, 13:40-14:05 საათზე, ა--- ს------ მონაწილეობით დათვალიერდა მის მიერვე წარმოდგენილი სათვალე, რომელსაც მარჯვენა ყურსამაგრი აქვს მოტეხილი, ხოლო მარჯვენა ლინზა არის მთლიანად დაბზარული, სათვალეს ჩარჩოზე აქვს ნაკაწრები. ა--- ს------ განმარტებით, მას სათვალე დაუზიანდა მაშინ, როდესაც იგი წამოეწია მძარცველს და ცდილობდა თავისი გატაცებული ტელეფონის დაბრუნებას. ამ დროს მას მძარცველებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სათვალე ჩამოუვარდა და დაზიანდა.
12. 2016 წლის 24 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 24 დეკემბერს, 18:00-18:35 საათზე, ა--- ს------ მონაწილეობით, მისი ჩვენების შესამოწმებლად, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც თ---–--–-------------------------–- მდებარე სავაჭრო ობიექტ ,,ბ---------ს“ წინ, ა--- ს----მა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მას გასტაცეს მობილური ტელეფონი. ა--- ს----მა მიუთითა შუქნიშანთან არსებულ ქვეითთა გადასასვლელ ზებრაზეც, სადაც მის უკან მიმავალმა მძარცველმა თავის არეში ჩაარტყა მუშტი.
13. დაცვის მხარე აპელირებს ს------ პ------------ს ამოცნობის კანონიერებაზე და მიუთითებს, რომ ამოცნობაში ამოსაცნობ პირთან ერთად მონაწილე პირები მისგან მკვეთრად განსხვავდებოდნენ გარეგნობით, რასაც ადასტურებს მითითებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების - ს--- კ-----------სა და ბ--- ჯ------–--ს ჩვენებები. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:
14. საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი ამ კოდექსით დადგენილი წესით უნდა იყოს გამოკითხული/დაკითხული ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი.
15. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამოცნობების ჩატარებამდე დაზარალებული გამოკითხა გამომძიებელმა. მან გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ამოსაცნობი პირების ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და აგრეთვე იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელშიც მას გ------- კ-------თან და ს------ პ-----------თან ჰქონდა შეხება, ხოლო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემდეგ დაზარალებულმა დეტალურად განმარტა ის ნიშან-თვისებები, რომელთა საფუძველზეც ამოიცნო მსჯავრდებულები და კვლავ აღწერა გარემოებები, თუ სად და რა დროს შეხვდა მათ.
16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამოცნობის დროს სრულად იყო დაცული საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნები და იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ამოცნობის ირგვლივ დაკითხული პირების: დაზარალებულ ა--- ს------, ამოცნობის ჩამტარებელი გამომძიებლის - გ------- ბ----ს, ამოსაცნობ პირთან ერთად წარდგენილი პირების - ს--- კ-----------სა და ბ--- ჯ------–--ს ჩვენებებიდან გამომდინარე, რაიმე კანონდარღვევა არ იკვეთება, კერძოდ: დაზარალებულის ჩვენებებით დადგენილია, რომ ს------ პ-----------თან ერთად ამოსაცნობად წარდგენილი პირები სიმაღლითა და ვიზუალურად ერთმანეთს ჰგავდნენ, მათ შორის არ იყო მკვეთრი განსხვავება, რასაც ასევე ადასტურებს ამოცნობის ოქმში დაფიქსირებული დეტალური ინფორმაცია ამოსაცნობისა და ამოსაცნობ პირთან ერთად წარდგენილი პირების გარეგნობისა და ინდივიდუალური მახასიათებლების შესახებ, რომლის სისწორეც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებითა და ასევე - საგამოძიებო მოქმედებასთან მიმართებით დაკითხული პირების ჩვენებებით.
17. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ამოსაცნობ პირებს შორის იყო მკვეთრი სხვაობა და აღნიშნავს, რომ როგორც ამოცნობაში მონაწილე პირების - ს--- კ-----------სა და ბ--- ჯ------–--ს ჩვენებებიდან, ასევე დაზარალებულის ჩვენებიდან, ამოცნობის ოქმიდან და გამომძიებლის ჩვენებიდან არ იკვეთება ის გარემოება, რომ ამოსაცნობი პირი და ამოცნობაში მონაწილე პირები გარეგნობით მკვეთრად განსხვავდებოდნენ ერმანეთისგან და, შესაბამისად, არ არსებობს ისეთი სახის დარღვევა, რის საფუძველზეც სასამართლო უარს იტყვის ამოცნობის ოქმის მტკიცებულებად გამოყენებაზე და მიიჩნევს კანონშეუსაბამოდ. დაცვის მხარე ასევე აპელირებს ს--- კ-----------ს განმარტებაზე, რომ მას ხელი არ მოუწერია ამოცნობის ოქმზე, რასთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოწმის სახით დაკითხვისას მან დაადასტურა აღნიშნულ ოქმში არსებული ინფორმაციის ნამდვილობა, ხოლო ხელმოწერასთან დაკავშირებით ჯვარედინი დაკითხვისას განმარტა, რომ არ ახსოვს, ხელი მოაწერა თუ არა მასზე, თუმცა ფაქტობრივ გარემოებებს სრულად ადასტურებს.
18. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს გ------- კ--------სა და ს------ პ------------ს განმარტებებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ს------ პ------------ საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ: დაზარალებულ ა--- ს------ ჩვენებას, რომელმაც ამოიცნო ს------ პ------------ და პირდაპირ მიუთითა, რომ მას სწორედ ს------ პ------------ დაესხა თავს და მან დაარტყა ხელი საფეთქელში, რაც ასევე ცალსახად დასტურდება ვიდეოჩანაწერებით, საიდანაც ნათლად ჩანს დანაშაულებრივი ქმედების დეტალები. დაზარალებულის ჩვენება სრულად შეესაბამება ვიდეოჩანაწერებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ეს მტკიცებულებები გამორიცხავს როგორც ს------ პ------------ს ვერსიას, რომ იგი არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, ასევე გ------- კ--------ს ვერსიასაც, რომ ის პირი, რომელიც გაქცევის შემდეგ მას უკან გაჰყვა მხოლოდ გაშველების მიზნით, იყო არა ს------ პ------------, არამედ მასთან ერთად მყოფი მისი მეგობარი - ბ----- დ-----. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება სასამართლო სხომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და მოგონილია ს------ პ------------ს პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად.
19. უსაფუძვლოა დაცვის მხარის კიდევ ერთი მოსაზრება, რომ გ------- კ-------- მოქმედებდა დამოუკიდებლად და ტელეფონი მხოლოდ მან გასტაცა დაზარალებულს, რის გამოც გამოკვეთილი არ არის პირებს შორის წინასწარი შეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
21. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (იხ. გადაწყვეტილებები N 618აპ.-15, 445აპ-18 საქმეებზე), რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია, საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
22. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პ---------------------–------------–----------- – „რ--------------ს“ სათვალთვალო კამერის 2016 წლის 21 ნოემბრის ვიდეოჩანაწერზე, საიდანაც ჩანს შემდეგი: ტროტუარზე დგას ა--- ს----ი. მასთან მიდიან გ------- კ-------- და ს------ პ------------. გ------- კ-------- მას ართმევს ტელეფონს და იწყებს საუბარს. საუბრის დროს გ------- კ-------- მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით, რა დროსაც მას თან დაჰყვება ა--- ს----ი. საუბრის პერიოდში მათთან ერთად იმყოფება ს------ პ------------. შემდეგ პ------------ აღებს სავაჭრო ობიექტის კარს და შედის, ხოლო გ------- კ-------- კვლავ აგრძელებს ტელეფონზე საუბარს. საუბრისას ა--- ს----ი გ------- კ-------ს ხელით ანიშნებს რაღაცას. ამ დროს სავაჭრო ობიექტიდან გამოდის ს------ პ------------, მიდის და დგება კვლავ მათთან. ს------ პ------------ აღებს სავაჭრო ობიექტის კარს, საიდანაც გამოდის უცხო პირი, პლასტმასის ჭიქით ხელში. იგი მიდის მათთან. ოთხივე პირი დგება ერთად, ჯვარედინად, ერთმანეთის პირისპირ, კერძოდ: გ------- კ-------- დგას უცნობი პირის წინ, ხოლო ს------ პ------------ - ა--- ს------ მიმართულებით. ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან. ამ დროს ს------ პ------------ ნელ-ნელა გადაადგილდება სავაჭრო ობიექტის მიმართულებით, მარცხენა მხარეს. მას ასევე ნელი ნაბიჯით მიჰყვება და შემდეგ გვერდით უდგება გ------- კ--------. ს------ პ------------სა და გ------- კ--------ს ამ მოქმედებით იცვლება მათი განლაგება: ს------ პ------------ს გვერდით დგას გ------- კ--------, რომლის წინ აღარავინაა და გზა თავისუფა-–-ა, ხოლო მათ გვერდით, პარალელურად დგანან უცნობი პირი და დაზარალებული - ა--- ს----ი. რამდენიმე წამში გ------- კ-------- გარბის, რომლის მიმართულებითაც გარბის ასევე ჯერ დაზარალებული ა--- ს----ი, ხოლო მას მიჰყვება ს------ პ------------ც.
23. გარდა ამისა, საყურადღებოა დაზარალებულ ა--- ს------ ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ მასთან გ------- კ-------- და ს------ პ------------ ერთად მივიდნენ. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც გ------- კ-------მა დაზარალებულს ტელეფონი სთხოვა დასარეკად, შემდეგ გამოართვა და გაიქცა, ამ მომენტს კარგად ხედავდა ს------ პ------------ც, ხოლო როდესაც ა--- ს----ი უკან დაედევნა გ------- კ-------ს ტელეფონის დასაბრუნებლად, დაეწია, მარჯვენა ხელით დაიჭირა და შეეცადა ტელეფონის დაბრუნებას, ამ დროს მასთან უკნიდან მისულმა ს------ პ-----------მა საფეთქლის არეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც სათვალე მოსძვრა, კონტროლი დაკარგა და ვეღარ შეძლო გ-------ს დადევნება. მისივე განმარტებით, ს------ პ-----------ს რომ არ დაერტყა მისთვის ხელი, იგი ტელეფონს დაიბრუნებდა.
24. შესაბამისად, როგორც დაზარალებულ ა--- ს------ ჩვენებითა და ვიდეოჩანაწერებით ირკვევა, რომლებიც სრულად არის თანხვდენილი ერთმანეთთან, მსჯავრდებულები დანაშაულის დაწყების მომენტიდანვე (ერთად მიდიან დაზარალებულთან და გ------- კ--------ს სატელეფონო საუბრის განმავლობაში ერთად იმყოფებიან), მისი მიმდინარეობისას (ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ გ------- კ-------- და ს------ პ------------ გ------- კ--------ს გაქცევის მომენტამდე რამდენიმე წამით ადრე ერთობლივად გადაადგილდებიან მარცხენა - სავაჭრო ობიექტის მხარეს, რა დროსაც მათ წინ აღარავინ დგას. მათი ამ მოქმედებით გასაქცევად გზა უთავისუფლდება გ------- კ-------ს და სწორედ ამ მომენტში იგი გარბის. გაქცევის შემდეგ მას უკან მისდევს დაზარალებული ა--- ს----ი, რომელსაც მიჰყვება მსჯავრდებული ს------ პ------------. შემდეგ დაზარალებულ ა--- ს------ მიერ გ------- კ--------ს დაკავებისას ს------ პ------------ თავს ესხმის დაზარალებულს, რითაც უსპობს ტელეფონის დაბრუნების შესაძლებლობას) და დასრულების შემდეგ (მომხდარი შემთხვევიდან რამდენიმე საათში გ------- კ-------სა და ს------ პ-----------ს ერთად აკავებს პოლიცია, რა დროსაც გ------- კ--------ს პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დაზარალებულ ა--- ს------ კუთვნილი მობილური ტელეფონი) ერთობლივად და შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რაც გამორიცხავს გ------- კ--------ს პოზიციას, რომ მან დანაშაული წინასწარი შეთანხმების გარეშე, მარტომ ჩაიდინა.
25. დაცვის მხარე აპელირებს კიდევ რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ: ვიდეოკამარებით დაფიქსირებულ ჩანაწერებში შეუძლებელია მათში ასახული პირების სახის გარჩევა და არ არსებობდა პირის ამოცნობის ღამის საათებში ჩატარების აუცილებლობა. საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას: როდესაც დაზარალებულმა დაათვალიერა ვიდეოჩანაწერები, მათში ამოიცნო როგორც საკუთარი თავი, ასევე - ადგილმდებარეობა, მოვლენების განვითარება, რომლებშიც თვითონაც მონაწილეობდა და აგრეთვე - თავდამსხმელები, რომელთა სახე და ტანსაცმელი მან ნახა სწორედ ჩანაწერებში ასახული მოქმედებების დროს. ამდენად, ვიდეოკამარებში დაფიქსირებული მონაცემების ერთობლიობა დაზარალებულს აძლევდა შესაძლებლობას, შეუმცდარად მოეხდინა მასში ასახული პირების იდენტიფიცირება; ასევე კანონიერია ამოცნობის ჩატარება ღამის საათებში, ვინაიდან შემთხვევა მოხდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, რასაც შესაძლოა, გაერთულებინა დაზარალებულის მხრიდან დამნაშავე პირების ამოცნობა და ამასთანავე, იმ მიზნით, რომ ამოსაცნობ პირებს არ შეეცვალათ ამოსაცნობი ნიშან-თვისებები - ჩაცმულობა, ვარცხნილობა და ა.შ., ამოცნობის ჩატარება დაუყოვნებლივ, ღამის საათებში, გამართლებული და კანონშესაბამისია.
26. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ------- კ-------სა და მისი ინტერესების დამცველს, ადვოკატ გ------- ბ------ს სადავოდ არ გაუხდიათ გ------- კ--------სათვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით შერაცხული ბრალდება, რის გამოც საკასაციო პალატა დამატებით აღარ მსჯელობს ამ საკითხზე.
27. რაც შეეხება სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად გაითვალისწინეს მსჯავრდებულების პიროვნული მახასიათებლები და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე გ------- კ--------ს სასჯელის ნაწილში მართებულად იხელმძღვანელეს როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით, მხედველობაში მიიღეს: ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები; არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ („პეკინური წესები“) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესების მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი სახის ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორებიც არის: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ს------ პ------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------ რ-------–---–-სა და მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ბ------ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების - გ------- კ--------სა და ს------ პ------------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე