განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/662-18 (N069100618001)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26.10.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი - თეონა აბზიანიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ხ----ე
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ნ------ ბ-------–--
ბრალდებული - ნ--- შ---------ე
მამის სახელი: კ----
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: სკოლის მოსწავლე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. წყალტუბო, თ------------ ქ. N15/41
კანონიერი წარმომადგენელი - ნ--- ჩ------ე-შ---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (03 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
ბრალდებული - ბ------ მ---------ე
მამის სახელი: დ------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: სკოლის მოსწავლე
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ბ-----ს ქ. N3/77
მცხოვრები: წყალტუბო, თ------------ ქ. N11/12
კანონიერი წარმომადგენელი - მთვარისა მ---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები (02 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ
ნ--- შ---------ემ ჩაიდინა:
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია(03 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში ნ--- შ---------ე წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩა N3ა-ში მდებარე შპს „ოპპას“ სწრაფი ჩარიცხვის აპარ----დან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 482,50 ლარს.
- 2018 წლის 10 ივნისს, ღამის საათებში ნ--- შ---------ე წყალტუბოში, დედა ენის ქუჩა N19-ში მდებარე შპს „ოპპას“ სწრაფი ჩარიცხვის აპარ----დან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 315 ლარს.
- 2018 წლის 18 ივნისს, ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ--- შ---------ემ ლითონის საგნით გატეხა სს "ოპპა"-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარ---- და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1212 ლარს.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 03 საათსა და 20 წუთზე, მ-----– მ---------–სა და გ------- ბ----ესთან ერთად ნ--- შ---------ე და ბ------ მ---------ე შეეცადნენ წყალტუბოში, ავალიანის ქუჩა N17-ში მდებარე შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია"-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარ----დან 3869 ლარის და 100 აშშ დოლარის (245 ლარი) ფარულად დაუფლებას.
ბ------ მ---------ემ ჩაიდინა:
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 24 აპრილს ღამის საათებში ბ------ მ---------ე წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩა N3ა-ში მდებარე შპს „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარ----დან მართლსაწინააღმდეგო მისაკურების მიზნით ფარულად დაეუფლა 2 ლარს.
ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, (02 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2018 წლის 8 ივნისს, ღამის საათებში ბ------ მ---------ე წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩა N16-ში მდებარე შპს „თიბისი ფეის" სწრაფი ჩარიცხვის აპარ----დან მართლსაწინააღმდეგო მისაკურების მიზნით ფარულად დაეუფლა 1229 ლარს.
- 2018 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 02:20 საათზე ბ------ მ---------ე ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩა N3-ის წინამდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „თიბისი ფეის“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარ----დან ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 587 ლარს.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 03 საათსა და 20 წუთზე, მ-----– მ---------–სა და გ------- ბ----ესთან ერთად ნ--- შ---------ე და ბ------ მ---------ე შეეცადნენ წყალტუბოში, ავალიანის ქუჩა N17-ში მდებარე შპს ,,დაირექტ დებიტ ჯორჯია"-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარ----დან 3869 ლარის და 100 აშშ დოლარის (245 ლარი) ფარულად დაუფლებას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომებზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულების მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ნ--- შ---------ის და ბ------ მ---------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ნ--- შ---------ემ და ბ------ მ---------ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შეს---მისად, ნ--- შ---------ის და ბ------ მ---------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეთა და დაზარალებულთა გ------ რ-------ის, თ-------- ჯ-------ის, გ---–- კ------–---–ის, ს--- ბ--------ის, დ----- ხ------ს, დ-------- ა-------ის, რ----- ფ--–----ს, ი-----–- შ----ის, ბ----–--- ლ-------ის, დ----- გ--------ის, გ------- ა-----ის, ვ------- ა-------ის, გ--------ი ჩ------ს, დ----- წერეთლის, მ-----– მ---------–ის, გ------- ბ----ის, მ------ ჭ---–------ს, მ-----– კ------ს, გ---–- კ------–---–ის, ი-----–- თ------ის, რ---- ო-------–-–---–ის, ი-–-- ფ--–----ს და ბ-------- ფ---–---–---ს გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულების გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით. შემთხვევის ადგილის 14 ფოტოსურათით; ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით. ადგილმდებარეობის დროს გადაღებული 18 ფოტოსურათით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით წყალტუბო გ.ტაბიძის ქ N3ა. შემთხვევის ადგილის 19 ფოტოსურათით; შემთხვევის ადგილის დროს გადაღებული ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით წყალტუბო 9 აპრილის ქ N16-ში. შემთხვევის ადგილის 20 ფოტოსურათი; შემთხვევის ადგილის დროს გადაღებული ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. საგამოძიებო ექსპერიმენტის 12 ფოტო; ბ------ მ---------ის ხელის კვალის კანის ნახჭის ამსახველი ნიმუშის აღების ოქმით. დაქტილობარათით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით წყალტუბო დედაენის ქუჩა N13-ში. შემთხვევის ადგილის 21 ფოტოსურათით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ნ--- შ---------ესთან. საგამოძიებო ექსპერიმენტის 14 ფოტოსურათით; ნ--- შ---------ის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით; ნ--- შ---------ის ხელის კვალის კანის ნახჭია ამსახველი ნიმუშის აღების ოქმით, დაქტილობარათით; შემთხვევის ადგილის დროს გადაღებული ფოტომასალის დათვალიერების ოქმით წყალტუბო დედაენის ქუჩა N13-ში; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის დათვალიერების ოქმით (წყალტუბო დედაენის ქ N13-ში); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ქუთაისი წმ ნინოს ქუჩა N3-ში. შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ქუთაისი წმინდა ნინოს ქ N3 ფოტომასალა; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ჩატარებული ქუთაისი წმ ნინოსა და ბუხაიძის ქუჩაზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ბ------ მ---------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულ ფოტომასალით; ბ------ მ---------ის ხელის კვალის კანის ნახჭის ამსახველი ნიმუშის აღების ოქმი; ბ------ მ---------ის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ქუთაისი წმ.ნინოს ქუჩა N11-ში. შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალით; ნ--- შ---------ის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით; ნ--- შ---------ის ხელის კვალის კანის ნახჭის ამსახველი ნიმუშის აღების ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით ნ--- შ---------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულ ფოტომასალით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით შემთხვევის ადგილის წმ ნინოს ქ N11-ში გადაღებულ ფოტომასალით; ბ------ მ---------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, განჩინება; შ---------ის პირადი ჩხრეკის ოქმით; ბრალდებულ მ-----– მ---------–ის დაკავების ოქმით; ბრალდებულ გ------- ბ----ის დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით წყალტუბო ავალიანის ქ N17-ში. შემთხვევის ადგილის ფოტოსურათებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებულ ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; ბიოლოგიური ექსპერტიზის N004032018 დასკვნით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №278/დ დასკვნით; ტრასოლოგიური (ცივი იარაღის) ექსპერტიზის №24/ცი დასკვნით; ნასამართლობის ცნობებით; შეტყობინებებით; მიმართვის წერილებით და შესაბამისი პასუხებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
- ბრალდებულმა ნ--- შ---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, (03 ეპიზოდი), ანუ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, (03 ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.
- ასევე, ბრალდებულმა ნ--- შ---------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ბრალდებულმა ბ------ მ---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა ბ------ მ---------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ანუ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა ბ------ მ---------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 26 ოქტომბერს.
ნ--- შ---------ის და ბ------ მ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების ნ--- შ---------ის და ბ------ მ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგებს, ასევე ბრალდებულების ასაკს(არიან არასრულწლოვანები), მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--- შ---------ეს და ბ------ მ---------ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ასევე უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40 მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული“.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლების მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. კერძოდ:
არასრულწლოვან ნ--- შ---------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:
შეფასებისას, ურთიერთობისა და თავისუფალი დროის გატარებასთან დაკავშირებით, გამოვლინდა რიგი პრობლემური საკითხებისა, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ნ--- შ---------ის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკ ფაქტორს. არასრულწლოვანს ოჯახს მიღმა მნიშვნელოვანი კავშირები აქვს, როგორც ზრდასრულ პიროვნებებთან, ასევე თანატოლებთან, რომლებიც გამოირჩევიან დელიქვენტური ქცევით და არასრულწლოვანზე ახდენენ უარყოფით გავლენას. ნ--- თავისუფალ დროს ძირითადად იმყოფება ქუჩაში ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას. დედის მცდელობა, რომ მუდმივად გაუწიოს მეთვალყურეობა არასრულწლოვანი შვილის დღის რეჟიმს და მის ურთიერთობას, როგორც მის თანატოლებთან, ასევე უფროს პიროვნებებთან, არის უშედეგო, ვინაიდან ნ--- არ ითვალისწინებს მშობლის მოსაზრებას და რჩევას. ნ--- შ---------ის ინტერესის სფეროს წარმოადგენს სპორტი, ის წარსულში ორი წელი თამაშობდა რაგბის, თუმცა მან ვერ გაუძლო ფიზიკურ დატვირთვას და შეწყვიტა ვარჯიში. არასრულწლოვანს ასევე ჰყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც არ არიან ჩართულნი დანაშაულებრივ საქმიანობაში.
არასრულწლოვანი ბ------ მ---------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:
შეფასებისას, ურთიერთობებისა და თავისუფალი დროის გატარებასთან დაკავშირებით, გამოვლინდა რიგი პრობლემური საკითხებისა, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ბ------ მ---------ის მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკ ფაქტორს. არასრულწლოვანს ოჯახს მიღმა მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ზრდასრულ პიროვნებებთან, რომლებიც გამოირჩევიან დელიქვენტური ქცევით და ხშირად ეხვევიან პრობლემებში. ბ----- მ---------ის მხრიდან არ იქნა გამოვლენილი სასარგებლო ინტერესები. არასრულწლოვანი არ გამოხატავს სურვილს ჩაერთოს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში. ბ------ გვიანობამდე იმყოფება ქუჩაში. როცა სახლში არ არის, ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებმა არ იციან მისი ადგილსამყოფელის შესახებ. მიუხედავად მშობლების არაერთგზისი გაფრთხილებისა და რჩევისა, ბ-----ს უჭირს დღის რეჟიმის შეცვლა. შეფასებისას ვლინდება, რომ არასრულწლოვანი ვერ აცნობიერებს აღნიშნულ საკითხებისგან გამოწვეულ და მოსალოდნელ საფრთხეს.
ზემოთ მითითებული გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- შ---------ეს და ბ------ მ---------ეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის უნდა დაენიშნოთ შინაპატიმრობა, ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი“, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. ხოლო მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისად საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ ნ--- შ---------ის და ბ------ მ---------ის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; ნ--- შ---------ემ ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის სამი და მძიმე კატეგორიის ერთი დანაშაული, ხოლო ბ------ მ---------ემ ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის სამი და მძიმე კატეგორიის ერთი დანაშაული; არიან არასრულწლოვნები, ნასამართლობის არ მქონენი, ისინი აღიარებენ და ინანიებენ მათზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ნ--- შ---------ის და ბ------ მ---------ის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან სახეზეა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანს დააკისროს ერთი ან რამდენიმე მოვალეობა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 45-ე მუხლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- შ---------ის და ბ------ მ---------ის მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე, მათ უნდა დაეკისროთ მოვალეობა არ დაამყარონ ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ისინი ჩააბან ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალონ ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდნენ 24:00 საათიდან 06:00 საათამდე. ასეთი მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.
ამასთან, ვინაიდან ნ--- შ---------ე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყო თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს 1/4-ით, ხოლო ვინაიდან ბ------ მ---------ე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყო თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს 1/3-ით.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ--- შ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (03 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
1.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - (27.04.2018წ. ეპიზოდი) – 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
1.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - (10.06.2018წ. ეპიზოდი) – 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
1.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - (18.06.2018წ. ეპიზოდი) – 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
2. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--- შ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
3. 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, ნ--- შ---------ის მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ნ--- შ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ნ--- შ---------ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე.
5. ბ------ მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (02 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
5.1. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
5.2. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
5.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (08.06.2018წ. ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
5.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (14.06.2018წ. ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
6. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ------ მ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
7. 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, ბ------ მ---------ის მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ბ------ მ---------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ბ------ მ---------ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე.
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
9.1. შემთხვევის ადგილის (27.04.2018 წყალტუბო, ტაბიძის ქუჩა N3ა) ფოტომასალა CD დისკზე; შემთხვევის ადგილის ფოტომასალა (ქ.წყალტუბო 9 აპრილის ქუჩა) CD დისკზე; შემთხვევის ადგილის ფოტომასალა (ქ.წყალტუბო დედა ენის ქ N13-ში) CD დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა (ქ.წყალტუბო დედა ენის ქ N13-ში) CD დისკზე; შემთხვევის ადგილის ფოტომასალა (ქუთაისი წმინდა ნინოს ქ N3-ში) CD დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა (ქ.წყალტუბო დედა ენის ქ N13-ში) CD დისკზე; ბ------ მ---------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა (ქუთაისი) CD დისკზე; ნ--- შ---------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა (ქუთაისი) CD დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა CD დისკზე; შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის ფოტომასალა CD დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტომასალა CD დისკზე, 25.06.2018 - რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თიბისი ფეის აპარატი; სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, 24.04.2018; სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, 24.04.2018; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ჩამრთველის თავი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCI 856179; სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დალუქული N33/6 ლუქით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ფულის მიმღები მოწყობილობის კოდის ზედა ხუფი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 864530; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული - სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქაღალდის კუპიურების მიმღები ქეისი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 871066; სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ლითონის მონეტების მიმღები ყუთი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 871065; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული - სწრაფი გადახდის აპარატის ქეისი-კასეტა დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 879117; სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან კანონიერ მფლობელებს.
9.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დენის წყაროს ელკაბელიდან ანაწმენდი; ორი ხელი კვალი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის ლუქით FCD 690931 და FCD 690932, ასევე ანაწმენდები დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის ლუქით FCD848203; ლითონის ძალაყინი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის ლუქით FCD 871050; ორი ხელის კვალი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის ლუქით FCD 768106, თიბისი ფეი აპარატის მიმღები ფულის გარე ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის ლუქით FCD 856433; თეთრი ფერის წებოვანი ქაღალდი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის ლუქით FCD 864648; აპარატის ბოქლომიდან აღებული ანაწმენდები დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის ლუქით FCD 864647; შიდა სეიფის გარე ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCI 856180; აპარატის ელ.ენერგიაში ჩასართავი კაბელიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCI 856181; აპარატის მონიტორიდან და კორპუსიდან ამოღებული ორი ხელის კვალი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCI 856182; აპარატის ფულის შესანახი სათავსოს გარე ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 864531 და ჩასარიცხი აპარატის კორპუსის გარე ზედაპირიდან ამოღებული ხელის ოთხი კვალი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 690946; სწრაფი გადახდის აპარატიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 856148; სწრაფი გადახდის აპარატის შიდა სეიფის ლითონის კარის გარე ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდები დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 856147, სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული ხელის ორი კვალი დალუქული საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტანტის პაკეტში FCD 737212; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული შავი ფერის ქსოვილი ცარიელი ტომსიკა; ნ--- შ---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს (ავალიანის N17) ამოღებული ხელის კვლები, რაც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს.
10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე