განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/876-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
24.04.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ------- ხ----ე, დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატები - პ---–- კ------ე, ო----- რ-----ე
ბრალდებული - შ----- ზ--–---–---ი
მამის სახელი: ვ----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ს---–--------ს გამზირი N91/35
კანონიერი წარმომადგენელი - მ------- ხ--–---–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (04.09.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.08.2017წ. 14.10.2017წ. და 16.10.2017წ. ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (10-11.09.2017წ. 24.09.2017წ. 28-29.09.2017წ. 13.10.2017წ. 18.10.2017წ. ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (17.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (19.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (18.11.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (22.02.2018წ. ეპიზოდი) საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. ეპიზოდი);
ბრალდებული - გ------- ო----–--ე
მამის სახელი: რ---–-----
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 4----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ტყიბულის რაიონი სოფელი ხ------–ი
მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი სოფელი ქ-------ი
კანონიერი წარმომადგენელი - მ----- ო----–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (10-11.09.2017წ. 24.09.2017წ. 28-29.09.2017წ. 13.10.2017წ. 18.10.2017წ. ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (14.10.2017წ. და 16.10.2017წ. ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (12.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (12.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (19.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (18.02.2018წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. ,,პსპ“-ს აფთიაქის და 18.02.2018წ. შპს ,,თერმო ცენტრი იმერეთის“ ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (16.02.2018წ. ეპიზოდი).
ბრალდებული - გ------- მ------ე
მამის სახელი: ზ------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 5----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: არასრული საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი სოფელი ჯ-----------
კანონიერი წარმომადგენელი - ზ----- მ------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (04.09.2017წ. ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.08.2017წ. ეპიზოდი);
სხდომის სახე დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ
შ----- ზ--–---–---მა ჩაიდინა:
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 სექტემბერს, ღამის საათებში, გ------- მ------ე და შ----- ზ--–---–---ი, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევის N3-ის წინამდებარედ არსებულ ავტოსადგომზე განთავსებული შ--–-- გ------------ის ავტომანქანიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შ--–-- გ------------ის კუთვნილ 20 (ოცი) ლარად ღირებულ მაგნიტოფონის პანელს, დ----- მ------ის ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მთლიანობაში 90 (ოთხმოცდაათი) ლარად ღირებულ დ----- მ------ის კუთვნილ ავტომანქანის მაგნიტოფონს და ორი ცალ სათვალეს, ა---------– კ-------–---–ის ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ მაგნიტოფონის პანელს, რის შედეგადაც საერთო ჯამში შ----- ზ--–---–---ისა და გ------- მ------ის ქმედებამ გამოიწვია 140 (ასორმოცი) ლარის ქონებრივი ზიანი.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 27 ოქტომბერს, ღამის საათებში, შ----- ზ--–---–---მა და ო-----ი ხ------ემ, წინასწარი შეთაბხმებით ჯგუფურად, ქვის სროლის შედეგად ფანჯრის გაღების გზით უკანონოდ შეაღწიეს ქუთაისში, ჭონქაძის ქუჩის N2/2ა-ში განთავსებული ნ-------- გ--------ის მაღაზიაში და შეეცადნენ მაღაზიაში არსებული ნ-------- გ--------ის კუთვნილი 45 (ორმოცდახუთი) ლარის ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას, რა დროსაც წაასწრეს პოლიციის მუშაკებმა.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 01:50 საათზე შ----- ზ--–---–---მა გ------- მ------ესთან ერთად ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გააღო ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩა N11-ში მდებარე შპს „მეა“-ს კვების ობიექტის კარები და ამ გზით უკანონოდ შეაღწია შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 50 ლარს და 32 ლარად ღირებულ 32 ქილა „პეპსი“-ს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 10 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ღამის საათებში, შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად კარების დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩა N15-ში მდებარე ნ------- გ----–----ის მაღზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ------- გ----–----ის კუთვნილ 239 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ნივთებს და 36 ლარს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 სექტემბერს, ღამის საათებში შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩა N2 და ფალიაშვილის ქუჩა N4-ში მდებარე სილამაზის სალონ „ექსტრა“-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ----- ჩ------–---ის კუთვნილ 500 ლარს.
2017 წლის 24 სექტემბერს, ღამის საათებში შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩა N2 და ფალიაშვილის ქუჩა N4-ში მდებარე სილამაზის სალონ „ოცნებაში“-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ------ წ--------ის კუთვნილ 200 ლარს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ღამის საათებში, შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩა N19-ში მდებარე მ------ ე----ის მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------ ე----ის კუთვნილ 677,10 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ნივთებს და 20 ლარს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე გ------- ო----–--ემ ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გააღო ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირი N40/39-ში მდებარე სილამაზის სალონ „თმის სტილის“ კარები და ამ გზით შ----- ზ--–---–---თან ერთად უკნონოდ შეაღწია შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს--–---- მ--------–---–ის კუთვნილ 140 ლარად ღირებულ „hp“ ფირმის პლანშეტურ კომპიუტერს და მ------ გ-----–--ის 800 ლარად ღირებულ „fly” ფირმის მობილურ ტელეფონს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 14 ოქტომბერს, ღამის საათებში შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ნიკეა ქუჩა N2-ში მდებარე ქ------- ს-----ის სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ქ------- ს-----ის კუთვნილ 120 ლარს და 220 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთებს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ი.ჭავჭავაძის გამზირი N16ა-ში მდებარე ხ----- ქ-------ის კუთვნილ მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 15 ლარად ღირებულ 3 ცალ სვიტერს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 17 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე შ----- ზ--–---–---მა უკანონოდ შეაღწია თამარ მეფის ქუჩა N41-ში მდებარე თ--- ე---------ის სწრაფი კვების ობიექტში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 120 ლარს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე შ----- ზ--–---–---მა და გ------- ო----–--ემ ერთად უკანონოდ შეაღწიეს ქუთაისში, დ. აღმაშენებლის გამზირი N107-ში მდებარე შპს. „აკვარიუმი“-ს მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 23,60 ლარად ღირებულ 2 ბოთლ არაყ „პიატი ოზერი“, 14,50 ლარად ღირებულ „ქართულ ჭაჭას“, 6.50 ლარად ღირებულ არაყ „შოტკას“, 21 ლარად ღირებულ 6 ცალ „თევზის კონსერვს“, 6 ლარად ღირებულ 4 ცალ პურს, 48 ლარად ღირებულ 2 ცალ არაყ „აბსოლუტს“, 70 ლარად ღირებულ 2 ბოთლ არაყ „სტალიჩნაიას“, რითაც შპს-ს მიადგა 189,60 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 04:30 საათზე შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია დავით და კონსტანტინეს ქუჩა N15-ში მდებარე ი-----–--- ნ-–------ის კუთვნილ მაღაზიაში და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა 7 ლარს, 16,50 ლარად ღირებულ 3 ბოთლ ლუდ „ნატახტარს“, 5,60 ლარად ღირებულ 1 ქილა ყავას „ჟოკეის“, 12 ლარად ღირებულ დიდი ზომის 2 ქილა ყავა „პელეს“, 7,60 ლარად ღირებულ ყავას მცირე ზომის 2 ქილა ყავა „პელეს“, 1,70 ლარად ღირებულ მცირე ზომის 1 ქილა „მიწის თხილს“, 2,50 ლარად ღირებულ დიდი ზომის კოლოფ „მიწის თხილს“, 21 ლარად ღირებულ 60 პაკეტ ყავა „მაკკოფეს“, 3,90 ლარად ღირებულ სიგარეტ „ვინსტონს“, 6,60 ლარად ღირებულ 2 კოლოფ სიგარეტ „მაგნას“, 6,60 ლარად ღირებულ 2 კოლოფ სიგარეტ „ფილიპ მორისს“, 1,40 ლარად ღირებულ საღეჭ რეზინს „სტიკს“, რითაც ი-----–--- ნ-–------ეს მიადგებოდა 92,40 ლარის ზიანი.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 ნოემბერს, ღამის საათებში, დაახლოებით 04:00 საათზე, 2017 წლის 18 ნოემბერს ქუთაისში გალაქტიონ ტაბიძის ქუჩა N67-ში მდებარე ,,ნოვა ტექნოლოჯის'' სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან უკანონო შეღწევის გზით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, შ----- ზ--–---–---ი და ბ--- კ-----–-–---–ი შეეცადნენ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ ფულად თანხას 1860 ლარის ოდენობით.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 თებერვალს ღამის ქუთაისი სულხან საბას ქუჩა N91-ში მდებარე ,,ნოვა ტექნოლოჯის'' სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან უკანონო შეღწევის გზით, შ----- ზ--–---–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შეეცადა ფარულად დაუფლებოდა ფულად თანხას 1941 ლარის ოდენობით.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 თებერვალს ღამის საათებში, შ----- ზ--–---–---მა უკანონოდ შეაღწია ქუთაისი ზვიად გამსახურდიას ქუჩა N27-ში მდებარე მ------ ა-------ის მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 22 ლარის ოდენობით.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 თებერვალს ღამის საათებში, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩა N41-ში მდებარე ,,ნოვა ტექნოლოჯის'' სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან უკანონო შეღწევის გზით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, გ------- ო----–--ე და შ----- ზ--–---–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფულად თანხას 891 ლარის ოდენობით.
- გ------- ო----–--ემ ჩაიდინა:
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 10 სექტემბრიდან 11 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ღამის საათებში, გ------- ო----–--ე შ----- ზ--–---–---თან ერთად კარების დაზიანების გზით უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩა N15-ში მდებარე ნ------- გ----–----ის მაღზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ნ------- გ----–----ის კუთვნილ 239 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ნივთებს და 36 ლარს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 სექტემბერს, ღამის საათებში შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩა N2 და ფალიაშვილის ქუჩა N4-ში მდებარე სილამაზის სალონ „ექსტრა“-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ნ----- ჩ------–---ის კუთვნილ 500 ლარს.
2017 წლის 24 სექტემბერს, ღამის საათებში შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩა N2 და ფალიაშვილის ქუჩა N4-ში მდებარე სილამაზის სალონ „ოცნებაში“-ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა მ------ წ--------ის კუთვნილ 200 ლარს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, ღამის საათებში, შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, დავით და კონსტანტინეს ქუჩა N19-ში მდებარე მ------ ე----ის მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------ ე----ის კუთვნილ 677,10 ლარად ღირებულ სხვადასხვა დასახელების ნივთებს და 20 ლარს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 00:30 საათზე გ------- ო----–--ემ მომარჯვებული საგნის ზემოქმედებით გააღო ჟ.შარტავას ქუჩა, 1-ლი შესახვეი N15-ში მდებარე შპს „მოდა“-ს მაღაზიის კარები და ამ გზით უკანონოდ შეაღწია შენობაში, საიდანაც შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლებოდა შპს „მოდა“-ს კუთვნილ 21,80 ლარს და 15 ლარად ღირებულ მამაკაცის სპორტულ მაისურს და 20 ლარად ღირებულ 2 მზის სათვალეს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 ოქტომბერს, დაახლოებით 04:00 საათზე გ------- ო----–--ემ მომარჯვებული საგნის ზემოქმედებით გააღო ბუხაიძის ქუჩა N11-ში მდებარე ვ-–- ჩ------ის მაღაზიის კარები და ამ გზით უკანონოდ შეაღწია შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ვ-–- ჩ------ის კუთვნილ 190 ლარს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 ოქტომბერს, დაახლოებით 01:00 საათზე გ------- ო----–--ემ ფიზიკური ძალის ზემოქმედებით გააღო ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირი N40/39-ში მდებარე სილამაზის სალონ „თმის სტილის“ კარები და ამ გზით შ----- ზ--–---–---თან ერთად უკანონოდ შეაღწია შენობაში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ს--–---- მ--------–---–ის კუთვნილ 140 ლარად ღირებულ „hp“ ფირმის პლანშეტურ კომპიუტერს და მ------ გ-----–--ის 800 ლარად ღირებულ „fly” ფირმის მობილურ ტელეფონს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 14 ოქტომბერს, ღამის საათებში შ----- ზ--–---–---მა გ------- ო----–--ესთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, ნიკექა ქუჩა N2-ში მდებარე ქ------- ს-----ის სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ქ------- ს-----ის კუთვნილ 120 ლარს და 220 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთებს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 ოქტომბერს, დაახლოებით 02:00 საათზე გ------- ო----–--ემ შ----- ზ--–---–---თან ერთად უკანონოდ შეაღწია ი.ჭავჭავაძის გამზირი N16ა-ში მდებარე ხ----- ქ-------ის კუთვნილ მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 15 ლარად ღირებულ 3 ცალ სვიტერს.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე გ------- ო----–--ემ და შ----- ზ--–---–---მა ერთად უკანონოდ შეაღწიეს ქუთაისში, დ.აღმაშენებლის გამზირი N107-ში მდებარე შპს.„აკვარიუმი“-ს მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 23,60 ლარად ღირებულ 2 ბოთლ არაყ „პიატი ოზერი“, 14,50 ლარად ღირებულ „ქართულ ჭაჭას“, 6.50 ლარად ღირებულ არაყ „შოტკას“, 21 ლარად ღირებულ 6 ცალ „თევზის კონსერვს“, 6 ლარად ღირებულ 4 ცალ პურს, 48 ლარად ღირებულ 2 ცალ არაყ „აბსოლუტს“, 70 ლარად ღირებულ 2 ბოთლ არაყ „სტალიჩნაიას“, რითაც შპს-ს მიადგა 189,60 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 04:30 საათზე გ------- ო----–--ემ შ----- ზ--–---–---თან ერთად უკანონოდ შეაღწია დავით და კონსტანტინეს ქუჩა N15-ში მდებარე ი-----–--- ნ-–------ის კუთვნილ მაღაზიაში და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ი-----–--- ნ-–------ის კუთვნილ 7 ლარს, 16,50 ლარად ღირებულ 3 ბოთლ ლუდ „ნატახტარს“, 5,60 ლარად ღირებულ 1 ქილა ყავას „ჟოკეის“, 12 ლარად ღირებულ დიდი ზომის 2 ქილა ყავა „პელეს“, 7,60 ლარად ღირებულ ყავას მცირე ზომის 2 ქილა ყავა „პელეს“, 1,70 ლარად ღირებულ მცირე ზომის 1 ქილა „მიწის თხილს“, 2,50 ლარად ღირებულ დიდი ზომის კოლოფ „მიწის თხილს“, 21 ლარად ღირებულ 60 პაკეტ ყავა „მაკკოფეს“, 3,90 ლარად ღირებულ სიგარეტ „ვინსტონს“, 6,60 ლარად ღირებულ 2 კოლოფ სიგარეტ „მაგნას“, 6,60 ლარად ღირებულ 2 კოლოფ სიგარეტ „ფილიპ მორისს“, 1,40 ლარად ღირებულ საღეჭ რეზინს „სტიკს“, რითაც ი-----–--- ნ-–------ეს მიადგებოდა 92,40 ლარის ზიანი.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 თებერვალს ღამის საათებში, ქუთაისი გრიშაშვილის ქუჩა N41-ში მდებარე ,,ნოვა ტექნოლოჯის'' სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან უკანონო შეღწევის გზით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ქურდობისთვის ნასამართლევი გ------- ო----–--ე და შ----- ზ--–---–---ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ფულად თანხას 891 ლარის ოდენობით.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 თებერვალს ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევმა გ------- ო----–--ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩა N21-ში მდებარე ,,პსპ’’-ს აფთიაქში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 40 ლარის ოდენობით.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 18 თებერვალს ღამის საათებში, გ------- ო----–--ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩა N85-ა-ში მდებარე შპს თერმო ცენტრი იმერეთის მაღაზიაში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას 20 ლარის ოდენობით.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 თებერვალს, ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევმა გ------- ო----–--ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისი, სულხან საბას გამზირი N39/1-ში მდებარე მაღაზიაში ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 1200 ლარად ღირებულ ლეპტოპს და 10 ლარად ღირებულ სიგარეტებს.
- გ------- მ------ემ ჩაიდინა:
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 სექტემბერს, ღამის საათებში, გ------- მ------ე და შ----- ზ--–---–---ი, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის პირველი შესახვევის N3-ის წინამდებარედ არსებულ ავტოსადგომზე განთავსებული შ--–-- გ------------ის ავტომანქანიდან, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შ--–-- გ------------ის კუთვნილ 20 (ოცი) ლარად ღირებულ მაგნიტოფონის პანელს, დ----- მ------ის ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მთლიანობაში 90 (ოთხმოცდაათი) ლარად ღირებულ დ----- მ------ის კუთვნილ ავტომანქანის მაგნიტოფონს და ორი ცალ სათვალეს, ა---------– კ-------–---–ის ავტომანქანიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ 30 (ოცდაათი) ლარად ღირებულ მაგნიტოფონის პანელს, რის შედეგადაც საერთო ჯამში შ----- ზ--–---–---ისა და გ------- მ------ის ქმედებამ გამოიწვია 140 (ას ორმოცი) ლარის ქონებრივი ზიანი.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით 01:50 საათზე გ------- მ------ემ შ----- ზ--–---–---თან ერთად უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, წმინდა ნინოს ქუჩა N11-ში მდებარე შპს „მეა“-ს კვების ობიექტში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 50 ლარს და 32 ლარად ღირებულ 32 ქილა „პეპსი“-ს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომებზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულების მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების შ----- ზ--–---–---ის, გ------- ო----–--ის და გ------- მ------ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს შ----- ზ--–---–---მა, გ------- ო----–--ემ და გ------- მ------ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, შ----- ზ--–---–---ის, გ------- ო----–--ის და გ------- მ------ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათებით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ვიდეო ჩანაწერებით, შეტყობინებებით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N256/ტრ დასკვნით, შ----- ზ--–---–---ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღების ოქმებით, ამოღებული ნივთებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, გ------- ო----–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შ----- ზ--–---–---ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, გ------- ო----–--ის პირადი ჩხრეკის ოქმებით, შ----- ზ--–---–---ის პირადი ჩხრეკის ოქმებით, ბრალდებულ ბ--- კ-----–-–---–ის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, გ------- მ------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N279/დ დასკვნით, ნივთის ამოსაცნობად წარდგენის ოქმებით, შ----- ზ--–---–---ისაგან ხელის ნიმუშის აღების ოქმით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N246/დ დასკვნით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N272/დ დასკვნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, მოწმეთა - ს-------- თ----ის, ნ------- გ----–----ის, ი-----–--- ნ-–------ის, მ------ ც---–---ის, ნ----- ჩ------–---ის, ი----- ხ-------ის, ნ---- მ---------–--ს, მ----- ჩ-------ის, მ------ წ--------ის, ნ--- კ-----–---–--ს, ი----- ც-----–--ს, ლ-–- მ–---–----ის, მ------ ე----ის, რ--------- ჯ---–---–ის, ს-------- ჯ---–---–ის, ს--–---- მ--------–---–ის, გ------- ნ-------ს, ა-–--- მ----ის, მ------ გ-----–--ის, ლ---- შ--–--------ის, ლ-–- ჯ---------ს, ი-----–- კ--------ის, ქ------- ს-----ის, ხ----- ქ-------ის, ლ-–- ჯ---------ს, ლ---- მ-----–--ის, თ--- ე---------ის, რ------ მ-------ის, დ----- მ-------ის, ა-–--- მ----ის, გ------- ქ------–--ის, ი-----–--- ნ-–------ის, გ------- ქ----ის, ა---- ქ---------ის, ს--–---- ი-–-------ის, დაზარალებულების შ--–-- გ------------ის, დ----- მ------ის, ა---------– კ-------–---–ის, ი-----–- ბ-----ის, გ---- მ----–----–--ის, ვ----– გ-------ს, ა-–---------- ა----–--ის, ბ--- ბ--–----ის, ი-----–- შ----ის, გ--- ბ-----ის, ხ------- შ-----–--ს, გ------- გ--------–---–ის, გ------- კ---–--ის, გ------- ო----–--ის, ვ-–- ჩ------ის, ი----- ჩ------ის, გ------- ო----–--ის, კ------- ა-–------ის, გ------- ო----–--ის გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულების შ----- ზ--–---–---ის, გ------- ო----–--ის და გ------- მ------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
- ბრალდებულმა შ----- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა შ----- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება(ორი ეპიზოდი).
- ასევე, ბრალდებულმა შ----- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება(6 ეპიზოდი).
- ასევე, ბრალდებულმა შ----- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება(სამი ეპიზოდი).
- ასევე, ბრალდებულმა შ----- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება(ორი ეპიზოდი).
- ასევე, ბრალდებულმა შ----- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა შ----- ზ--–---–---მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება(ხუთი ეპიზოდი).
- ასევე, ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება(ორი ეპიზოდი).
- ასევე, ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება(ორი ეპიზოდი).
- ასევე, ბრალდებულმა გ------- ო----–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ბრალდებულმა გ------- მ------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა გ------- მ------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 24 აპრილს.
შ----- ზ--–---–---ის, გ------- ო----–--ის და გ------- მ------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების შ----- ზ--–---–---ის, გ------- ო----–--ის და გ------- მ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგებს, ასევე ბრალდებულების ასაკს (არასრულწლოვანები არიან), მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ----- ზ--–---–---ს, გ------- ო----–--ეს და გ------- მ------ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ასევე უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40 მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული“.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლების მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ მოცემულობებს, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. კერძოდ:
არასრულწლოვან შ----- ზ--–---–---ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:
”შეფასებისას ვლინდება, რომ ბრალდებულის მშობლები შ-----ს მიმართ გამოირჩევიან ლიბერალური აღზრდის სტილით. არასრულწლოვნის გადმოცემით, ის არასდროს უზიარებს მისი პრობლემებს დედას, ქალბატონი მ------- არასდროს ყოფილა მკაცრი მასთან ურთიერთობის დროს, ყოველთვის აძლევდა თავისუფლებას, არ უწევდა მეთვალყურეობას. შეფასების საფუძველზე გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ქალბატონი მ------- არ ფლობს მშობლის პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, არ იმყოფება მჭიდრო ემოციურ კავშირში შვილთან, ვერ აცნობიერებს შვილის რეალურ საჭიროებებს, ვერ ახერხებს ზეგავლენა მოახდინოს შვილზე და აკონტროლოს მისი ქცევა. აქვს სურვილი, რომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს შვილს, თუმცა გარკვეულ სიტუაციაში უჭირს საღად აზროვნება და შეუსაბამოა. მ------- ხ--–---–---–მა სოციალურ მუშაკთან არასრულწლოვნის თანდასწრებით ისაუბრა, რომ მისთვის ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებები მინიმალურია და აღნიშნული არ აძლევს საშუალებას იამაყოს. საუბრისას აღნიშნავდა, რომ პიროვნება როდესაც მიდის დიდ რისკზე და საქმე ეხება კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას, მისი ქმედება უნდა მოიცავდეს ფართო ასპექტს, რომ მშობელს აღნიშნული კუთხით მაინც ჰქონდეს საამაყო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მშობლის მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება შესაძლოა გახდეს მაპროვოცირებელი არასრულწლოვნის მხრიდან განმეორებითი დანაშაულის განხორციელების. არასრულწლოვნის მამა სოციალურ მუშაკთან საუბრისას შვილთან ურთიერთობას პოზიტიური კუთხით ახასიათებს. მისი გადმოცემით, შ----- დადებითი პიროვნებაა, აქვს პოზიტიური ურთიერთობები სოფელში მცხოვრებ პირებთან, არის მათ მიმართ ყურადღებიანი და გამოხატავს სითბოს. თუმცა მასზე ზეგავლენას ახდენს მისი დელიქვენტური სამეგობრო წრე და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება. ბატონი ვ----ს გადმოცემით, შ----- ალკოჰოლის მიღების შემდეგ ვერ აკონტროლებს მის ქმედებას და მეორე დღეს ხშირად განიცდის მომხდარ ფაქტს.
შ----- ზ--–---–---ი სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედებით დაინტერესება რამდენიმე წლის წინ მომხდარი ინციდენტის დროს დაიწყო. როგორც შ----- იხსენებს, ის მის მეგობართან ერთად იმყოფებოდა ერთ-ერთ მაღაზიაში, მას შემდეგ რაც მაღაზიის თანამშრომლებმა დაინახეს შ-----ს თანმხლები მეგობარი, დარეკეს საპატრულო პოლიციაში და შ----- მეგობართან ერთად გადაიყვანეს განყოფილებაში. ბრალდებული სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო თუ მისი მეგობარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებდა და იმ დროს განყოფილებაში მოულოდნელად და არასამართლიანად აღმოჩნდა, ვინაიდან მაღაზიის თანამშრომლებს ჰქონდათ ეჭვი, რომ შ----- მის მეგობართან ერთად ახორციელებდა დელიქვენტურ ქცევას. ბრალდებულის გადმოცემით, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მისი მეგობრის ქმედებას მკაცრი სასჯელი არ მოჰყოლია, გაუჩნდა სტიმული თავად განეხორციელებინა მსგავსი ქმედება. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მისი ქმედების განხორციელება მასზე არ იყო დამოკიდებული და ინციდენტის განხორციელების დროს არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. შ-----ს გადმოცემით, მას არ შეეძლო მეგობრისთვის, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორცილებაზე უარი ეთქვა და მარტო დაეტოვებინა. ასევე აღნიშნავს, რომ კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ერთ-ერთი მოტივატორია მისი ძლიერი სიყვარული ფულის მიმართ და ფინანსური კეთილდღეობა. არასრულწლოვანს სურდა მისი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებით მოეპოვებინა ფინანსური კეთილდღეობა და შეძლებისდაგვარად ჰქონოდა უზრუნველი ცხოვრება. ჰქონდა მოლოდინი, რომ მიუხედავად არაერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისა არ განესაზღვრებოდა რაიმე სახის სასჯელი. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, იაზრებს ქმედების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. თუმცა უჭირს განხორციელებული ქმედების სრულად გაანალიზება. იაზრებს მისი ქმედების გავლენას დაზარალებულზე და აღნიშნავს, რომ მათ მიადგათ ფინანსური და მორალური ზიანი. მნიშვნელოვანია მოხდეს არასრულწლოვანთან მუშაობა თვითკონტროლის უნარებსა და იმპულსთა მართვაზე. ასევე მნიშვნელოვანია განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაო მომავლის დაგეგმვის მიზნით, რომელიც ბრალდებულს დაეხმარება სამომავლო მიზნების იდენტიფიცირებაში, მათი არსებობის მნიშვნელობისა და მიღწევის გზების გააზრებაში. მომავლის პოზიტიური აღქმის ჩამოყალიბების, მოტივაციის ამაღლების და ცხოვრების ალტერნატიული გზების დასახვაში. შეფასების შედეგად გამოვლინდა, რომ შ----- ზალაკალიანის დედა არ ფლობს მშობლის პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, ვერ აცნობიერებენ შვილის რეალურ საჭიროებებს და არ აქვს შ-----სთან მჭიდრო ემოციური კავშირი, არ შესწევს უნარი მართოს შვილის ქცევა და შვილისთვის არ წარმოადგენს ავტორიტეტს. შეფასების პროცესში გამოიკვეთა მოზარდის დიდი ოდენობით არაორგანიზებული თავისუფალი დროის არსებობა, რომელიც განპირობებულია იმით, რომ არასრულწლოვანი ამჟამად არ ირიცხება არცერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, არ არის ჩართული არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში და არ მუშაობს, ასევე აღენიშნება მოტივაციის ნაკლებობა და თავის პირად კარიერულ თუ ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული გეგმების დასახვის პრობლემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია შ----- ზ--–---–---ის დამატებით კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა, მოტივაციის ამაღლება, ახალი, სოციალურად სასურველი ინტერესების წახალისება, პროფესიული განათლების მიღებაში დახმარება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას.“
არასრულწლოვან გ------- ო----–--ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:
“მის რეგისტრირებულ და ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ტყიბულის რაიონი სოფელი ხ------–ი. სახლი წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას. გ------- ცხოვრობს მშობლებთან და ორ უფროს დედმამიშვილთან ერთად. სახლში არის დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები, საცხოვრებელი ფართობი ოჯახის ყველა წევრისათვის საკმარისია. ოჯახი ფლობს სამეურნეო ნაკვეთს და მისდევს სოფლის მეურნეობას. არასრულწლოვანის დედა მ----- ო----–--ე დიასახლისია, მამა რ---–---- ო----–--ე, ხელოსანია და დასაქმებულია თბილისში. შემოსავალი შესაძლებლობას იძლევა დაკმაყოფილებული იყოს ოჯახის პირველადი საჭიროებები. ოჯახის წევრები ღელავენ არასრულწლოვანი შვილის დღის რეჟიმზე და უარყოფითად აფასებენ მის მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. პირველად გ------- სახლიდან, მშობლების ნებართვის გარეშე 13 წლის ასაკში წავიდა. გადაადგილდებოდა სხვადასხვა ქალაქში, სადაც გაიცნო, როგორც სრულწლოვანი, ასევე არასრულწლოვანი თანატოლები და მათი ზეგავლენით ახორციელებდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. ოჯახის წევრები შვილს გამუდმებით ეძებდნენ და მიმართავდნენ სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლებს. მას შემდეგ, ოჯახს უჭირს შვილის დღის რეჟიმის კონტროლი და მეთვალყურეობა. გ------- არ ემორჩილება მშობლების მოთხოვნას, არ ითვალისწინებს მათ რჩევა-დარიგებებს. გ-------ს გადმოცემით, ოჯახის წევრებს მისი დასჯის მიზნით, არასოდეს გამოუყენებიათ ფიზიკური ძალა. მშობლების მხრიდან ყოველთვის გრძნობდა სითბოს. ოჯახის წევრების გარემოცვაში ის დისკომფორტს არ განიცდის, მას უყვარს ქალაქში ყოფნა, თავისუფლება და მისთვის მოსაწყენია სოფლის გარემო. გ------- ო----–--ე 15 წლის მოზარდია. დასრულებული აქვს სოფელ ხ------–ის საჯარო სკოლის 9 კლასი. სკოლაში სწავლისას გამოირჩეოდა დაბალი აკადემიური მოსწრებით, ხშირად აცდენდა გაკვეთილებს. გ------- ერთი წელი თამაშობდა რაგბის და დაინტერესებას გამოხატავდა აღნიშნული სპორტის სახეობის მიმართ, თუმცა დროთა განმავლობაში ინტერესი სპორტის მიმართ გაუნელდა. პრიორიტეტული გახდა ქუჩა და თავისუფალ რეჟიმში ცხოვრება. ამჟამად მისი დღის რეჟიმი არის მოუწესრიგებელი, აქვს ბევრი თავისუფალი დრო. გ------- მეგობრობს დელიქვენტური ქცევის მქონე მოზარდებთან. მნიშვნელოვანი კავშირები აქვს, როგორც უფროს პიროვნებებთან, ასევე თანატოლებთან. მათთან ერთად გეგმავს და ახორციელებს დანაშაულებრივ ქმედებებს. გ------- დიდ დროს ატარებს ქუჩაში, მოქმედებს საკუთარი ნებისა და სურვილის მიხედვით. გადაწყვეტილებებს იღებს სპონტანურად, მოსალოდნელი შედეგების გააზრების გარეშე. გ------- ო----–--ე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას 13 წლიდან ახორციელებს, თუმცა მას ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ 14 წლიდან დაეკისრა და შესაბამისად 2016 წლის ივლისის თვეში ჩაერთო განრიდების პროგრამაში ქურდობისათვის. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის გადაწყვეტილებით, გ------- ო----–--ე გასამართლებული იქნა 2017 წლის 17 მარტსა და 21 აპრილს განხორციელებული ქურდობისათვის. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით. ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის მომართვის საფუძველზე ვლინდება, რომ გ-------ს 2017 წლის სექტემბრიდან, 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული აქვს 11 კანონსაწინააღმდეგო ქმედება (ქურდობა). გ------- თანხმობას გამოთქვამს ჩაერთოს სარეაბილიტაციო პროგრამებში, დაკავდეს სპორტით და მიიღოს პროფესიული განათლება. გამოხატავს სპეციალისტებთან თანამშრომლობის სურვილს. ავლენს დადებითი კომუნიკაციის უნარებს და კეთილგანწყობას იმ პიროვნებების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა მის მომავლზე დადებითი ზეგავლენა მოახდინონ. აცნობიერებს დელიქვენტური ქცევის მქონე მეგობრების უარყოფით გავლენას მასზე, თუმცა მას უჭირს გამოავლინოს ასერტულობა და წავიდეს დელიქვენტური ქცევის მქონე მეგობრის თხოვნის წინააღმდეგ, ვინაიდან თანატოლებს ერთმანეთთან აქვთ მჭიდრო ემოციური კავშირი და ექცევიან ერთმანეთის ზეგავლენის ქვეშ. დედა მ----- ო----–--ე ფიქრობს, რომ კანონი ზედმეტად ლოიალურია კანონდამრღვევი არასრულწლოვნების მიმართ, კონკრეტულ შემთვევაში საკუთარი შვილის მიმართაც და პირდაპირ თუ ირიბად წამახალისებელია არასრულწლოვანთათვის, რომ კვლავ განახორციელონ დანაშაული. ქალბატონ მ-----ს მიაჩნია, რომ გ-------ს აქვს დაუსჯელობის იმედი და ფიქრობს, რომ ვინაიდან ის არის არასრულწლოვანი კანონი მის მიმართა იქნება მკაცრი.
გ-------სთან მუშაობის შედეგად გამოვლინდა დამცავი და პოზიტიური ფაქტორები. არასრულწლოვანის შეფასებისას გამოვლინდა, რომ მას აღენიშნება დადებითი კომუნიკაციის უნარები. შეუძლია მოსმენა, არის თავშეკავებული და გარშემომყოფების მიმართ იჩენს პოზიტიურ დამოკიდებულებას. არ გამოირჩევა აგრესიული და კონფლიქტური ქცევით. არის მეგობრული პიროვნება, შეუძლია და მოსწონს სხვა ადამიანების დახმარება და თანადგომა. გ------- ავლენს მის წინაშე პრევენციული ღონისძიებების გატარების სურვილს და მოტივაციას. შეფასებისას გამოვლინდა, რომ მას აქვს ინტერესები და ჰობი. უყვარს თევზაობა, დაინტერესებულია სპორტით, გამოხატავს პროფესიული განათლების მიღების სურვილს, დაინტერესებულია მზარეულის პროფესიის შესწავლით”.
არასრულწლოვანი გ------- მ------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:
”ის ცხოვრობს წყალტუბოს რაიონში სოფელ ჯ-----------ში, მამასთან და უმცროს დასთან ერთად. გ-------ს დედა ვ----- მ------ე ოთხი წელია სამუშაოდ იმყოფება იტალიაში. შვილებზე ძირითად მზრუნველობას ახორციელებს მამა ზ----- მ------ე. რომელიც დასაქმებულია ფეხსაცმლის სახელოსნოში. სახლი წარმოადგენს ოჯახის საკუთრებას, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები არის დამაკმაყოფილებელი. ოჯახის ფინანსური შემოსავალი დამოკიდებულია, არასრულწლოვანის მშობლების მიერ გამომუშავებულ თანხაზე, რომელიც საკმარისია პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ოჯახს ნათესავების სახით ჰყავს საიმედო მხარდამჭერი. ბატონი ზ------ს ძმა, ძმიშვილების მიმართ ავლენს ყურადღებას. გ------- ბიძის ოჯახს ხშირად სტუმრობს და მათი მხრიდან იღებს, როგორც მორალური ასევე მატერიალურ მხარდაჭერას. ოჯახის წევრებს შორის არ შეინიშნება კონტაქტის დეფიციტი, არასრულწლოვანის გადმოცემით, მამასთან მას აქვს მჭიდრო კომუნიკაცია. შეუძლია ესაუბროს ყველა საკითხზე. ანალოგიური დამოკიდებულება აქვს, ბიძასთან და ბიძაშვილებთან. დედას ყოველდღიურად ესაუბრება ინტერნეტის საშუალებით. ბატონი ზ------ს გადმოცემით, მშობლები გ-------ს ესაუბრებიან სარისკო ქცევისგან გამოწვეულ შედეგებზე და მას ყოველთვის მოუწოდებენ არ ჰქონდეს კომუნიკაცია დელიქვენტური ქცევის მქონე მოზარდებთან.
გ-------ს აქვს მუშაობის გამოცდილება, წარსულში მუშაობდა მამასთან ერთად ფეხსაცმლის სახელოსნოში, ბოლო დროს დასაქმებული იყო ავეჯის დამამზადებელ საწარმოში. არასრულწლოვანი საწარმოში, ეუფლებოდა ხელობას და ასევე გამოიმუშავებდა მცირე თანხას. შეფასებისას გ------- მ------ემ გამოთქვა პროფესიულ კოლეჯში სწავლის სურვილი. ამბობს, რომ სკოლის დასრულების შემდეგ, დაფიქრდება კოლეჯში სწავლის გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით. არასრულწლოვანი კვლავ აპირებს დასაქმებას ავეჯის საწარმოში. ამბობს, რომ როდესაც მუშაობდა, მისი დღის რეჟიმი იყო ორგანიზებულად მართული, იყო დაკავებული და ნაკლები დრო რჩებოდა ქუჩაში გასატარებლად. ბატონი ზ------ს თქმით, მნიშვნელოვანია გ------- კვლავ დასაქმდეს, რათა მისი დღის რეჟიმი გახდეს მოწესრიგებული და ორგანიზებულად მართული და მან ეფექტურად განახორციელოს შვილის დღის რეჟიმზე მონიტორინგი. ბატონ ზ-----ს გ-------ს დამსაქმებელთან და თანამშრომლებთან ჰქონდა მჭიდრო კომუნიკაცია და აღნიშნული გზით ცდილობდა შვილის დღის რეჟიმის მეთვალყურეობას. შეფასებისას გამოვლინდა, რომ გ------- არის კომუნიკაბელური მოზარდი, შეუძლია დადებითი კომუნიკაციის დამყარება გარშემომყოფებთან. თანატოლებისა და უფროსი პიროვნებების მიმართ ავლენს პოზიტიურ განწყობას. არ ხასიათდება აგრესიული და კონფლიქტური ქცევით. შეფასების დროს მოპოვებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ გ-------ს არ უძნელდება სტრესთან და სირთულეებთან გამკლავება, ვინაიდან ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას არის ღია, იღებს მათ დახმარებასა და თანადგომას. შეუძლია გარშემომყოფებს გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები და ემოციები.
გ------- მ------ემ პირველი კანონსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა 2016 წლის 02 თებერვალს, რა დროსაც მან ლითონის საგნის გამოყენებით გააღო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ფარულად დაეუფლა 546 ლარს. გ------- აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა თანატოლთან ერთად, რომელიც გამოირჩევა დელიქვენტური ქცევით. გ-------ს გადმოცემით, ქმედების განხორციელების შემდეგ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია. აღნიშნული ქმედების გამო, გ------- ჩართული იყო განრიდების პროგრამაში სამი თვის ვადით. მან განრიდების პროგრამის ხელშეკრულებაში გაწერილი პირობები განახორციელა პასუხისმგებლობით, მუშაობისას არასრულწლოვანის წინაშე სირთულეები არ ვლინდებოდა. ის ახორციელებდა მოხალისეობრივ საქმიანობას ქუთაისის მადლიერების სახლში, სოციალურად დაუცველი მოხუცების დასახმარებლად და ასევე მონაწილეობდა „ლიდერთა სახლის“ აქტივობებში, ცნობიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის განვითარების მიზნით. გ-------ს გადმოცემით აღნიშნულ დღეს იმყოფებოდა დელიქვენტური ქცევის მქონე თანატოლთან ერთად, ქმედება განახორციელა ღამის საათებში, რა დროსაც იმყოფებოდა ალკოჰოლის, კერძოდ კი ლუდის ზემოქმედების ქვეშ. დაზარალებული იყო უცნობი, არასრულწლოვნებს წინასწარ არ ჰქონდათ დაგეგმილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება, მათ გადაწყვეტილება მიიღეს სპონტანურად ყოველგვარი მოსალოდნელი შედეგების გააზრების გარეშე. ბევრი თავისუფალი დრო და დელიქვენტური ქცევის მქონე თანატოლებთან ურთიერთობა წარმოადგენს გ------- მ------ის მხრიდან განმეორებითი კანონსაწინაღმდეგო ქმედების განხორციელების რისკ-ფაქტორს, თუმცა მომხდარი ფაქტის შემდეგ არასრულწლოვანი უმეტეს დროს ატარებს სახლში, ოჯახის წევრებისა და ნათესავების გარემოცვაში. შეფასებისას გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ გ------- მ------ე აცნობიერებს დაზარალებულისათვის მიყენებულ ზიანს, აღიარებს ჩადენილ ქმედებას და იღებს პასუხისმგებლობას მომხდარზე. არასრულწლოვანი ასევე გამოხატავს მის წინაშე პრევენციული ღონისძიებების გატარების სურვილს. ამჟამად ურთიერთობს თანატოლებთან, რომლებიც არ ხასიათდებიან დელიქვენტური ქცევით. ყოველდღიურად დადის სკოლაში. მიაჩნია, რომ სკოლა მასზე ახდენს დადებით გავლენას, ვინაიდან პედაგოგების და მეგობრების მხრიდან გრძნობს მხარდაჭერას და დადებით დამოკიდებულებას”.
ზემოთ მითითებული გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ------ეს საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ გ------- მ------ის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; მან ჩაიდინა განზრახი, მძიმე კატეგორიის ორი დანაშაული, არის არასრულწლოვანი, ნასამართლობის არ მქონეა, ის აღიარებს და ინანიებს მასზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა გ------- მ------ის მიმართ, შესაძლებელი იქნება მისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანს დააკისროს ერთი ან რამდენიმე მოვალეობა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 45-ე მუხლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- მ------ის მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე, მას უნდა დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე. ასეთი მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.
ვინაიდან გ------- მ------ე და შ----- ზ--–---–---ი ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყვნენ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნები, მათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეთ ¼-ით. ხოლო, გ------- ო----–--ეს, ვინაიდან ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყო თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს 1/3-ით.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ გ------- მ------ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი და არის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, დაუწესდეს გამოსაცდელი ვადა.
რაც შეეხება შ----- ზ--–---–---ს და გ------- ო----–--ეს, ჩადენილი დანაშაულებრივი ეპიზოდების სიმრავლის(შ----- ზ--–---–---ს ჩადენილი აქვს 16 ეპიზოდი, ხოლო გ------- ო----–--ეს 14 ეპიზოდი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება) და მათი ჩადენის პერიოდულობის(როგორც განრიდების პროგრამაში ყოფნისას, ისე გამოძიებისა და საქმის არსებით განხილვის სტადიებზე რეგულარულად ჩადიოდნენ ახალ-ახალ დანაშაულებს, მეტიც, გ------- ო----–--ემ განაჩენის გამოტანის შემდეგაც ჩაიდინა ქურდობის 4 ეპიზოდი) გათვალისწინებით, ასევე, ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- ზ--–---–---ს და გ------- მ------ეს საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა. სასამართლო მიმართავს ამ უკიდურეს ღონისძიებას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის ან თუნდაც პირობითი მსჯავრის გამოყენების პირობებში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნების(ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია) განხორციელება. ამასთან, ბრალდებულთა მიმართ გატარებული სამართლებრივი პროცედურების ფონზე მათ მიერ ახალი დანაშაულების ჩადენის დინამიკა და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოსაზრებები სასამართლოს აძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის შემთხვევაში კვლავ იარსებებს მათი მხრიდან ახალი მსგავსი ან უფრო მძიმე დანაშაულების ჩადენის რეალური საფრთხეც, რომლითაც, არა მხოლოდ სხვისი სამართლებრივი სიკეთე დაზიანდება, არამედ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს თვით არასრულწლოვანი ბრალდებულების ინტერესებს. სასამართლოს აზრით, დაუსჯელობის მოლოდინი, დელიქვენტური ქცევის მქონე სამეგობრო წრე და მშობლების მხრიდან არასათანადო კონტროლის განხორციელება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ მათ მიერ ერთი და იგივე სახის და ხასიათის დანაშაულების სისტემატურად ჩადენას, რომლის აღკვეთის ერთადერთი საშუალება ამ ეტაპზე შეიძლება იყოს მხოლოდ საზოგადოებისაგან იზოლაცია.
სასამართლოს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მათი საზოგადოებისაგან იზოლაცია უნდა მოხდეს მოკლე ვადით, რათა სრულწლოვანების მიღწევის დროისათვის ისინი რეაბილიტირებულები დაუბრუდნენ საზოგადოებას როგორც სრულფასოვანი წევრები და დროულად მიეცეთ თვითრეალიზების შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----- ზ--–---–---ის და გ------- მ------ის მიმართ არსებობს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ყველა გარემოება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელების 1/3-ის პირობითად ჩათვლისათვის: ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან, ასახელებდნენ თანამონაწილეებს და ისინი იმ დანაშაულში, რომლისთვისაც უნდა დაენიშნოთ საბოლოო სასჯელი, არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას და ან მისი ჩადენისთანავე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
- შ----- ზ--–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (04.09.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.08.2017წ. 14.10.2017წ. და 16.10.2017წ. ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (10-11.09.2017წ. 24.09.2017წ. 28-29.09.2017წ. 13.10.2017წ. და 18.10.2017წ. ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (17.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (19.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (18.11.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, (22.02.2018წ. ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (18.02.2018წ. ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (04.09.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.08.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (14.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (16.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (10-11.09.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (24.09.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (28-29.09.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (13.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (18.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (17.10.2017წ. ეპიზოდი) - 1 წლით შინაპატიმრობა.
- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (19.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (18.11.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (22.02.2018წ. ეპიზოდი) - 1 წლით შინაპატიმრობა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. ეპიზოდი) - 1 წლით შინაპატიმრობა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით, 04 (ოთხი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით, 01 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ----- ზ--–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით, 04 (ოთხი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წლით და 03 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით, 01 (ერთი) თვით და 15 (თხუთმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
შ----- ზ--–---–---ი დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
შ----- ზ--–---–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილიდან.
შ----- ზ--–---–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს: - სისხლის სამართლის საქმეზე N041161017011, სასამართლო განხილვამდე დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 ოქტომბერი. - სისხლის სამართლის საქმეზე N041181117001, სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, შ----- ზ--–---–---ის მიმართ დაიწყოს საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, შ----- ზ--–---–---ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე შ----- ზ--–---–---ს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე.
- გ------- ო----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (10-11.09.2017წ. 24.09.2017წ. 28-29.09.2017წ. 13.10.2017წ. 18.10.2017წ. ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (14.10.2017წ. და 16.10.2017წ. ეპიზოდები); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (12.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (12.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, (19.10.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (18.02.2018წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (16.02.2018წ. ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. ,,პსპ“-ს აფთიაქის და 18.02.2018წ. შპს ,,თერმო ცენტრი იმერეთის“ ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (10-11.09.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (24.09.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (28-29.09.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (13.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (18.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (14.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (16.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (12.10.2017წ. ეპიზოდი) - 1 წლით შინაპატიმრობა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (12.10.2017წ. ეპიზოდი) - 1 წლით შინაპატიმრობა.
- საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (19.10.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (18.02.2018წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. ,,პსპ“-ს აფთიაქი ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (18.02.2018წ. შპს ,,თერმო ცენტრი იმერეთის“ ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (16.02.2018წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- ო----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 ნოემბრის განაჩენით ძირითადი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ო----–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 02 (ორი) წელი.
გ------- ო----–--ე დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
გ------- ო----–--ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილიდან.
გ------- ო----–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სისხლის სამართლის საქმეზე N041161017011, სასამართლო განხილვამდე დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 16 ოქტომბერი.
02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, გ------- ო----–--ის მიმართ დაიწყოს საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების მომენტიდან.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, გ------- ო----–--ეს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე გ------- ო----–--ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე.
- გ------- მ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (04.09.2017წ. ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.08.2017წ. ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (04.09.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (27.08.2017წ. ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------- მ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი.
03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, გ------- მ------ის მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 24 აპრილიდან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, გ------- მ------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე გ------- მ------ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 23:00 საათიდან 06:00 საათამდე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
- სისხლის სამართლის N041161017001 საქმეზე
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ,,16 ‘’ ცალ დისკად; ვიდეოჩანაწერები ,, 2‘’ ცალ დისკად - რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- გ------- ო----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული სვიტერი, შ----- ზ--–---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ჩანთა, პარკი, ორი სვიტერი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული კეპიანი ქუდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ზარდახშა და ბლოკნოტი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შამპანიურის ბოთლი, ვაფლი, კოკაკოლას ბოთლი; შ----- ზ--–---–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული fly-ის ფირმის მობილური ტელეფონი; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ლეპტოპი, ღვინოები; მ------ გ-----–--ისგან ამოღებული ტელეფონის ყუთი; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული არყის ბოთლები; გ------- ო----–--ის ჩხრეკისას ამოღებული ქილა, ხსნადი ყავა ,,ჟოკეი’’, ორი დიდი ყუთი ყავა ,,პელე’’, ორი პატარა ყუთი ყავა ,,პელე’’, სამი ბოთლი ნატახტარი, ორი ყუთი თბილი, ერთი სიგარეტი, 60 პაკეტი რძიანი ყავა; შ----- ზ--–---–---ის ჩხრეკისას ამოღებული საღეჭი რეზინი, ფულადი თანხა, სიგარეტი, გასაღები; გ------- ო----–--ის ჩხრეკისას ამოღებული ჩანთა, მაისური, სათვალეები, თანხა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ოთხი ხელის კვალი; გ------- ო----–--ის და შ----- ზ--–---–---ის ხელის ნახჭის და ნერწყვის ნიმუშები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მინის ნამსხვრევები, ხელის კვალი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმის ღერები, ხელის კვლები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები, ფანჯრის ჩარჩოს ფრანგმეტები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული წყლის ბოთლი, ხელის ორი კვალი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დნმ-ის ნიმუში, ხელის ორი კვალი, ხელის სამი კვალი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის ორი კვალი, ნამწვი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმედი, მუყაოს ყუთი, ხელის კვლები; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პური, კონსერვი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმედები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმედები, ხელის სამი კვალი; გ------- ო----–--ის ჩხრეკისას ამოღებული ბოთლის ნაწილი, ორი სახრახნისი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს.
- სისხლის სამართლის N041271017001 საქმეზე
შ----- ზ--–---–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 45 ლარი, მუყაოს ყუთი, დალუქული ერთ პაკეტად; შ----- ზ--–---–---ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის მაგნიტოფონის 2 ცალი პანელი, 1 ცალი სათვალე; გ------- მ------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ავტომანქანის მაგნიტოფონი, დალუქული ერთ პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 1 ცალი სათვალე, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ანაწმენდი, ერთ პაკეტად მინის ნატეხები, ერთ პაკეტად; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული 6 ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; შ.ზ--–---–---ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ო----- ხ------ის ნერწყვის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეხუთე განყოფილებაში - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული, ხელის ორი კვალი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის ორი კვალი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი, რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
- სისხლის სამართლის N041180218005 საქმეზე
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას და საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები ,,11‘’ ცალ დისკად; ,,PAY BOX’’-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები; მაღაზია ,,ფემილიდან’’ ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ,,PAY BOX’’-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი; გ------- ო----–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თმის ღერები, ანაწმენდები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მეტალის დეტალი, ანაწმენდი; საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული ნაჭრის ტომარა; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სალაროს უჯრის ანაწმენდები; გ------- ო----–--ის ხელის ნახჭის ნიმუში; გ------- ო----–--ის ნერწყვის ნიმუში; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ქვა, ანაწმენდი, საკოტროლო ნიმუშთნ ერთად, ხელის სამი კვალი; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის 6 ცალი კვალი; შ----- ზ--–---–---ის ხელის ნახჭის ნიმუში; შ----- ზ--–---–---ის ნერწყვის ნიმუში; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში - განადგურდეს.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე