განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/159-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
01.06.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე - მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი - ნანა გაბედავა
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი-----–- შ-----–--
ბრალდებული - ლ-–- კ--–--ე
მამის სახელი: ი-----
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს----–-------–---–-
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ხ-------ის ქ. N66
კანონიერი წარმომადგენელი - ი----- კ--–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი; საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (03 ეპიზოდი).
ბრალდებული - შ-------- ჩ---–--ე
მამის სახელი: დ-----
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს----–-------–---–-
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: აბაშის რაიონი სოფელი ბ---–----
მცხოვრები: ბაღდათის რაიონი სოფელი ვ---–---
კანონიერი წარმომადგენელი - ხ------- ჩ---–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტები; საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სხდომის სახე დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ
ლ-–- კ--–--ემ ჩაიდინა:
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩის N207-ში მდებარე ქუთაისის ბაგა-ბაღების N19-ე ფილიალში უკანონო შეღწევის გზით ლ-–- კ--–--ე, რ-------- ხ-----–--ესთან და გ------- ა-------თან ერთად წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N19-ე ფილიალის კუთვნილ ერთ მუსიკალურ ცენტრს, ერთ აუდიომაგნიტოფონს და ნ---- კ----–----ის კუთვნილ აუდიომაგნიტოფონს, რის შედეგადაც ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების N19-ე ფილიალს მიადგა 115 ლარის ქონებრივი ზიანი, ხოლო ნ---- კ----–----ეს მიადგა 65 ლარის ქონებრივი ზიანი. მთლიანობაში ლ-–- კ--–--ის ქმედებამ გამოიწვია 180 (ას ოთხმოცი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 იანვარს, ღამის საათებში, ლ-–- კ--–--ე, შ-------- ჩ---–--ესა და ლ---- მ-----–---თან ერთად წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, შეეცადა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მეორე ჩიხის N3-ში მდებარე ინდ.მეწარმე ს------- რ-----ის ყავის აპარატში უკანონო შეღწევის გზით ფულადი თანხის, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას.
- ასევე, ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (03 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 13:46 საათზე არასრულწლოვანი ლ-–- კ--–--ე ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირის N53ა-ში მდებარე ს/ს „გეფას“ აფთიაქ „ფარმადეპოს N137 ფილიალში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 16,20 თეთრის კოსმეტიკურ საშუალებას.
- 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 15:44 საათზე არასრულწლოვანი ლ-–- კ--–--ე ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირის N53ა-ში მდებარე ს/ს „გეფას“ აფთიაქ „ფარმადეპოს N137 ფილიალში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 23,90 ლარად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებას.
-2017 წლის 07 ნოემბერს, დაახლოებით 18:04 საათზე არასრულწლოვანი ლ-–- კ--–--ე ქუთაისში, ი.ჭავჭავაძის გამზირის N53ა-ში მდებარე ს/ს „გეფას“ აფთიაქ „ფარმადეპოს N137 ფილიალში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 32,40 ლარად ღირებულ 2 ცალ კოსმეტიკურ საშუალებას.
შ-------- ჩ---–--ემ ჩაიდინა:
- ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 8 იანვარს, საღამოს საათებში, ქუთაისში, კაკაურიძის ქ.N9-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, შ-------- ჩ---–--ე პირთა ჯგუფთან ერთად, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ------ დ---–-–---–ის კუთვნილ IYI - 605 სახელმწიფო სერიისა და ნომრის მქონე მიკროავტობუსს, სახელმწიფო სერიითა და ნომრით, რის შედეგადაც ბ------ დ---–-–---–ს მიადგა 7000 (შვიდი ათასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
- ასევე, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 იანვარს, ღამის საათებში, შ-------- ჩ---–--ე, ლ-–- კ--–--ესა და ლ---- მ-----–---თან ერთად წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, შეეცადა ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მეორე ჩიხის N3-ში მდებარე ინდ.მეწარმე ს------- რ-----ის ყავის აპარატში უკანონო შეღწევის გზით ფულადი თანხის, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებას.
- ასევე, ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 დეკემბერს ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირი N13-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე შ-------- ჩ---–--ე 10 წლის გ------- ა-------თან და ლ---- მ-----–---თან ერთად აშკარად დაეუფლა ს---–--- ს----–-–---–ის 85 ლარად ღირებულ ტანსაცმელს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასასამართლო სხდომებზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულების მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ლ-–- კ--–--ის და შ-------- ჩ---–--ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს ლ-–- კ--–--ემ და შ-------- ჩ---–--ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ლ-–- კ--–--ის და შ-------- ჩ---–--ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მ--- გ--------–---–ის განცხადება, დაზარალებულ ნ---- კ----–----ის, ს------- რ-----ის და ბ------ დ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - მ--- გ--------–---–ის, თ----- ჯ--------ის, გ-------------ის, ლ-–- კ--–--ის, ნ--- ე----ის, კ------- კ--------ის, ნ--- შ-----–--ს, მ--- ხ-------ის, რ-------- ხ-----–--ის, გ------- ა-------ის, ლ-–- კ--–--ის, გ---- ხ-----–---–ის, კ--- ბ------–---ის, ლ---- მ-----–---ის, ი----- შ-------ის და ს---–--- ს----–-–---–ის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულების გამოკითხვის ოქმები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები; დათვალიერების ოქმები; ამოღების ოქმები; ნივთის ამოცნობის ოქმები; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი; პირადი ჩხრეკის ოქმი; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა; ფოტოსურათები; შპს „გეფას“ მომართვა; პატაკი; ამოღებული ვიდეოჩანაწერები; ქუთაისის ბაგა-ბაღების N19-ე ფილიალის კუთვნილი მუსიკალური ცენტრი და აუდიომაგნიტოფონი, ნ---- კ----–----ის კუთვნილი აუფიომაგნიტოფონი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
- ბრალდებულმა ლ-–- კ--–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა ლ-–- კ--–--ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა ლ-–- კ--–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება (სამი ეპიზოდი).
- ბრალდებულმა შ-------- ჩ---–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა შ-------- ჩ---–--ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
- ასევე, ბრალდებულმა შ-------- ჩ---–--ემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 01 ივნისს.
ლ-–- კ--–--ის და შ-------- ჩ---–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების ლ-–- კ--–--ის და შ-------- ჩ---–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგებს, ასევე ბრალდებულების ასაკს (არასრულწლოვანები არიან), მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ-–- კ--–--ეს და შ-------- ჩ---–--ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ასევე უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40 მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული“.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლების მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ მოცემულობებს, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. კერძოდ:
არასრულწლოვან ლ-–- კ--–--ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:
ბოლო პერიოდში არასრულწლოვანი ძირითადად იმყოფება სახლში, ეხმარება მამას საოჯახო საქმიანობაში და ყველა მის მითითებებს პირნათლად ასრულებს. აღარ იმყოფება გვიანობამდე ქუჩაში და არ აქვს ურთიერთობა დელიქვენტური ქმედების განმახორციელებელ თანატოლებთან. არასრულწლოვნის მამა საუბრისას აღნიშნავს, რომ ლ-–- ბოლო პერიოდში მეგობრობს პროსოციალური ქცევის თანატოლებთან, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი მეგობარი რომელიც მამამ სოციალურ მუშაკთან საუბრისას დაასახელა, იმყოფება კანონთან კონფლიქტში და მიმდინარეობს მისი შეფასება განრიდების პროგრამის ფარგლებში და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ბატონი ი-----. უპირველესად მიზანშეწონილია არასრულწლოვანის ფსიქოსოციალური დახმარება, მისი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის სერვისში გადამისამართება. ასევე რეკომენდირებულია მოზარდთან და მის ოჯახთან, როგორც ინდივიდუალური ასევე ოჯახური ფსიქოთერაპია, რადგან არასრულწლოვანს აქვს ძალადობრივ გარემოში აღზრდის გამოცდილება და ესაჭიროება რისხვის/იმპულსთა მართვაში დახმარება. მოზარდს ესაჭიროება დანაშაულის მორალური და სამართლებრივი მხარეების შესახებ არგუმენტაცია, პროსოციალური ნორმებისა და სოციალური უნარების განვითარებაში დახმარება. მნიშვნელოვანია განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაო მომავლის დაგეგმვის მიზნით, რომელიც ბრალდებულს დაეხმარება სამომავლო მიზნების იდენტიფიცირებაში, მათი არსებობის მნიშვნელობისა და მიღწევის გზების გააზრებაში. მომავლის პოზიტიური აღქმის ჩამოყალიბების, მოტივაციის ამაღლების და ცხოვრების ალტერნატიული გზების დასახვაში. შეფასებისას გამოიკვეთა მოზარდის დიდი ოდენობით თავისუფალი დრო, რომელიც განპირობებულია იმით, რომ არასრულწლოვანი არ არის ჩართული ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია განხორციელდეს ლ-–- კ--–--ესთან მუშაობა, რათა მოხდეს განმეორებითი დანაშაულის განხორციელების რისკების შემცირება და პოზიტიური ქცევის დასწავლა.
არასრულწლოვანი შ-------- ჩ---–--ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:
შ-------- ჩ---–--ე ორი წლის დაგვიანებით შევიდა სკოლაში, ვინაიდან არ ჰქონდა მოწესრიგებული საბუთები. არასრულწლოვანს სკოლაში ჰქონდა დაბალი აკადემიური მოსწრება, მოუმზადებელი ცხადდებოდა სკოლაში, ხელს უშლიდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, გამოხატავდა უპატივცემულო დამოკიდებულებას მასწავლებლების მიმართ, ცდილობდა მათ გაღიზიანებას და ახორციელებდა სხვადასხვა უარყოფით ქმედებებს. სოციალური მუშაკისა და მიმღები მშობლის გადმოცემით, აღნიშნულის გამო ხშირად არასრულწლოვანს უმიზეზოდ ბრალდებოდა მისგან დამოუკიდებლად განხორციელებული სხვადასხვა ქმედებები. ჰქონდა მუდმივი უთანხმოება სკოლის ადმინისტრაციასთან. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანმა შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ ჩააბარა ექსტერნის გამოცდები და აიღო ცხრა კლასის ატესტატი. მშობლები შ--------ს მიმართ გამოხატავენ გულგრილ დამოკიდებულებას. მინდობით აღზრდაში ყოფნის განმავლობაში არასრულწლოვნის მამა არ დაინტერესებულა შვილის მდგომარეობით და არ უნახავს ის მიმღები მშობლის ოჯახში. არასრულწლოვანი თავად ჩადიოდა მამასთან სოფელში, თუმცა მამის მხრიდან ვერ გრძნობდა დადებით დამოკიდებულებას და ყოველთვის ჰქონდათ უთანხმოება და უკან მალევე ბრუნდებოდა. სოციალური მუშაკი და მიმღები მშობელი საუბრისას აღნიშნავენ, რომ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენს დედა შ--------ს მიმართ. თუმცა აღსანიშნავია, რომ განრიდების და მიმდინარე ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში, სოციალურ მუშაკთან შეხვედრებისას, არასრულწლოვანს ყოველთვის თან ახლდა დედა. განასხვავებს შვილებს და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს უფროსი შვილის მიმართ და ხშირად უგულებელყოფს შ--------ს მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეფასების პერიოდში არასრულწლოვანი ძირითადად იმყოფება დედასთან და ქალბატონი ხ------- უზრუნველყოფს მას საჭიროებებით და ყურადღებას აქცევს დღის განმავლობაში. დაინტერესებულია შ--------მ მომავალში თავი აარიდოს კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებას. მხარდაჭერას უწევდა შვილს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების დროს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებთან კონტაქტის შემთხვევაში და ცდილობდა თავი აერიდებინა შ--------ს მისი დელიქვენტური ქცევის განმახორციელებელი თანატოლებისთვის. შეფასებისას ვლინდება, რომ არასრულწლოვანს აქვს მიმღებლობა კრიმინალური სუბკულტურის მიმართ. როგორც თავად აღნიშნავს დაახლოებით ათი წლის ასაკიდან იმყოფება აღნიშნულ წრეში, თავდაპირველად დამოუკიდებლად ახორციელებდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს რაც შეუმჩნეველი იყო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის. არასრულწლოვანს გარკვეული პერიოდი ურთიერთობა ჰქონდა დელიქვენტური ქმედების განმახორციელებელ თანატოლებთან თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მათი მხრიდან განხორციელებული ქმედებები მიუღებელი იყო მისთვის. შ--------ს გადმოცემით, მისი მეგობრები კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისას უარყოფითად ეპყრობოდნენ მოწყვლადი ჯგუფის წევრებს და გამოხატავდნენ აგრესიულ, ძალადობრივ ქმედებებს მათ მიმართ. არასრულწლოვანი აღიარებს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, თუმცა არ გამოხატავს სინანულს. აღნიშნავს, რომ ყველა ქმედების განხორციელებას ჰქონდა გარკვეული სახის წინაპირობა, რაც მას აიძულებდა განეხორციელებინა დანაშაული. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ცდილობს საკუთარი ქმედების მინიმალიზებას.
ზემოთ მითითებული გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- კ--–--ეს და შ-------- ჩ---–--ეს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის უნდა დაენიშნოთ შინაპატიმრობა, ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს, ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი“, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. ხოლო მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის და ასევე საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’. სასამართლო განმარტავს, რომ ლ-–- კ--–--ის და შ-------- ჩ---–--ის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ ყოფილა; ლ-–- კ--–--ემ ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის სამი და მძიმე კატეგორიის ორი დანაშაული, ხოლო შ-------- ჩ---–--ემ ჩაიდინა განზრახი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის ერთი და მძიმე კატეგორიის ორი დანაშაული; არიან არასრულწლოვნები, ნასამართლობის არ მქონენი, ისინი აღიარებენ და ინანიებენ მათზე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. მათი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებათა ერთობლიობის და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა ლ-–- კ--–--ის და შ-------- ჩ---–--ის მიმართ, შესაძლებელი იქნება მათთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლის შემთხვევაში, ვინაიდან არსებობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პირობა. ამასთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანს დააკისროს ერთი ან რამდენიმე მოვალეობა, რომელიც გათვალისწინებულია ამავე კოდექსის 45-ე მუხლით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- კ--–--ის და შ-------- ჩ---–--ის მიერ ჩადენილი ქმედებებიდან გამომდინარე, მათ უნდა დაეკისროთ მოვალეობა არ დაამყარონ ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ისინი ჩააბან ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალონ ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდნენ 24:00 საათიდან 06:00 საათამდე. ასეთი მოვალეობის დაკისრება ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, რაც უზრუნველყოფს სასჯელის ძირითადი მიზნის შესრულებას.
ვინაიდან ლ-–- კ--–--ე და შ-------- ჩ---–--ე ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყვნენ თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვნები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეთ 1/3-ით.
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთი სასჯელი შთანთქავს მეორე სასჯელს, ხოლო უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ-–- კ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (03 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
1.2. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
1.3. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (31.10.2017წ. ეპიზოდი) – 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
1.4. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (02.11.2017წ. ეპიზოდი) – 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
1.5. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (07.11.2017წ. ეპიზოდი) – 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
2. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ლ-–- კ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
3. 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, ლ-–- კ--–--ის მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 01 ივნისიდან.
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ლ-–- კ--–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ლ-–- კ--–--ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე.
5. შ-------- ჩ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით; საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
5.1. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
5.2. საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.
5.3. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით - 01 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.
6. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ-------- ჩ---–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;
7. 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადის ათვლა, შ-------- ჩ---–--ის მიმართ დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2018 წლის 01 ივნისიდან.
8. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, შ-------- ჩ---–--ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე შ-------- ჩ---–--ეს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე.
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
9.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ,,1’’ ცალ დისკად; შპს ,,ანიდან’’ და შპს ,,ფარმადეპოდან’’ ამოღებული ჩანაწერები ,,2’’ ცალ დისკად - რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
9.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაგნიტოფონის ყუთი, აუდიო მაგნიტოფონის ყუთი; ლ-–- კ--–--ისგან ამოღებული დინამიკები, მუსიკალური ცენტრი; გ------- ა-------ისგან ამოღებული მაგნიტოფონი; ხურდის ჩასაყრელი დეტალი, ყავის ჩამოსასხმელი აპარატი; გ------- ა-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მაისური; შ-------- ჩ---–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შარვალი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში- დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, ან კანონიერ მფლობელებს.
9.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის დეტალი, ნიმუშები, ხელის კვლები, სანთებელა, ნამწვი; ლ-–- კ--–--ისგან, რ-------- ხ-----–--ისგან, შ-------- ჩ---–--ისგან და გ------- ა-------ისგან აღებული ხელის და დნმ-ის ნიმუშები; ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ნამწვები და ანაწმენდები; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვალი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში - განადგურდეს.
10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე