განაჩენი

სისხლის სამართლის 24.04.2019
საქმის ნომერი
080100119002885839
დავის ტიპი
179 1
თარიღი
24.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 1/174-19 (N041290119006)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 აპრილი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ-------------------------ა - დაბადებული 2----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წ--–--------------------------–-----------------–---;

 

ადვოკატი - მ-------------------ე

 

კანონიერი წარმომადგენელი - რ---------------ა

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

სხდომის სახე - დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

ბ-------------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

2019 წლის 29 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე ბ------------- ქ-------–--------------------–- მდებარე შპს ,------–--------ის კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში დანით ყაჩაღურად თავს დაესხა მოლარე ოპერატორს ნ---------------ს და მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა შპს ,------–--------ის კუთვნილ 173 ლარს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2019 წლის 15 მარტს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ბ-------------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ბ-------------მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ბ-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შეტყობინება, მოწმეების: ნ----------------------------–-----------------------–---–----------–-------–------------------–----–---–-- გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, ამოღების ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ვიდეო ჩანაწერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ბრალდებულმა ბ-------------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2019 წლის 24 აპრილს.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ბ-------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე ბრალდებულის ასაკს (არასრულწლოვანებას), ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ-------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.

 

სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40-ე მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული“.

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირველ რიგში ითვალისწინებს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს. კერძოდ, ბ-------------ს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად: არსრულწოვნისთვის მიმდინარე მართლსაწინააღმდეგო ქმედება არის განმეორებითი, პირველ შემთხვევაში განხორციელებული ორი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის, რაც ასევე დაკავშირებული იყო სასურსათო მაღაზიებში უკანონოდ შესვლასთან და სხვადასხვა პროდუქტების დაუფლებასთან, ჩართული იყო განრიდების პროგრამაში სამი თვის ვადით. წალენჯიხის პრობაციის ბიუროს ოფიცრისაგან მიღებული ინფორმაციით, პროგრამაში ყოფნის დროს ბ--- პასუხისმგებლობით ეკიდებოდა პირობების შესრულებას და შეფერხებების გარეშე დაასრულა ის. მიმდინარე ქმედება, რაც უკავშირდება 2019 წლის 29 იანვარს დაახლოებით 21:00 საათზე ქ-------–---------------------------–------------–---------–---------- კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში დანით ყაჩაღურად მოლარე ოპერატორისათვის თავდასხმასა და მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით შპს „------–--------ის კუთვნილი 173 ლარის დაუფლებას. ბ--- აღიარებს განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და უარყოფითად აფასებს მომხდარს. ბრალდებული ნაწილობრივ იაზრებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. მიმდინარე მოვლენებისაგან დაზარალებულად აღიქვამს საკუთარ თავს, რადგან იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ფიქრობს, რომ დაზარალებულ მაღაზიას მიაყენა მატერიალური ზიანი, უჭირს სრულიად გაიაზროს მაღაზიის კონსულტანტებისათვის და დანაშაულის ადგილზე მყოფი მოქალაქეებისათვის მიყენებული მორალური ზიანი. არასრულწლოვანი ნაწილობრივ აცნობიერებს ქმედებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. აღნიშნავს რომ დაწესებულებაში ყოფნამ საშუალება მისცა გადაეფასებინა ფასეულობები. მისი თქმით ამჟამად მეტად აფასებს ოჯახის წევრებს, რომლებიც არიან აქტიური მხარდამჭერები ბ--------ს. ბრალდებულისაგან მიღებული ინფორმაციით, ამჟამად დაწესებულებაში ესწრება საგაკვეთილო პროცესებს, ასევე ჩართულია ფსიქოლოგთან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე, მისი სამომავლო გეგმები დაწესებულების დატოვების შემთხვევაში უკავშირდება სტაბილური სამსახურის მოძიებას. არასრულწლოვნის საცხოვრებელს წარმოადგენს საერთო საცხოვრებელი კორპუსის ორ ოთახიანი ბინა, კორპუსი იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში. ოჯახი რეგისტირირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში, აღნიშნულის გათვალისწინებით იღებენ ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. გარდა აღნიშნულისა ოჯახის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს მშობლების მიერ ყოველდღიურად გამომუშავებული თანხა. ოჯახის წევრების შეფასებით მათი საერთო შემოსავალი საკმარისია მხლოდ ოჯახის წინაშე არსებული პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ოჯახის წევრებთან და ბრალდებულთან გასაუბრების შედეგად შეინიშნება მათ შორის კონტაქტის დეფიციტი. ოჯახის წვერები ხშირად არ ფლობდნენ ინფორმაციას მოზარდის ადგილმდებარეობისა და საქმიანობის შესახებ. ოჯახის წევრების თქმით ბ--- მუდმივად ეხმარებოდა ოჯახს სხვადასხვა საოჯახო საქმიანობების განხორციელებაში. ოჯახის წევრებთან გასაუბრებისა და დაკვირვების შედეგად არ გამოვლენილა ფაქტები, რომლებიც შესაძლოა ოჯახში ძალადობაზე ან უგულებელყოფაზე მიუთითებდეს. ბ-------------ს ფიზიკური განვითარება და ჯამრთელობის მდგომარება ნორმის ფარგლებშია. შეფასების შედეგად არ გამოვლენილა ბრალდებულის მხრიდან ემოციური და აგრესიული ქცევის ნიშნები, აღნიშნავს რომ შეუძლია საკუთარი ქცევისა და ემოციის მართვა პრობლემურ სიტუაციებში. ინტერვიუს პროცესში აუღელვებლად და თანმიმდევრულად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას. შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა ბ---ს დამოკიდებულება მავნე ნივთიერებებსა და აზარტულ თამაშებზე. არ გამოვლენილა ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემური გარემოებები. წყაროებისაგან მიღებული ინფორმაციით, ბ---ს დადებითი ურთიერთობა აქვს, როგორც თანატოლებთან, ასევე სხვა გარშემო მყოფებთან. მიღებული ინფორმაციით, ბ---ს სამეგობრო წრე ხასიათდება ანტისოციალური ქცევით, თუმცა წარსულში მართლსაწინააღმდეგო ქმედება განახორციელა მეგობართან ერთად. შეფასების შედეგად ასევე ვლინდება მოზარდის არაორგანიზებული თავისუფალი დრო. ის სკოლის დასრულების შემდეგ არ იყო ჩართული რაიმე ტიპის ფორმალურ ან არაფორმალურ აქტივობაში. მისი თქმით და სოციალური მუშაკის დაკვირვებით არ აღენიშნება თვითდაზიანების ნიშნები. აქვს ტატუ მარჯვენა ხელის მაჯაზე, ასევე აღნიშნავს რომ აქვს დამატებით სამი ტატუ სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. ტატუების შინაარსისა და მოზარდთან გასაუბრების შედეგად იკვეთება მისი ინტერესი კრიმინალური სუბკულტურის მიმართ. არასრულწლოვანმა დაასრულა წ--–---------------------------- საჯარო სკოლის სავალდებულო საშუალო საფეხური. კლასის დამრიგებლისგან მიღებული ინფორმაციით, ბ---ს ყოფა-ქცევა და აკადემიური მოსწრება სკოლაში იყო დამაკმაყოფილებელი. დამრიგებელი აღნიშნავს, რომ მოზარდს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა თანაკლასელებთან და სკოლის მომსახურე პერსონალთან. მოზარდის პოზიტიურ ფაქტორს წარმოადგენს ფიზიკურ სამუშაოებზე საკუთარი ინიციატივით მუშაობის გამოცდილება, ასევე სხვების დახმარების სურვილი, რასაც ადასტურებენ მეზობლები ჩატარებული ინტერვიუების დროს. შეფასებიდან გამოკვეთილი რისკებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანთან მუშაობა მოხდეს შემდეგი მიმართულებებით: ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შედეგების სრულად გასაცნობიერებლად, მიზანშეწონილია ჩაერთოს დანაშაულის გაცნობიერების სარეაბილიტაციო პროგრამაში; ფასეულობით ორიენტაციის გამოვლენის მიზნით ჩაერთოს შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამაში, თავისუფალი დროის შემცირებისა და ინტერესთა სფეროს გაღრმავების მიზნით, ჩაერთოს მომავლის დაგეგმვასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო პროგრამაში.

 

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-------------ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის მინიმალური ზღვარი შეადგენს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას, ვინაიდან ბ------------- ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს იყო თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, მას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, რომლის სრულად აღსრულების საჭიროება სასჯელის მიზნების მისაღწევად არ არსებობს, მოცემულ გარემოებათა მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ყველა გარემოება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული მინიმალური სასჯელის ერთი მესამედის პირობითად ჩათვლისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ბ------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 9 (ცხრა) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 (წელი) და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 (ერთი) წელი და 3 (სამი) თვე ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბ-------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ბ-------------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 6 თებერვალის 21:10 საათიდან.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, ბ-------------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრის პერიოდში ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ბ-------------ს დაეკისროს მოვალეობა არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, ბ-------------ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი დისკი, შპს „-----–--------ს კუთვნილი მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის ამსახველი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სალაროს უჯრიდან ამოღებული ანაწმენდები, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სალაროს ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის სამი კვალი, ბ-------------საგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მაღაზიის კარის გარე სახელური, მაღაზიის კარის შიდა სახელური, სალაროს უჯრა, კომპიუტერის კლავიატურის დასადები დაფა - დაუბრუნდეს შპს ,------–---------ს.

 

ბ-------------საგან ამოღებული მოშავო ფერის მოგრძო ქურთუკი, მომწვანო ფერის ე.წ კაპიშონიანი მოსაცმელი და ერთი წყვილი შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი -დაუბრუნდეს ბ-------------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური