განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/251-18წ. (N041090218002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
25.05.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნათია გავაშელიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ე--- ნ--------
ბრალდებული - თ-------- ხ----------ე
მამის სახელი: კ----
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 2--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, რ----------–---–ის ქ. N193/41
კანონიერი წარმომადგენელი - კ---- ხ----------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
ბრალდებული - გ------- ლ-----ე
მამის სახელი: ი-----
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
განათლება: ა---------–----–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ს------------ის ქ. N13
კანონიერი წარმომადგენელი - დ----- ლ-----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.
სხდომის სახე დახურული
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ თ-------- ხ----------ემ და გ------- ლ-----ემ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 03:00 საათზე ქუთაისი, ნიკეას ქუჩა პირველი შესახვევი N9-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან და ქუთაისი, ნიკეას ქ. N38-ში მდებარე „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ლ-----ემ და თ-------- ხ----------ემ სცემეს ნ-------- ხ----–--ეს. კერძოდ, ხელი დაარტყეს მუცლისა და სახის არეში, ასევე, ფეხი დაარტყეს ტანის არეში. აღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 02 აპრილს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების თ-------- ხ----------ის და გ------- ლ-----ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი(წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს თ-------- ხ----------ემ და გ------- ლ-----ემ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, თ-------- ხ----------ის და გ------- ლ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: დ----- გ--------ის, ა-–---- ს---–----ის, გ---- ლ-------ის, თ-------- ჩ-------ის, ლ-----–----ის, ს------ ბ----ს, თ-------- გვანცელაძის და დაზარალებულ ნ-------- ხ----–--ის გამოკითხვის ოქმები; ბრალდებულების - თ-------- ხ----------ის და გ------- ლ-----ის გამოკითხვის ოქმებით; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით; 2015 წლის 05 ოქტომბრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თ-------- ხ----------ის მიმართ; 2018 წლის 07 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით თ-------- ხ----------ის მიმართ; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით თ-------- ხ----------ის მიმართ; ნასამართლობის ცნობით; ცნობით პრობაციის ბიუროდან; შეტყობინებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულებმა თ-------- ხ----------ემ და გ------- ლ-----ემ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ანუ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
თ-------- ხ----------ის და გ------- ლ-----ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა 2018 წლის 25 მაისს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების თ-------- ხ----------ის და გ------- ლ-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების შედეგს, ასევე ბრალდებულების ასაკს (არასრულწლოვანები არიან), მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თ-------- ხ----------ეს და გ------- ლ-----ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალისწინებდეს ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესს და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ პრიორიტეტულია არასრულწლოვნის რეაბილიტაციის და აღდგენითი მართლმსაჯულების ამოცანები. ამავე კონვენციის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ნებისმიერი ღონისძიების განხორციელებისას უპირატესი ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესს უნდა მიენიჭოს.
სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-40 მუხლს, რომლის მიხედვით, მკაცრი სადამსჯელო მიდგომა არ შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებს და ბავშვის შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიენიჭოს მისი კეთილდღეობის, ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის და რეინტეგრაციის საჭიროებას.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
სასამართლო ითვალისწინებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტულ მინიმალურ წესებს არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (პეკინური წესების მე-5 მუხლი), რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის მიხედვით, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული“.
სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირველ რიგში ითვალისწინებს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილ გარემოებებს. კერძოდ, გ------- ლ-----ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად მას მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ზრდასრულ პიროვნებებთან და თანატოლებთან, რომლებიც გამოირჩევიან დელიქვენტური ქცევით. გ------- მათთან ერთად ატარებს დროის უმეტეს ნაწილს. მისი დღის რეჟიმი არის არაორგანიზებული, ის გვიანობამდე იმყოფება ქუჩაში. არასრულწლოვნის რისკებისა და საჭიროებების შეფასებისას, მთავარი სირთულე არის ის, რომ გ------- ლ-----ეს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს მისი ჭეშმარიტი ინტერესების დაცვას შესაბამის ორგანოებში. მნიშვნელოვანია მოხდეს რეფერირება სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში, რათა ბრალდებულს განესაზღვროს მეურვე/მზრუნველი პირი, რომელსაც გააზრებული ექნება არასრულწლოვნის წინაშე მისი მოვალეობები, იქნება მხარდამჭერი და რეალური დადებითი ცვლილებების გამტარებელი. მნიშვნელოვანია ბრალდებულმა მიიღოს ფსიქოლოგიური დახმარება, რომელიც მიმართული იქნება ადიქციური ქცევის შემცირებაზე, რომელიც მას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების სახით აღენიშნება. განმეორებითი კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია მან შესძლოს თავად გაიაზროს დელიქვენტური ქცევის გარემოცვასთან ურთიერთობების საფრთხეები. ინდივიდუალური ფსიქოთერაპია არასრულწლოვანს შეუწყობს ხელს დაძლიოს შფოთვა და აგრესია და შეიძინოს ასერტული უნარები, რომელიც მას დაეხმარება გარშემომყოფებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში.
თ-------- ხ----------ის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ არასრულწლოვანს ურთიერთობა აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ თანატოლებთან. ბრალდებულის მეუღლის მიერ მოწოდებული ინფრომაციით, თ-------- ადვილად ექცევა მათი ზეგავლენის ქვეშ, აქვს დამყოლი ხასიათი, უჭირს უარის თქმა მათთვის და წინააღმდეგობის გაწევა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ თ-------- არ ფლობს ასერტულ უნარებს, რაც წარმოადგენს რისკ-ფაქტორს მოხდეს განმეორებითი დანაშაულის განხორციელება არასრულწლოვნის მხრიდან. პოზიტიურ ასპექტად შესაძლოა მოვიაზროთ არასრულწლოვნის ოჯახი და ძლიერი თანადგომის ქსელი. მშობლები თ--------ს უწევენ მორალურ, მატერიალურ და ფინანსურ მხარდაჭერას, ცდილობენ მისი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ინტერესდებიან მისი ცხოვრებით და მუდმივად ფლობენ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ. არასრულწლოვნისთვის მხარდამჭერს წარმოადგენს მეუღლე. თ---–-ს გადმოცემით, თ--------სთან აქვს სტაბილური პოზიტიური ურთიერთობა. ეხმარება მას შვილის გაზრდაში. ბრალდებულის მეუღლის გადმოცემით, ის ემზადება სამ კერძო რეპეტიტორთან და თითქმის ყოველდღიურად გადის სახლიდან, მისი არ ყოფნის პერიოდში თ-------- შვილის მიმართ იჩენს მზრუნველობასა და ყურადღებას,აღნიშნული პერიოდის განმავლობაში უკმაყოფილებს მას საჭიროებებს. თ---–-ს გადმოცემით, თ-------- არის ყურადღებიანი და მზრუნველი მეუღლე. ასევე დამცავ ფაქტორად შესაძლოა მოვიაზროთ, არასრულწლოვნის რამდენიმე მეგობარი, რომლებიც თ--------ს მეუღლის გადმოცემით, არიან დადებითი მაგალითის მიმცემი ბრალდებულისთვის. აქვთ საკუთარი საქმე, ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას და არიან დასაქმებული. მოზარდის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების შედეგად ვლინდება არასრულწლოვნის წინაშე არსებული რისკები და დამცავი ფაქტორები. იკვეთება, რომ მოზარდს აქვს არაორგანიზებული დღის რეჟიმი, სასურველია მუშაობა განხორციელდეს აღნიშნული სირთულის დაძლევის მიმართულებით, რათა არასრულწლოვანმა შეძლოს დროის რაციონალურად განაწილება. შეფასებისას იკვეთება, რომ არასრულწლოვანს არ აქვს სურვილი შეიძინოს ახალი უნარები, მიიღოს განათლება, მომავალში დასაქმდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მოხდეს მუშაობა, რათა შეძლოს ახალი შესაძლებლობების განვითარება, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება პოზიტიური კუთხით.
თ-------- ხ----------ე განხილული დანაშაულის ჩადენამდე გასამართლებული იყო სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით საბოლოოდ მისჯილი ჰქონდა 9 თვით შინაპატიმრობა, პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 09 თებერვალს ის იყო ნასამართლობის არ მქონე პირი, ხოლო მეორეჯერ ის გასამართლდა უკვე მოცემული დანაშაულის ჩადენის შემდეგ - 2018 წლის 7 მარტს.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ თ-------- ხ----------ეს ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით, რაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად უნდა შთანთქოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 მარტის განაჩენით დანიშნულმა და მოუხდელმა სასჯელმა(შინაპატიმრობამ 09 თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით) და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. სასამართლოს აქვე აღნიშნავს, რომ წინა განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (40 საათი) მას უკვე მოხდილი აქვს.
ასევე, გ------- ლ-----ეს იგივე მუხლით საბოლოო სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა სამართლიანი ზომით - 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14-ე და მე-40-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნების ინდივიდუალური შეფასების ანგარიშებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- ხ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 220 (ორას ოცი) საათის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქოს წინა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 07 მარტის განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა(შინაპატიმრობა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩათვლილი აქვს პირობით) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ-------- ხ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 09 (ცხრა) თვის ვადით (თ-------- ხ----------ე თავის საცხოვრებელ ადგილას უნდა იმყოფებოდეს ღამის 24 საათიდან დილის 06 საათამდე), რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
3. მსჯავრდებულ თ-------- ხ----------ეს გამოსაცდელი ვადის ათვლა დაეწყოს წინა განაჩენის გამოცხადების დღიდან 2018 წლის 7 მარტიდან;
4. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე, თ-------- ხ----------ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.
5. გ------- ლ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ოდენობით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
6. მსჯავრდებულ გ------- ლ-----ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე