განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
080100118002690492
დავის ტიპი
19 - 177 3 ა , 19 - 177 2 ბ , 19 - 177 2 ა
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/949-18 (N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 მაისი 2019 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ნ--- შ----------

მამის სახელი: კ----

დაბადების თარიღი: 2--0--2--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. წყალტუბო, თ----------------------;

 

კანონიერი წარმომადგენელი - ნ-------------შ----------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული: ბ------ მ----------

მამის სახელი: დ------

დაბადების თარიღი: 0--0-.2--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ბ---------------;

მცხოვრები: წყალტუბო, თ-----------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ’’ ქვეპუნქტები, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

ბრალდებული: ს--- მ----------

მამის სახელი: დ------

დაბადების თარიღი: 0--0-.2--- წელი

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: არასრული საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ქ. ქუთაისი, ბ---------------;

მცხოვრები: წყალტუბო, თ-----------------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი;

 

კანონიერი წარმომადგენელი: მ--------- მ----------;

 

ადვოკატი: ნ---------------–--

 

სხდომის სახე დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ ნ--- შ----------მ ჩაიდინა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე ნ--- შ----------მ და ბ------ მ----------მ უკანონოდ შეაღწიეს წყალტუბოში, თ------------ ქუჩაზე მდებარე შპს „ჰე------“ სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 400 ლარად ღირებულ 50 მეტრ შედუღების აპარატის სადენებს, 500 ლარად ღირებულ 500 მეტრ სარწყავი აპარატის კაბელს და 250 ლარად ღირებულ საირიგაციო სისტემის პლასტმასის მილებს, რითაც შპს „პე------“ მიადგა 1150 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე ნ--- შ----------მ და ბ------ მ----------მ უკანონოდ შეაღწიეს წყალტუბოში, თ------------ ქუჩაზე განთავსებულ შპს „ო----------“-ს მშენებარე მრავალსართულიანი ბინის მეშვიდე სართულზე და შეეცადნენ ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შპს „ო----------“-ს კუთვნილ 51 მეტრ 97 ლარად ღირებულ კაბელებს.

 

2018 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 04:00 საათზე ნ--- შ----------მ, ს--- მ----------მ და ბ------ მ----------მ ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს წყალტუბოში ა---–----- ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს “დ---------------------------“-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და შეეცადნენ ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მასში არსებულ 5214, 50 ლარს.

 

ბ------ მ----------მ ჩაიდინა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 03:00 საათზე ნ--- შ----------მ და ბ------ მ----------მ უკანონოდ შეაღწიეს წყალტუბოში, თ------------ ქუჩაზე მდებარე შპს „ჰე------“ სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 400 ლარად ღირებულ 50 მეტრ შედუღების აპარატის სადენებს, 500 ლარად ღირებულ 500 მეტრ სარწყავი აპარატის კაბელს და 250 ლარად ღირებულ საირიგაციო სისტემის პლასტმასის მილებს, რითაც შპს „პე------“ მიადგა 1150 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2018 წლის 31 აგვისტოს, დაახლოებით 05:00 საათზე ნ--- შ----------მ და ბ------ მ----------მ უკანონოდ შეაღწიეს წყალტუბოში, თ------------ ქუჩაზე განთავსებულ შპს „ო----------“-ს მშენებარე მრავალსართულიანი ბინის მეშვიდე სართულზე და შეეცადნენ ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ შპს „ო----------“-ს კუთვნილ 51 მეტრ 97 ლარად ღირებულ კაბელებს.

 

2018 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 04:00 საათზე ნ--- შ----------მ, ს--- მ----------მ და ბ------ მ----------მ ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს წყალტუბოში ა---–----- ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს “დ---------------------------“-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და შეეცადნენ ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მასში არსებულ 5214, 50 ლარს.

 

ს--- მ----------მ ჩაიდინა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 სექტემბერს დაახლოებით 04:00 საათზე ნ--- შ----------მ, ს--- მ----------მ და ბ------ მ----------მ ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს წყალტუბოში ა---–----- ქუჩა N17-ის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს “დ---------------------------“-ს კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და შეეცადნენ ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ მასში არსებულ 5214, 50 ლარს.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

წინასასამართლო სხდომებზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და ბრალდებულების მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულების ნ--- შ----------ს, ბ------ მ----------- და ს--- მ----------- მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქმის არსებითი განხილვის დროს ნ--- შ----------მ, ბ------ მ----------მ და ს--- მ----------მ თავი სრულად ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და განმარტეს, რომ გულწრფელად აღიარებენ და ინანიებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, ნ--- შ----------ს, ბ------ მ----------- და ს--- მ----------- მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ს--- მ-----------, ნ--- შ----------ს, ბ----- მ-----------, ნ--------------ს, ო---------–----ს, ო------------–--ას, ს-------------–--ის, თ------------------ას, მ-----–-------ას, მ-----------–-----ას, გ-------------ის, გ------------ის გამოკითხვის ოქმები, ბ------ მ----------- პირადი ჩხრეკის ოქმი, ნ--- შ----------ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ქანჩი, სახრახნისი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, ამოღებული კაბელის პლასტმასის მილის ფრაგმენტები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული კაბელების ფრაგმენტები, დანა, მაკრატელი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:

 

ნ--- შ----------მ ჩაიდინა: 1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 3. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონოდ შეღწევით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;

 

ბ------ მ----------მ ჩაიდინა: 1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 2. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; 3. ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით;

 

ს--- მ----------მ ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების ნ--- შ----------ს ბ------ მ-----------ა და ს--- მ----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარებენ ჩადენილ დანაშაულებს. გარდა ამისა, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედებების შედეგებს, ასევე ბრალდებულების ასაკს (არიან არასრულწლოვანები), მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ--- შ----------ს, ბ------ მ----------ს და ს--- მ----------ს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ასევე უნდა შეამციროს ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიზანს წარმოადგენს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვა, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვნისთვის დანიშნული სასჯელის მიზანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება; ხოლო ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას მოსამართლე, პირველ რიგში, ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პატიმრობის კოდექსისა და ამ კოდექსის მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება“.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, „დაუშვებელია არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი. არასრულწლოვნის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული“.

 

სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ასევე ითვალისწინებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე და 75-ე მუხლების მოთხოვნებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რაც ინდივიდუალური შეფასების ანგარიშშია მოყვანილი. კერძოდ: არასრულწლოვან ნ--- შ----------ს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:

 

შეფასებისას, ურთიერთობისა და თავისუფალი დროის გატარებასთან დაკავშირებით, გამოვლინდა რიგი პრობლემური საკითხებისა, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ნ--- შ----------ს მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკ ფაქტორს. არასრულწლოვანს ოჯახს მიღმა მნიშვნელოვანი კავშირები აქვს, როგორც ზრდასრულ პიროვნებებთან, ასევე თანატოლებთან, რომლებიც გამოირჩევიან დელიქვენტური ქცევით და არასრულწლოვანზე ახდენენ უარყოფით გავლენას. ნ--- შ----------ს ინტერესის სფეროს წარმოადგენს სპორტი, ის წარსულში ორი წელი თამაშობდა რაგბის, თუმცა მან ვერ გაუძლო ფიზიკურ დატვირთვას და შეწყვიტა ვარჯიში. არასრულწლოვანს ასევე ჰყავს რამდენიმე მეგობარი, რომლებიც არ არიან ჩართულნი დანაშაულებრივ საქმიანობაში. ნ--- შ----------ს ინდივიდუალური შეფასების განხორციელებისას, სირთულეები გამოვლინდა ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომელიც მას აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან და უფროს პიროვნებებთან. მნიშვნელოვანია ნ--- შ----------მ სრულად გააცნობიეროს ის რისკები და საფრთხეები რომელიც მას ექმნება აღნიშნულ პიროვნებებთან ურთიერთობის შედეგად. მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის წინაშე განხორციელდეს სარეაბილიტაციო მუშაობა ფასეულობების გამოვლენის თვალსაზრისით, რომელიც მიზნად ისახავს საკუთარი ფასეულობების, საჭიროებების და ვალდებულებების გააზრებას, ქცევის და ღირებულებების შესაბამისობაზე დაფიქრებას და საკუთარი ძლიერი მხარეების გაცნობიერებას.

 

არასრულწლოვან ბ------ მ----------- ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:

 

შეფასებისას, ურთიერთობებისა და თავისუფალი დროის გატარებასთან დაკავშირებით, გამოვლინდა რიგი პრობლემური საკითხებისა, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ბ------ მ----------- მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკ ფაქტორს. არასრულწლოვანს ოჯახს მიღმა მნიშვნელოვანი კავშირები აქვს ზრდასრულ პიროვნებებთან, რომლებიც გამოირჩევიან დელიქვენტური ქცევით და ხშირად ეხვევიან პრობლემებში. ბ----- მ----------- მხრიდან არ იქნა გამოვლენილი სასარგებლო ინტერესები. არასრულწლოვანი არ გამოხატავს სურვილს ჩაერთოს არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში. ბ------ გვიანობამდე იმყოფება ქუჩაში. როცა სახლში არ არის, ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრებმა არ იციან მისი ადგილსამყოფელის შესახებ. მიუხედავად მშობლების არაერთგზისი გაფრთხილებისა და რჩევისა, ბ-----ს უჭირს დღის რეჟიმის შეცვლა. შეფასებისას ვლინდება, რომ არასრულწლოვანი ვერ აცნობიერებს აღნიშნულ საკითხებისგან გამოწვეულ და მოსალოდნელ საფრთხეს. შეფასებიდან გამოკვეთილი რისკებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ბ----- მ----------სთან მუშაობა განახორციელოს ფსიქოლოგმა, რათა მან შეძლოს სტრესის დაძლევა ადაპტური მეთოდებით, ასევე მართოს აგრესიული ქცევა და ოჯახის წევრებთან დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია არასრულწლოვანმა გაიაზროს დელიქვენტური ქცევის გარემოცვასთან ურთიერთობების საფრთხეები, ასევე მასთან განხორციელდეს მუშაობა მოტივაციის ამაღლების მიზნით.

 

არასრულწლოვან ს--- მ----------- ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის თანახმად:

 

არასრულწლოვნის სოციალური ურთიერთობების, თავისუფალი დროისა და ინტერესების შეფასების საფუძველზე ვლინდება, რომ ს--- მ----------ს აქვს ბევრი არაორგანიზებული თავისუფალი დრო, რომელსაც ძირითადად ატარებს მეგობრების გარემოცვაში. არასრულწლოვნის გადმოცემით ის ხშირად თამაშობს მათთან ერთად ფეხბურთს. ხშირად გვიან ღამით იმყოფება საცხოვრებელ სახლთან ახლოს, შეფასებისას იკვეთება, რომ არასრულწლოვანს არა აქვს გამოხატული ინტერესის სფერო. არ არის ჩართული არაფორმალური განათლების მიღებაში, ჰყავს დელიქვანტური ქმედების განმახორციელებელი მეგობრები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ბრალდებულზე, ახალისებენ დელიქვანტური ქმედების განხორციელებას და აწვდიან ინფორმაციას, რომ არ მოხდება მის მიმართ მკაცრი სასჯელის განსაზღვრა ს---ს არასრულწლოვნების ასაკის გათვალისწინებით. მოზარდის შეფასების შედეგად გამოკვეთილი რისკის, საჭიროებებისა და დამცავი ფაქტორების შეჯამების შედეგად იკვეთება, რომ რეკომენდირებულია მოზარდთან და მის ოჯახთან, როგორც ინდივიდუალური, ასევე ოჯახური ფსიქოთერაპია. შეფასებისას გამოიკვეთა მოზარდის დიდი ოდენობით თავისუფალი დრო, რომელიც განპირობებულია იმით, რომ არასრულწლოვანი არ არის ჩართული ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაში. მნიშვნელოვანია განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაო მომავლის დაგეგმვის მიზნით, რომელიც ბრალდებულს დაეხმარება სამომავლო მიზნების იდენტიფიცირებაში, მათი არსებობის მნიშვნელობისა და მიღწევის გზების გააზრებაში. მომავლის პოზიტიური აღქმის ჩამოყალიბების, მოტივაციის ამაღლების და ცხოვრების ალტერნატიული გზების დასახვაში. შეფასების პროცესში გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანს ურთიერთობა აქვს კანონთან კონფლიქტში მყოფ თანატოლებთან და ზრდასრულ პიროვნებებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია მოხდეს არასრულწლოვანთან მუშაობა, რათა ს--- მ----------მ შეძლოს დაინახოს ის რისკ ფაქტორები, რაც არსებობს მათთან ურთიერთობის პროცესში, შეძლოს პოზიტიური ცვლილებების განხორციელება, ფასეულობითი ორიენტაციის განსაზღვრა.

 

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებების და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მოყვანილი მოცემულობის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--- შ----------ს, ბ------ მ----------ს და ს--- მ----------ს მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის უნდა დაენიშნოთ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, სასამართლო ითვალისწინებს, რომ არსებობს ყველა გარემოება იმისთვის, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ იქნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლი, რომლის თანახმად, ,,თუ არასრულწლოვანმა, რომელიც განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებული არ ყოფილა, ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი პირობით მსჯავრად ჩაითვალოს’’.

 

სასამართლო უთითებს, რომ ვინაიდან ნ--- შ----------, ბ------ მ---------- და ს--- მ---------- ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენის დროს იყვნენ თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეთ 1/4-ით, ხოლო ვინაიდან ბ------ მ---------- 2018 წლის 31 აგვისტოს ქმედების ჩადენის დროს იყო თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა უნდა შეუმცირდეს 1/3-ით.

 

ამასთან, ვინაიდან დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულები ნ--- შ---------- და ბ------ მ---------- არ იყვნენ ნასამართლევი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასჯელი უნდა განესაზღვროთ შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ნ--- შ----------მ და ბ------ მ----------მ დანაშაულები, რომლის ჩადენისთვისაც მათ ამ განაჩენით უნდა დაედოთ მსჯავრი ჩადენილი აქვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის გამოტანამდე, ამდენად, მათ საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4, მე-2 ნაწილის შეს---მისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3, მე-14 და მე-40 მუხლებით, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ (,,პეკინის წესები’’) მე-11 მუხლით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით და არასრულწლოვნის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ--- შ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასჯელთა შთანთქმის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--- შ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილების თანახმად, დანიშნული სასჯელი შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ ნ--- შ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;

 

გამოსაცდელი ვადის ათვლა, ნ--- შ----------ს დაეწყოს - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ნ--- შ----------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ნ--- შ----------ს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე.

 

ბ------ მ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/3-ით და განესაზღვროს 02 (ორი) წლით და 08 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ--- შ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 მე-2 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ბ------ მ----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შეს---მისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;

 

გამოსაცდელი ვადის ათვლა, ბ------ მ----------ს დაიწყოს - 2018 წლის 26 ოქტომბრიდან.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ნ--- შ----------ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ბ------ მ----------ს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე.

 

ს--- მ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და განესაზღვროს 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 03 (სამი) წელი;

 

გამოსაცდელი ვადის ათვლა, ს--- მ----------ს დაიწყოს განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2019 წლის 28 მაისიდან.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 42-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე, ს--- მ----------- ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - პრობაციის ეროვნულ სააგენტოს; ასევე ს--- მ----------ს დაეკისროს მოვალეობა არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში, არ შეიცვალოს ბინადრობის ადგილი პრობაციის ნებართვის გარეშე და შინიდან არ გავიდეს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

ნ--- შ----------სგან ამოღებული ქანჩი, სახრახნისი (ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში) - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა, მაკრატელი, კაბელების ნაწყვეტები (ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში) - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული სურათები დისკზე (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული ელსადენები (ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები დისკზე (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ნ--- შ----------საგან ამოღებული ძალაყინი (ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში) - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის ამსახველი სურათები დისკზე (ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში) - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური