ა) საერთო საჯარისო, მეზღვაურთა, სამკურნალო-სასურსათო, იჯრები საყაზარმე კვების პირობებში, სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების სასურსათო იჯრა ყოველდღიურად საორიენტაციოდ 8.50 ლარის ოდენობით;

ბ) მფრინავთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში ყოველდღიურად საორიენტაციოდ 9.50 ლარის ოდენობით;

გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში ზენორმატიული დატვირთვიდან გამომდინარე, სასურსათო კმაყოფაზე ყოფნისას, სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო იჯრა საყაზარმე კვების პირობებში, სამინისტროს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირების სასურსათო იჯრა ყოველდღიურად საორიენტაციოდ 10.50 ლარის ოდენობით;

დ) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა სამხედრო მოსამსახურეებისათვის განისაზღვროს თვეში:

დ.ა) საერთო საჯარისო შემადგენლობისთვის – 75 ლარის ოდენობით;

დ.ბ) სამხედრო მფრინავებისათვის და მფრინავი შემადგენლობისთვის – 145 ლარის ოდენობით;

დ.გ) მეზღვაურთა შემადგენლობისთვის – 85 ლარის ოდენობით;

ე) სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის განისაზღვროს თვეში 75 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ და „ე” ქვეპუნქტებში გათვალისწინებული შესაბამისი სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა გაიცემა შემდეგი თვის შრომის ანაზღაურების პერიოდისათვის. არასრული თვის შემთხვევაში სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა იანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვი