1. საწარმომ, მართვის სისტემის ფარგლებში, უნდა დანერგოს მოვლენათა შეტყობინების სისტემა სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2014 წლის 5 თებერვალის №17 ბრძანებით დამტკიცებული „საავიაციო მოვლენათა შეტყობინების და საავიაციო მოვლენათა შესახებ ინფორმაციის გავრცელების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.

2. საწარმო  ვალდებულია, სააგენტოსთან შეთანხმებული პროცედურების დაცვით, თვითმფრინავის ტექნიკური მომსახურებისას გამოვლენილი გაუმართაობის, მტყუნების, დეფექტის ან სხვა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს და სხ-ის ტიპის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციას.

3. საწარმო, თუ ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს სხვა სხ-ის ექსპლუანტანტის საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურებას, ვალდებულია აღნიშნულ სხ-ის ექსპლუატანტს შეატყობინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მდგომარეობის შესახებ.

4. საავიაციო მოვლენის შესახებ სავალდებულო შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს მოვლენის მოხდენიდან/დაფიქსირებიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 72 საათისა.

5. საწარმომ უნდა წარმოადგინოს ანგარიში, სადაც დეტალურად  იქნება აღწერილი გასატერებელი  ღონისძიებები მსგავსი შემთხვევების მომავალში თავიდან აცილებისათვი