1. საწარმო ვალდებულია, აწარმოოს მხოლოდ იმ საჰაერო ხომალდის და კომპონენტის ტექმომსახურება, რომლის უფლებამოსილებაც გააჩნია და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელმისაწვდომია ყველა საჭირო ტექნიკური საშუალება, მოწყობილობა, ხელსაწყო, მასალა, ტექმომსახურების მონაცემები და ექსპლუატაციაზე დაშვების უფლებამოსილი პერსონალი.

2. საწარმო პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ ტექმომსახურების სამუშაოებზე.

3. ტექნიკური მომსახურების შესრულების შეფასებისთვის საწარმომ უნდა უზრუნველყოს:

ა) სამუშაოების დამთავრების შემდეგ, შემსრულებელმა შეამოწმოს სამუშაოს შესრულების ადგილი (ნაკვეთურში, ლიუკებში, ჰაერშემწოვ მოწყობილობებში, კაბინაში), რათა არ დარჩეს ნაწილები, ხელსაწყო-იარაღები და სხვა გარეშე საგნები და დაკეტოს  ტექნიკური ნაკვეთურების კარები (ხუფები, სახურავები);

ბ)  ტექმომსახურების კრიტიკული სამუშაოების შესრულების შემდეგ შეცდომების გამოვლენის პროცესი;

გ) ტექმომსახურების დროს მრავლობითი და განმეორებითი შეცდომების დაშვების რისკის შემცირება იდენტური სამუშაოების შესრულებისას;

დ) დაზიანების შეფასება და მოდიფიკაციისა და რემონტის შესრულება შესაბამისი მონაცემების გამოყენებით.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული საფრთხეები განხილული უნდა იქნეს საწარმოს უსაფრთხოების მართვის პროცედურების შესაბამისა