1. საწარმოში  დანიშნული უნდა იქნეს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი, რომელიც:

ა) უფლებამოსილია, უზრუნველყოს ტექმომსახურების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური მართვა და სტ-ის ტექნიკური მომსახურების განხორციელება ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ვალდებულია, განსაზღვროს და შეაფასოს საწარმოში არსებული რესურსები, რათა საწარმომ შეასრულოს ტმ ამ წესის შესაბამისად;

გ) ვალდებულია, ჩამოაყალიბოს და წარმართოს უსაფრთხოების პოლიტიკა ამ წესის მე-20 მუხლის შესაბამისად;

დ)     ვალდებულია, იცნობდეს ამ წესის მოთხოვნებს.

2. საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირი ნიშნავს საწარმოს საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს, რომლებიც უზრუნველყოფენ  საწარმოს საქმიანობის შესაბამისობას  ამ წესის მოთხოვნებთან.

3. საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში განსაზღვრული უნდა იყოს პირები, რომლებიც შეასრულებენ პასუხისმგებელი პირების მოვალეობებს მათი არყოფნის შემთხვევაში.

4. საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის მიერ დანიშნული უნდა იქნეს პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რათა უზრუნველყოფილი იქნას მართვის სისტემით მოთხოვნილი შესაბამისობის მონიტორინგის ვალდებულებები.

5. საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული უნდა იქნას პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მართვის პროცესების ეფექტურ ფუნქციონირებას.

6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით  განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, შესაბამისობის მონიტორინგთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ გააცნონ პასუხისმგებელ ხელმძღვანელ პირს.

7. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული პირები  ანგარიშვალდებულნი არიან საწარმოს ხელმძღვანელი პასუხისმგებელი პირის წინაშე. აღნიშნულ პირებს უნდა გააჩნდეთ მათზე დაკისრებული ვალდებულების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, მომზადება და გამოცდილება, კერძოდ:

ა) საავიაციო უსაფრთხოების სტანდარტებისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის პრაქტიკული გამოცდილება და შეფასების უნარი;

ბ) ადამიანურის ფაქტორის პრინციპების ცოდნა;

გ) უსაფრთხოების მართვის სისტემის და მასთან დაკავშირებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ცოდნა;

დ) 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით და აქედან 2 წელი საავიაციო სფეროში შესაბამის პოზიციაზე;

ე) უმაღლესი განათლება საავიაციო სპეციალობით ან საჰაერო ხომალდის ტექნიკოსის კვალიფიკაცია დამატებითი სწავლების  მიღების შემდეგ;

ვ) საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოს საფუძვლიანი ცოდნა;

ზ) საჰაერო ხომალდის შესაბამისი ტიპის ან/და კომპონენტის  ცოდნა სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ან აღიარებულ სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო გაცნობითი კურსის გავლის შედეგად;

თ) საწარმოში დამკვიდრებული ტექმომსახურების სამუშაოების განხორციელების მეთოდების ცოდნა;

ი) საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული საავიაციო კანონომდებლობის ცოდნა.

8. საწარმომ უნდა უზრუნველყოს თავისი საქმიანობის დაგეგმვა, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ადამიანური რესურსი, რათა მოხდეს სერტიფიკატით გათვალისიწინული საქმიანობის განხორციელება.

9. საწარმო ვალდებულია,   დაადგინოს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საწარმოს იმ პერსონალისთვის, რომლებიც ახორციელებენ სტ-ის ტექმომსახურების სამუშაოებს, უსაფრთხოების  მართვას და შესაბამისობის მონიტორიგის მიზნით აუდიტის ჩატარებას და უზრუნველყოს მათი კვალიფიკაციის შენარჩუნება. მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო  გამოცდილების გარდა, მათი კომპეტენცია ასევე უნდა მოიცავდეს უსაფრთხოების მართვის პრინციპებს, ადამიანურ ფაქტორებს და ადამიანურ შესაძლებლობებს.

10.  პერსონალი, რომელიც ახორციელებს სხ-ის კონსტრუქციის და/ან კომპონენტების ურღვევ კონტროლს, კვალიფიცირებული უნდა იყოს  სსტ ენ 4179:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად. B1, B3 და L კატეგორიის პერსონალს უნდა  ჩაუტარდეს ფერთა კონტრასტით ფერადი დეფექტოსკოპიის ტესტი.

11. საწარმოს, სტ-ის ტექნიკური მომსახურების ოპერატიული მომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის, უნდა გააჩნდეს სტ-ის ექსპლუატაციაში დაშვების უფლებამოსილი, სააგენტოს მიერ შესაბამისი სხ-ის ტიპზე სერტიფიცირებული ან აღიარებული B1, B2, B2L, B3 და L კატეგორიის  პერსონალი.

12. საწარმომ სტ-ის ტექნიკური მომსახურების ოპერატიული მომსახურების სამუშაოების შესრულებისათვის სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ან აღიარებული A კატეგორიის ტექნიკურ პერსონალს სათანადო მომზადების შემდეგ, მიანიჭოს სტ-ის ექსპლუატაციაზე დაშვების უფლება, უმნიშვნელო გეგმიური ოპერატიული ტექმომსახურებისა და მარტივი დეფექტების გამოსწორების შემდეგ.

13. ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაში დაშვებისათვის საბაზო ტექნიკური მომსახურების შემდეგ, საწარმოს უნდა ჰყავდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი სხ-ის ტიპზე სერტიფიცირებული ან აღიარებული C კატეგორიის  უფლებამოსილი პერსონალი.

14. საწარმოს, საჰაერო ხომალდის ტიპზე, უნდა ჰყავდეს საკმარისი რაოდენობის  B1 და B2  კატეგორიის შესაბამისი ოსტატობის მქონე პერსონალი, რომელიც დახმარებას გაუწევს C კატეგორიის პერსონალს.

15. საბაზო ტექმომსახურების შემთხვევაში, ექსპლუატაციაში დაშვების  უფლებამოსილი პერსონალის მიერ საჰაერო ხომალდის  ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატის გამოცემამდე, დამხმარე პერსონალი ვალდებულია   ამ წესის მოთხოვნების დაცვით შეასრულოს ყველა სათანადო სამუშაო;

16. საწარმო ახორციელებს B1 და B2 კატეგორიის დამხმარე პერსონალის აღრიცხვას.

17. C კატეგორიის უფლებამოსილი პერსონალი ამოწმებს ამ მუხლის მე-15 პუნქტის  მოთხოვნების და სამუშაო პაკეტის სრულად შესრულებას. შეუსრულებელი სამუშაოს შემთხვევაში აფასებს მისი შესრულების გადავადების შესაძლებლობას  სხვა კონკრეტული შემოწმებისათვის ან სხვა დროისთვის სხ-ის ექსპლუატანტთან შეთანხმებით.

18. ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდების გარდა სხვა საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაში დაშვებისათვის საბაზო ტექნიკური მოსახურების შემდეგ, საწარმოს უნდა ჰყავდეს სხ-ის შესაბამის ტიპზე დაშვებული B1, B2, B2L, B3 და L კატეგორიის ან С კატეგორიის უფლებამოსილი პერსონალი.

19. საწარმო უფლებამოსილია, პილოტის მოწმობის მქონე სხ-ის მეთაურს ან ბორტინჟინერს, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური პრაქტიკული  მომზადება, ტექმომსახურების კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად მისცეს  უფლებამოსილება, საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის შემთხვევაში, საწარმოს ან მისი სადგურის  ადგილმდებარეობიდან მოშორებით. აღნიშნული უფლებამოსილების გაცემის პროცედურა დეტალურად  უნდა იქნას გაწერილი ექსპლუატანტის პროცედურების სახელმძღვანელოში.

20. სხ-ის მეთაურს ან ბორტინჟინერს შეიძლება, აგრეთვე, მიეცეს განმეორებადი ფრენის ვარგისობის დირექტივის შესრულების უფლება, თუ ეს ნებადართულია ამ დირექტივით.

21.   სხ-ის ძირითადი ადგილმდებარეობიდან გარეთ, სადაც არ არის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული პერსონალი, საჰაერო ხომალდზე აღმოჩენილი გაუმართაობის გამოსასწორებლად,  საწარმო უფლებამოსილია:

ა) გასცეს ერთჯერადი დაშვების ნებართვა მის პერსონალზე, რომელსაც გააჩნია მსგავსი ტექნოლოგიის, კონსტრუქციის და სისტემების მქონე საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციაზე დაშვება ან უფლებამოსილება, ან

ბ) იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ აეროპორტში არ არის ამ წესის შესაბამისად  სერტიფიცირებული  საწარმო,  გასცეს ერთჯერადი დაშვების ნებართვა იმ პირზე, რომელსაც გააჩნია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორის ორგანიზაციის (ICAO-ს) მოთხოვნების მიხედვით გაცემული ავიასპეციალისტის მოწმობა ამ ტიპის საჰაერო ხომალდზე და სტ-ის ტექმომსახურების არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

22. ამ მუხლის მე-21 პუნტის მოთხოვნების შესაბამისად გაცემული ერთჯერადი ნებართვის გაცემის შესახებ, სააგენტოს შეტყობინება უნდა მოხდეს მისი გაცემიდან შვიდი (7) დღის განმავლობაში. საწარმო, რომელიც გასცემს  ერთჯერად ნებართვას, ვალდებულია ამ წესის მიხედვით სერტიფიცირებულ ან აღიარებულ საწარმოში მოახდინოს აღნიშნული სამუშაოს შესრულების გადამოწმება პირველივე შესაძლებლობისთანავ