ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჰაერო ხომალდი – აპარატი, რომელიც ატმოსფეროში მდებარეობას ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად ინარჩუნებს, დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ჰაერთან ურთიერთქმედების გამოკლებით. საჰაერო ხომალდია: თვითმფრინავი, ვერტმფრენი, პლანერი, სხვა საშუალება;

ბ) დაშვებაზე უფლებამოსილი პერსონალი – ტექმომსახურების ჩატარების შემდეგ, საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაზე დაშვების უფლების მქონე პერსონალი;

გ) კომპონენტი – ძრავა, საჰაერო ხრახნი, ნაწილი ან  მოწყობილობა;

დ) საფრენად ვარგისობის შენარჩუნება – ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდის ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებას უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის  და საფრენად ვარგისობის მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ე) საავიაციო ტექნიკა – საჰაერო ხომალდი, მისი აღჭურვილობა, მაკომპლექტებელი ნაწილები (აგრეგატები და სისტემები), ძრავები, საწაფი, საჰაერო ხომალდის სახმელეთო მომსახურების საშუალებები;

ვ) ავტორიზაცია – საწარმოს მიერ დაშვებაზე უფლებამოსილი პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, განსაზღვრული სამუშაო მოცულობით, შეასრულოს ტექმომსახურების სამუშაოები და დაადასტუროს  ხელმოწერით;

ზ) ტექნიკური მომსახურება – სხ-ის და/ან მისი კომპონენტების საფრენად ვარგისობის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად ცალ-ცალკე ან ერთობლივად ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომელიც მოიცავს აღმდგენ, შემოწმებით, გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოებს, ასევე მოდიფიცირებას და/ან რემონტის პრაქტიკულ განხორციელებას;

თ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმო – იურდიული პირი, რომელიც სერტიფიცირებულია ან აღიარებულია ამ წესის შესაბამისად;

ი)  ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი:

ი.ა) თვითმფრინავი:

ი.ა.ა)   5700 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან

ი.ა.ბ)  19  და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან

ი.ა.გ)  სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით; ან

ი.ა.დ)  აღჭურვილი ტურბორეაქტიული ძრავ(ებ)ით ან ერთზე მეტი ტურბოხრახნული ძრავ(ებ)ით.

ი.ბ) ვერტმფრენი:

ი.ბ.ა)   3175 კილოგრამზე მეტი სერტიფიცირებული მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე; ან

ი.ბ.ბ)  9  და მეტი სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე; ან

ი.ბ.გ) სერტიფიცირებული ექსპლუატაციისათვის მინიმუმ ორი მფრინავით; ან

ი.ბ.დ) დახრადი ხრახნის მქონე;

კ) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საწარმოს შესაბამისობას ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან;

ლ) გაფრენისწინა შემოწმება – საჰაერო ხომალდის შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს ამ საჰაერო ხომალდის მზადყოფნას შესასრულებელი ფრენისათვის;

მ) „ELA1 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:

მ.ა) თვითმფრინავი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;

მ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 1200 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;

მ.გ) საჰაერო ბურთი (ან აეროსტატი), რომლის ამწევი გაზის ან ცხელი აირის მაქსიმალური სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ3-ს სითბური აეროსტატისთვის, 1050 მ3-ს  გაზის აეროსტატისათვის და 300მ3-ს  დაბმული გაზის აეროსტატისათვის;

მ.დ) დირიჟაბლი, რომლის დიზაინი გათვალისწინებულია არაუმეტეს ოთხ პირზე და ამწევი გაზის ან ცხელი აირის სერტიფიცირებული მოცულობა არ აღემატება 3400 მ3-ს სითბური დირიჟაბლისთვის და  1050 მ3-ს გაზის დირიჟაბლისთვის;

ნ) „ELA2 საჰაერო ხომალდი“ – მართვადი (ან პილოტირებადი) ევროპული მსუბუქი საჰაერო ხომალდი:

ნ.ა) თვითმფრინავი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით, რომელიც არ არის კლასიფიცირებული, როგორც ძრავიანი კომპლექსური საჰაერო ხომალდი;

ნ.ბ) პლანერი და ძრავით აღჭურვილი პლანერი 2000 კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;

ნ.გ) საჰაერო ბურთი (ან აეროსტატი);

ნ.დ) სითბური დირიჟაბლი;

ნ.ე) გაზის დირიჟაბლი შემდეგი მახასიათებლებით:

ნ.ე.ა) 3% მაქსიმალური სტატიკური დატვირთვა;

ნ.ე.ბ) არამიმართული (არავექტორული) წევა (უკუწევის ან რევერსული წევის  გარდა);

ნ.ე.გ) სტრუქტურის, კონტროლის სისტემის და ბალონების სისტემის ჩვეულებრივი და მარტივი დიზაინი;

ნ.ე.დ) მართვის სისტემა გამაძლიერებლის გარეშე;

ნ.ვ) ზემსუბუქი ვერტმფრენი:

ნ.ვ.ა) 600კგ ან ნაკლები ასაფრენი მაქსიმალური მასით;

ნ.ვ.ბ) აქვს მარტივი კონტრუქცია და აღჭურვილია ერთი მთავარი და ერთი უკანა რედუქტორით, ფიქსირებული შასებით, თხილამურებით ან ნავით;

ნ.ვ.გ) აქვს  მაქსიმუმ ორი ადგილი;

ნ.ვ.დ) აღჭურვილია  ნაპერწკლური ან კომპრესიული აალების სისტემის ერთი ძრავით, გარდა აირტურბინული  ან რაკეტული ძრავისა;

ნ.ვ.ე) სერტიფიცირებული მხოლოდ დღისით ვიზუალური ფრენის წესების მოთხოვნებით;

ო) საქმიანობის ძირითადი ადგილი – საწარმოს ძირითადი ადგილსამყოფელი, სადაც ხორციელდება ძირითადი საფინანსო ოპერაციები, ოპერირების დაგეგმვა და ფრენის ვარგისობის შენარჩუნების მართვა;

პ) ტექმომსახურების კრიტიკული სამუშაო – საჰაერო ხომალდზე, მის ძრავზე ან საჰაერო ხრახნზე ნაწილის ან სისტემის მონტაჟის  ან მისი გაუმართაობის აღმოფხვრის სამუშაო, რომლის შესრულებისას დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას;

ჟ) დამამზადებელი – საწარმო, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის საბოლოო აწყობაზე;

რ) თვითმფრინავი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც მოძრაობაში მოდის ძრავას მეშვეობით და მისი ფრენისას ამწევი ძალა იქმნება ძირითადად უძრავი ზედაპირების აეროდინამიკური რეაქციის შედეგად;

ს) რემონტი – საჰაერო ხომალდის (პლანერი, ძრავა და მაკომპლექტებელი ნაკეთობების) ცვეთის ან დაზიანების შემდგომ საფრენად ვარგისობის აღდგენა საფრენად ვარგისობის დადგენილი ნორმების შესაბამისად;

ტ) საავიაციო ძრავა – ძრავა, რომელიც განკუთვნილია სხ-ის მოძრაობაში მოსაყვანად. ძრავას შემადგენლობაში შედის მისი ფუნქციონირების და კონტროლისათვის საჭირო კომპონენტები და მოწყობილობები, გარდა საჰაერო ხრახნისა (არსებობის შემთხვევაში);

უ) საფრენად ვარგისობის ნორმები – ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჰაერო ხომალდის, ძრავას, აღჭურვილობის და მასალების მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

ფ) შემმუშავებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია საავიაციო ტექნიკის ტიპის კონსტრუქციაზე;

ქ) ვერტმფრენი – ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატი, რომელიც ჰაერში მდებარეობას ინარჩუნებს თითქმის ვერტიკალური ღერძის გარშემო ძრავას საშუალებით მბრუნავი ერთი ან რამდენიმე მზიდი ხრახნის ჰაერთან ურთიერთქმედების შედეგად;

ღ) ოპერატიული ტექნიკური მომსახურება – საჰაერო ხომალდის გაფრენისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, დათვალიერება და შემოწმება, რომელიც უზრუნველყოფს სხ-ის გამართულობას,  მათ შორის:

ღ.ა) გაუმართაობის  დიაგნოსტიკა;

ღ.ბ) გაუმართაობის  აღმოფხვრა;

ღ.გ) კომპონენტის გამოცვლა, რომლის დროსაც შესაძლებელია გამოყებული იქნას გარე სატესტო მოწყობილობა (კომპონენტის გამოცვლისას ასევე იგულისხმება ძრავის ან საჰაერო ხრახნის გამოცვლა);

ღ.დ) გეგმიური ტექნიკური მომსახურება ან/და შემოწმება, მაგრამ არ საჭიროებს სიღრმისეულ შემოწმებას (მათ შორის სხ-ის სტრუქტურის, სისტემების და ძრავის შიდა შემოწმებები სწრაფი შეღწევის პანელებიდან.).

ღ.ე) მარტივი რემონტების და მოდიფიკაციების სამუშოების შესრულება, რომელიც არ მოითხოვს დაშლას და სრულდება მარტივი საშუალებებით.

ღ.ვ) საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების სავალდებულო ინსტრუქციებით გათვალისწინებული საბაზო ტექმომსახურების გადაუდებელი სამუშაოების (Emergency AD, Emergency SB, Emergency SL) შესრულება ოპერატიული ტექმომსახურებისას, შესაბამისობის მონიტორინგზე პასუხიმგებელი პირის მიერ შესწავლილი რისკების და საწარმოში არსებობს ამ სამუშაოს შესრულების პირობები შეფასების საფუძველზე, სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ.

ყ) საბაზო ტექმომსახურება – ნებისმიერ ტექმომსახურების სამუშაო გარდა ოპერატიული ტექნიკური მომსახურებისა.

შ) დამხმარე პერსონალი – საბაზო ტექმომსახურებ(ზე)ში მომუშავე B1, B2, B2L, B3  და/ან L კატეგორიის მქონე მოწმობის მფლობელი პერსონალი, შესაბამისი საჰაერო ხომალდის ოსტატობით, რომელსაც საბაზო ტექმომსახურებისას მუშაობისას არ არის აუცილებელი გააჩნდეს  სხ/კომპონენტების ექსპლუატაციაში დაშვების უფლება;

ჩ) შესაბამისი საჰაერო ხომალდი და/ან კომპონენტი – საჰაერო ხომალდის ტიპი ან/და კომპონენტი, რომელიც აღნიშნულია სამუშაოზე დაშვების ავტორიზაციის სერტიფიკატში;

ც) ავტორიზაციის სერტიფიკატი – საწარმოს მიერ დაშვების პერსონალისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, სადაც განსაზღვრულია ნებადართული სამუშაოები და რომელიც აღნიშნულ პერსონალს აძლევს უფლებას, საწარმოს სახელით, ხელი მოაწეროს   ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატზ