საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურების შესაბამისად, საწარმო უფლებამოსილია განახორციელოს:
ა) საჰაერო ხომალდ(ებ)ის და/ან კომპონენტ(ებ)ის ტექნიკური მომსახურება, საწარმოს პროცედურების სახელმძღვანელოში აღნიშნულ ადგილმდებარეობაზე;
ბ) საავიაციო ტექნიკის ტექმომსახურების სამუშოების შესრულება ქვეკონტრაქტორ საწარმოში, მისთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში და ამავე საწარმოს მართვის სისტემის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნული სამუშაოები არ უნდა მოიცავდეს საჰაერო ხომალდის სრულ საბაზო ტექმომსახურებას და ძრავის ან მისი მოდულის სრულ ტექმომსახურებას ან რესურსის აღდგენას;
გ) საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება მისთვის მინიჭებული უფლების ფარგლებში და განსაზღვრულ ადგილმდებარეობაზე, მიუხედავად იმისა, ტექმომსახურების საჭიროება გამოწვეულია საჰაერო ხომალდის გაუმართაობით თუ გეგმიური ოპერატიული ტექმომსახურების შესრულების აუცილებლობით;
დ) საავიაციო ტექნიკის ექსპლუატაციაში დაშვების სერტიფიკატის გაცემა, ტექმომსახურების დასრულების შემდე