1. საწარმოს უნდა გააჩნდეს ყველა საჭირო მოწყობილობა, ინსტრუმენტი და მასალა, რაც მითითებულია საავიაციო ტექნიკის მწარმოებლის ან დამამზადებლის ინსტრუქციებში. საწარმო მიერ ალტერნატიული ინსტრუმენტის ან მოწყობილობის გამოყენება დასაშვებია მის ტექმომსახურების სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურის შესაბამისად, სააგენტოსთან შეთანხმებით.
2. საწარმოს უნდა გააჩნდეს მუდმივად ხელმისაწვდომი მოწყობილობები და ინსტრუმენტები, გარდა იმ მოწყობილობისა ან ინსტრუმენტისა, რომლებიც გამოიყენება იშვიათად. იშვიათად საჭირო ხელსაწყოების და მოწყობილობების გამოყენების პროცედურები აღწერილი უნდა იყოს ტექმომსახურების სახელმძღვანელოში.
3. საწარმოს, საბაზო ტექნიკური მომსახურებისათვის, უნდა გააჩნდეს საჰაერო ხომალდის ნებისმიერ წერტილამდე მიღწევისთვის საჭირო პლატფორმები და/ან დოკები.
4. ინსტრუმენტების, მოწყობილობის და სატესტო საშუალებების ვარგისობისა და სიზუსტის შენარჩუნება, მათი სათანადო კონტროლი და დაკალიბრება საწარმომ უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული დაკალიბრებისა და სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი ჩანაწერები ინახება საწარმოში.
5. საწარმოში გამოყენებული ყველა ინსტრუმენტი და მოწყობილობა, მათ შორის, პერსონალური ინსტრუმენტები, აღრიცხული უნდა იყოს შესაბამის რეესტში, სადაც აღნიშნული იქნება მათი შემოწმების და დაკალიბრების თარიღი, შემოწმების ინტერვალები, ვარგისობის ვადები.
6. ყველა ინსტრუმენტზე და მოწყობილობაზე დატანილი უნდა იქნეს იარლიყი, მისი შემოწმების და ვარგისობის ვადების აღნიშვნით. დაზიანებული ან გამოსაყენებლად უვარგის ინსტრუმენტზე დაიტანება შესაბამისი იარლიყი, რომელზეც აღნიშნულია გაუმართაობ