1. საწარმომ უნდა დანერგოს მართვის სისტემა, რომელიც უნდა შედგებოდეს შემდეგი კომპონენტებისაგან:

ა) პერსონალის პასუხისმგებლობების და ანგარიშვალდებულებების აღწერა მთელი ავიასაწარმოს მასშტაბით, მათ შორის, ხელმძღვანელი პასუხიმგებელი პირის ვალდებულება უსაფრთხოებაზე;

ბ) საწარმოს ხედვა და პრინციპები უსაფრთხოების პოლიტიკისა და  მიზნების მიმართ;

გ) საწარმოს საქმიანობის შედეგად გამოწვეული ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიცირება, მათი შეფასება და მასთან დაკავშირებული რისკების მართვა, მათ შორის, რისკების შემცირებისა და   ამ ქმედებების  ეფექტურობის გადამოწმების მიზნით;

დ) ტექნიკური პერსონალის უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება;

ე) დოკუმენტაციის წარმოება, რომელიც აღწერს მართვის სისტემის ძირითად პროცესებს, მათ შორის პერსონალისთვის მათი ვალდებულებების და ამ დოკუმენტაციის განახლების პროცედურების გაცნობის პროცესს.

ვ) დადგენილ მოთხოვნებთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობის მონიტორინგი. მათ შორის, პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირისათვის შემოწმების შედეგების მიწოდების სისტემას, რათა უზრუნველყოფილი იქნას მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტურად განხორციელება.

2. ავიასაწარმოს მართვის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ავიასაწარმოს ორგანიზაციულ სტრუქტურას, გაწეული მომსახურების კომპლექსურობას, საფრთხეების და რისკების გათვალისწინებით.

3. თუ ავიასაწარმო, გარდა საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურებისა, ახორციელებს სხვა საავიაციო საქმიანობას  საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლებელია გააჩნდეს ერთიანი ინტეგრირებული მართვის  სისტემ