1. ჩასვლის ან გამგზავრების დაგვიანების ან მომსახურების გაუქმების შემთხვევაში სარკინიგზო საწარმომ ან რკინიგზის სადგურის მენეჯერმა მგზავრებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ვითარებისა და რეისის ან ჩამანაცვლებელი რეისის მოსალოდნელი გამგზავრებისა და ჩასვლის დროების შესახებ, როგორც კი ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება. თუ ამ ინფორმაციას ფლობენ ბილეთების გამყიდველები და ტუროპერატორები, მათ ასევე მოეთხოვებათ მგზავრის ინფორმირება.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაგვიანების ხანგრძლივობა შეადგენს 60 წუთზე მეტს, დაგვიანებული მომსახურების განმახორციელებელმა სარკინიგზო საწარმომ მგზავრებს უსასყიდლოდ უნდა შესთავაზოს:
ა) ლოდინის დროის შესაბამისად, საკვები და სასმელი, თუ შესაძლებელია მათი მიწოდება, ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მიწოდების მანძილი, დრო და ღირებულება;
ბ) დროებით განთავსება და რკინიგზის სადგურსა და განთავსების ადგილს შორის ტრანსპორტირება, იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია ერთი ან მეტი ღამით ან დამატებითი დროით დარჩენა, როდესაც ეს ფიზიკურად შესაძლებელია. შესაძლებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის დაშვებასა და მეგზური ძაღლების საჭიროებებთან დაკავშირებული მოთხოვნები;
გ) თუ მატარებელი დაბლოკილია ლიანდაგზე, ტრანსპორტირება მატარებლიდან რკინიგზის სადგურამდე, ალტერნატიულ გამგზავრების პუნქტამდე ან მომსახურებით გათვალისწინებულ საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე, როდესაც ეს ფიზიკურად შესაძლებელია.
3. თუ სარკინიგზო მომსახურება შეფერხებულია და ვეღარ გაგრძელდება ან ვერ გაგრძელდება გონივრულ ვადაში, სარკინიგზო საწარმოებმა მგზავრები რაც შეიძლება მალე უნდა უზრუნველყონ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ალტერნატიული მომსახურებით და ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში მიიღონ აუცილებელი ზომები.
4. სარკინიგზო საწარმოებმა დაზარალებულ მგზავრებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოითხოვონ ცნობა დაგვიანების, რეისის გამოტოვების ან გაუქმების თაობაზე. ეს ცნობა ასევე გამოიყენება ამ წესის 51-ე მუხლით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით.
5. ამ მუხლის გამოყენებისას სარკინიგზო საწარმომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის, აგრეთვე, მათი თანმხლები პირებისა და მეგზური ძაღლების საჭიროებებს.
6. ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მათ შორის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების (მათ შორის, ლოდინის დრო, მიწოდების მანძილი და ა.შ.) განსაზღვრის მიზნით, გადამყვან-გადამზიდველი უფლებამოსილია დაადგინოს სპეციალური წესები გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობებით. აღნიშნული წესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ მუხლით განსაზღვრულ წესებს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პი