1. სარკინიგზო საწარმოებმა, რკინიგზის სადგურის მენეჯერებმა, ბილეთების გამყიდველებმა და ტუროპერატორებმა ერთამენთთან უნდა ითანამშრომლონ შეზღუდული შესაძლებლობისა მქონე პირისათვის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის უსასყიდლო დახმარების გაწევის მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესის 53-ე და 55-ე მუხლებით, შეტყობინების ერთიანი მექანიზმის შეთავაზებით, შემდეგი პირობების შესაბამისად:

ა) დახმარება გაწეული უნდა იქნეს იმ პირობით, რომ სარკინიგზო საწარმოსთვის, რკინიგზის სადგურის მენეჯერისთვის, ბილეთების გამყიდველისთვის, ტუროპერატორისთვის ან ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთიანი საკონტაქტო პუნქტისთვის შეტყობინების გაგზავნა მოხდა დახმარების საჭიროების დადგომამდე სულ მცირე 24 საათით ადრე. საკმარისია ერთი შეტყობინება ერთ რეისზე. შეტყობინების მიმღებმა ასეთი შეტყობინებები უნდა დაუგზავნოს რეისთან დაკავშირებულ ყველა სარკინიგზო საწარმოსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერს. შეტყობინებები მიღებულ უნდა იქნეს დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, მიუხედავად გამოყენებული საკომუნიკაციო საშუალებებისა. თუ ბილეთით ან სეზონური ბილეთით დაშვებულია მრავლჯერადი მგზავრობა, მგზავრის მიერ ერთი შეტყობინება დახმარების საჭიროების შესახებ საკმარისი უნდა იყოს იმ პირობით, რომ მიწოდებულია შესაბამისი ინფორმაცია შემდგომი რეისების დროის შესახებ, და შეტყობინება მოხდა დახმარების პირველი საჭიროების დადგომამდე სულ მცირე 24 საათით ადრე. ასეთ შემთხვევაში მგზავრმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ყველანაირ გონივრულ ძალისხმევას, რომ უზრუნველყოს მგზავრობის გაუქმების შესახებ ინფორმაციის სულ მცირე 12 სათით ადრე მიწოდება;

ბ) სარკინიგზო საწარმოებმა, რკინიგზის სადგურის მენეჯერებმა, ბილეთების გამყიდველებმა და ტუროპერატორებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა, რაც აუცილებელია შეტყობინებების მისაღებად. თუ ბილეთების გამყიდველებს არ შეუძლიათ ასეთი შეტყობინებების დამუშავება, მათ უნდა მიუთითონ ალტერნატიული სარეალიზაციო პუნქტები ან შეტყობინებების გადასაცემი ალტერნატიული საშუალებები;

გ) თუ შეტყობინება გადაცემული არ არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სარკინიგზო საწარმომ და რკინიგზის სადგურის მენეჯერმა უნდა მიმართონ ყველანაირ გონივრულ ძალისხმევას დახმარების გასაწევად, იმგვარად, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა ან გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირმა შეძლოს მგზავრობა;

დ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შეუზღუდავად, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა უნდა დაასახელოს პუნქტები, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირმა შეიძლება აცნობონ რკინიგზის სადგურზე თავიანთი ჩასვლის შესახებ და მოითხოვონ დახმარება. ასეთი პუნქტების დასახელებასა და მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებლობა უნდა დადგინდეს ამ წესის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესებით;

ე) დახმარება გაწეული უნდა იქნეს იმ პირობით, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირი ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პუნქტში გამოცხადდება დახმარების უზრუნველმყოფი სარკინიგზო საწარმოს ან რკინიგზის სადგურის მენეჯერის მიერ მითითებულ დროს. მითითებული დრო არ უნდა შეადგენდეს 60 წუთზე მეტს ოფიციალურად გამოცხადებულ გამგზავრების ან რეგისტრაციის გავლის დრომდე. თუ მითითებული არ არის დრო, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ან გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირს მოეთხოვება გამოცხადება, ის დასახელებულ პუნქტში უნდა გამოცხადდეს სულ მცირე 30 წუთით ადრე ოფიციალურად გამოცხადებულ გამგზავრების ან რეგისტრაციის დრომდე;

ვ) სარკინიგზო საწარმოს შეუძლია შექმნას ერთიანი საკონტაქტო პუნქტი, რომლის ფუნქციონირების პირობები უნდა დადგინდეს ამ წესის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთიანი საკონტაქტო პუნქტი პასუხისმგებელია:

ა) რკინიგზის სადგურებზე დახმარებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მიღებაზე;

ბ) დახმარებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური მოთხოვნების რკინიგზის სადგურის მენეჯერებსა და სარკინიგზო საწარმოებისათვის შეტყობინებაზე;

გ) ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზ