1. მოთხოვნის საფუძველზე, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა, სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა ან ტუროპერატორმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, მათ შორის, შესაბამისი ხელმისაწვდომი ფორმატით, რკინიგზის სადგურსა და მასთან დაკავშირებულ ობიექტებზე, სარკინიგზო მომსახურებებზე დაშვებისა და მოძრავ შემადგენლობაზე დაშვების პირობების შესახებ ამ წესის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად და ინფორმაცია ბორტზე არსებული მოწყობილობების შესახებ.
2. თუ სარკინიგზო საწარმო, ბილეთების გამყიდველი ან ტუროპერატორი, ამ წესის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი სახით, უარს ამბობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისაგან ან გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისაგან ჯავშნის მიღებაზე ან მათზე ბილეთის გაცემაზე ან უწესებს მათ სხვა პირის თანხლების მოთხოვნას, ჯავშნის მიღებაზე ან ბილეთის გაცემაზე უარის თქმიდან ან სხვა პირის თანხლების მოთხოვნის დაწესებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, დაინტერესებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა მიაწოდოს აღნიშნული გადაწყვეტილების წერილობით დასაბუთება. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა ან ტუროპერატორმა უნდა მიმართოს გონივრულ ძალისხმევას აღნიშნული პირებისთვის, მათი საჭიროებების გათვალისწინებით, ტრანსპორტირების მისაღები ალტერნატივის შესათავაზებლად.
3. სარკინიგზო საწარმოებმა და რკინიგზის სადგურის მენეჯერებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რკინიგზის სადგურებზე, რომელთაც პერსონალი არ ემსახურება (გარდა გადამყვან-გადამზიდველის მიერ განსაზღვრული ცალკეული ბაქნებისა), ადვილად ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია პერსონალით დაკომპლექტებული უახლოესი რკინიგზის სადგურებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის ხელმისაწვდომი დახმარების შესახე