1. სარკინიგზო საწარმომ ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით უნდა შეიმუშაოს მატარებლით მგზავრობის არადისკრიმინაციული წესები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მისი დამხმარე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის გადასაყვანად.

2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის ჯავშნები და ბილეთები შეთავაზებული უნდა იქნეს დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე, შესაბამისი თავისუფალი ადგილის/ადგილების არსებობის შემთხვევაში. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა ან ტუროპერატორმა უარი არ უნდა თქვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისაგან და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისაგან ჯავშნის მიღებაზე ან მათთვის ბილეთის გაცემაზე, ან მოითხოვონ, რომ ასეთ პირებს ახლდეს სხვა პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესების შესასრულებლა