შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის მოქმედებს დახმარების შემდეგი პირობები:

ა) „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ ასისტენტს უფლება აქვს იმგზავროს სპეციალური ტარიფით ან უსასყიდლოდ და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დაიკავოს ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გვერდით;

ბ) თუ სარკინიგზო საწარმო ამ წესის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოითხოვს, რომ მგზავრი საჭიროებს თანმხლებ პირს მატარებლის ბორტზე, თანმხლები პირი უფლებამოსილი უნდა იყოს იმგზავროს სპეციალური ტარიფით და შესაძლებლობის შემთხვევაში დაიკავოს ადგილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის გვერდით;

გ) ნებადართული უნდა იყოს მათ თანმხლებად მეგზური ძაღლის დაშვება, რომლის მატარებლის ბორტზე დაშვების კონკრეტული წესები და პირობები განისაზღვრება გადამყვან-გადამზიდველის მიერ;

დ) თუ მატარებლებს პერსონალი არ ემსახურება, რკინიგზის სადგურის მენეჯერებმა ან სარკინიგზო საწარმოებმა, ამ წესის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ დახმარების უსასყიდლოდ გაწევა მატარებელში ჩასხდომისა და ჩამოსხდომისას, თუ რკინიგზის სადგურზე იმყოფება სპეციალურად მომზადებული მორიგე პერსონალი;

ე) პერსონალით დაკომპლექტებული რკინიგზის სადგურში გამგზავრებისას, ტრანზიტით გავლისას ან ჩასვლისას რკინიგზის სადგურის მენეჯერმა ან სარკინიგზო საწარმომ უნდა უზრუნველყოს დახმარების უსასყიდლოდ გაწევა, რათა პირმა შეძლოს მატარებელში ჩაჯდომა, დამაკავშირებელ რეისზე გადასვლა ან მატარებლიდან ჩამოსვლა, თუ ადგილზე იმყოფება სპეციალურად მომზადებული მორიგე პერსონალი. თუ დახმარების გაწევის საჭიროება შეტყობინებულია წინასწარ, ამ წესის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა ან სარკინიგზო საწარმომ უნდა უზრუნველყოს დახმარების გაწევა მოთხოვნისამებრ;

ვ) რკინიგზის სადგურებზე, რომელთაც პერსონალი არ ემსახურება, სარკინიგზო საწარმომ უნდა უზრუნველყოს დახმარების უსასყიდლოდ გაწევა მატარებლის ბორტზე, მატარებელში ჩასხდომისას და ჩამოსხდომისას, თუ მატარებელს ემსახურება მომზადებული პერსონალი;

ზ) მატარებლის ბორტსა და რკინიგზის სადგურზე მომზადებული პერსონალის არყოფნის შემთხვევაში რკინიგზის სადგურის მენეჯერმა ან სარკინიგზო საწარმომ უნდა მიმართოს ყველანაირ გონივრულ ძალისხმევას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის ან გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირისათვის ხელმისაწვდომი იყოს რკინიგზით მგზავრობა;

თ) სარკინიგზო საწარმოებმა უნდა მიმართონ ყველანაირ გონივრულ ძალისხმევას, რომ უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის დაშვება იმავე საბორტო მომსახურებაზე, რომელზეც დაიშვებიან სხვა მგზავრები, თუ ამ პირებს არ შეუძლიათ აღნიშნულ მომსახურებაზე დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ წვდომ